ნანა მეფარიშვილი - Page 11 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: სამ, 10.06.2014, 22:12 | Сообщение # 101
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გეფერები, გელექსები ჩემო,
შენს მიწაზე ანგელოზნი მღერენ,
ჩემს ტკივილზე აბა როგორ ვწერო,
ჯერ სამშობლო, დანარჩენი მერე!

ღვთისმშობელის გაფარია კალთა,
ის გიფანტავს ტკივილიან ფერებს,
გეფარებით გადაგვირჩე რათა,
შენ სამშობლოვ, დანარჩენი მერე!

სთქვი სად გტკივა, გენაცვალო დაღლილს,
გემსხვერპლები ჩემო, დამიჯერე,
სხვა რამ ნატვრა სათქმელადაც არ ღირს,
ჯერ სამშობლო, დანარჩენი მერე!

ბილიკ–ბილიკ დაგირბინო უნდა,
მოვიფერო მთა, წყარო თუ ღელე,
ოცნებებიც ნუ ახდება თუნდა,
ჯერ მამული, დანარჩენი მერე!

არად მიღირს სხვა რამ აღმა–ფრენა,
არც ის ჩემო, რაც ლექსებად გწერე,
ჯერ უფალი და ღმერთების ენა,
ჯერ სამშობლო, ყველაფერი მერე!

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 10.06.2014, 22:15 | Сообщение # 102
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნეტარება სულის და ამოთქმა დარდის,
როგორ მიხაროდი, რა საოცრად მწამდი.
სათნოება თვალთა, აპყრობილი მაღლა,
ისე მამშვიდებდა, ლოცვასავით მწამდა.
თავდახრილი ცოდვა, გაღებული კარი,
უსასრულო ბორგვა,მიტევებულ ქალის.
საოცარი სითბო,გაპობილი გული,
უკვდავებას ითხოვს,ლოცვით გათანგული.
საკურთხევლის ჯვარზე,შეხებული ხელი.
შარბათიან ჯამზე, გაცრეცილი ფერი.
შეეყინა სიკვდილს, სევდისფერი შური,
მაღლა, მაღლა მიდის გაწმენდილი სული.
გადარჩენა მისი,შენი მხრებით ზიდე
დადებული ფიცი, იარსებებს ვიდრე.
სევდიანი ხმები, საგალობელს მღერის,
ლოცულობდეს შენთვის თავდახრილი მრევლი.
სათნოება თვალთა, აპყრობილი მაღლა,
რაღამ წამიშალოს, რას საოცრად მწამდა.
 
nukriaДата: სამ, 10.06.2014, 22:16 | Сообщение # 103
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დედის სათხოვარი
(...შვილებს)

ვიდრე წავალ,შემაგებე შენთან დილას,
დედის ხელი მანძინარებ თვალებს დაგბანს,
დავწყნარდები, დაგინახავ თუკი მცინარს,
ღამით ისევ შეგიკეცავ მხრებთან საბანს.

ვიდრე წავალ, გასაუზმებ,მოგხვევ ხელებს,
გარეთ გასულს ჩუმად პირჯვარს გადაგსახავ,
ვიდრე წავალ, კიდევ ერთხელ მომეფერე,
თორემ მერე კარის ზღურბლზე ვეღარ მნახავ.

ვიდრე წავალ, იავნანით დაგაძინებ
და მძინარეს შეგავედრებ ქვეყნის გამჩენს,
ატირებულს უსათუოდ გაგაცინებ,
ეგ ღიმილი ქვეყნად ყველა ტკივილს არჩენს.

ვიდრე წავალ არ გაცივდე, დაგაფარებ,
თორემ გული არ გამყვება დარდის მყოფელს,
ღვთისმშობელის კაბის კალთას აგაფარებ,
ასე მშვიდად გავუყვები იმა სოფელს.

ვიდრე წავალ დედის ლოცვით გაგითენებ,
სანამ ღმერთი შენს ფერებას კიდევ მაცლის,
თუ ჭრილობას კარგ–შვილობით გამიმრთელებ,
თორემ მერე უჩემობა სულზე გაგცრის.

არ მატკინო, ის სხეული სადაც ოდეს,
ცხრა თვე გედო საიმედო თბილი ბინა,
უფლის მცნება ყოველდღიურ წესად გქონდეს
რადგან ფიქრიც ისმინება ცათა შინა.

როს პატარა, უმწეო და სუსტი იყავ,
ამ ხელებში გაძინე და გაგაცინე,
ახლა ჯერი შენია და მადლი მიყავ,
ამიყვანე და უცრემოდ გამაცილე.

ვიდრე წავალ,ვიდრე მიხმობს მადლიანი,
როცა ვიცი მონატრება გამამწარებს,
ვიდრე გხედავ არ მამყოფო დარდიანი
თორემ მერე სინანული გაგაწვალებს
 
nukriaДата: ოთხ, 11.06.2014, 23:30 | Сообщение # 104
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გამოიგონე რამე კარგი, რამე ახალი,
რაითაც შესძლებ გაიფანტო სევდის ნისლები,
დამარცხებულმა არ დაყარო ბრძოლის ფარ–ხმალი,
მოიხმე მზე და სიყვარულით ამოივსები.

მოხატე შენი იატაკი, კედლები, ჭერი,
ლექსით მოხატე ყველაფერი გარეთ და შინაც,
გახადე სიტყვა მადლიანი და თანაც მჭრელი,
რომ გულზე მოხვდეს სასიკეთოდ, ისმენდეს ვინაც.

გიყვარდეს ყველა, მერე რა თუ არ ეყვარები,
ესროლე სითბო სიძულვილით ავსებულ მზერას,
სიყვარულისთვის დააქუხე გულის ზარები,
რომ ბოროტება სუფთა ზრახვებს აკლებდეს ვერას.

დატოვე გზებზე ლოცვა –ლოცვით ნათქვამი სიტყვა,
შენი ღიმილი შეაბნიე სახეებს მოღლილს,
გულს და გონებას ააცილე მოთქმა და მითქმა,
წამი რა არის, არ გაივლო შურის და ბოღმის.

შენ შეგიძლია გქონდეს შენი ზეცა მზიანი,
შენ შეგიძლია აფერადო ყოველი დილა,
შენ შეგიძლია გერქვას მართლა ადამიანი,
გაათბო, ვისაც შენზე მეტად უჭირს და სცივა.

შენ ყველაფერი შეგიძლია ხატებავ ღმრთისა,
ქარტეხილს დასცემ და დარჩები გაურიყავი,
ასი წლის მერეც შენ იქნები იესოს ხნისა,
ოღონდაც ვიდრე ცოცხალი ხარ, კაცი იყავი.
 
nukriaДата: შაბ, 14.06.2014, 14:11 | Сообщение # 105
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეცეკვებიან გარეთ ქუჩებს ცელქი წვიმები,
მეც გეცეკვები, თუ შენს მხრებზე მიმწვდება ხელი,
ვიცი ოდესმე დამირჩები განაკვირვები,
როდესაც ჩემი გრძნობებივით ვიქნები წრფელი.

სავსე მაქვს გული, სადაცაა წელში დამხაროს,
აბა, ამხელა სიყვარული ჩავტიო რაში,
შენი თვალებით გავითბობდი გულცივ სამყაროს,
დაგირჩებოდი სიყვარულის გადუხდელ ვალში.

ფიქრი, ოცნება იმედები დავანთე ხანძრად,
შეგიგროვე და ავიტუზე ლოდინის ზღვართან,
მე დღესაც შენთვის სალოცავად, ვიყავი ტაძრად,
და უფალს შენი სიყვარული დავუდე კართან.

გაუშიშვლება მალე ზაფხულს დამწვარი ქედი,
მოიხმობს წვიმას დაგვალული მიწის საფარი,
რა საჭიროა სიყვარული ამაზე მეტი,
ოღონდაც ჩემო, შენი მზერით ვიყო დამთბარი.
 
nukriaДата: შაბ, 14.06.2014, 23:00 | Сообщение # 106
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უკვე ლოდინი შემაცვდა სულზე,
ეს ლექსიც ალბათ არაფერია,
როდესაც დილას იმედით ვუმზერ,
ღამის გატეხვა რა სათქმელია.

შენ მოჰყვებოდი დანამულ სავალს,
ღიმილი გქონდა სიცოცხლის მჩენი
ყველა გამვლელი გაძლევდა სალამს,
და რა იცოდნენ რომ გერქვა ჩემი.

წლის ოთხივე დრო ავახმიანე,
სულ ვაპრილობდი გულში და ვიცი
მუდამ დაშლილი გზებით ვიარე,
ვით მორბენალი დედის წინ კვიცი.

დრომ მომახვია მანტია ძველი,
ვეყრდნობი იმედს და შიშით ვკვდები,
ღამის გატეხვა არ არის ძნელი,
თუ დილით კართან შენ დამიხვდები.
 
nukriaДата: შაბ, 14.06.2014, 23:10 | Сообщение # 107
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
 
nukriaДата: შაბ, 14.06.2014, 23:47 | Сообщение # 108
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წუთი მინატრია,წუთი ღიმილების,
მსურდა არ მქონოდა ბედთან ჩივილები,
დილა მინატრია მზით და სიხარულით,
მუზა წაკიდებულს დიდხანს სიარული.
ღამე მინატრია,ღამე გაგიჟების,
ახლოს მოარული თბილი ნაბიჯები.
სახლი მინატრია სითბო ავსებული,
გული ნაერთგულებ გრძნობით გავსებული.
ყველა აღტაცება ლექსად დაწერილი
წამი საათამდე თმენით გაწელილი.
მართალ თვალებისთვის ცქერა ბედნიერი,
ნდობას შეჩვეული, გრძნობა ნებიერი.
ლოცვა მინატრია,არა შიშნეული,
გული იმედიან ფეთქვას მიჩვეული,
ხელი მინატრია,მხრებზე შეხებული,
თუნდაც ჩითის კაბა,ოღონდ შექებული.
ასე იმედ-იმედ ვკეცე განთიადი,
ვეღარ გავიზარდე, ვეღარ ავფრთიანდი.
ბედს რომ მოველოდი,ნატვრებს მახარებდა,
სხვასთან წავიდა და ჩემზე ხარხარებდა.
 
nukriaДата: შაბ, 14.06.2014, 23:50 | Сообщение # 109
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვარსებობ, ჯერ კიდევ იმედი აქ არის,
ფერადი სიზმრები ცრემლებით გავლეშე.
შენთან მაქვს სიცოცხლის ციმციმა ლამპარი,
აქ კი ვარ ფრთებით და ოცნების გარეშე.

არადა ვფრინავდი, ვუსწრებდი ბეღურებს,
იქ მთებში ბუდეც კი შევკარი იმედით.
ვინც შენ არ დაგტოვა, ვაღმერთებ ერთგულებს,
ვინც საგზლად იკმარა სინათლე მცირედი.

ნამიან ტყეებში გავფინე რითმები,
გაბუტულ მუზებთან კამათი აღარ ღირს,
უსულო სხეულით ლექსად ვერ ვითქმები,
დუდუნიც არ მესმის მტკვრისა და არაგვის.

ვინატრებ თბილისის ღამეს და ალიონს,
მისი მზე ცრემლებლად ყელში მაქვს გაჩრილი,
უმწეო ლექსებმა სიცოცხლე გალიოს,
ოღონდაც თავს მადგეს მთაწმინდის აჩრდილი.

შეშლამდე ავიკლებ ხმაურით სამყაროს,
თუ შენთან განგებამ შეხვედრა მაღირსა,
სული რომ სხეულთან სიმღერით გავყარო,
უმწეოს მომეცით წყალობა ამისა.

ერთ მუჭა მიწაზე გადავფენ იმედებს,
მუხლებით მივირბენ იქ, დედის ლოგინთან,
მოვალ როს უფალი წყალობას ინებებს
და ქუჩებს მხურვალე კოცნებით მოგირთავ.
 
nukriaДата: სამ, 17.06.2014, 00:08 | Сообщение # 110
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხვალ რა გზა ვარჩიო,
შენთან რომ მოვიდე,
თუ მეტყვი დარჩიო
ვივიწყებ რაც იყო...
არასდროს არ ვტოვებ
გრძნობების კორიდებს,
მე მინდა გული და
სიცოცხლე გაგიყო.

ვცელქობ და ამითაც
სიყვარულს გთავაზობ
დღისითაც, ღამითაც,
შენი მზით ვიწვი და,
შენით მსურს დღეები
რომ გავილამაზო,
ზეცამდე აგწიო,
ცოდვილი მიწიდან.

ლოცვიდან ღმერთმდე
თბილიც და უხეშიც,
ამ გულის ხეთქვამდე,
დარჩები ჩემში და,
არსებობ, ესაა
შვება და ნუგეში,
არ იყო...
ცხოვრება
უთუოდ შემშლიდა.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость