ნანა მეფარიშვილი - Page 14 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: ოთხ, 25.06.2014, 20:59 | Сообщение # 131
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიყვარული მინდა _ბევრი!
მიწისა და ზეცის ტოლი,
მოკეთენი, ცოტა მტერი,
სითბო, ჯერ არ ანაწონი.

სიყვარული მინდა მუდამ,
ღამითა თუ დილით, მზისით,
სიყვარულის მადლი მსურდა,
მხოლოდ ჩემი, არა სხვისი.

სიყვარული მინდა ყველგან,
ცადაბჯენილ მთებში, ბარში,
სილამაზეს სადაც ვხედავ,
ქართველების გულში, სახლში.

სიყვარული მინდა ვიდრე,
სიძულვილმა შეგვიტყუა,
საწყისიდან, ქვეყნის კიდე,
კუნჭული თუ კუთხე თუა.

ყველამ გავხსნათ კარ-ფანჯარა,
გულის, სახლის, როგორც ერთი,
ვიდრე შურმა შეგვაჯავრა,
ერთურთი და ერთმანეთი.

სიყვარული მინდა ჩქარა,
სიყვარული მინდა მალე,
სიკვარული მინდა,
კმარა!
სიძულვილით დავიღალე.

სიყვარული უთავბოლო,
სურნელა და ვარდიანი,
სიყვარული მინდა მხოლოდ
ქართული და მადლიანი!
 
nukriaДата: პარ, 27.06.2014, 21:48 | Сообщение # 132
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე საქართველო_შენ კი მთელი სამყარო გქონდეს

"მიწაზე ერთი სამოთხეა და ისიც ჩემი"
ეს ედემ–ბაღი გამიხდია სიცოცხლის არსად,
ალალი იყოს მთლად სამყარო, სხვა დანარჩენი,
სამშობლოს ჩემსას არ გავყიდი სიცოცხლის ფასად.

ვერ შეველევი ჩემს მიწა–წყალს სიყვარულიანს,
ჯერ არ შობილა ის ქართველი ლექსი არ ეთქვას,
უკიდეგანო დედამიწას ერთი გული აქვს,
და ისიც ჩემი საქართველოს სხეულში ფეთქავს.

ირგვლივ იმდენი მთა–ველია დატკბება თვალი,
მომწონს ცვარ–ნამით დაფერილი ყვავილ–ბაღები,
მაგრამ მე ჩემის სიყვარულით დავდივარ მთვრალი,
ის მირჩევნია _ჩემი მთა და იალაღები.

რადგან შემქნელი ყველაფრისა მხოლოდ ღმერთია,
არა ვარ ხარბი, შენი იყოს სხვა რამ ყოველი,
ჩემი ის არის, რაიც მხოლოდ ერთადერთია!
იესოს კვართზე სანთლად მდგარი სვეტიცხოველი.

დღეს ჩემს სამოთხეს მირონი სდის ნაკადულებად,
(დროთა დინებამ სადაც უნდა იქით გამრიყოს)
ჩემს სამშობლოზე დიდი განძი არ მეგულება,
შენთვის სამყარო დამითმია ალალი იყოს!
 
nukriaДата: პარ, 27.06.2014, 22:58 | Сообщение # 133
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა ხნის ხარ ნეტავ, რა ფესვი გაქვს ასეთი ძველი,
მირონი თუ ხარ, შუბლზე პირჯვრად მსახველი საცხი,
შენს საიდუმლოს აფარია ღვთისმშობლის ხელი,
ბოროტმა იმად ვერასოდეს გაწვნია მარცხი.

საიდან მოსჩქრებ, წყაროვ სიბრძნის და სიცოცხლისა,
სხვა რომ არ გქონდეს "იავნანა" გაგხდიდა დამძლევს,
ჩემო ქართულო, იქნებ თავად სამყაროს ხნისა,
შენი ასაკი გადარჩენის წყალობას გვაძლევს.

ვინ გადმოგწერა სამღერად და საგალობელად,
თუ მამა ღმერთმა ცამდე ვალი აგატანინა,
ლოცვის, ტკივილის, სიხარულთა მოსახმობელად
იქნებ ყრმა ძესაც ზრდიდა შენი ტკბილი ნანინა.

სისხლით და ცრემლით მოტანილო აქამდე ციმციმ,
სულის სინათლევ გზის საკვლევად მუდამ ჩართულო,
დადგება ჟამი, გააოცებ სამყაროს ვიცი,
ცის კართან ლოცვით მისატანო ჩემო ქართულო.
 
nukriaДата: პარ, 27.06.2014, 23:00 | Сообщение # 134
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სადღეგრძელო

მიწა–წყალი დაგელოცოთ ედემ –ბაღის მსგავსი,
ოთხივ კუთხით მცველად გედგათ ქერუბიმთა დასი.
დილა–აისს გიმშვენებდეთ მონათება მზისა,
მუდამ გეგრძნოთ მფარველობა ანგელოზის ფრთისა.

მოგიშენდეთ მონაგარი, შვილის–შვილთა –შვილი,
მამულებში გაგიმძლავრდეთ ვაზის ჭიგო–ძირი.
პაპა თლიდეს ჩვილის აკვანს ბედნიერი სახით,
წინაპრები გაგიხაროთ მომავალის ნახვით.

თქვენს მარანში ჭურს ხეთქავდეს მაჭარი და ღვინო,
მოხუცები და ჩვილები სულ გიმრავლოთ შინო.
არასოდეს მოგიშალოთ სტუმრიანი ღამე,
აივნებზე მცველად გადგეთ ავსებული მთვარე.

ყველა წელი შვილთასხმისა მოგცეთ, ტკბილზე ტკბილი,
ცხრა თვის მუცელს აწყდებოდეს ჩითის კაბის ღილი.
კაცი მუდამ დადიოდეს ქუდით ნამუსისა,
სანთელი და საკმეველი მეკვლედ გქონდეთ გზისა.

ხვავ–ბარაქით ავსებული ღია გქონდეთ კარი,
სულ პირნათლად მიგეტანოთ მამულისთვის ვალი.
იმრავლეთ და ივაჟკაცეთ, იქართველეთ ხალხო,
თუ გინდათ რომ მომავალი ბედნიერი ნახოთ.

ფეხზე დავდგეთ და ვადიდოთ ღმერთი ყოფის არსი,
მტერი ისე დაგეცალოთ, ვით ეს თიხის თასი,
სულიწმიდა თუ არ ვიხმეთ, მაშ ქართველნო სხვა ვინ?!
იდღეგრძელეთ, იდღეგრძელეთ, იდღეგრძელეთ_ ამინ!
 
nukriaДата: პარ, 27.06.2014, 23:04 | Сообщение # 135
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუ შეეხები იმედს

არ შემიჩვიო,
თუ ვერ შეძლებ გატეხვას ღამის,
თუ ვერ ჩაატევ
მაგ თვალებში ანთებულ ვნებას,
ქორფა მინდვრიდან
თუ ვერ შეძლებ შეწყვეტას ნამის,
არ შემიჩვიო,
თუ ვერ შეძლებ გულის მიგნებას.
გთხოვ არ მომიშვა ასე ახლოს,
არ მომცე ნება,
არ ამამღერო, არ ამანთო
და არ დამსაჯო,
მერე ხელებში ცრემლიანი
დღეები მრჩება,
არ შემიჩვიო,
თუ ვერ შეძლებ გულს უდარაჯო.
აღარ შემცვალო,
შევაჩვიე სიბნელეს თვალი,
ჩემსკენ მომავალს
თუკი უკან გრჩება ფეხები,
თუ არ იქნები სიყვარულით
უგონოდ მთვრალი,
ღვთის გულისათვის
იმედებზე ნუ შემეხები.
 
nukriaДата: პარ, 27.06.2014, 23:05 | Сообщение # 136
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემო დედა– მიწა

ფეხი დაგადგი და... ჰოი დედამიწავ, უნდა მაპატიო,
შენგან ნაძერწი ვარ, მიწის სხეული მაქვს, სხვა ვინ გამიძლებდა.
აქეთ უგულობის დიდი აღლუმია, იქეთ ღალატიო,
იმად დაგიმძიმდი ჩემო დედა–მიწავ, იმად გაგიძნელდა.

ბრუნავ, არ ჩერდები, მე კი ტვირთი ვარ და შენი განაჩენი,
ვცდილობ ჰაერივით შენში დავდიოდე, ვგავდე დილის ნიავს,
სული, სული თორემ წყალსაც წაუღია ყველა დანარჩენი,
რადგან გარდაცვლილებს უფლის სამსჯავროზე მხოლოდ სული მიაქვს.

ფეხი დაგადგი და უფრო დაგამძიმე, უნდა მაპატიო,
თიხა– ტალახი ვარ, ვიცი ჩემი მოსვლით სუნთვა ჩაგიხუთე.
ცოტაც გამიძელი, იქნებ ეს ტკივილი სადმე ჩავატიო,
მიწა ვიყავი და მერე მიწად ქმნილი შენვე ჩამიხუტე.
 
nukriaДата: კვ, 29.06.2014, 00:40 | Сообщение # 137
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მივდივარ

მივდივარ, შენს სულში ვერ ვნახე ადგილი,
ვერ მოგეც სინათლე, საღამოს ბინდი ვარ,
მერწმუნე, ეს წასვლა არ არის ადვილი,
გიტოვებ ჩემს გულს და უგულოდ მივდივარ.

შენს თვალებს შერჩება მშიერი ფერები,
გარიდებ ცრემლებს და წამებიც დავთვალე,
წასვლისას ერთხელაც მომხვიე ხელები,
ხელები, ოდესღაც ჩემად რომ ჩავთვალე.

მეგონა სულ მცირე სინანულს მომცემდი,
მიკივის სული და თვალთმაქცად მშვიდი ვარ,
შენ ხომ მე ყოველთის ასე მაოცებდი,
ღიმილებს გიტოვებ, ცრემლებით მივდივარ.

არეულ ნაბიჯებს ლოდები ეკიდა,
მივათრევ სიცოხლეს დროებით ნათხოვარს,
ვიცოდი, არ ვიყავ მე შენი ნეკნი და,
ჩათვალე გზად შეჰხვდი გრძნობების მათხოვარს.

მათხოვარს, თუმც არა ღირსება წართმეულს,
გულში რომ ჩაუგდე იმედის ნამცეცი.
გიტოვებ ღამეებს საშენოდ გათეულს,
და ასე უძილო, თუ სადმე დავეცი...

ჯანდაბას, ერთხელაც ამეწვას მუხლები,
ვალი მაქვს ამ ქვეყნად ღმერთის და გამჩენის,
მიმყვება გრძნობები, ასე ხელ–უხლები,
მივდივარ, სურვილი მიმყვება დარჩენის.

ცერებზე ვიწევი, გულზე რომ გაკოცო,
იქ სადაც საჩემო ადგილი ვერ ვნახე,
წასვლისას ალალად მინდა რომ დაგლოცო,
ნამდვილი გრძნობებით დღეგრძელი მენახე.

მომისწრო საღამომ, ისედაც ბინდი ვარ,
დრო ისე აჩქარდა წამებსაც ვერ უთვლის,
გიტოვებ ჩემს გულს და უგულოდ მივდივარ,
იქ უკვე შენ სახლობ, და შენვე გეკუთვნის.
 
nukriaДата: ორ, 30.06.2014, 10:33 | Сообщение # 138
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს გზები ვიწროა,
ვიწრო და მკრთალია,
მე მინდა გავფანტო
ზედმეტი ფერები,
მოვდივარ,
თან, ძალა მეცლება მარიამ,
იესოს უთხარი
მომხვიოს ხელები.

ჰაერი მინდა და
მაშინებს აღმართი,
ჟანგბადი აკლია
გამომშრალ სასულეს,
უფალო მოვდივარ,
ლოცვებად ამანთე,
საშენო სული ვარ,
არ მიმცე ავსულებს.

ამ გზაზე
იმდენი ავი და ბნელია,
შხამიან გველეშაპს
ვუმზერდე როდემდე,
უფალო,
უშენოდ საშინლად ძნელია,
უფალო,
უშენოდ სადამდე ვგოდებდე.

ეს გზები ვიწროა,
ვიწრო და საშიში,
აქ სმენას ახშობენ,
ბოროტი მწერები,
უფსკრული წამიღებს,
თუ ხელი გამიშვი,
უფალო,
მომხვიე დამთბარი ხელები.

ამაო სადარდელს
ცრემლივით გავაშრობ,
შენი გზის გარეშე,
არც რა მიხარია,
ცოცხალი სული ვარ
და სიკვდილს ვთამაშობ,
გამოხსნის წყალობა
მომეცი მარიამ.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ორ, 30.06.2014, 10:35 | Сообщение # 139
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
აღარ გნატრობ, იმედებს ავცდი რაღა ხანია,
გადაღლილმა ყველაფერს გავუკეთე წერტილი,
უფერული დღეები უკვე არ ახალია,
წარსულს გადაგაბარე, დავრჩი გულდაწყვეტილი..

ჩამოვრეცხე ცრემლებით ყველა ჩემი ვაება,
გულის მწარე ტკივილი არ განახე, არ მინდა,
გახსოვს, როცა დაგარქვი სიყვარულის ღვთაება,
ოჰ, მას შემდეგ რამდენი გაზაფხული გავიდა.

ახლა სუყველაფერი სულერთია, მგონი და
ეგ ნანატრი თვალები, მელანდება აღარა,
აბა, ასე როდემდე გეძახოდე შორიდან,
მაპატიე, სიცივემ უსაშველოდ დამღალა.

აღარ გეძებ, დღეს ჩემში დასამარდა იმედი
უკვე არ მსურს ოცნებამ ჩემში ღამე ათიოს,
თუ ოდემეს შევძელი და ტაძრამდე მივედი,
უფალს შევთხოვ ტყუილი გრძნობა რომ გაპატიოს.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 03.07.2014, 23:05 | Сообщение # 140
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საით მივყავარ ამ გზებს ვიწროს და ნარ-ეკლიანს,
გაუფერულდა მთვარიანი ღამის ჩრდილები,
როცა გრძნობებზე არაფერს, ან ცოტას გეტყვიან,
აგიტირდები ბედო, ცხარედ აგიტირდები. უნდა გავექცე რეალობას, ვიარო ცხრა მთა,
შარმივით უნდა მოვიხვიო დრო მარტოობის,
და თუ ოდესმე ყინულები გალღვა და დათბა,
თუკი უშენოც ამ სიყვარულს შევძლებ ბოლომდის. შავი მანდილით დავიბურავ თავსა და ბეჭებს,
გულ-ცივი ქალის გადავიდებ გაყინულ მზერას,
ფურცლებს გავანდობ მწირ ლექსებში შენახულ ეჭვებს,
და ჩემი ფერის ღამეებში ვიპოვი შველას. როცა ამ დარდსაც გადავხარშავ, ვისწავლი ღიღინს,
მენესტრელივით ვივლი თოვლში, წვიმიან ქარში,
სულს რომ მიკრავდა, მერე ყელთან შევიხსნი იმ ღილს,
გაგიშვებ ჩემგან და სარეცელს სიკვდილთან გავშლი.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость