ნანა მეფარიშვილი - Page 24 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: პარ, 29.08.2014, 19:28 | Сообщение # 231
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გთხოვ გადამხატე ცარიელ ტილოს, უმეტყველოს, შეახე ფუნჯი,
და ყველა ნაკვთი გადახატე ჩემი სახიდან,
კაბა ჩამაცვი მოცისფერო, ან უფრო ლურჯი,
გამიცხოველე ყველა წამი შენი ნახვიდან. ტუჩებთან ოდნავ გაბუტული ფერი დაადე,
თვალებში ცრემლი დამიხატე, ყელზე კოლიე,
თუ გსურს ის სახე გადახატე, გახსოვს მანამდე?
როცა გიყვარდი, გრძნობებში რომ ამიყოლიე. შენ რომ მოგწონდა, გამიშალე თმები სველი და,
ძველი ვნებები შეუზავე ფერებს ალისა,
სუფთა ტილოზე დამასვენე შენი ხელიდან,
თან სულ მცირედი სილამაზე მომეც ქალისა. როცა ყველაფერს დაასრულებ, უცქირე სურათს,
მინდა სიმართლეს ერთხელ მაინც დაუდგე თვალწინ,
მერე დახიე ეს ნახატი, გაყიდე სულაც,
ან ჩემს ცრემლებში რომ არ გიცნონ კოცონზე დაწვი.
 
nukriaДата: პარ, 29.08.2014, 19:30 | Сообщение # 232
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ირმის ძახილზე შეგატოვებ
სურვილს ვნებიანს,
სუნთქვით დავარწევ
მთებზე ნისლის ფერმკრთალ ჰამაკებს,
ბეჭებს შევახებ მინდორს
ცინცხალ გვირილებიანს,
და ავლექსდები,
ვიდრე მუზა მალაპარაკებს. მზის ამოსვლისას გაგექცევი,
დაგტოვებ მძინარს,
რომ ჩემს თვალებში
სააისო ცეცხლი ავანთო,
მთებზე დავხვდები
მზესთან ერთად ანთებულ დილას,
მოვიკრებ სხივებს,
რომ მოვიდე და კვლავ გაგათბო. წვიმის ხმაურზე შეგატოვებ
ვნებიან თვალებს,
ცის–სარტყელებთან რომ გავშალო
ფერთა ხუნდები,
დავკოცნი იებს, მინდვრის ციცქნა
პატარა ხალებს,
წარვტაცებ სურნელს
და სხვა ჟინით დაგიბრუნდები.
 
nukriaДата: პარ, 29.08.2014, 19:31 | Сообщение # 233
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა ხნის ხარ ნეტავ, რა ფესვი გაქვს ასეთი ძველი,
მირონი თუ ხარ, შუბლზე პირჯვრად მსახველი საცხი,
შენს საიდუმლოს აფარია ღვთისმშობლის ხელი,
ბოროტმა იმად ვერასოდეს გაწვნია მარცხი. საიდან მოსჩქრებ, წყაროვ სიბრძნის და სიცოცხლისა,
სხვა რომ არ გქონდეს "იავნანა" გაგხდიდა დამძლევს,
ჩემო ქართულო, იქნებ თავად სამყაროს ხნისა,
შენი ასაკი გადარჩენის წყალობას გვაძლევს. ვინ გადმოგწერა სამღერად და საგალობელად,
თუ მამა ღმერთმა ცამდე ვალი აგატანინა,
ლოცვის, ტკივილის, სიხარულთა მოსახმობელად
იქნებ ყრმა ძესაც ზრდიდა შენი ტკბილი ნანინა. სისხლით და ცრემლით მოტანილო აქამდე ციმციმ,
სულის სინათლევ გზის საკვლევად მუდამ ჩართულო,
დადგება ჟამი, გააოცებ სამყაროს ვიცი,
ცის კართან ლოცვით მისატანო ჩემო ქართულო.
 
nukriaДата: პარ, 29.08.2014, 19:33 | Сообщение # 234
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გამოიგონე რამე კარგი, რამე ახალი,
რაითაც შესძლებ გაიფანტო სევდის ნისლები,
დამარცხებულმა არ დაყარო ბრძოლის ფარ–ხმალი,
მოიხმე მზე და სიყვარულით ამოივსები. მოხატე შენი იატაკი, კედლები, ჭერი,
ლექსით მოხატე ყველაფერი გარეთ და შინაც,
გახადე სიტყვა მადლიანი და თანაც მჭრელი,
რომ გულზე მოხვდეს სასიკეთოდ, ისმენდეს ვინაც. გიყვარდეს ყველა, მერე რა თუ არ ეყვარები,
ესროლე სითბო სიძულვილით ავსებულ მზერას,
სიყვარულისთვის დააქუხე გულის ზარები,
რომ ბოროტება სუფთა ზრახვებს აკლებდეს ვერას. დატოვე გზებზე ლოცვა –ლოცვით ნათქვამი სიტყვა,
შენი ღიმილი შეაბნიე სახეებს მოღლილს,
გულს და გონებას ააცილე მოთქმა და მითქმა,
წამი რა არის, არ გაივლო შურის და ბოღმის. შენ შეგიძლია გქონდეს შენი ზეცა მზიანი,
შენ შეგიძლია აფერადო ყოველი დილა,
შენ შეგიძლია გერქვას მართლა ადამიანი,
გაათბო, ვისაც შენზე მეტად უჭირს და სცივა. შენ ყველაფერი შეგიძლია ხატებავ ღმრთისა,
ქარტეხილს დასცემ და დარჩები გაურიყავი,
ასი წლის მერეც შენ იქნები იესოს ხნისა,
ოღონდაც, ვიდრე ცოცხალი ხარ კაცი იყავი.
 
nukriaДата: პარ, 29.08.2014, 19:34 | Сообщение # 235
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გვერდით დაჰყვებოდა მადლით აპკურებდა,
ჰოი შესაბრალი,
ცოდვის მატიანემ
ასე შეინახა ისკარიოტელი,
სძლია სატანამ და აღარ მოაშორა
ცეცხლოვანი თვალი,
სადაც სუსტი ნახა,
იქ ჩაავლო მისი ცოდვიანი ხელი. გვერდით დაჰყვებოდა,
მუდამ სიყვარულზე ესაუბრებოდა,
მაინც მოერია, ცოდვამ გადაწონა,
მადლი არ აცალა.
ის კი ილოცვიდა,
რადგან დამთბარ მკერდში ქრისტეს გული ჰქონდა,
მან კი უღალატა, უყო ამბორი
და ვერცხლში გადაცვალა.
 
nukriaДата: შაბ, 30.08.2014, 21:04 | Сообщение # 236
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამის წუხილი თოკზე გაფენილ კაბას კალთებს უწევდა ქარი,
ახალ მთვარეზე შეკიდებულს არხევდა ვედროს,
აგვიანებდა სახლში მისვლას ვიღაცის ქმარი,
არადა კარებს ადრიანად აღებდა ერთ დროს. ღამეს სარკმელთან მიუყრია ყვითელი მტვერი,
ქარს ჭუჭყით მოსვრილს, წვიმა ბანს და ისე აწყნარებს,
შემოინახავს მოგონებას პატარა სკვერი,
დღეებს ტკბილსა და დღეებს, ახლა უკვე ნაწამებს. ჩამოიტირებს სანთლის ტანი ცხელი წვეთებით,
ყოვლის მხილველი მთვარეც ფილტვებს აივსებს ფიქრით,
ქარი ჩაუვლის ფერმკრთალ სარკმელს გულისხეთქებით,
წავა და სადღაც გადიღმუვლებს ცხრა მთების იქით.
 
nukriaДата: სამ, 02.09.2014, 12:37 | Сообщение # 237
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სხვანაირად მიხდებოდა მამაჩემი სხვანაირად მიხდებოდა მამაჩემი,
კაცი მაინც სხვანაირი არის ძალა,
მისი წასვლა იყო უფლის განაჩენი,
წავიდა და გულში რაღაც დაიცალა. სხვანაირად ვეყრდნობოდი ბაბუს ტორებს,
და მის სიტყვას მთის კაცისას, ნამუსიანს,
ახლა კედელს აღარავინ დამატოლებს,
გავიზარდე, სევდას სული აუვსია. სხვანაირი ძალა მქონდა, კაცის ძალა,
დიდ ხელებში ჩადებული ციცქნა თათი,
აწ გარდასულ წლებზე სევდა მომეძალა,
რასაც გაჰყვა ის მზერა და ათინათი. სხვანაირად მიხდებოდა ძმის თვალები,
ის უმცროსი, მაგრამ მაინც ჩემზე დიდი,
თითქოს გზები გავიარე ნათვალევი,
ყველა სათქმელს ტკივილიან გულში ვცლიდი. სახლს სხვაგვარად უხდებოდა კაცის სახე,
მამის მკერდზე პაწაწინა მუშტებს ვცემდი,
ალბათ უფალს თუ უნდოდა დავენახე,
მარტო მყოფი როგორ ვიდედა–კაცებდი. წასლვა არის ამა სოფლის განაჩენი,
(წუთი ღმერთო, მართლა ძალზედ მცირედია...)
სხვანაირად მიხდებოდა მამაჩემი,
კაცი მაინც სხვანაირი იმედია.
 
nukriaДата: სამ, 02.09.2014, 16:54 | Сообщение # 238
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქ სადღაც ზღვარია,
ბედს უნდა დაზავდე,
ღრუბლები მთვრალია,
და წვიმას ამზადებს.
აქ ზეცას არა აქვს,
ცისფერი თვალები,
ავს დიდი ძალა აქვს,
და დუმან ზარები.
აქ წვიმა მშრალია,
ნირი აქვს წამხდარი,
სულ ქარიშხალია,
ხეები გამხდარი...
აქ ლექსებს არ სწერენ,
ქვიშაზე თითებით,
აკვანს არ არწევენ,
ზღაპრით და მითებით.
აქ ხელის გულებში,
სითბოს ვერ ჰპოვებენ,
ვარდ–თაიგულებში,
დუქნებს არ სტოვებენ.
აქ დილა არ მოდის,
მამლების ყივილით,
არც მთვარე ამოდის,
უთქმელი ტკივილით.
აქ მართლა ზღვარია,
სწვავს უცხო ნაპირებს,
მზე ისე მწარეა,
ჩანს ტირილს აპირებს.
 
nukriaДата: ოთხ, 03.09.2014, 21:06 | Сообщение # 239
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შავი სამოსით
( ჩემს გულმზიან დედაოებს...) შენ შავი ძაძით მიუყვები აღმართებს ნათელს,
მე თეთრი კაბით ჩამუქებულ გზებზე მივდივარ...
შენში ღიმილობს უფალი და ღამეებს ათევს,
ჩემთვის კი ტირის, როს უფსკრულის ქიმზე ვკიდივარ. ოდესღაც ცოდვამ, თუ შენს სულშიც დაჰკარგა ღმერთი,
შენ, გამარჯვება აზეიმე სანაცვლოდ მარცხის,
შემოგხვევია შავ სამოსზე ფერები თეთრი
და შენს გაშლილ თმებს ანგელოზი გალობით ვარცხნის. დადიხარ, თავად მზე დაგყვება ფერებში გაშლილს,
მისი სხივების დასცემია შავ ძაძას შუქი,
ჩემს განვლილ გზა–კვალს წვიმა, ისე უკვალოდ წაშლის
და თეთრ კაბაზე შემეყრება ფერები მუქი. ჩვენ, ორი ქალი, ერთი მცირე, ერთიც ნამდვილი,
ჩვენ ორი ქალი, გასავლელი ჩვენი ცხოვრებით,
შენ აირჩიე გზები მძიმე, მეკი ადვილი,
მე დავისჯები, შენ იხარებ სულის ცხონებით. შავი სამოსით შენ სინათლის აღმართებს ერთვი,
მე თეთრი კაბით დანისლული გზები ვარჩიე,
შენ, გულის კარი გააღე და შეუშვი ღმერთი,
მე კი, სინათლეს თვალი დღემდე ვერ შევაჩვიე. შენ შავი ძაძით მიუყვები აღმართებს ნათელს,
და შენთან თეთრი ანგელოზი ღამეებს ათევს..
 
nukriaДата: ოთხ, 03.09.2014, 21:10 | Сообщение # 240
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ რომ ფოთოლი წერილივით გამომიგზავნე
და გამაფრთხილე შემოდგომამდე არ წაიკითხო,
მაგრამ რომელ შემოდგომამდე, დღემდე არ ვიცი.
თვალის ფსკერზე დევს ფოთლის კონტური,
მიწაზეც დარჩა ანაბეჭდი,
წიგნში იქცა ჰერბარიუმად
და მე რა ვიცი, ვინ მისახსოვრა
მისი შრიალი, რომ ჩამესმის დასაბამიდან?! მე და მე, ისევ მე და მიწა - ამ ანაბეჭდს ერთად ვინახავთ,
ორნი ერთი ვართ და ჩემთვის ვფიქრობ,
ალბათ, მხოლოდ სუნთქვით მპოულობ,
რაც მიწილადე დაბადებამდე. ასე ვარსებობ უმიზეზოდ,
როცა გულით ამოგხედავ _
სიხარულისგან ხმა მებზარება
და სისავსე ბრწყინავს თვალებში... მე მხოლოდ გეძებ,
შენ რეფრენივით იღვიძებ ჩემში. 11. 8. 2014
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость