ნანა მეფარიშვილი - Page 23 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: შაბ, 16.08.2014, 20:13 | Сообщение # 221
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ჩამოურეცხავს ცრემლებს ლოყები,
თან სიამაყის ნიღბები გფუთავს,
უმისამართო ქუჩას მოჰყვები,
ყელთან შეკრული საკინძე გხუთავს. შენს წინ აგდია დაცლილი ვაზნა,
ნაიარევი გული გეყოფა,
სიცოცხლეს სწყდება წამები გზა-გზა,
თითქოს არიეს შენში ეპოქა. მლაშე ცრემლების წაგლეკავს ზვირთი,
თითებში აბნევ ნამზეურ ქვიშას,
თენდება მაინც, მზეც სალამს გითვლის
და შენს სარკმელთან პაემანს ნიშნავს. ცრემლები გაძლევს სისუსტის ძალას,
გული გაქვს დიდი, კლდესავით მტკიცეს,
შენ სიყვარულის დაკარგვა გზარავს.
და მკერდი ჩიტის ბარტყვით გიცემს.
 
nukriaДата: შაბ, 16.08.2014, 20:16 | Сообщение # 222
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჯამბაზის ბედი ფერთა კარნავალზე კვნესის ვიოლინოს სიმი,
ხემი ცრემლმორეულ ნოტებს აბალანსებს ქარში.
წვიმამ ჩამორეცხა ჯამბაზს მხიარული გრიმი,
ჰანგი მუსიკების ტკივილს დაადევნა კვალში. სიცილს გადუფარავს წვიმით გაჟღენთილი ზეცა,
იცის რარიგ უღირს თვალებს აფარება გრიმის,
ტანზე ყველა-ფერი სულ ერთ სამოსელად ეცვა,
ხალხი იცინის და ის კი,გრიმის შიგნით ტირის. ალბათ სასჯელია, როცა სულზე გადგას ცრემლი,
როცა უნდა შესძლო, უნდა დააჯერო ყველა,
ვიღაც დარდიანსაც მისი მასხარობით შველის,
მას რომ ეტირება,ამის არავის არ სჯერა. ფერთა კარნავალზე კვნესის ვიოლინო ძველი,
ხალხს კი სიცილისგან უკვე ჰანგებიც არ ესმის,
ქარმა ჩააყოლა ნოტებს გაცვეთილი ხემი,
ვიღაც იცინის და ვიღაც გრიმის შიგნით კვნესის.
 
nukriaДата: სამ, 19.08.2014, 04:25 | Сообщение # 223
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხელს ნუ გამიშვებ დღეს მერამდენედ შემიტყუა ფიქრებში შიშმა,
აღსარებაში დავიწყებულ ცოდვებზე ვდარდობ..
თუ სინანული შენგან გულში წყალობად იშვა,
ყველა ნაფიქრალს საკურთხევლის სიწმიდეს ვანდობ. მიგიკრავს მკერდზე ქალს მარიამს, ქვეყნის გამჩენი,
მუხლისთავებით და გოდებით მოვდივარ შენთან,
გულს სიხარულად შეურგია სხვა დანარჩენი,
ყველა ტკივილი, განსაცდელი, თუ გულისხეთქვა. ის დღეც დადგება, უსხეულოდ მოგიტან ჩემს სულს,
დიდი მადლია ხორცს გალეშილს მიწით ჰფარავდე,
დე, იყოს ნება შენი, ისე, როგორაც შენ გსურს,
ოღონდ დედაო, არ გამიშვა ხელი მანამდე.
 
nukriaДата: სამ, 19.08.2014, 04:30 | Сообщение # 224
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მართალი სიტყვა მაღალ–ფარდოვანს არა ვცნობ სიტყვას,
ბრჭყვიალა ნივთებს კაპიკად არ ვთვლი,
უბრალო იყო, რაც დღემდე მითქვამს,
უფრო უბრალო, ისიც რაც არ ვთქვი. არ ვიშველიებ სხვის ნათქვამ ფრაზებს,
ვაღმერთებ სიტყვას უბრალოდ მართალს,
თითს არ ვაყოლებ გავლებულ ხაზებს,
არ ვიმეორებ ვიღაცის ნათქვამს. არც დიადემა არ მომიხდება,
ერთი გვირილა დამატყობს ღიმილს,
ხშირად ნატვრებიც თუ არ მიხდება,
უბრალო ლექსით ვიყუჩებ ტკივილს. ოქრო და ვერცხლი სათქმელად არ ღირს,
მდიდარს ვარამი სხვაგვარიც ახლავს,
გაასვენებენ დოვლათით დაღლილს
და სასუფეველს ვერასდროს ნახავს. ძვირფასი თვლებით რად მინდა კაბა,
როცა უბრალო ემოსა უფალს...
მე კი ცოდვილმა, რაღა ვთქვა აბა,
იმაზე მეტი, რაც არვის უთქვამს. თვალისმომჭრელი მიყვარს სინათლე,
სინათლე, მხოლოდ სანთლების ცეცხლის,
უბრალო სიტყვით თქმული სიმართლე,
ხმა საკუთარი, სხვა რომ ვერ შესცვლის. რამდენჯერ მიწას მოვსწყვიტე მზერა,
დავეცი...და ჩემს თავზე ვბრაზდები.
არ მინდა ლექსის ამაყად წერა,
არც მოფენილი ფიანდაზები. ფიქრშიც კი, როცა გავივლე ავი,
ვინანე, ესეც ცოდვად გამყვება,
ზეაწეული, რად მინდა თავი,
როცა უფალი გვერდით დამყვება. მართალი მზერით მინდა ვიარო,
ერთი გვირილა თმებში მშვენოდეს,
უფალო, ჩემში შენ იხმიანო,
და ამ უბრალო სიტყვის გჯეროდეს.
 
nukriaДата: პარ, 22.08.2014, 23:38 | Сообщение # 225
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უსაქართველოდ არც ერთ ტკივილზე არ მითქვამს უარი,
მე მხოლოდ ცრემლებს ვმალავდი დარდის,
ვარ მამულისთვის ნაჭედი ფარი,
და სისხლშიც მისი ტკივილი დამდის. არ მეფანტება მიწა მუჭიდან,
თილისმად დამაქვს ცრემლში ჩარგული,
უსაქარათველოდ ყველას უჭირდა,
და ამიტომაც სტკიოდათ გული. ქართველს არ უნდა შეაჭრა ფრთები,
არ უნდა დასცე მთებიდან მდელოდ,
იცი, მეც უკვე ნელნელა ვკვდები,
ნელ-ნელა ვკვდები უსაქართველოდ.
 
nukriaДата: პარ, 22.08.2014, 23:56 | Сообщение # 226
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ გაბედო,
დაქალდიო აღარ მითხრა აწი,
გულს ოცნებაც არ შესცვლია,
პატარა ვარ ახლაც,
გინდა ისევ ძველებურად
გამიწითლდეს ღაწვი?
თუ არ გჯერა
მიყვარხარ – თქო,
მითხარი და ნახავ.
 
nukriaДата: შაბ, 23.08.2014, 04:31 | Сообщение # 227
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვითომ-ვითომ ვითამაშოთ გინდა,
ისე,
ვითომ - ვითომ,
შენ მოდიხარ,
მე კი თითქოს სულ არ გელი,
ოცნებები დამილაგოს
შენმა სითბომ,
როცა მოხვალ,
ავურიოთ ყველაფერი. ვითამაშოთ,
ცხოვრებაც ხომ თამაშია,
მე ვიქნები სიყვარული
ერთადერთი...
ამ თამაშში ერთგულება ძალაშია,
რა გაშინებს,
გეუბნები,
ვითომ მეთქი. თვალ-გახელილს
შემაგებე სასთუმალთან,
შენი მზერა,
მასთან მცივან სხეულს ვითბობ,
ყოველ ღამე მე დაგხვდები
გახსნილ კართან,
შენც ბრუნდები ადრიანად,
ჩემთან ვითომ. ჩვენი სახლი
აკვანია ვარდის-ფერა,
შენ საჩემო,
მე საშენო ყოფას გითმობ,
და ეს ლექსიც
სულ ხუმრობით დაიწერა,
ეს, ასეთი თამაშია
ვითომ-ვითომ.
 
nukriaДата: შაბ, 23.08.2014, 13:39 | Сообщение # 228
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წუთო რა ჩქარა მიხვალ,
მზეო რა მალე ქრები,
გულო რა ჩუმად ზიხარ,
გრძნობავ რა სწრაფად კვდები. ლექსო რარიგად მავსებ,
გთხოვ ნუ დამტოვებ მდუმარს,
ცაო, ნუ მიცქერ ასე,
კარი გამიღე სტუმარს. გზებო სით იკლაკნებით,
გადათელილნო დროში,
ხელებო ნუღარ კრთებით,
პურისთვის მოგცეს გროში. ამომიფეთქდი მიდი,
უსიყვარულო წამო,
სანამ დავკარგე რიდი,
გულგაციების გამო. არ მახსოვს ვიყავ სადა,
რა გზები მიხმობს ხვალ-ზეგ,
სულ განშორება მკლავდა,
გულო ამტკივდი რაზედ. არ დამიდუმდე ლექსო,
დადექით ასი ერთთან,
გულო არ დაიკვნესო,
თორემ შევრცხვებით ღმერთთან.
 
nukriaДата: შაბ, 23.08.2014, 13:40 | Сообщение # 229
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი სიცოცხლე ჩალის ფასია,
სახსენებელად ნეტავი თუ ღირს,
გული სამშობლოს დარდით სავსეა,
ძალზედ მძიმეა ტარება უღლის. ისეთ წყალობას ვინ მარგებს ბეჩავს,
განა მტერს ნატვრას გავუხარებდი,
ჩამოვიხსნილი დიაცის ლეჩაქს,
სულს წამითაც არ დავუხანებდი. მწამს ზვარაკობა ღირსთა ხვედრია,
წუთში ეტევა სოფელი ერთი,
იქნებ სიცოცხლე მართლა ბედია,
როს სამშობლოსთვის იწირავს ღმერთი. (შენც დაიბადე ქუხილით თოფის
და მუდმივად გჭრის ბედი თავხედი,
მთავარი განა წუთია ყოფნის,
მთავარი არის, როგორ წახვედი.) მარცვალი მინდა წყალობის მსგავსი,
სული ხომ მუდამ იმედით მენთო,
ჩემი სიცოცხლეც კაპიკის ფასი,
დაგჭირდებოდეს ნეტავი ღმერთო.
 
nukriaДата: ხუთ, 28.08.2014, 17:12 | Сообщение # 230
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წუთო რა ჩქარა მიხვალ,
მზეო რა მალე ქრები,
გულო რა ჩუმად ზიხარ,
გრძნობავ რა სწრაფად კვდები. ლექსო რარიგად მავსებ,
გთხოვ ნუ დამტოვებ მდუმარს,
ცაო, ნუ მიცქერ ასე,
კარი გამიღე სტუმარს. გზებო სით იკლაკნებით,
გადათელილნო დროში,
ხელებო ნუღარ კრთებით,
პურისთვის მოგცეს გროში. ამომიფეთქდი მიდი,
უსიყვარულო წამო,
სანამ დავკარგე რიდი,
გულგაციების გამო. არ მახსოვს ვიყავ სადა,
რა გზები მიხმობს ხვალ-ზეგ,
სულ განშორება მკლავდა,
გულო ამტკივდი რაზედ. არ დამიდუმდე ლექსო,
დადექით ასი ერთთან,
გულო არ დაიკვნესო,
თორემ შევრცხვებით ღმერთთან.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость