ნანა მეფარიშვილი - Page 20 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: ოთხ, 30.07.2014, 22:25 | Сообщение # 191
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დავლიე ცოტა, რა მოხდა მერე,
სისხლს შევურიე, ვასვი ზედაშე,
ყველა სათქმელი ლექსებად გწერე,
რარიგ გვიყვარდა ლექსი მე და შენ... ვიმღერე ცოტა, რა მოხდა ასე,
ღვინოსთან ერთად გავტეხე დარდი
და ფიალაში პირამდე სავსე,
ტკბილ მოგონებად ბაგესთან მყავდი. მოვირგე კარგად თამადის როლი,
თუმცა სხვა როლი მქონოდა მსურდა,
ვერ ვითამაშე ამაყი ცოლი,
რადგან სიყალბე საშინლად მძულდა. ვიარე მთვრალმა, არვისთვის მითქვამს,
ცხელი ცრემლების სამოსი მეცვა,
დაკეტილ კართან ვიოდექი დიდხანს
და მაშინ მგონი პირველად შემრჩხვა. დაღლილ თვალებში ჩავხედე ბახუსს,
თუმც აისამდე ვეღარ ვიარე,
ბანცალ-ბანცალით ვტკეპნიდი წარსულს
და მივხვდი დროში დავაგვიანე.
 
nukriaДата: ოთხ, 30.07.2014, 22:26 | Сообщение # 192
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზემ განანავა სხივზე,
ნუშისთვალება გოგო,
ასე შორიდან გიმზერ
და მენატრები როგორ. თბილად გიკოცნი თათებს,
ამოვსება ხარ მთვარის,
ჩემი სიცოცხლე გმართებს
გასაგრძელებლად ხვალის. უფლის ძალით და მადლით,
ფეხი შეახე მიწას,
მაისის სურნელს გადრით,
ღვთის საფარველი გიცავს. უჩვეულო ხარ სითბო,
აჩქარებული წუთი,
შენს დაქალებას ვითხოვ,
ღმერთი მომასწრებს თუკი. აგეფარები ლოცვით,
დედის ნანაში გარწევ
და როცა გნახავ კოცნით,
მზის სხივებამდე აგწევ. რა სასჯელია ღმერთო,
მიკვირს სიშორეს ვიტან,
მინდა იმედად მენთო,
თვალებხატულა ნიტა.
 
nukriaДата: ოთხ, 30.07.2014, 22:28 | Сообщение # 193
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იის კონაში გადავცვლიდი ახლა სიცოცხლეს,
დავივიწყებდი განშორებით გახსნილ იარებს,
დაღლილი გული საქციელებს მუდამ მიოცებს,
ვერ დაგივიწყე, არაფრით არ გადამიარე. სულ ერთი კონა, ოღონდ მხოლოდ შენი ხელებით,
იქნება გულმა გიჩურჩულოს ჩემი სურვილი.
ლურჯთვალა იებს შენს ხელებში მოვეფერები
და ვიტყვი ნატვრებს მოვუკალი ყველა წყურვილი. იის კონაში დღეს სიცოცხლეს ვიძლევი ქალი,
ალბათ სისუსტემ საბოლოოდ გაწყვოტა ძარღვი.
დე, დარჩეს ჩემად ახდენილი ოცნების ვალი.
იის ფოთლებში სიხარულის ცრემლებს თუ ჩავღვრი. იის კონაში გადავცვლიდი ანთებულ თვალებს
(რა გამხელილი სისუსტეა ქალის თხოვნაში)
რარიგ ტკივილით განუვლიათ ცხოვრება ქალებს,
ვისაც სიცოცხლე გაუცვლიათ იის კონაში. იის კონაში დღეს ღიმილს და სიყვარულს გავცვლი,
უსურნელო და უყვავილო არაფერს ვგავარ,
ყველა ოცნებას ამ პატარა კონაში დავცლი
და შენგან ნატვრა ახდენილი იებით წავალ. იის კონაში გადავცვლიდი ახლა სიცოცხლეს.....
 
nukriaДата: ოთხ, 30.07.2014, 22:29 | Сообщение # 194
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მითხარ ამ მიწას ვინ მოჰფინა მადლი წყალობად,
მითხარ სადა აქვს დასაწყისი უმკაცრესს რიონს,
მითხარ რომ შევძლო, ამოვცალო ლოცვა გალობად,
ცოდვილი თვალი გავუსწორო უწმინდესს სიონს. მითხარ სადა აქვს ამ მთა-ბარებს თავი და ბოლო,
რომ ასე გრძნობით ქვეყანაზე არსად მღერიან,
ვინ ჩაგვაგონა შენი მიწა გიყვარდეს მხოლოდ,
რომ უფრო დიდი საგანძური არაფერია. სად დაარწიეს საქართველოს ყრმობის აკვანი,
ვით აწოვებდა ცხრა ძმას ერთი დიაცი ძუძუს.
ქართულ მიწაზე რომ ეზიდა ქართველს ჭაპანი,
სხვათა მიწაზე ვერ ნახავდით მონობით უძლურს. მითხარ ამ ტაძრებს ვინ ჩაადგა გუმბათში ჯვარი,
ღვთივ კურთხეული რად უწოდეს მიწას მადლიან,
მითხარ რომ იქნებ მეც გამოვხსნა სამოთხის კარი
და მსხვერპლად მივცე ქართულ მიწას რაც მაბადია. ქვეყნად არა მაქვს არაფერი სიმდიდრის მსგავსი,
ვდგავარ მიწაზე და ცა მხურავს სათენებელი,
მაქვს უთვალავი იმედები, მომავლის მრწამსი
და საქართველო დედასავით საფერებელი!
 
nukriaДата: ოთხ, 30.07.2014, 22:31 | Сообщение # 195
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა ღამე და უშენობა ერთად მოვიდა,
რა უნდა მთვარეს, ბარბაცით რომ დაჰყვება სხეულს?!
აპრილის მწუხრში მეძახოდა ვიღაც შორიდან
და უშენობა დამცინოდა შიშისგან გრძნეულს. ჩააკვდა ხელში მოგონება გაცრეცილ ღამეს,
ამ გაზაფხულსაც არ მობეზდრა კეკლუცი მზერა,
შენს ნაცვლად ალბათ ვარსკვლავები მეტყვიან რამეს
და ატირებულს მომინდება ლექსების წერა. ახლა ღამეა და ცარიელ კარებში ვდგავარ,
სადღაც კი სახლებს სიხარულის დაუდგათ ჯერი,
მეკი ბავშვით გატირებილ გოგონას ვგავარ
და მობარბაცე მთვარის შუქზე უმწეოდ გელი.
 
nukriaДата: ოთხ, 30.07.2014, 22:32 | Сообщение # 196
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთხელაც მინდა დამასველოს მაისის წვიმამ,
საკინძე გახსნილს შემეფეთოს სახება შენი.
მერე ამ წვიმით დასველებულ თმებზე შემეხო,
ჩემს ბავშვურ გრძნობებს შენი თბილი ხელები შველის. ერთხელაც ისევ მთელი ძალით მომენატრება,
მაისი, წვიმა, სიყვარულის ნაზი ფერებ...
და ავტირდები თუკი აღარ მომეფერება,
შენი სათნო და სიყვარულით სავსე ხელები
 
nukriaДата: პარ, 01.08.2014, 19:38 | Сообщение # 197
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხელებს ნუ შემახებ,
სულზე გამეხსნება ძველი იარები,
იყო შეცდომა და
ახლა გამართლება არის სასაცილო,
ზოგჯერ იღბალია,
ისე გასაოცრად დანაგვიანები,
ოხ, ეს ფატალიზმი ღმერთო,
როგორ მინდა აზრებს ავაცილო.
შენს გზებს გაუყევი,
რადგან სულერთია, ჩემში აღარ დარჩი,
ისე დავიღალე,
თითქოს ოცნებებიც გახდა ნეგატივი,
თუ კვლავ გავუძელი,
თუკი გააისდა, თუკი კვლავ გადავრჩი,
მერე ვისაუბროთ,
თორემ დარდისაგან უკვე ვეღარც ვტირი.
ხელი არ შემახო,
თორემ აკივლდება ჩემში გარდასული,
სულს რომ ვუსაშველო,
დილით მზის სხივების აჩრდილებთან ვწვები,
დავალ ვარაუდით,
როგორც უიმედო ვინმე მარტოსული,
ალბათ საბოლოო მარტოობისათვის,
ასე ვიხვეწები. /ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 01.08.2014, 19:49 | Сообщение # 198
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ განმაშოროთ ვერ განვეშორე ბავშვობის ფერებს,
სულ არ მიხდება ჭაღარა თმები...
ვერც ქალის როლიც, ვერ შევიფერე,
იქა ვარ ისევ, წარსულით ვთბები
. ნუ დამაძალებთ ბატონო ჩემო,
რომ შეგიყვაროთ ქალის სიდინჯით,
მე ახლაც ბავშვურ საქციელს ვჩემობ,
კვლავ სიყვარული მავსებს სიგიჟით.
დატოვეთ ჩემში ფერები ვარდის,
არ წამიშალოთ ღიმილი ბავშვის,
ნუ დამაჯერებთ, რომ წლები გადის,
რომ ჩემს ოცნებებს სიმართლე წაშლის.
სულ არ მგონია ნამდვილი– ომი(!)
მზერას ვარიდებ სივრცეს ნისლიანს,
გარეთ ბიჭები ცელქობენ მგონი...
და სათამაშო თოფებს ისვიან.
მომეცით ნება მჯეროდეს მინდა,
პრინცის და მისი თეთრგულა რაშის,
ნუ განმაშორებთ, თუ რამე წმინდა,
შემორჩა ჩემში გულწრფელი ბავშვის.


Сообщение отредактировал nukria - პარ, 01.08.2014, 20:26
 
nukriaДата: პარ, 01.08.2014, 19:52 | Сообщение # 199
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მსურდა მყოლოდა ათი შვილი, ათი ვარსკვლავი,
რომ ათი წყვილი დამენახა თვალები ნუკრის,
ხუთი ვაჟი და ხუთიც ქალი მხრებზე ნაწნავით,
ათჯერ გაყოფა შემძლებოდა ალალი ლუკმის.
მსურდა მყოლოდა ხუთი ვაჟი, დევგმირი ხუთი,
ერთურთზე მჯობნი ზედმიწევნით და უკეთესი,
ბრგე ვაჟკაცები დაჭიმული ძარღვით და კუნთით,
ხუთი დარაჯი მამულისა და ხუთი მწყემსი.
ხუთი მინდოდა გამეზარდა ქართველი ქალი,
ვიწრო ბეჭებზე მოფენილი ხშირ–ხშირი თმებით,
თამარ დედოფლის სილამაზის სწორნი და მგვანნი,
ანგელოზივით მოშრიალე ფარფატა ფრთებით.
ათი უზომო სიხარული და ათი შვილი,
ათჯერ ტკივილით დაბადების წყურვილი მსურდა,
ბევრი უძილო ღამეები და ათი ჩვილი,
მერე ო, ღმერთო, მოსულიყო სიკვდილი თუნდა.
შემომდგარიყო კარის ზღურბლზე, თამამად ეთქვა,
აქ უნდა შეწყდეს შენი ვალი, დამთავრდა, მორჩი,
შენ საქართველოს გაუხშირე პულსი და ფეთქვა,
და ათ სიცოცხლედ დაუტოვე, კვირტები ნორჩი.
ვაგლახ ოცნებავ, არ დაუდგა შენს ქუჩას დარი,
ჩათქმულ ნატვრაზე ბოროტების გამოგკრეს ცელი,
მე მსურდა, ხუთი მყოლებოდა ლამაზი ქალი,
ხუთიც ვაჟკაცი, საქართველოს ერთგული მცველი.


Сообщение отредактировал nukria - პარ, 01.08.2014, 20:26
 
nukriaДата: პარ, 01.08.2014, 20:25 | Сообщение # 200
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუ გაამეფებ უგულობას, სიცივის ფერებს,
ნახე რა მზეა, რა სითბოა, გახედე ამ მთებს,
თორემ ხომ ხედავ უკვე ეშმა მოსვლას იფერებს,
და ჯოჯოხეთში სულის დამწველ კოცონსაც ანთებს.
ნუ გაამეფებ ბოღმის დღეებს, შურით ავსებულს,
მოყვასის წინსვლა ნუ გაგტეხავს, ნუ გიცვლის სახეს,
ნუ სტკენ, ნუ რისხავ, ნუ აწამებ დარდით ასე გულს,
შენივე ხელით ნუ დაიგებ ეშმაკის მახეს.
უსიყვარულოდ ნუ ამეფებ დღეებს, საათებს.
შენ ღმერთის ხატო, შეგიძლია იყო კეთილი,
ვიდრე იმ ქვეყნად შენი სული კუპრში გაათევს,
დარჩები როგორც უსარგებლო და მოკვეთილი.
ნუ გაამეფებ, სიძულვილი ზნე არის ავი,
შენ სიყვარულის უნარი გაქვს, რაითაც იშვი,
გაუღე ჩემო, სათნოებას გაუღე კარი,
განდევნე შენგან სიამაყის დაკარგვის შიში.
ნუ უღალატებ, ნუ იქნები დამარცხებული,
სად გაგონილა, ვინმეს ღმერთთან მოეგოს ომი,
და სული შენი ხვალ მიწაზე დანარცხებული,
ვეღარ აღსდგება, სინანული დაგრჩება შორი.
ნუ გაამეფებ უღმერთობას ასწიე თავი,
შეხედე, ყველგან უფალია გიხმობს და გელის,
არ მოახვიო შენს ნათელ სულს ზრახვები შავი,
გახედე ირგვლივ სიკეთეა, სინათლის ფერი.
ნუ გააღმერთებ შენ მიწაზე კაცს არ–საკადრისს,
უცხოს, ურჯულოს, ავზნიანს და რწმენის არ მქონეს,
გულზე მტვერივით დაიბერტყე ღვარძლი მანამდის,
სანამდე დრო გაქვს და იყავი უფლის გამგონე.
თორემ გარდასვლა არ აგვცდება, ეს ყველამ იცის,
როგორ გიხდება როცა ზრუნავ და მოყვასს უვლი,
ნუ გაიყოლებ ცოდვას შენი ტანჯული მიწის,
ნუ გაამეფებ უგულობას, როცა გაქვს გული.


Сообщение отредактировал nukria - პარ, 01.08.2014, 20:25
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость