ნანა მეფარიშვილი - Page 30 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: პარ, 16.01.2015, 14:31 | Сообщение # 291
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დიახ, მე მინდა, გადამიღეთ კინოში გთხოვთ და,
მომეცით როლი პოეტისა, ღარიბის როლი,
მერე დაიწყეთ იმ კადრიდან როდესაც თოვდა,
და ქუჩას მარტო მოვჰყვებოდი პოეტი ცოლი.

გთხოვთ გადამიღეთ წვიმის ფონზეც გაშლილი თმებით,
როდესაც გულზე მიკრული მაქვს სველი რვეული,
ისიც გეთაყვა, მერე მზესთან როდესაც ვშრები,
ცრემლს რომ ვიმალავ, და–ვაბიჯებ თავაწეული.

ჩემი ბავშვობის გადაიღეთ სულ ერთი კადრი,
როცა მუზებთან სხვანაირი ხმა მქოდა კრძალვის,
ოცნებით როცა გამოჩენილ პოეტებს ვგავდი,
ვრითმავდი ნატვრებს, თუმცა ჩემი ესმოდა არვის...

გთხოვთ, ის დღეებიც არ გამოგრჩეთ როცა დამტოვეს,
(დღიურებიდან გადმოვწერე წარსული კვლავ და)
მშფოთვარე სული ვერ გუობდა როს სიმარტოვეს,
და პოეტს როცა საკუთარი ლექსები მკლავდა.

მომეცით როლი პოეტისა, რომ ერთხელ თუნდა,
ვიგრძნო რას ნიშნავს, როს შენშია სიტყვა რჩეული,
პოეტს ღარიბი, ამ შეშლილი უწოდო უნდა,
რითმა მდიდარი და არვისგან გამორჩეული.

ყრია ლექსები იასამნის ფერიან ჰოლში,
ღუღუნებს მუზა ფრთაშესხმული წმიდა ტარიგი,
გთხოვთ, სიკვდილამდე შემიყვანეთ პოეტის როლში,
დამარქვით მერე თუნდ შეშლილი, თუნდაც ღარიბი.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 16.01.2015, 15:17 | Сообщение # 292
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიდრე არსებობ

გამოიგონე რამე კარგი, რამე ახალი,
რაითაც შესძლებ გაიფანტო სევდის ნისლები,
დამარცხებულმა არ დაყარო ბრძოლის ფარ–ხმალი,
მოიხმე მზე და სიყვარულით ამოივსები.

მოხატე შენი იატაკი, კედლები, ჭერი,
ლექსით მოხატე ყველაფერი გარეთ და შინაც,
გახადე სიტყვა მადლიანი და თანაც მჭრელი,
რომ გულზე მოხვდეს სასიკეთოდ, ისმენდეს ვინაც.

გიყვარდეს ყველა, მერე რა თუ არ ეყვარები,
ესროლე სითბო სიძულვილით ავსებულ მზერას,
სიყვარულისთვის დააქუხე გულის ზარები,
რომ ბოროტება სუფთა ზრახვებს აკლებდეს ვერას.

დატოვე გზებზე ლოცვა –ლოცვით ნათქვამი სიტყვა,
შენი ღიმილი შეაბნიე სახეებს მოღლილს,
გულს და გონებას ააცილე მოთქმა და მითქმა,
წამი რა არის, არ გაივლო შურის და ბოღმის.

შენ შეგიძლია გქონდეს შენი ზეცა მზიანი,
შენ შეგიძლია აფერადო ყოველი დილა,
შენ შეგიძლია გერქვას მართლა ადამიანი,
გაათბო, ვისაც შენზე მეტად უჭირს და სცივა.

შენ ყველაფერი შეგიძლია ხატებავ ღმრთისა,
ქარტეხილს დასცემ და დარჩები გაურიყავი,
ასი წლის მერეც შენ იქნები იესოს ხნისა,
ოღონდაც, ვიდრე ცოცხალი ხარ, კაცი იყავი.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 16.01.2015, 15:17 | Сообщение # 293
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ველური ჟინი

დილიდან ამყვა სიყვარულის
ველური ჟინი...
ფურ–ირემივით ველი ახლა
ხარ–ირმის ყვირილს!
ის არ მეძახის,არ ვახსოვარ,
სხვისი სურს ოხვრა...
გადაავიწყდა ორაგულთა
მკერდის ქვეშ სხლტომა!
გადაავიწყდა...აღარ მოდის,
მე კი ვხელდები...
და ჩემი ვნებით ჩემს სხეულში
მევე ვბერწდები!
დილიდან ამყვა სიყვარულის
ველური ჟინი...
დავდუმდი...ჩავცხრი...
საღამოა...
მე ვეღარ ვყვირი!–ლიკა
 
nukriaДата: პარ, 16.01.2015, 15:18 | Сообщение # 294
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ვიცი ისევ ამიყოლიებ
***

ამიყოლიებ, მე ვიცი რომ ამიყოლიებ,
თბილი ხელების გულებიდან გადაწერ ალერსს,
მერე შევაბნევ ფრთებზე ბარათს ისევ თოლიებს,
ჩემი ოცნების ფერებივით ოდნავ ფერმკრთალებს.

ამიყოლიებ, შენ იცი რომ თავადაც ველტვი,
გულში ჩაკრულმა ჩამატარო ნაწვიმარ ვერხვებს,
ჩვენს დასაწყისთან მიმიყვანე, თავიდან გეტყვი,
ისე დიდი ხარ, სიხარული ხელებსაც ვერ გხვევს.

გახსოვს წავედი, წასვლა სულ არ მეგონა რთული,
საღამო იდგა, ჰყვავილობდნენ კალენდულები,
კვლავ შენს სიცოცხლეს დაიფიცებს დამთბარი გული,
რომ არასოდეს, არასოდეს დაგემდურები.

ამიყოლიე, სანამ ფარდებს დახურავს დრო და
სანამ ტალღები გაიტყუებს შეშლილ თოლიებს,
მე უშენობით ნისლიანი დღეები მქონდა,
მოხვედი შენ და სიყვარულში ამიყოლიე.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 16.01.2015, 16:06 | Сообщение # 295
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეცეკვებიან გარეთ ქუჩებს ცელქი წვიმები,
მეც გეცეკვები, თუ შენს მხრებზე მიმწვდება ხელი,
ვიცი ოდესმე დამირჩები განაკვირვები,
როდესაც ჩემი გრძნობებივით ვიქნები წრფელი.

სავსე მაქვს გული, სადაცაა წელში დამხაროს,
აბა, ამხელა სიყვარული ჩავტიო რაში,
შენი თვალებით გავითბობდი გულცივ სამყაროს,
დაგირჩებოდი სიყვარულის გადუხდელ ვალში.

ფიქრი, ოცნება იმედები დავანთე ხანძრად,
შეგიგროვე და ავიტუზე ლოდინის ზღვართან,
მე დღესაც შენთვის სალოცავად, ვიყავი ტაძრად
და უფალს შენი სიყვარული დავუდე კართან.

გაუშიშვლება მალე ზაფხულს დამწვარი ქედი,
მოიხმობს წვიმას დაგვალული მიწის საფარი,
რა საჭიროა სიყვარული ამაზე მეტი,
ოღონდაც ჩემო, შენი მზერით ვიყო დამთბარი.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 22.01.2015, 21:16 | Сообщение # 296
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გეტრფი და მაინც...
***
იცოდეს ღმერთმა
ყოველი ვცადე,
რომ დამეკარგე
მართლა არ მსურდა,
ჩემში იყავი
მიწიდან ცამდე,
თუმც ყველაფერი,
მაინც დასრულდა. იქნებ აპრილმა
შემმატოს ღონე,
გამწვანდებიან
როცა კორდები,
ბევრი რამ
ალბათ გამოვიგონე,
გეტრფი და
ხედავ,
მაინც გშორდები. იცოდეს ღმერთმა,
ვიდარდე ბევრი,
წავშალე ნატვრა
გულში რომ ვქარგე,
მე, არ მინდოდა
დაკარგვა შენი,
არ მინდოდა და
მაინც დაგკარგე. /ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 22.01.2015, 21:17 | Сообщение # 297
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემთვის მარტივი ჭეშმარიტება აღმოვაჩინე:
იმისთვის, მე რომ ვიარსებო,
შენ უნდა არსებობდე
ჩემში. /ნინო ალადაშვილი/
 
nukriaДата: შაბ, 24.01.2015, 11:54 | Сообщение # 298
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დუმილი ოქრო ღირსო,
ღალატი ვერცხლად ყრია,
ცოდვა არ გილევს ჭირსო,
სინანულს იხმობ გვიან.

სიყალბეს მალავ ვერსად,
მუდამ თავს იჩენს ავი,
მადლს თუ გაიხდი წესად,
გაგითეთრდება შავი.

იმკი სიკეთის მარცვლებს,
ჰგავხარ ანკარა წყაროს,
ვინც შენთვის ჯვარზე აცვეს,
შენს საქმეებში ხარობს.

იმდენი მადლი უნდა,
გასცე, რამდენიც სცოდე,
სიყვარულის წილ ხურდა,
მიეც, რომ ბოროტს თმობდე.

კეთილი ჰქმენი მორცხვად,
გლახას ასმევდე ღვინოს,
მტერზე დადექი ლოცვად,
დე, მტერმა გაიცინოს.

მოყვასის გულზე გედოს,
გული და, იყავ ფხიზლად,
ერიც და ბერიც გენდოს,
ეს დაისახე მიზნად.

გულს ნუ დაიკრეფ ხელებს
აზრი განდევნე ფლიდი
და ქვეყნად უპირველესს,
სამშობლოს გაუფრთხილდი.
 
nukriaДата: შაბ, 24.01.2015, 11:55 | Сообщение # 299
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შორს პაწაწინა იმედი ტოკავს,
ქალაქს ძილს უფრთხობს ღამის ბარები,
თუ სიყვარულით ტკივილი მომკლავს,
მიწას ღიმილით მივებარები.

შენ ჩემი სულის იარად იშვი,
დრო თავის სათქმელს თავად მოგიტანს,
და ჩემს თვალებში ჩამდგარი შიშით,
ჩამოაწყდება ცრემლი ორბიტას.

გაუბრალოვდა სურვილი, ლტოლვა,
თითქოს ლექსებიც რაღაცას როშავს,
როდესაც ღამის წყვდიადი მოვა,
სველ სასთუმალზე დამიგდებს კოშმარს.

დილა იმედის გარეშე არ მწამს,
უსიყვარულოდ ფეთქვა გულისა,
მხარზე მოვიგდებ მონაზვნის ნაწნავს
და გზას გავყვები მონანულისა.
 
nukriaДата: შაბ, 24.01.2015, 11:57 | Сообщение # 300
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვითამაშოთ გინდა,
ისე,
ვითომ- ვითომ,
შენ მოდიხარ,
მე კი თითქოს სულ არ გელი,
ოცნებები დამილაგოს
შენმა სითბომ,
როცა მოხვალ,
ავურიოთ ყველაფერი.

ვითამაშოთ,
ცხოვრებაც ხომ თამაშია,
მე ვიქნები სიყვარული
ერთადერთი...
ამ თამაშში ერთგულება ძალაშია,
რა გაშინებს,
გეუბნები,
ვითომ მეთქი.

თვალ-გახელილს
შემაგებე სასთუმალთან,
შენი მზერა,
მასთან მცივან სხეულს ვითბობ,
ყოველ ღამე მე დაგხვდები
გახსნილ კართან,
შენც ბრუნდები ადრიანად,
ჩემთან ვითომ.

ჩვენი სახლი
აკვანია ვარდის-ფერა,
შენ საჩემო,
მე საშენო ყოფას გითმობ,
და ეს ლექსიც
სულ ხუმრობით დაიწერა,
ეს, ასეთი თამაშია
ვითომ-ვითომ.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость