ნანა მეფარიშვილი - Page 15 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: პარ, 04.07.2014, 00:19 | Сообщение # 141
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოგკვეთეს მკლავი, ფეხი, მხარი, ნაისრი ფერდი,
მხოლოდ გულია, რაზეც ხელი ვერავინ გახლო,
ბოროტო ძალავ, სხვა რა გინდა ამაზე მეტი,
გამოდი, მინდა ეგ ცბიერი თვალები ვნახო. ჯერ არ შობილა იგი ძალა, მომრევი ნათლის,
ძალა, რომელმაც საქართველო ბეჭებზე დასცა,
იყო აღრევაც ცოდვა- მადლის, საკმეველ-სანთლის,
იყო გაცემაც, გაყიდვა და ღალატით ჯვარცმა. საქართველოა დედამიწის მთავარი მყესი!
მასშია ძარღვი სასიცოცხლო და არტერია,
შენ იცი ეშმავ, არ არსებობს სხვა უკეთესი,
იმადაც უხვად მოუვლინე დუშმან-მტერია. მკლავ-მოკვეთილიც ხმალს იქნევდა, აგებდა ტაძრებს,
სისხლი სდიოდა, ეკლიანი ეხურა მიტრა,
მაგრამ არასდოს დაჩოქილა, ვერც ვერვინ დასძლევს,
თვით მამა ღმერთმა ჩააბარა წმინდანის სკიპტრა. თეთრი გიორგის მახვილის ქვეშ გაგძვრება ტყავი,
ურწმუნოთათვის შენი ცნობა იქნება გვიან,
საქართველოა თავად ქრისტე, მწყემსი და კრავი,
ქართველს, ქარ-თველ-ი შენ ხომ იცი რატომაც ჰქვიან. დღეს მის საზღრებთან წმინდანების მთელი ჯარია,
(სასაცილოა, ეშმა ღმერთად თავს რომ ასაღებს)
გაჩნდე ქართველად ეს მძიმე და დიდი ჯვარია,
ქართულს თუ ჰგალობ, შენ ფლობ მადლის ნამდვილ გასაღებს. მოგკვეთეს მკლავი, შენ ააგე სვეტიცხოველი,
გაძგერეს შუბი, მკერდზე მაინც იგებდი ტაძრებს,
მე მაქვს სამშობლო, სხვა არაფრის არ ვარ მთხოვნელი,
მე ვარ ქართველი და ბოროტი ვერასდროს დამძლევს.
 
nukriaДата: შაბ, 05.07.2014, 01:11 | Сообщение # 142
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სევდა და ვარამი ვერსად ჩავატიე,
კმარა ეს მარაზმი კმარა,
შვილი რომ მომიკლა ვფიცავ გაპატიებ,
მამულს თუ მომიკლავ არა! ხვალე, ხვალე მინდა ძალზე ბედნიერი,
რწმენა გვჭირდება და ძალა,
ვფიცავ გაპატიებ გულში თუ დამჭერი,
მამულს თუ დამიჭრი არა! მოდი დამიშანთე მკერდი ანთებული,
დამაქვს საქართველოს ფარად,
გინდა?
თან წაიღე მსხვერპლად ჩემი გული,
მამულს არ დაგითმობ არა! დარდში მერამდენე ღამე გავათიე,
მე ჩემს საქართველოს ვიცავ,
მოყმის დედა ვარ და ძის სისხლს გაპატიებ,
მამულს არ დაგითმობ ვფიცავ!
 
nukriaДата: შაბ, 05.07.2014, 21:59 | Сообщение # 143
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პოეტს უყვარხარ_
ესეიგი შენ ხარ ღვთაება ზოგჯერ ადრეა,
ზოგჯერ ძალზე გვიან
მოსვლისთვის,
უყვარხარ,
თუკი ჰაერივით ერევი ბწკარებს,
მუზაა მაინც უმთავრესი
რადგან მგოსნისთვის,
გრძნობის ვალშია, თუმც ვერასდროს
ისტუმრებს ვალებს. პოეტს უყვარხარ,
ესეიგი შენ ხარ ღვთაება,
ფრთაშებნეული ანგელოზი ხარ და
ცხადია,
შენა ხარ მისი პოეზიის გაუკვდავება,
და ყველა განძი
რაც პოეტის სულს აბადია. ის გწერს და გრითმავს,
კალმის ერთი მოქნევით გხატავს,
შორს ხარ თუ ახლოს
უკვე მუზად ერგუნე მგოსანს,
ერთი უგულო გამოხედვაც
ბგერებში ატანს,
რადგანაც ლექსებს შენი სულით
და ხორცით მოსავს. შენ შეგიძლია, მის
სიცოცხლეს შთაბერო აზრი,
შენ შეგიძლია,
უსიცოცხლოს მისცე იერი,
შენ შეგიძლია წაუშალო
ბედ-იღბლის ხაზი,
გახადო ბავშვი,
ან პირიქით, დარდით ხნიერი. შენა ხარ მისთვის დასაწყისი
და დასასრული,
შლეგი ვნებები,
დასაკოცნი თვალების რიდე,
უმჯობესია პოეტისგან გავიდეს სული,
ვიდრე შენ,
მისგან ფრთაშეხმული მუზა გაფრინდე. პოეტს უყვარხარ,
ესეგი ხარ ერთად-ერთი,
მინდვრის ნამი ხარ,
მზის სხივებზე შებმული ბაფთა,
პოეტს უყვარხარ,
მუზა ხარ და შენა ხარ ღმერთი
სიყვარულისა,
საჩუქრად რომ დაუდეს კართან. /ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: კვ, 06.07.2014, 13:57 | Сообщение # 144
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა ფერმკრთალი ხართ ქალბატონო, გიკრთით ტუჩები,
ნაძალადევი ეგ ღიმილი, ვერ მალავს სევდას...
გადამიშალეთ თქვენი გული, ნუ მეურჩებით,
ეგ სილამაზეც, ვერ დამიხშობს სიმართლის ხედვას. თქვენს ნატიფ თითებს შეაცივდა სათქმელი სითბო,
რა პატარაა, ეს სამყარო სიყვარულისთვის...
თქვენ ქალბატონო, მეოცნებე გოგონას ითხოვთ,
ჭრელ–ჭრულა კაბას, რომ იკერავს გაზაფხულისთვის. გრძელ წამწამებზე შეგამჩნიეთ, ისევ სისველე,
რა უხერხულად შეგეშმუშნათ ფრთები ოცნების,
ახლა ღამეა, და თქვენ მთვარის შუქზე ისვენებთ,
შეგრჩათ მიმიკა, გაკვირვების და გაოცების. როგორ იგონებთ ქალბატონო ამდენ იმედებს,
და გვირილების თაიგულად შეკრული დაგაქვთ,
შეიყვარებთ და სუყველაფერს მისთვის იმეტებთ,
თქვენ ქალბატონო, დაღონების მიზეზი რა გაქვთ???.. ასწიეთ თავი, თუმც დახრილიც ძალზედ გიხდებათ,
თქვენ ჭურჭელი, ხართ სიყვარულით ამოსავსები.
გულში ნადები ოცნებები თუ აგიხდებათ,
ბნელ ღამეებში მზის ნათებას დაემგავსებით. მთვარეც თქვენსავით გაფერმკრთალდა, დახარა მზერა,
ეს ვარსკვლავებიც ღილებივით სწყდებიან აისს,
თქვენ ქალბატონო, კვლავ აპრილის ხუმრობა გჯერათ,
და ჭრელი კაბით ელოდებით ახდენილ მაისს.
 
nukriaДата: კვ, 06.07.2014, 14:00 | Сообщение # 145
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იყო დრო,
როცა მის თვალებში გქონდა ადგილი,
იყავი სუსტი
და გხედავდა ისე, ვით ძლიერს..
როს შეეჩვიე,
ყველაფერი გახდა ადვილი,
გაქციეს ზურგი,
ეს შეჩვევა არ გაპატიეს. იყო დრო,
შენსას ფიცულობდა ქვეყნად გაჩენას,
შენი ღიმილი
მწუხარებას მისას ფანტავდა,
დაგიგულეს და
შეგაყინეს მერე არჩევანს,
და შენს თვალებთან,
ოცნებებში სხვისას ხატავდა. დრო იყო,
წუთი უშენობის არად უღირდა,
მაგ დიდი გრძნობით,
ვერაფერში ვეღარ ჩაგტიეს,
ნაერთგულევი,
სიყვარულიც, ისე უკვირდა
და ალბათ ჩემო
ერთგულებაც, არ გაპატიეს. არ გაპატიეს,
ის დღეები, რითაც ხარობდი,
(რად ნატრობ ჰაერს
სიყვარული ბაგესთან თუ გყავს)
რაც უფრო მეტად შეიყვარე
გ ა უ ბ რ ა ლ ო ვ დ ი,
რადგან უბრალო,
ღმერთის გარდა, არავის უყვარს.
 
nukriaДата: კვ, 06.07.2014, 14:13 | Сообщение # 146
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოგესალმებით, მე გახლავართ უფლის მხევალი,
ჩვენი ცხოვრების თეატრიდან შევყურებ პარტერს...
ერთი უნიჭო, შეუცვლელი გრძნობის მძევალი,
დღეს, ბოშა ქალის როლში ვარ და გაგიხსნით კარტებს. ვარ მსახიობი, ამ ცნობილი თეატრის დასის,
არა ცნობილი..თავისუფლად მივყვები ქუჩებს,
ხან ვითამაშე ბედნიერი, თუ რაღაც მსგავსი..
ზოგჯერ კეთილიც, დაცემულს რომ იარებს ურჩენს. ვიყავ ერთგულიც, მოღალატეც, ვირჩევდი ნიღბებს,
ვიცვლიდი ძონძებს, აღრეული მქონდა ფერები,
ჰო, გამახსებდა გლახის როლიც მოვირგე იმ დღეს,
სიყვარულისკენ გაშვერელი მქონდა ხელები. დგას რეჟისორი, ბუმბერაზი დასის მაესტრო,
მრისხანე სახეს აეწია მარცხენა წარბი,
ცხოვრების თეატრს დარბაზები ისე აევსო.
უცხო როლებით დადიოდა გონჯი და ხარბი. სიზმარეულად ირხეოდა ფართე სცენები,
ის ერთი როლი სანატრელი დამრჩა.. და ვიცი,
დადიან ბევრნი, მსგავსი დარდით გულნატკენები,
რგებოდათ როლი ქალისა და ჰყოლოდათ პრინცი.
 
nukriaДата: კვ, 06.07.2014, 14:15 | Сообщение # 147
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წითელი კაბა შერღვევია ბროწეულს ტანზე,
საკინძის ღილი, ვერ უფარავს სისხლისფერ ძარღვებს,
და თავს უხრიან ყვავილები გამდგარნი განზე,
გამსკდარა კვირტი და მოქარგულ არშიებს არღვევს. აელვარებულ მზის სხივებში სიცოცხლე ჰყვავის,
ვიწრო წვივებზე მოსდებია სიცხე ბროწეულს,
მოლოგინებულ დიაცივით დაბადებს ყვავილს,
და შემოახვევს საუცხოო ფერებს ძოწეულს. მოჰგავს ვნებიანს, დასაკოცნელს ბაგეს ქალისას,
წითელ კაბაში თავს იწონებს მისი მშვენება,
ვიდრე ფესვებში სჩქეფს სიცოცხლე და კვირტად ისხამს,
არ უწერია სილამაზეს გადაშენება..
 
nukriaДата: ორ, 07.07.2014, 00:59 | Сообщение # 148
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მკლავი სიფრიფანა,
მკერდი აზიდული,
ტანი მაღალი და წვრილი,
თმები მათრობელა,
მხრები ღრუბლისფერი
ბაგე ბადაგივით ტკბილი.
რაღაც უჩვეულო,
არა ბუნებრივი,
მოლბერტს მიხატული ლანდი,
მზერა გამომწვევი,
სუნთქვა თბილზე–თბილი,
მკერდზე მიფენილი ვარდი.
მზერა დარიანი,
ტუჩი ხალიანი,
ეშხი ყვავილების სუნთა,
ფიქრი მაცდური და
ღაწვი ნამიამი,
ყელში მობჯენი სუნთქვა.
ფერმკრთალ საფეთქელზე,
ლურჯი გულისცემა,
გრძელი წამწამების ჩერო,
მზისებრ თვალმომჭრელი,
ნატვრას აყოლილი,
მთვარის ამონთების ფერო.
მინდვრის ყვავილებით
აფერადებული,
თმები აუწეწა ქარმა,
კაცი შეიძლება,
მართლა გააგიჟოს,
მართლა გააგიჟოს ქალმა.
 
nukriaДата: ორ, 07.07.2014, 01:05 | Сообщение # 149
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ გიყვარს, როცა ორკესტრი უკრავს?
ნუთუ დარაბებს არ აღებ მაგ დროს...
როს მოგონება სულს სხეულს უკლავს
და როცა ქარი საშინლად ავდრობს. თუ ემოცია შეგიპყრობს მსგავსი,
და ყელში იგრძნობ გაჩხერას ბურთის,
შენ შეგიძლია მეცეკვო ვალსი?
როცა ფრიდერიკს ხელები უკრთის. ან შეგიძლია რომ იყო მშვიდი,
არ შეგეცვალოს სახის მიმიკა,
როცა ჰანგებშიც შემოდის ბინდი,
როცა თავს იკლავს სადღაც ლირიკა. როცა გულწასულს გაბრუნებს ხმები
და გეფანტება ნისლების გარსი,
როდესაც გიყვარს და მაინც კვდები...
შენ შეგიძლია იცეკვო ვალსი?!
 
nukriaДата: ორ, 07.07.2014, 01:06 | Сообщение # 150
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღარაფერი მიხარია გავხდი ავადა,
ისეთი სუსტი თვალები მაქვს
მიმქრალი ფერის,
სულ ცოტა ხსნის წინ,
არაფერზე ვწუხდი არადა...
ყოველ საათში ვიღებ ნატვრას,
მაინც არ მშველის. თავს მახვევია ექიმების
მთელი არმია,
არც რა მაკლია,
არს წამალი და არცა ნემსი,
მაინც დავდივარ,
ეს უბრალოდ სუსტი შარმია,
ვეღარც მუსიკა ვეღარ მკურნავს
და ვეღარც ლექსი. დღეს როგორც იქნა
საბოლოო დასკვა გამანდეს,
დარჩენილ ნატვრას
შევუფხიზლე სუსტი გუნება,
შენ სიყვარული შეგყრიაო,
ღმერთი გფარავდეს...
ეს სნეულება წამლებითო არ იკურნება. გიწერთო იმედს,
უხდებაო ვინც ტკივილს ითმენს...
გულს მოგირჩენსო,
შემოგაფენს სითბოს საამოს,
დაგვიჯერეო, იცოცხლებო,
ღიმილით მითხრეს
და
შენი სუნთქვა დამინიშნეს დილა –საღამოს.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость