ნანა მეფარიშვილი - Page 25 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 25 დან«1223242526274546»
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: ოთხ, 03.09.2014, 21:11 | Сообщение # 241
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთი სიყვარული,
ალალ და მართალი,
იყო სანატრელი...
სიტყვა მიყვარხარო,
გულიდან ნათქვამი
და სხვა არაფერი...
ერთი გაოცება,
ერთი ახდენილი
ნატვრა ერთად–ერთი!
გრძნობა საოცრება,
მისით ანთებული
ყველა უკუნეთი.
მთვარე, როგორც გიდი,
ჩვენი აჩრდილების,
გვერდით მომავალი,
ნდობა დიდზე –დიდი,
თავად სიყვარული,
წრფელი, ონავარი.
ერთი გაზაფხულით
იყო სანატრელი
სულის დადინჯება,
მეტი არაფერი,
წრფელი სიყვარულით
თავის გაგიჯება.
 
nukriaДата: ოთხ, 03.09.2014, 21:16 | Сообщение # 242
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთის ნიავივით გულზე მომედე,
მისივ სიწმინდის დარო,
ხატზე გიფიცებ, მოდი მომენდე,
ირმისთვალება ქალო.
ხევსურის გული მთასავით მტკიცე,
საშენო სუნთქვით ფეთქავს,
ვაჟკაცის სიტყვა რომ დავიფიცე,
ეს ფიცი ქვასაც ხეთქავს.
მივყვები ვთელავ უძილო ღამეს,
მთიდან გეძახი, გნატრობ,
საჯიხვეებთან დავუცდი მთვარეს,
და შენს სიყვარულს ვანდობ.
შენს ბაგეებზე წყურვილს მოვიკლავ,
ასე ნუ მიცქერ ხევსურს,
მთის ყვავილებით კაბას მოგირთავ,
ისეთს, როგორიც შენ გსურს.
არხოტის ღამეს გავეტხავ შენში,
ცისკრის ვარსკვალის დარო,
წამოდი ერთად ვიცხოვროთ მთებში,
ირმისთავლება ქალო.
 
nukriaДата: კვ, 14.09.2014, 02:16 | Сообщение # 243
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კარუსელივით დატრიალდა დინება დღეთა,
მე ველოდები ცისარტყელას შვიდივ ფერებით,
გიჟსა და შეშლილს ვინ მომიყვანს მე ახლა შენთან,
მაინც ვეცდები და შორიდან მოგეფერები. არ დამიძახოთ შემიწყდება ოცნების ფიქრი,
თეთრ სამოსელში ფერიები მორთავენ სავალს,
ჩამომეხსნება უმძიმესი განცდების ტვირთი
და საუფლოში ვალმოხდილი გრძნობებით წავალ.
 
nukriaДата: კვ, 14.09.2014, 02:49 | Сообщение # 244
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვინატრებ თბილისის ღამეს და ალიონს ვარსებობ, ჯერ კიდევ იმედი აქ არის,
ფერადი სიზმრები ცრემლებით გავლეშე.
შენთან მაქვს სიცოცხლის ციმციმა ლამპარი,
აქ კი ვარ ფრთებით და ოცნების გარეშე. არადა ვფრინავდი, ვუსწრებდი ბეღურებს,
იქ, მთებში ბუდეც კი შევკარი იმედით.
ვინც შენ არ დაგტოვა, ვაღმერთებ ერთგულებს,
ვინც საგზლად იკმარა სინათლე მცირედი. ნამიან კლდეებში გავფინე რითმები,
გაბუტულ მუზებთან კამათი აღარ ღირს,
უსულო სხეულით ლექსად ვერ ვითქმები,
დუდუნიც არ მესმის მტკვრისა და არაგვის. ვინატრებ თბილისის ღამეს და ალიონს,
შენი მზე ცრემლებლად ყელში მაქვს გაჩრილი,
უმწეო ლექსებმა სიცოცხლე გალიოს,
ოღონდაც თავს მადგეს მთაწმინდის აჩრდილი. შეშლამდე ავიკლებ ხმაურით სამყაროს,
თუ შენთან განგებამ შეხვედრა მაღირსა,
სული რომ სხეულთან სიმღერით გავყარო,
უმწეოს მომეცით წყალობა ამისა. ერთ მუჭა მიწაზე გადავფენ იმედებს,
მუხლებით მივირბენ იქ, დედის ლოგინთან,
მოვალ როს უფალი წყალობას ინებებს
და ქუჩებს მხურვალე კოცნებით მოგირთავ.
 
nukriaДата: ორ, 22.09.2014, 15:33 | Сообщение # 245
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვერ მოვიხდინე ფუნჯები მხატვრის,
ღამის ფერიებს ვერ მივემსგავსე,
მარტოდენ ჩემი ბავშვური ნატვრის,
ხურჯინი მქონდა პირთამდე სავსე. შემოდგომისფერს მოვგავარ ფოთოლს,
ქარი მატარებს სურვილისამებრ,
მალე ზამთარიც მოვა და მოთოვს,
გამარტებამდე ასე ვიწამებ. დაესვენება ლექსები ფურცლებს,
დრო გადასერავს მერიდინებს,
ჩემს ნატვრებს მაინც დავტოვებ უცვლელს,
ფერადებსა და იმედიანებს.
 
nukriaДата: ხუთ, 25.09.2014, 03:11 | Сообщение # 246
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარტოობის დღეებს შეჰფენია ნისლი
და საღამოს ჟამზე დრო იწყება ურვის,
ნატვრა გაფერმკრთალდა, თითქოს გახდა სხვისი,
კაცს სულ დაუკარგავს ოცნებების სურვილს. აეშლება ნერვი გულდალეულ მთვარეს,
ვარსკვლავებთან ერთად ცას რომ ღამეს უთევს,
შეყვარებულ წყვილებს ასე დაუბარებს,
გაუფრთხილდით მუდამ ერთად ყოფნის წუთებს. ღამე ბორგავს ტალღა ალერსის და ვნების,
გგონია რომ იგი აღარ გასრულდება,
დაუწერელ ზღაპარს, შორეული ხმების
მონატრება დაწერს, და წარსულში რჩება. დარდი მუდამ ანგრევს ოცნებას და ნერვებს,
როცა უკვე იცი, შესცვლი ვეღარაფერს,
შემოდგომაც მოვა, მერე დაიჯერებ,
ყვავილების ნაცვლად ფოთლებს რომ გააფენს. დრო მიჰყვება ქროლვით მატარებლის რელსებს,
მონატრება გულში დოლაბივით ბრუნავს,
როცა მარტოობის შიში აგვაკვნესებს,
სიყვარული გვაძლევს გაღიმების უნარს.
 
nukriaДата: ხუთ, 25.09.2014, 07:57 | Сообщение # 247
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უცებ , დამფრთხალი მზერა გადატყდა ხელზე შეკრებილ ნაოჭთა ხრამში, ყოველ ღარაზე თითო ვარამად მთელი ცხოვრება აფეთქდა წამში. დარდი ცრემლად და ცრემლი ტკივილად გადახლართულა ერთი მეორეს. მოსიყვარულე მზერა აქ ხელად ტანჯულ ცხოვრებას გაიმეორებს!… ფუსფუსებს მუდამ, მადლს ტოვებს ქვებზეც, არ სურს უეცრად, რომ დარჩეს ვალში! განვლილ ცხოვრებას დახედეთ ხელზეც, ნუ ეძებთ მხოლოდ გულში და თვალში… მელი თურმანიძე
 
nukriaДата: შაბ, 27.09.2014, 01:18 | Сообщение # 248
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩავინაცრები ერთ დღესაც ვითომ,
არც კი ვყოფილვარ შენთვის საერთოდ,
იმ დღიდან თითქმის არაფერს ვითხოვ,
რაც დილას ვხვდებით უერთმანეთოდ. ცხოვრებას ჩემსას წვალებით განვლილს,
არ განეშორა მწველი ფიქრები,
ვიღაცა გულზე დამადებს ყვავილს,
მაგრამ ის ვიღაც შენ არ იქნები. რა უფერული ზმანება მახლავს,
და რა ლამაზი ოცნება მქონდა,
უშენოდ გული არ ელის ახალს,
შენ იყავი და სიხარულს მთხოვდა. ჩავინაცრები, წესია ყოფის,
მოდიხარ, ხარ და... მიდიხარ მალე,
თუმცა კი, ეს დრო არაფრად გყოფნის
და სწუხხარ ბევრი ვეღარ გათვალე. შენ გაიელვე ჰორიზონს იქით
და დღეს არაფერს ნანობ საერთოდ,
მე დავიღალე იმაზე ფიქრით,
რატომ არ გვიჭირს უერთმანეთოდ.
 
nukriaДата: შაბ, 27.09.2014, 02:57 | Сообщение # 249
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიწა–წყალი დაგელოცოთ ედემ –ბაღის მსგავსი,
ოთხივ კუთხით მცველად გადგეთ ქერუბიმთა დასი.
დილა–აისს გიმშვენებდეთ მონათება მზისა,
მუდამ გეგრძნოთ მფარველობა ანგელოზის ფრთისა.
მოგიშენდეთ მონაგარი, შვილის–შვილთა –შვილი,
მამულებში გაგიმძლავრდეთ ვაზის ჭიგო–ძირი.
პაპა თლიდეს ჩვილის აკვანს ბედნიერი სახით,
წინაპრები გაგიხაროთ მომავალის ნახვით.
თქვენს მარანში ჭურებს ხეთქდეს მაჭარი და ღვინო,
მოხუცები და ჩვილები სულ გიმრავლოთ შინო.
არასოდეს მოგიშალოთ სტუმრიანი ღამე,
აივნებზე მცველად გადგეთ ავსებული მთვარე.
ყველა წელი შვილთა-სხმისა მოგცეთ ტკბილზე ტკბილი,
ცხრა თვის მუცელს აწყდებოდეს ჩითის კაბის ღილი.
კაცი მუდამ დადიოდეს ქუდით ნამუსისა,
სანთელი და საკმეველი მეკვლედ გქონდეთ გზისა.
ხვავ–ბარაქით ავსებული ღია გქონდეთ კარი,
სულ პირნათლად მიგეტანოთ მამულისთვის ვალი.
იმრავლეთ და ივაჟკაცეთ, იქართველეთ ხალხო,
თუ გინდათ რომ მომავალი ბედნიერი ნახოთ.
ფეხზე დავდგეთ და ვადიდოთ ღმერთი ყოფის არსი,
მტერი ისე დაგეცალოთ, ვით ეს თიხის თასი,
სულიწმიდა თუ არ ვიხმეთ, მაშ ქართველნო სხვა ვინ?!
იდღეგრძელეთ, იდღეგრძელეთ, იდღეგრძელეთ_ ამინ!
 
nukriaДата: შაბ, 27.09.2014, 03:23 | Сообщение # 250
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გარეთ წვიმს,
გულში მონატრებულ ბავშვობას სძინავს,
არ ვიცი რატომ ქარი წვიმის სატრფო მგონია,
ხელისგულები ავაფარე დაორთქლილ მინას,
და წვიმის ჰანგმა საცეკვაოდ ამიყოლია. ხეზე სიყვითლე შეჰპარვია ფოთლებს,
ქარია,
ეს შემოდგომაც თავს ჩემს ასაკს, რატომ ადარებს?!
ალბათ ავდარში თუ ვიგონებ ჭიამაია,
წვიმაში თამაშს რომ გვიშლიდნენ მაშინ პატარებს. მე დღეს არავინ აღარ მიშლის ქუჩაში ცეკვას,
დიდი ვარ, დედაც არ დამტუქსავს წვიმაში გასულს,
გულში კი, მაინც ის ბავშვობის დღეები რეკავს
რადგანაც მათთან განშორება არაფრით არ მსურს. შემეფარკლება ისევ ღაწვი, მესმის ძახილი,
მიხმობს წვიმა და უკვირს გარეთ რომ არ მივდივარ,
მე კი სარკმლიდან შევახსენებ მას თავდახრილი,
ვერ ხედავ, ბავშვი აღარა ვარ, უკვე დიდი ვარ. იღიმის წვიმა, კეკლუც ქარზე შეყვარებული,
თმაში ჭაღარა შერეულო კეთილო ბავშვო,
განა ვერ ვხედავ, ისევ ისე გიფეთქავს გული,
გამოდი, მინდა იმ გოგონას რომ ვეთამაშო. გარეთ წვიმს გულში მონატრებულ ბავშვობას სძინავს,
არ ვიცი რატომ, ქარი წვიმის სატრფო მგონია,
ხელისგულები ავაფარე დაორთქლილ მინას,
წვიმამ მიხმო და კვლავ ბავშვივით ამიყოლია.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
გვერდი 25 დან«1223242526274546»
ძებნა:

მოგესალმები Гость