ნანა მეფარიშვილი - Page 18 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: ოთხ, 23.07.2014, 18:42 | Сообщение # 171
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბედნიერებავ, შემიჩერდი ერთხელ კარებთან,
გიხილო მხოლოდ, კმაყოფილი დავრჩები ამით,
მოდი დადექი, ამ შიშველ და დაღლილ თვალებთან,
რომ აირეკლოს შენი სხივი, სულ ერთი წამით.
იქნება გიცნო, იქნებ გზაზე ამცდი შემთხვევით,
მეც რომ შემეძლოს, დავიფიცო ნანახი მყავხარ.
არ გთხოვ დარჩენას, არც გაგკიცხავ და არც გემთხევი,
უბრალოდ მინდა დავიჯერო, ოცნება არ ხარ.
ბედნიერებავ, მხოლოდ ერთხელ შემახე ხელი,
აწი რომც დარჩე, ვერ მოგიხდენ, არა მგონია,
გთხოვ დამანახე, რა სხივი გაქვს ასეთი მწველი,
ვთქვა, შენს სტუმრობას, რა ლამაზი ცრემლი ჰქონია.
ნახვად გინატრებ, მერე წადი გიცდის რამდენი,
ბედნიერებავ, სიხარულის თანაზიარო,
მხოლოდ დამლოცე, ვიდრე ბოლო იმედს განვდევნი,
რომ კიდევ შევძლო და ტკივილთან ერთად ვიარო..
 
nukriaДата: ოთხ, 23.07.2014, 18:44 | Сообщение # 172
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაღაცნაირად ამიყოლია სევდამ,
რაღაცნაირი დღეა... ძალიან მუქი..
მომძალებია რაღაცნაირი ხედვა
მომნატრებია, რაღაცნაირი შუქი..
რაღაცნაირი შიში გამიკრთა ხმაში...
და ასე უცხო შემომეჩვია დაღლა,
ვერცხლის ფერები მომძალებია თმაში,
რაღაცნაირად, მზერა გამირბის მაღლა..
მზე გადიხარა.. შემომეპარა ბინდი,
ყველგან დავეძებ შენი თვალების სითბოს...
ვარ მოჩვენებით, რაღაცნაირად მშვიდი,
ძალა გაცლილიც, რაღაცნაირად თითქოს..
მოგონებებში შემოგიტყუე გუშინ,
იმ დღეს მითხარი, გაიშალეო თმები...
დღეს მოგინატრე, რაღაცნაირად გულში,
შემოგიშვი და.. რაღაცნაირად ვთბები.
დღე არის ახლა, რაღაცნაირად ცივი...
და უფრო მუქი...კარგზე ვიფიქრო მინდა...
როცა ,მოხვედი, მოგყვა სხვაგვარი სხივი,
როცა წახვედი, რაღაცნაირად წვიმდა....
 
nukriaДата: ოთხ, 23.07.2014, 19:16 | Сообщение # 173
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთვარე დიდმუცელა, სავსე მომწონს,
კაცი კეთილი და გულით მწველი,
ჩვილი მიხარია ძუძუს რომ სწოვს,
დედის მკერდზე რომ აქვს ცალი ხელი.
სხვათა გასაჭირი ამტკენია,
თვით ვარ უსარგებლო და უძლური,
მშიერ–უსახლკარო რამდენია,
გული დარდით რომ აქვთ დახუნძლული.
ღარიბს ხმელი პური დასტკბობია,
რადგან მცირე აქვს და სანატრელი,
მდიდარს გულ–მუცელი დასტყობია,
ქვეყნად არ ადარდებს არაფერი.
მთვარე ორსულივით მიდი–მოდის,
დილას დაბადებს და დაისვენებს,
მიწაც დაწყნარდება, მაგრამ როდის?
ცოდვას წარსულად რომ გაიხსენებს.
ჭირში გაიწრთობა სული კაცთა,
ლხინი სახადია, კვალს არ სტოვებს,
სხვისი ტკივილი თუ კვნესად დაგცდა,
ღმერთი არასოდეს მიგატოვებს.
მთვარე დიდმუცელა, სავსე მომწონს,
კაცს კი რწმენა–მადლი უნდა ჰქონდეს,
ჩვილი, ძალას მაძლევს ძუძუს რომ სწოვს,
გადავშენდებითო? –არასოდეს!
 
nukriaДата: ოთხ, 23.07.2014, 19:20 | Сообщение # 174
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლექსებით მინდა ვკემსავდე,
თუ სადმე ვნახე იარა,
ვიდრე ტაძრამდე, ფრესკამდე,
ვინ ცოდვა მადლით იარა.
გახსნილ ჭრილობას დავადო,
რითმა გამთბარი გულში და
ყველა სათქმელი გავანდო,
ცოდვები ხელს რომ უშლიდა.
დამტოვე ასე მართალი,
გულო სულ მეიმედები,
ხვალ არ ვინანო ნათქვამი,
თორემ ხომ ხედავ ვბერდები.
მარტო სინანულს არ მინდა,
დრო–ჟამი გავათელინო,
ცხოვრება სანამ გავიდა,
მშვიდ ღამე გავათევინო.
ღმერთო, თუ წამლად გადმოღვრი,
კალამზე სიტყვებს– სალბუნებს,
თვით დედამიწაც ვერ მომღლის,
უსასრულოდ რომ გვაბრუნებს.
იმ კარის დამსვი ზღურბლთანა,
სით ხმა გამოდის კვნესისა,
მიმატანინე გულთანა,
მადლი სუტყვის და ლექსისა.
დაფნას ვინატრებ გგონია?
სულო მიხდები მორჩილი,
ფიქრადაც არა მქონია,
მე სხვა სატკივარს მოგჩივი.
რითმებით მინდა დავკემსო,
ჭრილობა ტანჯულ კაცისა,
ყველას ტკივილი გავლექსო,
თუ თავად ღმერთი მაცლისა.
 
nukriaДата: ოთხ, 23.07.2014, 19:23 | Сообщение # 175
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოვალ, სვეტიცხოველს დაგიკოცნი,
სამებას დაგიკოცნი გასაკვირველს,
ოღონდ ეს შეხვედრა დამილოცე,
ახლოს მომიშვი და ამატირე.
მოვალ ბეთანიას დაგიკოცნი,
მწუხრზე მივაშურებ შიომღვიმეს,
ოღონდ შენი ნახვა დამილოცე,
ოღონდ ძველებურად გამიღიმე.
ათი ოკეანეც ვერ წამლეკავს,
ჩემში იმხელა ხარ, ისე დიდი,
სული მონატრების ზარებს რეკავს,
ოღონდ შენ არ უნდა შემიშინდე.
თხემით ტერფებამდე ქართველი ვარ,
მკვდარიც ცოცხალივით ვიარები,
შენთვის ჩაუქრობი სანთელი ვარ,
შენი პირგახსნილი იარები.
სული იბობქრებს ამოსვლამდე,
მახსოვს დაფიცებაც პირველყოვლის,
შენ რომ დამაბარე, წამოსვლამდე,
ვისი ჯიშის ვარ და ვისი გორის.
მოვალ სვეტიცხოველს დაგიკოცნი,
სამებას დაგიკოცნი გასაკვირველს,
ოღონდ ეს შეხვედრა დამილოცე,
მერე სიხარულით ამატირე.
 
nukriaДата: ოთხ, 23.07.2014, 19:25 | Сообщение # 176
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
მუხლებს გიჩენდა კაბა ზაფხულის,
ჩემს წინ იდექი დამფრთხალი ბავშვი,
სუნთქვა შეკრული და დაზაფრული,
შიშის ცრემლები გიკრთოდა ხმაში. იდგა აპრილი ახლა არ ვიცი...
გრძნობის დუღილში დამეხშო გონი.
შენ სააპრილო კაბა ჩაიცვი,
მეც სწორედ მაშინ დაგკარგე მგონი. მიჭერდა სულზე შენი ნატვრები,
მაგ სიფრიფანა ხელებით მკლავდი,
ჩამოგიშალა ქარმა ბაფთები,
და ასე სუსტიც ქარიშხალს ჰგავდი. იდგა ზაფხული... დღეს უკვე ვიცი,
შენს დავიწყებას ვერაფრით შევძლებ,
შენ სააპრილო კაბა ჩაიცვი,
მას შემდეგ ყველა აპრილში გეძებ.
 
nukriaДата: ოთხ, 23.07.2014, 19:28 | Сообщение # 177
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღრუბლისფერი მაქვს გზა,
მიწისფერი მაქვს თმა,
მერცხლის მაგვარი ხმა,
ოცნების ფერი ფრთა.
მონატრებული ცის,
სულზე ტკივილი ცრის,
მიწვდენა მინდა ხმის,
ცასთან შეხება ფრთის.
თუ გამითენდა დღე,
სულის დავლაშქრე კლდე,
თუ ამოვიდა მზე,
თუ ამიყვავდა ხე.
გაფრენა მინდა დღეს,
ამოვეფარო მზეს,
ვიღაც ბარათებს მწერს.
სიცოცხლეს ვაწერ ხელს.
თავისუფლების ზარს,
ჩამოვუქუხებ ხმას,
ვერსად დამალავ ჭირს,
უჰაერობა მჭირს.
 
nukriaДата: ოთხ, 23.07.2014, 19:33 | Сообщение # 178
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გალობა ჩიტის, წვიმის ცეკვა ,ზუზუნი ქარის,
ხეთა შრიალი და ტყეების ხმაური ერთად,
ძველ სალოცავზე აჟღერება სამრეკლოს ზარის,
სუყველაფერი საუბრობს და ღაღადებს ღმერთთან. ხარის ბრავილი, ალიონზე ყივილი მამლის,
ჭრიჭინობელას ჭრიჭინი და ჭიკჭიკი მერცხლის,
შეშის ტკაცანი და ბუხრიდან ავარდნა კვამლის,
"სადიდებელად უფლისაა" ვერავინ შესცვლის. წყაროს დუდუნი, რიხიანი ღმუილი ვეფხვთა,
ხმა არწივების, ცასთან ფრთაზე შემოკვრა ფრთისა,
სიოს ნოტებზე აყოლილი შრიალი ვერხვთა,
სუყველაფერი ღმერთს ესმის და ენაა ღმრთისა. ძველ წისქვილებში დოლაბების გარითმულ ბრუნვას,
კრუხების კრიახს, ირმის ფართე თვალების სითბოს,
და მის გარშემო ხალიანი ნუკრების ხტუნვას,
უფალი ლოცავს, რადგან ყველა წყალობას ითხოვს. რაც შენგან არის, ღმერთო ალბათ ღაღადებს, ქვაც კი,
სულიერნი თუ უსულონი შექმენ რომელი,
მეტყველია თუ მდუმარეა, არსებობს რაც კი,
"შენ გადიდებს და შენ გიგალობს სული ყოველი".
 
nukriaДата: ოთხ, 23.07.2014, 19:36 | Сообщение # 179
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩამოვაგლიჯე ძველ ფანჯარას
ლოდინის ფარდა...
ძველ სახელურზე აფათურდა
თრთოლვით თითები...
ძველ მოგონებას გამოედო
ძველი სამკლავე...
ძველ ციფერბლატს კი
დაედევნენ კვლავაც რიცხვები...
ისევ იქა ვარ,
იმ ქუჩაზე,
იმ სახლში ვცხოვრობ,
ძველ სახურავს რომ
ედებოდა მრავლად ფიფქები,
შენ რომ ამბობდი,
ძველ სამყაროს არასდროს დაღლის,
სასიყვარულო ამბები და ძველი მითები...
ძველი ბუხრიდან
კვლავ მღეროდა ბებერი კვამლი,
მერე ლექსების გრაგნილებად იფანტებოდა...
შენ მოდიოდი
ძველი განცდით,
ძველი იმედით
და სულ მიკვირდა–
სიყვარული არ ძველდებოდა!
 
nukriaДата: პარ, 25.07.2014, 01:17 | Сообщение # 180
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე სიყვარულის სახადით ვიშვი,
ისე მიყვარდი, ვერსად ჩაგტიე
დამქონდა შენი დაკარგვის შიში,
შენ ეს სისუსტე არ მაპატიე. ათას გზის ვცოდე, ათას გზის ჰოდა,
ჩემივ თავს ვავნე, ვეწამე გვიან,
საშენოდ ერთი დამქონდა ცოდვა,
დაკარგვის შიში რომელსაც ჰქვიან. ცხადია ჩემში ბევრი ნაკლია,
საკუთარ თავზე ჯავრი ვანთხიე,
ალბათ დუმილის ძალა მაკლია,
შენ საყვედურიც არ მაპატიე. სრულყოფილს ქვეყნად ვერავის ნახავ,
ჩვენ-ჩვენი ნაკლით დავდივარ ყველა,
ჩემი გრძნობიდან როდესაც წახვალ,
მერე ამ შიშზეც მიხვდები მჯერა. მე ბევრი ცოდვით და ნაკლით ვიშვი,
ცრემლში იმდენი ღამე ვათიე,
დამქონდა შენი დაკარგვის შიში_
ცოდვად, რომელიც არ მაპატიე..
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость