ნანა მეფარიშვილი - Page 21 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: პარ, 01.08.2014, 20:30 | Сообщение # 201
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ძე–მოდგმა მინდა ისეთი
აკვანში ვერ ეტეოდეს,
კუნთმაგარი და ნამდვილი,
ქართული სულით მზეობდეს..
ჩვილიც კი ამირანობდეს,
არტახებს გლეჯდეს, ფეთქავდეს,
მოკეთეს შეიყვარებდეს,
მტერს კი გულს გაუხეთქავდეს!
 
nukriaДата: შაბ, 02.08.2014, 00:03 | Сообщение # 202
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიწის წყურვილი აჰყვება ქედებს
ნაგვალავი მიწიდან ბზარი,
ამოიგმინებს მთა
მზის გულთან მყოფი სულ ახლოს,
თეძოს აითრევს დედამიწა
უწყლო და მშრალი,
რომ სნეულ ფილტვებს
ბოლო სუნთქვა შემოუნახოს. ცა მოიფარებს
ნისლიანი ფერის საწვამარს,
თავსხმისას როგორც ვიტყვით ხოლმე,
ზეცა პირს გახსნის,
მომაკვდავ მიწას მადლს აპკურებს,
მას ვერ გასწირავს,
ალავერდივით მიაწოდებს
წვიმიან სასმისს.
 
nukriaДата: შაბ, 02.08.2014, 22:18 | Сообщение # 203
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კაცი გმირი და კაცი მართალი მოწმენდილ ცაზე ტყვიამ იქუხა,
ექომ ღმუილით გადაიარა,
წაუქცევიათ ბებერი მუხა,
მამულის გულზე გაჩნდა იარა. აეწვა ფერდი ჯვარცმულ მესიას,
როდესაც ჰკლავენ მიწიერს, ნამდვილს,
და ვიდრე გულში ტყვიას ესვრიან,
ჯერ იგი უფლის სხეულში გადის. ყველა ჭრილობამ გადახსნა პირი,
გაცივდა მადლი ლოცვით დამთბარი,
როს საქართველოს მოუკლეს შვილი,
კაცი გმირი და კაცი მართალი. ალბათ ღალატმა არ იცის არც ის,
ვინ რა წყალობის გახდება ღირსი,
სადაც სიკვდილი იწყება კაცის,
იქ იბადება სიცოცხლეც მისი. ვინ უფლის კარზე დაიდო ბინა,
და დღეს მართალი წმინდანი ჰქვია,
გვითხარი ჩემო რომ არ გეტკინა,
საქართველოსთვის ნასროლი ტყვია! ერთი იუდა უფალსაც ჰყავდა,
საქართველოს კი ათასჯერ ბევრი,
ვინ მიწას სჭრიდა, ღალატით ჰკლავდა,
შინაური, თუ გარეშე მტერი. სამშობლოსათვის ღირსი შვილია,
ვინც უშიშრად და გმირულად ჰკვდება,
თუ ვინმე ფიქროს მოჰკლა ილია,
ნეტავი იცოდეს რა მწარედ სცდება. ღალატის ხელმა მადლში გაგხვია,
ეს სიცოცხლეზეც უფრო მეტია,
რადგან მამულზე ნასროლი ტყვია,
გაუკვდავების ნიშანსვეტია.
 
nukriaДата: კვ, 03.08.2014, 02:31 | Сообщение # 204
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაღამ წამიშალოს...
(ვუძღვნი ჩემი პირველი
მოძღვრის, თომა ჯაჯანძის ხსოვნას) ნეტარება სულის
და ამოთქმა დარდის,
როგორ მიხაროდი,
რა საოცრად მწამდი.
სათნოება თვალთა,
აპყრობილი მაღლა,
ისე მამშვიდებდა,
ლოცვასავით მწამდა.
თავდახრილი ცოდვა,
გაღებული კარი,
უსასრულო ბორგვა,
მიტევებულ ქალის.
საოცარი სითბო,
გაპობილი გული,
უკვდავებას ითხოვს,
ლოცვით გათანგული.
საკურთხევლის ჯვარზე,
შეხებული ხელი.
შარბათიან ჯამზე,
გაცრეცილი ფერი.
შეეყინა სიკვდილს,
სევდისფერი შური,
მაღლა, მაღლა მიდის
გაწმენდილი სული.
გადარჩენა მისი,
შენი მხრებით ზიდე
დადებული ფიცი,
იარსებებს ვიდრე.
სევდიანი ხმები,
საგალობელს მღერის,
ლოცულობდეს შენთვის,
თავდახრილი მრევლი.
სათნოება თვალთა,
აპყრობილი მაღლა,
რაღამ წამიშალოს,
რას საოცრად მწამდა.
 
nukriaДата: ორ, 04.08.2014, 23:40 | Сообщение # 205
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეს უზნეობის ჟამია,
გამოცნობა სჭირს კაცისა,
სიცოცხლე მართლა წამია,
ხან წამსაც არ დაგაცლისა.
ახლა სატანა "გამეფდა"
გზებია გადაკვეთილი,
და ყველა ტაძრის კარებთან,
დგას "გადაცმული კეთილი"
უფალი განზე გამდგარა,
მოსვლის მზადება ჰქონია,
ზოგს ალბათ სჯერა, ზოგს არა,
ზოგსაც იგავი ჰგონია.
ურცხვობა ისე "დაფასდა'
სიყვარულს მოუწყენია,
დგას ამ ცხოვრების დაფასთან,
სიტყვაც ვერ დაუწერია.
სიტყვაზე თუ მომაგონდა,
ტყვია–წამალის მსგავსია,
ხან თუ ტკივილად აგორდა,
ხან თაფლით სავსე კასრია.
შხამად რაც ამოითქმება,
ზურგს მივაქცევ და ვბრუნდები,
სიტყვით გავჩუმდე იქნება,
ლექსით ვერ გაგიჩუმდები!
 
nukriaДата: ორ, 04.08.2014, 23:43 | Сообщение # 206
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღსარება ეს მე ვარ ღმერთო, ის პირველი, ცოდვილთა შორის.
ლაფში გასვრილი და უმწეო, განდეგილს ვგავარ,
შენ კი მაღალო, ის პირველი ნათელი ყოვლის,
ვის წინაც, ახლა შერცხვენილი მუხლებზე ვდგავარ. სად არ ვიარე, სიამისთვის რა არ ვარჩიე,
დაბრმავებული ვერ ვხედავდი ყველაზე ნათელს.
შავი და თეთრი ერთმანეთში ვერ გავარჩიე,
ვერ შევიგრძენი, რა სურნელი ჰქონია სანთელს. მოვედი ღმერთო, მოვიტანე დაღლილი მხრებით,
სული, რომელიც სიმძიმისგან სინდისზე მაწევს.
ამაოდ განვვლე საოცარი ცხოვრების გზები,
ჩემივ სისუსტე უსარგებლო ტოტივით მარწევს. მე ვარ უფალო, ის უგნური, მდაბალი ქალი,
შენ უწყო ახლა, როგორ მტკივა ცოდვა ყოველი.
მე ვარ ის მრუში, გამკითხავი, სიყრალით მთვრალი,
ვგავარ შენს წინ და ყველაფრისთვის განსჯას მოველი. მე ვუღალატე, მე მოვკალი, ვიამპარტავნე,
დავწამე ცილი, მშობელს ჩემსას არ ვეც პატივი.
ათივე მცნება ჩადენილი ცოდვით ვატარე,
საცხოვნებელად ავირჩიე გზები მარტივი. ეს მე ვარ ღმერთო, გამომჭედი ოცდაათ ვერცხლის,
მწარე სინანულს ვერ ვუპოვე საზღვარი ახლა,
ეს მე ვარ მართალს სახეში რომ ტალახებს ვესვრი,
სასაცილოდ რომ არ ვიკმარე მოყვასის მარხვა. ხატთან არ მყოფი, რას გიცნობდი გლახის ძაძებში,
გამოწვდილ ხელში საკადრისი არ ჩავდე სითბო.
გადავუდექი გათოშილ მგზავრს ურცხვად კარებში
და ასე ურცხვად, ახლა შენგან შენდობას ვითხოვ. ეს მე უფალო, მე ჩავეცი ზურგში მახვილი,
ქართველს, ჩემიანს, მე ვაწვნიე ღალატი ღმერთო!
ის ბოროტებაც მე ჩავთესე მადლიან ხნულში,
ახლა კი ვდგავარ და შენდობის წყალობას შეგთხოვ. შემოეძარცვა ცოდვილ სხეულს უმსგავსო ვნება,
დედიშობილა სულით ვდგავარ ახლა დაღლილი,
შემინდო იქნებ, გასავლელი ცოტაღა მრჩება,
ყველაზე მეტად შენს წინაშე დღეს ვარ ნამდვილი. ეს მე ვარ ღმერთო, ის პირველი ცოდვის ჩამდენი,
უსიკეთობით განძარცვული ჭიანი ხე ვარ,
ადამის მოდგმას მე მივეცი ცოდვა რამდენი,
ცდუნების ცოდვით შეპყრობილი ის ევაც მე ვარ. შემახე ღმერთო, განსაწმენდად შემახე ხელი,
სანამ ცოდვილ სულს დაუდგება განყოფა ხორცთან,
და როგორც მუდამ, ახლაც ღმერთო შენ თუ მიშველი,
ვიდრე გარდავალ, წამიკითხე შენდობის ლოცვა.
 
nukriaДата: ოთხ, 06.08.2014, 20:44 | Сообщение # 207
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენთვის ჩაუქრობი სანთელი ვარ მოვალ, სვეტიცხოველს დაგიკოცნი,
სამებას დაგიკოცნი გასაკვირველს,
ოღონდ ეს შეხვედრა დამილოცე,
ახლოს მომიშვი და ამატირე. მოვალ ბეთანიას დაგიკოცნი,
მწუხრზე მივაშურებ შიომღვიმეს,
ოღონდ შენი ნახვა დამილოცე,
ოღონდ ძველებურად გამიღიმე. ათი ოკეანეც ვერ წამლეკავს,
ჩემში იმხელა ხარ, ისე დიდი,
სული მონატრების ზარებს რეკავს,
ოღონდ შენ არ უნდა შემიშინდე. თხემით ტერფებამდე ქართველი ვარ,
მკვდარიც ცოცხალივით ვიარები,
შენთვის ჩაუქრობი სანთელი ვარ,
შენი პირგახსნილი იარები. სული იბობქრებს ამოსვლამდე,
მახსოვს დაფიცებაც პირველყოვლის,
შენ რომ დამაბარე, წამოსვლამდე,
ვისი ჯიშის ვარ და ვისი გორის. მოვალ სვეტიცხოველს დაგიკოცნი,
სამებას დაგიკოცნი გასაკვირველს,
ოღონდ ეს შეხვედრა დამილოცე,
მერე სიხარულით ამატირე.
 
nukriaДата: პარ, 08.08.2014, 16:59 | Сообщение # 208
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბიჭები დაბრუნდნენო ომიდან ხარი აბღავლდა და ექო ძარღვიანი,
მთებმა აისხლიტეს შორიდან,
რაღაც ბურუსია... ღმერთო, რა დღე არი...
ბიჭები მოდიოანო ომიდან. მდუმარე დიდგორზე გაწვიმდა ცრემლები,
სულის ძახილის ხმად მოვიდა,
გვიბრუნდებიანო ჩვენი ქართველები,
ბიჭები დაბრუნდნენო ომიდან.
 
nukriaДата: პარ, 08.08.2014, 17:04 | Сообщение # 209
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გმირნო,დედის ცრემლებს თქვენი საფლავების
მიწა დაულბია.
მერე ნაცრემლარზე,იებს დარდისაგან
თავი დაუხრია,
გული დაუმძიმდა დედა საქართველოს
თქვენი სხეულებით,
მამულს ერთგულებით მსხვერპლად შეწირულნო
ნანას გეუბნებით. ნანა, იავნანა დედის გულისპირზე თბილად ნატარებო,
გმირნო,ბუმბერაზნო,თუმცა დედებისთვის მუდამ პატარებო. გლოვობს ივერია,უკვე მერამდენედ
ცრემლად დაღვრილია,
ომში ვინც წავიდა,მკერდი ვინც აფარა,
ის უკვე გმირია.
ალბათ იავნანამ მოგცათ ვაჟკაცობის
ძალა საოცარი,
გმირო ჭაბუკებო,თქვენს სულს შეეწევა
ყველა სალოცავი. ნანა იავნანა,დედის გულისპირზე თბილად ნატარებო,
სულით ბუმბერაზნო,თუმცა სამშობლოსთვის მაინც პატარებო.
 
nukriaДата: პარ, 08.08.2014, 17:08 | Сообщение # 210
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა ცოტა კმარა,
ქალის სახეს მოჰფინო შვება,
(როგორ წალეკა ეს სამყარო
გრძნობებმა ფარსმა)
ყოველი სიტყვა მისი გულის
ფიცარზე რჩება,
ერთი ღიმილი,
თავზე ერთი ხელის გადასმა. რა ცოტა უნდა,
ნაპერწკლიდან აანთოს ალი,
სულ ერთი სიტყვა,
ერთი შენი შეხება გულთან,
რა ადვილია
სიყვარულით შეშალო ქალი,
რარიგ " ძნელია", მიყვარხარო
ხშირად რომ უთხრა... და რადგან უკვე ერთგულება
ოცნება დარჩა,
რადგან გაძნელდა
შეყვარებულ გულთა გათბობა,
ბედნიერებას ვერ მოუტანს
ძვირფასი ფარჩა,
და გულგრილობას
ურჩევნია გრძნობის დათმობა. რა ცოტა კმარა,
(ღმერთო, ნუთუ ევაა ბრალში?)
ასე უმწეომ,
ასე ძლიერ რომ შეიყვარა,
ნუ გაირჯები,
რომ კოცონი აანთო ქალში,
სიყვარულისთვის ნაპერწკალი
მიეც და...კმარა!
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость