Сб, 19.08.2017, 23:31
Главная
Регистрация
Вход
აბაშის ხმა
Приветствую Вас Гость | RSS
[ Новые сообщения · Участники · Правила форума · Поиск · RSS ]
Страница 10 из 46«12891011124546»
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: Пт, 30.05.2014, 00:40 | Сообщение # 91
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამე დავღალე უძილოდ,
გამოვაცალე ძალ–ღონე,
ქანცი გასცლია უცილოდ,
არც რამ მსგავსის არს გამგონე.
ვატირე ცხარე ცრემლითა,
მთვარე დღის შუქზე გამწყრალი,
გასაწყლებული მზერითა,
გავხადე უფრო საწყალი.
ვარსკვლავთა ციცქნა ქიმებზე,
გავკიდე ლექსის პწკარები,
ვაკვნესე მუზის სიმებზე,
ლექსები განაწამები.
დილაც შემოდგა ნისლადა,
ირიჟრაჟა და მეწყინა,
მე, ისევ ვიყავ ფხიზლადა,
ღამეს მკვდარივით ეძინა.
 
nukriaДата: Пт, 30.05.2014, 00:42 | Сообщение # 92
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს რა ხმებია, რა გუგუნებს ჰე, იმ მთებიდან,
ციდან მომდგარან ანგელოზნიც, სმენას იტკბობენ.
რა საამური მადლი ჟონავს ტკბილი ხმებიდან,
მღერიან სადღაც და სიმღერით უფალს იხმობენ. რამ შეარხია დედამიწის მბრუნავი ღერო,
შეჩერდა წამიც და ჰანგების სმენით გაერთო,
თუკი მღერიხარ, სწორედ ასე უნდა იმღერო,
და თუ არადა, დაადუმო ენა საერთოდ. ვინ სჭექავს ასე, რა ხალხია, გამოჩნდნენ როდის,
ხმა სიცოცხლისა მოჰფენია იმერ–ამიერს,
გუგუნი ესე, საქართველოს მთებიდან მოდის,
იქ ქართველები მღერიანო მრავალ–ჟამიერს.
 
nukriaДата: Пт, 30.05.2014, 01:10 | Сообщение # 93
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიყვარულია,როცა ცეცხლი გინთია გულში,
როს შენს ნაბიჯებს სიმსუბუქე უხდება ქარის,
სიყვარულია, თუ შენსავით კეკლუცობს ნუში,
როცა სიგიჟეს გადაჰყავხარ ჭკუიდან ლამის.
სიყვარულია, თვალებში რომ ჭინკები ხარობს,
ვიწრო კაბაში თუ გაზაფხულს ეცეკვე ვალსი,
სიყვარულია, სიყვარული ლამაზო ქალო,
როცა შენს გრძნობას უცხოთათვის ედება ხავსი.
სიყვარულია, როს იფეთქებს ძარღვებში სისხლი,
როს გაზაფხულთან გაჯიბრებას თამამად ბედავ,
სიყვარულია, ერთგულებით ნათქვამი ფიცი,
თუ ერთის გარდა ქვეყანაზე ვერავის ხედავ.
 
nukriaДата: Сб, 31.05.2014, 23:17 | Сообщение # 94
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საოცრად ჩემი და
საოცრად შორი ხარ,
წვიმიან ხელებით
გიკრეფავ კესანებს,
შენ მარტო აღარ ხარ,
თქვენ უკვე ორნი ხართ,
მე წავალ,
არ მინდა რომ ვიყო მესამე...
 
nukriaДата: Вс, 01.06.2014, 19:32 | Сообщение # 95
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მტვერი დასდებია სხვენში გადანახულ აკვნებს,
სულტკბილ იავნანას თითქოს აღარავინ მღერის,
დედა ღვთისმშობელი ცრემლით მფაველობას გვაკმევს
და ძეს ევედრება შვილთსხმას წილხვედრილი ერის. ღმერთო გადმოგვასხი ჩვენი წინაპრების წყალი,
ქართველს უწყალობე ყრმათა სიმრავლე და წინსვლა,
ყველა ოჯახს მიეც თითო მიდგომილი ქალი,
შვილთა სიმცირისთვის შენი აგვარიდე რისხვა. ხეებს სააკვნეებს უკვე გაუვიდა ყავლი,
დაცოტავებულებს თითქოს გაგვიჭირდა ხედვა,
ისევ გაგვიჩინე ღმერთო სათამარო ქალი,
ისევ გაგვიმრავლე ღმერთო ცხრა ვაჟკაცის დედა. ყრმათა ჟრიამულით ისევ ახმაურე ოდა,
ხეებს სააკვნეებს ისევ გაუმაგრე ძირი,
ღმერთო გაგვიმრავლე ჯიში, ჯილაგი და მოდგმა,
ბევრჯერ აგვიტირე ახლად მოვლენილი ჩვილი. დედავ საქართველოს, შენი მფარველობა გვარჩენს
ისევ გაამრავლე ჩვენი სადავითე გენი,
აკვნის ხმაურები ცამდე რომ სწვდებოდეს გამჩენს,
დედას არ დაუშრო მკერდში ნოყიერი ხსენი. ისევ გადმოვიღებთ აკვნებს გადაფარულს მტვერით,
ისევ გამოვწურავთ უფლის საბარძიმე ღვინოს.
დედის იავნანას ისევ დაუდგება ჯერი,
რადგან სხვა მადლი აქვს ჩვენი უწმინდესის მირონს. დღეს კი ყველას ერთად გვმართებს საქართველოს ვალი,
სანთლით გავინათოთ უფლის სალოცავი ნიში.
ღმერთო გაგვიჩინე ცხრა ძმის გამომზრდელი ქალი,
ღმერთო გაგვიმრავლე ისევ სადიდგორე ჯიში.
 
nukriaДата: Вс, 01.06.2014, 19:33 | Сообщение # 96
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უკვე გვიანია,ალბათ მშვიდად გძინავთ,
ვიცოდე ნეტავი რამე ხომ არ გტკივათ.
თქვენი მონატრება წლებმა შემაჩვია,
ბედმა ამისათვის რატომ შემარჩია. თქვენი სიყვარული ცხრა მთას დაგამაფრენს,
თქვენი გაღიმება სიკვდილს გადამარჩენს,
თქვენი არსებობით ყოველთვის ვბატონობ,
ჩემო მზეჭაბუკო,ჩემო ქალბატონო. არა,საწვალებლად როგორ მემეტებით,
ჩემი სუნთქვა ხართ და ხვალის იმედები.
უფერო წარსული უნდა გამითელოთ,
თქვენი კარგად ყოფნით დილა გამითენოთ. სულის მარტოობა ბედმა არ მაკმარა,
თქვენმა მონატრებამ ისე გადამღალა,
ჩუმ,სევდადაყოლილ თვალებზე ვილოცებ,
უთქვენოდ არ მიღირს ერთი დღეც სიცოცხლე. ნუთუ სამართალი ღმერთო, სულ ეს არის,
პატარებს ვით ვუთხრა კეთილი ზრაპარი,
ახლოს მიმიყვანე,მათ გულს დამაკონე
და ენატიკტიკა ხმები გამაგონე. მათი ზრუნვისათვის ღამე მათევინე,
კვლავაც დედობრივი სიტყვა მათქმევინე,
ისევ გამიმაგრე ფუძის დედაბოძი,
მკერდზე დამიწვინე ორი ანგელოზი.
 
nukriaДата: Ср, 04.06.2014, 00:46 | Сообщение # 97
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე რა ვთქვა, თქვენმა მონაგარმა სისხლით და ხორცით,
თანაც დიაცმა, ვაჟკაცების ზურგს უკან მდგარმა...
თქვენს ნატერფალზე დავაბიჯებ თქვენივე ლოცვით,
საკადრი ლექსი, ვით შეგბედოთ უმწეო ქალმა. თუ რამ მახარებს, მაძლიერებს, თქვენი მადლია,
თქვენს სისპეტაკეს ვიფიცებ და გიმზერთ ხატივით,
შეგთხოვთ მოეცით ჩემს მონაგარს, რაიც ნაღდია,
თქვენს ვაჯკაცობას და გმირობას დასდოს პატივი. მამა–პაპანო, ვეფარებით თქვენს აჩრდილს დღემდე,
თქვენს საძვალეზე დგას სამშობლო, წმიდა ალაგე,
თქვენ აგვიწიეთ სიამაყე ცხრათვალა მზემდე,
სიტყვაც თქვენია, მე რომ ლექსად მალაპარაკეთ. გიკოცნით გულ–მკერდს, სამშობლოსთვის ფარად გადაშლილს,
გიკოცნით თვალებს, წმიდანივით სუფთას და სათნოს,
საუკუნეთა მიმოქცევა ხსოვნას ვერ წაშლის,
ყველგან წინ მხვდება თქვენი კვალი და სულზე მათბობს. ჯვარი დაწერეთ ჩემს მომავალს, თქვენვე აკურთხეთ,
სიკვდილი მიჯობს, თუ ყლორტები შეახმა ძირებს,
გამზრდელის ტყვია არ მაკმაროთ, სულში მაფურთხეთ,
თუ მამა–პაპის ვერ ვასწავლე პატივი შვილებს. სხვა რა ვთქვა, თქვემა მონაგარმა, ცოდვილმა ქალმა,
სუსტმა დიაცმა, ვაჟკაცების ზურგს უკან მდგარმა. /ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: Ср, 04.06.2014, 00:48 | Сообщение # 98
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემოიარა მთლად სამყარო ლოცვა–გალობით,
ღმერთისგან შექმნილ არემარეს პირჯვარს სახავდა.
ლოცავდა მთა–ბარს, გზას და სავალს დიდი წყალობით,
სნეულს, სულიერს, თუ დაცემულს, ვისაც ნახავდა. დააბიჯებდა, თან დაჰქონდა სინათლე უხვი,
აღუწერელი სათნოება, კეთილი მწყემსი,
ევედრებოდა მამას თვისას ცისკრად თუ მწუხრით,
ურწმუნო მოდგმას, რომ გაედგა რწმენაში ფესვი. ეფერებოდა სათნო მზერით ალაგებს თვისას,
სულის თვალებით დაეძებდა უმეტესს თითქოს,
ვინ მიწიერი ამოიცნობს ნააზრევს ღვთისას,
ირჩევდა ადგილს, სადაც რწმენა განსაცდელს ითხოვს. სადღაც შორეთში მინავლული სხივი ელავდა,
სათნო ღიმილი გაუგზავნა მხარეს შორეულს,
მამა ღმერთის და ძის კურთხევა მანძილს სერავდა,
და ეხებოდა ვაზის ჯვარი ცოდვას მორეულს. როს ცოდვილ მიწას ეხებოდა ტერფებით ღმერთი.
იჭედებოდა სადღაც ვერცხლი შურის დუღილში,
ამ დროს რწმენაში იწრთობოდა ქვეყანა ერთი,
რწმენის, დაცემის და ტაძრების ზართა ქუხილში. იჟღინთებოსა უფლის კვართი ცრემლით და სისხლით,
და ვიდრე სული ნაგვემ სხეულს არ გაეყარა,
მისივ კურთხევით, მისივ ნებით სურვილით მისით,
კვართს მირონცხებულს მოელოდა იგივ ქვეყანა. ამაღლდა ზეცად გაიყოლა ცოდვილთა დარდი,
დალოცა მხარე მოსასვლელად, რწმენის მსახველად,
მიწას სამოთხე უწოდა და აპკურა მადლი,
და ამ სამოთხეს საქართველო ქვია სახელად. /ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: Чт, 05.06.2014, 23:31 | Сообщение # 99
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიმოფანტულან მოგონილი
გმირები ზღაპრის,
მოგონებები
კიდევ უფრო იმატებს ნაღველს
ნაცნობი ჩრდილი მიჰყვებოდა
დატკეპნილ ნაპირს,
და სევდინი მზერა ჰქონდათ
მოვარდნილ ტალღებს. სადღაც გადაღმა
უსიერი ტყეების იქით,
მისდევდა ფიქრი მოგონებას
ნისლიან დროში,
ქალს თმაკულულას ოცნებებში
დაღლილი ფიქრით
ზღაპრის წიგნიდან დავარდნია
კონკიას ქოში. ძველი ქოხიდან ციმციმებდა ჭრაქი...
და კედლებს,
ეხატებოდნენ უჩვეულო
ცეცხლის ენები,
იწვა მოხუცი,
პრინცისთვის რომ ვერ გაიმეტეს
და სიყვარულით სავსე გულზე
ეწყო ხელები.
 
nukriaДата: Вт, 10.06.2014, 22:11 | Сообщение # 100
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არა, არაფრით არ დავეცემი,
ჯერ წინ იმდენი სიცოცხლე მიდევს.
ჩემს წილ ტკივილსაც არ გავექცევი,
არ მოვდუნდები, ვარსებობ ვიდრე.

რა ბედენაა ერთი სოფელი,
მე, რამდენიმე სიცოცხლით დავალ,
გვერდზე ჩავლილი ბედის მხმობელი,
გრიგალებს შორის უტეხად ვდგავარ.

არ დამშვენდება ცუდს თუ დამაცდენს
ვიდრე სიყვარულს გვერდით დავყვები,
წამოვიკრიფავ ჩემს წილ განსაცდელს,
და მხრებგაშლილი აღმართს ავყვები.

/ნანა მეფარიშვილი/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
Страница 10 из 46«12891011124546»
Поиск:


| Copyright MyCorp © 2017 | |