ნანა მეფარიშვილი - Page 26 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: ოთხ, 01.10.2014, 13:20 | Сообщение # 251
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ირმის ძახილზე შეგატოვებ
სურვილს ვნებიანს,
სუნთქვით დავარწევ
მთებზე ნისლის ფერმკრთალ ჰამაკებს,
ბეჭებს შევახებ მინდორს
ცინცხალ გვირილებიანს,
და ავლექსდები,
ვიდრე მუზა მალაპარაკებს.
მზის ამოსვლისას გაგექცევი,
დაგტოვებ მძინარს,
რომ ჩემს თვალებში
სააისო ცეცხლი ავანთო,
მთებზე დავხვდები
მზესთან ერთად ანთებულ დილას,
მოვიკრებ სხივებს,
რომ მოვიდე და კვლავ გაგათბო.
წვიმის ხმაურზე შეგატოვებ
ვნებიან თვალებს,
ცის–სარტყელებთან რომ გავშალო
ფერთა ხუნდები,
დავკოცნი იებს, მინდვრის ციცქნა
პატარა ხალებს,
წარვტაცებ სურნელს
და სხვა ჟინით დაგიბრუნდები.
 
nukriaДата: ხუთ, 09.10.2014, 17:56 | Сообщение # 252
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გადაუარა სექტემბერმა
ტყეებს უსიერს,
დინჯად,
როგორაც შემოდგომის ასაკს შეჰფერის...
შეცივნულ ხეებს
თითქოს სუსხი შემოუსიეს,
შემოაფინეს სამოსელი,
სულ სხვა ელფერის.
ჭაღარასავით შეუყვითლდა
ფოთლებს იერი,
მზად არის მოსწყდეს,
დაუძლურდა, ბედთან შერიდგა,
გადაიარა სექტემბერმა
ტყე უსიერი,
ოქტომბერი კი
შემოდგომის ეშხში შევიდა.
 
nukriaДата: ხუთ, 09.10.2014, 17:58 | Сообщение # 253
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე გაპატიე, რომ არ გიყვარდი,
ჩემთან ტყუილად თამაში სიტყვის,
გრძნობებზე ისე ამომიყვავდი,
რომ აფეთქვება მეგონე კვირტის. ვიფიქრე მხოლოდ მე მიხდებოდი...
შემყარე დარდი ამაო დღეთა,
მე გაპატიე, რომ არ მხვდებოდი,
როცა ბავშვივით მოვჰქროდი შენთან. შენ გაზაფხულზე წახვედი მაშინ,
მახსოვს ატმებსაც ეცვალათ ფერი,
შეციებული დამტოვე ქარში,
მე გაპატიე ის ყველაფერი. არც ის იფიქრო, რომ გმართებს ვალი,
რა მოხდა მერე, ფუჭად ვათიე,
ისევ უფალმა მარგუნა ძალი,
მითხრა თუ გიყვარს, შენ აპატიე. თაკარა გრძნობის მზეში მიმყავდი,
სული და გული ამოვიხეთქე,
მე გაპატიე, რომ არ გიყვარდი,
შენც მაპატიე, რომ გაგაღმერთე.
 
nukriaДата: კვ, 19.10.2014, 14:45 | Сообщение # 254
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიყვარხარო _დაიფიცე დედა,
და თვალებში წამოგენთო ალი,
არ მატყუებ?_ გეკითხები მე და,
ეშმაკურად მითამაშებს თვალი. ბაგეებზე გეფინება სითბო,
ნიღაბს ეძებ, ცოტა უფრო მკაცრის,
იქნებ ზოგჯერ შეუძლებელს ვითხოვ,
მავიწყდება გულგრილობა კაცის. მიყვარხარო_ დაჯერება მთხოვე,
მე კი გულში მაინც ხინჯი მრჩება,
ვდარდობ, ტყუილი არ გამოდგეს თორემ,
იცოდე რომ დედა მოგიკვდება.
 
nukriaДата: კვ, 19.10.2014, 14:51 | Сообщение # 255
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამიყოლიებ, მე ვიცი რომ ამიყოლიებ,
თბილი ხელების გულებიდან გადაწერ ალერსს,
მერე შევაბნევ ფრთებზე ბარათს ისევ თოლიებს,
ჩემი ოცნების ფერებივით ოდნავ ფერმკრთალებს. ამიყოლიებ, შენ იცი რომ თავადაც ველტვი,
გულში ჩაკრულმა ჩამატარო ნაწვიმარ ვერხვებს,
ჩვენს დასაწყისთან მიმიყვანე, თავიდან გეტყვი,
ისე დიდი ხარ, სიხარული ხელებსაც ვერ გხვევს. გახსოვს წავედი, წასვლა სულ არ მეგონა რთული,
საღამო იდგა, ჰყვავილობდნენ კალენდულები,
კვლავ შენს სიცოცხლეს დაიფიცებს დამთბარი გული,
რომ არასოდეს, არასოდეს დაგემდურები. ამიყოლიე, სანამ ფარდებს დახურავს დრო და
სანამ ტალღები გაიტყუებს შეშლილ თოლიებს,
მე უშენობით ნისლიანი დღეები მქონდა,
მოხვედი შენ და სიყვარულში ამიყოლიე.
 
nukriaДата: კვ, 19.10.2014, 14:54 | Сообщение # 256
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლექსებით მინდა ვკემსავდე,
თუ სადმე ვნახე იარა,
ვიდრე ტაძრამდე, ფრესკამდე,
ვინ ცოდვა მადლით იარა.
გახსნილ ჭრილობას დავადო,
რითმა გამთბარი გულში და
ყველა სათქმელი გავანდო,
ცოდვები ხელს რომ უშლიდა.
დამტოვე ასე მართალი,
გულო სულ მეიმედები,
ხვალ არ ვინანო ნათქვამი,
თორემ ხომ ხედავ ვბერდები.
მარტო სინანულს არ მინდა,
დრო–ჟამი გავათელინო,
ცხოვრება სანამ გავიდა,
მშვიდ ღამე გავათევინო.
ღმერთო, თუ წამლად გადმოღვრი,
კალამზე სიტყვებს– სალბუნებს,
თვით დედამიწაც ვერ მომღლის,
უსასრულოდ რომ გვაბრუნებს.
იმ კარის დამსვი ზღურბლთანა,
სით ხმა გამოდის კვნესისა,
მიმატანინე გულთანა,
მადლი სუტყვის და ლექსისა.
დაფნას ვინატრებ გგონია?
სულო მიხდები მორჩილი,
ფიქრადაც არა მქონია,
მე სხვა სატკივარს მოგჩივი.
რითმებით მინდა დავკემსო,
ჭრილობა ტანჯულ კაცისა,
ყველას ტკივილი გავლექსო,
თუ თავად ღმერთი მაცლისა.
 
nukriaДата: კვ, 19.10.2014, 14:56 | Сообщение # 257
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოდესმე ალბათ მეც მექნება
წყალობა სახლის,
თუმცა ვინ იცის,
აღარც ვიყო ჯანით მედგარი,
ჩემივე ნატვრა მომერევა
და წელში დამხრის,
ან უკვე სულ სხვა გზაზე ვიყო,
ფიქრით შემდგარი...
მექნება ალბათ მეც ოთახი
სადა კედლებით,
ჩავესვენები სავარძელში
და ვიტყვი– კმარა!
ზოგჯერ ოცნების ახდენაში
ისე ვბერდებით,
სიხარულისთვის
აღარ გვრჩება ღონე და ძალა.
 
nukriaДата: ორ, 20.10.2014, 00:52 | Сообщение # 258
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოდესმე ალბათ მეც მექნება
წყალობა სახლის,
თუმცა ვინ იცის,
აღარც ვიყო ჯანით მედგარი,
ჩემივე ნატვრა მომერევა
და წელში დამხრის,
ან უკვე სულ სხვა გზაზე ვიყო,
ფიქრით შემდგარი...
მექნება ალბათ მეც ოთახი
სადა კედლებით,
ჩავესვენები სავარძელში
და ვიტყვი– კმარა!
ზოგჯერ ოცნების ახდენაში
ისე ვბერდებით,
სიხარულისთვის
აღარ გვრჩება ღონე და ძალა.
 
nukriaДата: ოთხ, 22.10.2014, 19:47 | Сообщение # 259
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ გამიყვანო უფალო
ჯერ ამ ამაო სოფლიდან,
ჩემთვის არაფერს არ შეგთხოვ,
მუდამ მცირედი მყოფნიდა.
გაუტანლობის ხანაში,
ტკივილი გამალექსინე,
და სიყვარული მარცვლებად,
გულებში დამათესინე.
მომასწრებინე უფალო,
კეთილი საქმის ჩადენა,
მოყვასისაგან ღვარძლის და
ბოროტი მზერის განდევნა.
ყველა სიავის პასუხად,
მომეცი ლოცვის ძალ-ღონე,
გზას აცდენილთა მოყვასთა,
შენდობის ხმა გამაგონე.
სამშობლოსათვის მაწამლე,
უფალო უნდა მისმინო,
სხვას აღარაფერს არ შეგთხოვს,
არასდოს არვისთვინო.
მერე კი ნება შენია,
და იყავნ ნება რაც არი,
ამიყვავილე უფალო,
სიკეთის ერთი მარცვალი.
 
nukriaДата: პარ, 24.10.2014, 00:23 | Сообщение # 260
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაგიჟდაო, მერე ვიღაც იტყვის,
ზამთრის სუსხში იებს სთხოვსო გამვლელს,
ყველა ნაბიჯს დაუთვლიან თითქმის,
აბა, ქვეყნად ავის მთქმელს რა დალევს. გაგიჟდაო, სიყვარულის ალით,
იტყვიან და დააყრიან ქილიკს,
მთვარის შუქზე ლოცულობსო ღამით,
დაჰყვებაო გაუკვალავ ბილიკს. მიუკრავსო გვირილები ბღუჯად,
ცრემლ-გამშრალი უღიმისო წყვილებს,
დარდისაგან თუ დარჩაო მუნჯად,
არ ელისო უკვე დანაპირებს. თოვლის კვალში დღეს ყვავილებს სთესდა,
გაგიჟდაო, დასდევს მტრედის ხუნდებს,
ალბათ გლახაც ეგონება ბევრს და
იებისთვის გაუწვდიან ხურდებს.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость