ნანა მეფარიშვილი - Page 29 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: შაბ, 10.01.2015, 14:51 | Сообщение # 281
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვცელქობ და ამითაც
სიყვარულს გთავაზობ
დღისითაც, ღამითაც,
შენი მზით ვიწვი და,
შენით მსურს დღეები
რომ გავილამაზო,
ზეცამდე აგწიო,
ცოდვილი მიწიდან.
 
nukriaДата: კვ, 11.01.2015, 15:13 | Сообщение # 282
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
ეს იყო მერე, როცა უკვე ცხოვრებამ გამცა,
ეს იყო გულზე დაქარგული ფერადი ლექსი.
როცა ტკივილმა უმწეობით მუხლებზე დამცა,
როდესაც გრძნობებს გამოუშრა უწყალოდ ფესვი.

ეს იყო მერე, როს გავიგე ანი და ბანი,
როცა დავქალდი, და ბაფთები დამქონდა ხელით,
როცა სიცოცხლემ გამომიხსნა სიკვდილის კარი
და როცა გული ამომიჯდა ლექსების წერით.

ეს იყო მერე... მანამდე კი იყო ბავშვობა,
ცრემლივით წმინდა ოცნებები,ლექსად რომ ვწერე,
შავ–თეთრ ფოტოებს ვერ მოესწრო ჯერაც გაშრობა
და ბორგავს შიში....რა იქნება, ხვალ, ამის მერე...

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: კვ, 11.01.2015, 15:24 | Сообщение # 283
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამე და მუზა
***
მთვარემ ივახშმა, გადაიცვა პერანგი ღამის,
ძილმა მოიცვა გადაღლილი ქალაქი ბნელი.
აღარ მოისმის შეძახილი,ჭრიალი კარის,
სიზმრის ფრინველმა შემოხაზა ოთახის ჭერი.

სიბნელის წყვდიადს ცეცხლოვანი ანათებს თვალი,
ვერ მოისვენა,ვერ დაუშვა სიმშვიდის ღუზა,
რითმის ჭიდილმა გაახელა პოეტი ქალი
და თეთრ ქაღალდზე გაიღვარა უძილო მუზა.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: კვ, 11.01.2015, 15:24 | Сообщение # 284
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბრჭყვიალა ფიფქები
(ანანიკოს)

წუხელი ისე წვრილ-წვრილად ცრიდა,
ისე ბრჭყვინავდა ფიფქები ციდა,
ასე მეგონა ციცქნა ვარსკვლავებს,
ცოცხავდა ცა, სულ მიწაზე ყრიდა...-
 
nukriaДата: სამ, 13.01.2015, 09:53 | Сообщение # 285
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქართველობის გამო სხვანაირი ვალი
გერგო, ამიტომაც მინდა რომ გახსოვდეს,
სხვა სისხლი გაქვს ძარღვში და სხვა გულის კარი,
სუყველაფერს იგრძნობ გაიზრდები ოდეს.

შენი ხვალინდელი შენივ რწმენაშია,
სიმართლეა მუდამ სათნოების ფარი,
გაუტეხე ლუკმა, იმას, ვისაც შია,
თვალებსა და გულში შემოუშვი დარი.

იცოდე რომ გვერდით ანგელოზთან ერთად,
ბოროტება ცოდვის საცდურს გიფერადებს,
კარგ საქმეთა მუდამ შეგრაცხავენ ღმერთად,
თვით სატანა გიპყრობს, ავი საქმის ჩამდენს.

სამშობლოსთვის ჩემო არ დაზოგო თავი,
მის გარეშე ვერსად გაიხარებ ვერცა,
არც ვის შეარჩინო, თუ აკადრა ავი,
რადგან მოვისრებით, ის თუ წამოგვექცა.

სიყვარულის ძალით გული ამოივსე,
რასაც რწმენით ითხოვ, გიწყალობებს ღმერთი,
ქართველს რომ შეშვენის, იქართველე ისე,
ოღონს შეიყვაროთ უნდა ერთმანეთი.

ღრეობას და ლხენას თუ უფალი გაცლის,
ესეიგი ლოცვის უნდა იხმო ძალა,
გაიყოლე დარდი დაჩაგრული კაცის,
რადგან მჩაგვრელს ღმერთმა მადლი გააცალა.

ძირს დაცემულს მუდამ შეაშველე ხელი,
გზასაცდენილს მარტო ნუ დატოვებ ხრამთან,
თვალცრემლიანს მუდამ შეუმშრალე ცრემლი,
შენი საქმით მიხვალ სასუფევლის კართან.

მშველელად და მხსნელად არ ჩათვალო ფული,
თუ ცდუნებას სძლიე ბოროტებას ამხელ,
არასოდეს აღარ მოგერევა რული,
თუკი სულის თვალებს კარგად გამოახელ.

ანგელოზი შენი, სულ რომ გვერდით გიზის,
მძიმე ცოდვის გამო გთხოვ ნუ დააღონებ,
ილოცვიდე მუდამ ილოცვიდე შვიდგზის
და ძახილი გულის უფალს გააგონე.

მე იმდენი ცუდი და ვაება ვნახე,
ჩემი ცოდვის გამო არ მსურს დაისაჯო,
ყველა საიდუმლო გულში დაიმარხე,
რომ სიკეთის თესვით მუდამ გაიმარჯვო.

ავი კაცის ნაბიჯს ხმა მიჰყვება კრულვის,
გულმზიანი, მუდამ დაგავიწყებს ურვას,
ნურასოდეს ქვეყნად უღალატებ ნურვის,
ნურასოდეს ჩემო მოიპარავ ნურას.

შენი მომავალი წარსულიდან იშვა,
საქართველოსათვის არ დაზოგო თავი,
წმინდანების დასი მოგცა შენმა ჯიშმა,
შემწედ გვიდგას რადგან დედა მარიამი.

შენი გული ქრისტეს სარკესავით უდევს,
ყველა მოწყალება საზრდო არის ობლის.
ნუ აირჩევ შვილო გზას ცდომილს და მრუდეს,
კარგად დაიხსომე დარიგება მშობლის.

გულ-მშიშარი კაცი გაიმარჯვებს როდი,
არ შეუდრკე თუნდაც მტერმა ჯვარზე გაცვას,
შენს ერშია შვილო სულის (დ)ახსნის კოდი,
თვით სამყაროს შველად ის აღვივებს მარცვალს.

თუ მონაზვნის კაბით გვერდს ჩაგივლის ბერი,
გამოსთხოვე ლოცვა, დაუდექი მუხლზე,
წმინდანია იქნებ და ვერა სცნობს ერი,
თვით უფალთან მიდის იქნებ ღამის მწუხრზე.

გააჩინე ბევრი ვაჟკაცი და ქალი,
და გაავსე ეზო მათი ჟრიამულით,
იქნებ ასე მაინც სულ მცირედი ვალი,
გადუხადო უფალს მადლიერი გულით.

ყველა კარგი ნატვრა რასაც გული გთხოვდეს,
აიხდინე, მერე ლოცვით მიდი ტაძრად,
ესე დარიგება ანდერძივით გქონდეს,
სხვას ვერაფერს შვილო, ვერ გიტოვებ განძად.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 15.01.2015, 00:22 | Сообщение # 286
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიდრე
***
ვიდრე გებუზღუნება,
შენს გზას თვალს არ აცილებს
და ბავშვური ქცევებით,
ვიდრე ასე გაცინებს.

გაბუტული ტუჩებით,
ვიდრე ზურგი გაქცია,
შენ რომ მოგწონს ის კაბა,
ვიდრე, ისევ აცვია.

კარი თუ გაიხურა,
ტირილით და გოდებით,
ესე იგი ხვალ ისევ,
მასში განმეორდები.

ვიდრე გეძებს, გეძახის,
ქარია, თუ გრიგალი,
ჯერ ისევე უყვარხარ,
ჯერ შენია ის ქალი.

მაგრამ ერთ დღეს თუ ნახე,
მდუმარედ და ღიმილით,
ესე იგი გულიდან,
წაუშლიხარ ტკივილით.

ხმაურიან ტელეფონს,
თუ შეუწყდა ზარები,
გრძნობით არა, სიცივით,
იღლებიან ქალები.

თუ ბუზღუნი შესწყვიტა,
არც კითხულობს, თუ ნახავ,
უნდა მიხვდე ძვირფასო,
უკვე აღარ უყვარხარ.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 15.01.2015, 00:23 | Сообщение # 287
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ ისმინო ფხიზელ ყუმთა ნაუბარი,
თითქოს ლოთებს ჯოჯოხეთის ელის ალი,
ყველა მთვრალი და მიჯნური იქ თუ არი,
ვინღა დარჩა სამოთხეში წარმავალი.
 
nukriaДата: ხუთ, 15.01.2015, 00:24 | Сообщение # 288
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზევით ცა მხურავს – კრიალა, ღია,
ირგვლივ მთებია მკერდდაგლეჯილი,
ჩემი სამშობლო იალაღია,
ზედ საამური ხარობს ჯეჯილი,
და თუ მოაწყდა მტერი იალაღს, -
ვერ შესძლოს გულმა ბოღმის დატევა,
მოვიხმარ ლექსებს, როგორც იარაღს,
მოვიხმარ ლექსებს, როგორც სატევარს!
 
nukriaДата: ხუთ, 15.01.2015, 00:32 | Сообщение # 289
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
heart emoticon heart emoticon heart emoticon
თქვენს ოჯახებს შეეწიოს,
ძალა მადლი ჯვარისაო,
სიხარულით ანთებულებს
დრო არ მოგცეთ ჯავრისაო.
ხვავ-ბარაქით დაგეხუნძლოთ,
სამშობლო და ფუძე-ჭერი,
მოკეთენი გაგიმრავლოთ,
მოგირჯულოთ ყველა მტერი.
გული ისე აგვსებოდეთ,
სიყვარულად დაიღვაროთ,
ერთმანეთის შენდობისთვის,
უფლისაგან გაიხაროთ.
თვალ ხატულა გოგო-ბიჭებს,
გიმრავლებდეთ მისივ მადლი
უსასრულო სიხარულმა,
გაგეფანტოთ ურვა -დარდი.
ბედნიერი წელი მოგცეთ,
სალოცავთა მადლი მთისა,
მამულსა და ყველა ქართველს,
გიფარავდეთ დედა ღვთისა!

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 16.01.2015, 13:59 | Сообщение # 290
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
მიყვარხარო _დაიფიცე დედა,
და თვალებში წამოგენთო ალი,
არ მატყუებ?_ გეკითხები მე და,
ეშმაკურად მითამაშებს თვალი.

ბაგეებზე გეფინება სითბო,
ნიღაბს ეძებ, ცოტა უფრო მკაცრის,
იქნებ ზოგჯერ შეუძლებელს ვითხოვ,
მავიწყდება გულგრილობა კაცის.

მიყვარხარო_ დაჯერება მთხოვე,
მე კი გულში მაინც ხინჯი მრჩება,
ვდარდობ, ტყუილი არ გამოდგეს თორემ,
იცოდე რომ დედა მოგიკვდება.

/ნანა მეფარიშვილი/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость