ნანა მეფარიშვილი - Page 32 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: სამ, 03.02.2015, 21:00 | Сообщение # 311
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიყვარული მინდა _ბევრი!
მიწისა და ზეცის ტოლი,
მოკეთენი, ცოტა მტერი,
სითბო, ჯერ არ ანაწონი.

სიყვარული მინდა მუდამ,
ღამითა თუ დილით, მზისით,
სიყვარულის მადლი მსურდა,
მხოლოდ ჩემი, არა სხვისი.

სიყვარული მინდა ყველგან,
ცადაბჯენილ მთებში, ბარში,
სილამაზეს სადაც ვხედავ,
ქართველების გულში, სახლში.

სიყვარული მინდა ვიდრე,
სიძულვილმა შეგვიტყუა,
საწყისიდან, ქვეყნის კიდე,
კუნჭული თუ კუთხე თუა.

სიყვარული მინდა ბევრი,
საქართველოს ზეცის ხელა,
მზის სხივების მსგავსად მწველი,
მისად მინდა ლექსად მღერა.

ყველამ გავხსნათ კარ-ფანჯარა,
გულის, სახლის, როგორც ერთი,
ვიდრე შურმა შეგვაჯავრა,
ერთურთი და ერთმანეთი.

სიყვარული მინდა ჩქარა,
სიყვარული მინდა მალე,
სიყვარული მინდა,
კმარა!
სიძულვილით დავიღალე.

სიყვარული უთავბოლო,
სურნელა და ვარდიანი,
სიყვარული მინდა მხოლოდ
ქართული და მადლიანი.
 
nukriaДата: სამ, 03.02.2015, 21:07 | Сообщение # 312
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მადლი გაქვს შვილის გაჩენისა, წყალობა დიდი,
თავად დედობა საარაკო ძალა და ნიჭი,
შენ კი ეშმასთან საკუთარი სურვილით მიდი
და სხეულიდან ჩასახლებულ ანგელოზს იჭრი.

ქერუბიმებით გადავჭედე ქართული მიწა,
წამი რა არის, არ გშორდები და შენთვის ვტირი,
გიყურებ, დარდი ქრისტეს ნამყოფ გულ-მუცელს მიწვავს,
რამეთუ ნებით გადაწყვიტე მოგეკლა შვილი.

ქვეყანა ჩემი წილ-ნაყარი ჩემივ ტვირთია,
ვიდრე ვმფარველობ, ამ ერს შუაზე ვერავინ გაჰყობს!
წუხელის შენმა ანგელოზმა ცრემლით გითია,
როს ჩემს კალთაში აგროვებდი დაჩეხილ ნაყოფს.

ანთებულ სანთლად შესციცინებ ერთადერთ ნაშობს,
გახსოვდეს იგი სულიწმიდის წყალობით მოგცეს,
ყოველი შენი ორ-სულობა გიკურთხებს საშოს,
ცოდვით მოკვეთილს ვერაფერი ვერ შეგიხორცებს.

ჩვილთა გვამებით გაპოხილი მიწა ზანზარებს,
ამდენი ცოდვის მერე ჩემგან რას ითხოვ ნეტავ?!
სისხლი ამძიმებს სანახევროდ გახრწნილ ლაზარეს,
შენ კი შვილთასხმის წყალობაზე უარის თქმას ჰბედავ.

ღმერთის ხატებად გაჩენილო შენცა გაქვს ვალი,
კვართს ჩემი ძისა, ცრემლით ნაპოხს გულმკერდში ვიკრავ,
კაცთა ცოდვისთვის ჩემი შვილი ჯვარს გააკარი,
დღეს ყველა ჩვილის მოკვეთისთვის ყოველდღე მიკლავ.

გადახსნის ზეცას ყრმა-ნაყოფთა მწარე გოდება,
შეჩერდი, სანამ სულ მცირედი დროა ჟამამდე,
მუდამ გაფრთხილებ, ეს ცოდვა კი, კვლავ მეორდება,
ცოდვა, რომელიც ჯოჯოხეთის მიდის კარამდე.

დღეს ჩემი კაბის კალთებიდან სისხლი მოწვეთავს,
ამდენი ხორცი, სად ჩავტიო, რარიგად ვთვალო,
მკვლელობის ცოდვა სანამ სულსაც ამოგიხეთქავს,
მიდგომილ სხეულს გაუფრთხილდი ცოდვილო ქალო!
 
nukriaДата: სამ, 03.02.2015, 21:08 | Сообщение # 313
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არც რა სიმდიდრე მაქვს,
რაც არ გამაჩნია, რა დავთმო?!
მხოლოდ ერთი გული,
რითაც შემიძლია გაგათბო.
ერთი სიცოცხლე მაქვს,
თუმცა სევდიანი მეტწილად,
არც კი დავფიქრდები
მოვალ,ზვარაკივით შეგწირავ.
თუ შენ არ იქნები,
თუ შენ შეგახმება ყლორტები,
მე რა მიხაროდეს,
მაინც დარდისაგან მოვკვდები...
შენი სიცოცხლეა
ჩემი სიხარული და შვება,
წამიც კი არ მინდა,
შენი თბილი ხელის გაშვება,
უნდა მოგეფერო,
უნდა გიერთგულო ვალია,
ისევ გუგუნია,
ალბათ, ეს სამების ზარია.
მიდი გენაცვალე,
ფეხზე წამოდექი კვლავაც და,
ყველას სამიზნეო,
ერთი ისარი რომ არ აგცდა.
გახსნილ ჭრილობაზე,
მოვალ ცრემლიანი გაკოცებ,
ჩემს გულს ჩაგიფენ და,
მაინც მტრის ჯინაზე გაცოცხლებ!
 
nukriaДата: სამ, 03.02.2015, 21:10 | Сообщение # 314
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცოდავ და ლოცულობ,
მიდიხარ და ისევ,
აქ ყოველ ნაბიჯზე ცოდვების ბუდეა,
გამომშრალ სხეულზე
მღრღნელებს რომ დაისევ,
მაშინღა მიხვდები ეს გზა რა მრუდეა.

და ისევ ომია,
ბრძოლაა შიგნიდან,
გონება, თუ გული
ერთმანეთს წონიან,
იფრქვევა წყალობა,
თუმც ცოდნის წიგნიდან,
სულიერ მიზნამდე რატომღაც შორია.

შორია,
და ვიდრე ცოდვები გაგგუდავს,
გონება გკარნახობს
უწმაწურ სტატუსებს,
ტკივილი შანსია ხსნისა
და საკუთარს,
გზას იგი გიკვალავს,
აზრს დაგინამუსებს.

სამსჯავროს გამყოფი სასწორის პინაა,
ის რაიც დაგიხსნის
გრამია სულ ერთი,
უკან გზა სიბნელის,
სინათლე წინაა,
მარადის სამყოფი
და მთელი სულეთი.

წლები და დღები
ჭიდილი სინდისთან,
მიზანი ერთია,
სული რომ გადარჩეს,
დრო გაანაწილებს
დარჩება, ვინ ვისთან,
დრო თავად ღმერთია,
ის გვეტყვის დანარჩენს.

საცდურზე უარის თქმა
არ არის ადვილი,
თუმც ღმერთის ხატი ხარ,
შენ ძალგიძს განდგომა,
ცოდვებით სიცოცხლე ჯვარცმაა ნამდვილი
რწმენაში სიკვდილი კი სულის აღდგომა.
 
nukriaДата: სამ, 03.02.2015, 23:08 | Сообщение # 315
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა მინდა მოფერება უხეში,
აღარ მინდა მე გრძნობებით ნუგეში!

დღეს მომინდა მე ველური კოცნები
და შორს ჩემგან სიყვარულის ლოცვები!

დამახიე,დამაფლითე სამოსი,
კიდევ ერთხელ მე შენს ვნებას გამოვცდი!

როგორ მიყვარს მაგ მზერის გაოცება,
როცა მკერდზე დამაცხრები კოცნებად!

ქვემო საცვალს შემოგლიჯე მაქმანი
და აუშვი ბოლომდე იალქანი!

ხო,დღეს მინდა ველურივით მაკივლო,
სიუხეშით ყველაფერი მატკინო!

ახლა მინდა მე სიტყვები გარყვნილი,
ბოლომდე მაქვს ყველა ზღვარი გახსნილი!

და თუ მაინც,რამეზე ვთქვი უარი,
სილა გამცხე,არ იქნები მტყუანი!

აირევა შავ ფანქარში ცრემლები,
შებრალების,შეწყალების ვედრებით!

ვიცი,გრძნობის მზერა გამომერევა,
ვერა,დღეს ის ვნებას ვერ მოერევა!

აღარ მინდა სიყვარულის ნუგეში,
ახლა მინდა მოფერება უხეში!
 
nukriaДата: ოთხ, 04.02.2015, 22:28 | Сообщение # 316
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გახსოვს, ჩვენი გვირილებით,
თეთრად მოფენილი მდელო,
საცალფეხო ბილიკები,
შენი ფართე მკერდის ჩერო.

გახსოვს, ჩვენი გულის ძგერა,
სიო_ ნარევ ყვავილებში,
ყვითელ_გულა და თეთრ_ფერა,
გვირილები გაშლილ თმებში.

შენი მზერა სითბოს მჩენი,
ეშმაკური გაღიმება,
სიყვარული გახსოვს ჩვენი,
მოვარდნილი როგორც ვნება.

ვჩურჩულებდით გახსოვს როგორ,
მზემაც სხივი მოგვაფარა,
მე ვიყავი ციცქნა გოგო,
გვირილების დედოფალა.

მოდიოდა გაზაფხული,
თითქოს ჩვენთვის მოდიოდა,
გრძნობით გვქონდა სავსე გული,
თვალებს სულ სხვა ეშხი ჰქონდა.

ჩვენი სახლი მთების კალთა,
ნისლი თეთრი სარეცელი,
აჩქარებულ გულის კართან,
სავსე მთვარე, როგორც მცველი.

ცეცხლისფერი სხივის ფუნჯი,
ამბორს ჰგავდა მთიდან ნასროლს,
გვირილები და ცა ლურჯი,
ყველაფერი ცხადად მახსოვს.
 
nukriaДата: ხუთ, 05.02.2015, 18:51 | Сообщение # 317
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(უცხო მიწაზე მომაკვდავ ქართველს)

არ მოკვდე, ჯერ შენ ხომ, არც ისე დიდი ხარ,
გახედე სინათლის რამდენი ფერია...
ვინ მოგცა უფლება, ახლა რომ მიდიხარ,
არ მოკვდე, ხვალაც ხომ სიცოცხლის ჯერია.

არ მოკვდე! მოგტირის მიწა და სამშობლო,
ეს მიწა ძალიან მძიმე და ცივია,
არ მოკვდე ვაჟკაცო, ქართველის ნაშობო,
შენ იცი ფესვები რარიგად გელიან.

გამხნევდი იცოდე, დაგყურებს უფალი,
სიკვდილსაც ხომააქვს თავისი ღირსება,
თვალებში ჩახედე და ისე უთხარი,
თორემ ამ ტკივილით ფიალა ივსება.

არ მოკვდე! სახლამდე საოცრად შორია,
პაპები სიმწრისგან საფლავებს ხეთქავენ,
შენ რომ გაქვს იმ მიწას მსგავსია არ ქონია,
ამიტომ ფესვები სხვაგვარად ფეთქავენ.

არ მოკვდე და ნახე რა კარგად თენდება,
დედაშენს ლოდინით გაუცვდა სიცოცხლე,
იცოდე ქართველი ასე არ ნებდება,
ჰოდა, შენც სიკვდილის ჯინაზე იცოცხლე.

გახედე სინათლის რამდენი ფერია,
ვინ მოგცა უფლება დახარო თვალები,
გასწიე ქართველო, ფესვები გელიან,
და სიკვდილს შენს სახლში გაუღე კარები.
 
nukriaДата: ხუთ, 05.02.2015, 22:20 | Сообщение # 318
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუ სიყვარული სისხლის ბოლო წვეთივით დაშრა,
და სიძულვილი აბატონე, მომხრენიც ხომ გყავს?!
აღმართულ ხელში, თუკი ავად გიელავს დაშნა,
ზურგში რომ ჩასცე რწმენის გზაზე მიმავალ მოყვასს.

თუ ვეღარც ღმერთი და ვერც ხატი გიღვიძებს სინდისს,
გულში ღალატით ავსებული ფიქრები გზარავს,
აქ ოქრო-ფულად, ვინ საკუთარ მომავალს ჰყიდის
და შვილის საფლავს უმოწყალოდ აკლავენ მამას.

ნამუსის ქენჯნა, შენს სიმშვიდეს თუ ვეღარ არღვევს,
თუ დილის მოსვლას ჩვეულებრივ ღიმილით ხვდები,
მაშინ კაცობის სისხლი უკვე დაუშრა ძარღვებს,
ცოცხალი ხარ და არა-კაცის სახელით კვდები.

ან რა ყოფაა, სიყვარული თუკი გახევდეს,
ფულით ყველაფერს ვერ ყიდულობ ეშმამაც იცის,
“იბედნიერე”, სანამ ქრისტე დაგიძახებდეს
და სანამ ბაგე შეგიყინავს შიშნარევ სიცილს.
 
nukriaДата: ხუთ, 05.02.2015, 22:38 | Сообщение # 319
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე გაქცეული მეციხოვნე ვარ,
გავწყვიტე ქვეყნის ჯაჭვის სარტყელი,
წამოქცეული ღობის ყორე ვარ
ვინ იცის კიდევ რის არ ჩამდენი.

მე ვარ უცრემლო ჭირისუფალი,
ავგლიჯე მიწის ერთი ფესვი და..
მტერსაც საკადრი ვერა ვუთხარი,
როცა გულთოთო ბიჭებს ესვრიდა.

დედა ვარ, არა ბევრის მშობელი,
ხმით დამტირიან ჩემი ლექსები,
დღეს სინანულით დარდის მთხრობელი,
ნატრულ მიწა–წყალს დავეკვნესები.

მე გაქცეული მეციხოვნე ვარ,
ვერ გავიარე ხიდები ბეწვის,
მიტოვებული სოფლის ყორე ვარ
და მონანული სინდისი მეწვის.
 
nukriaДата: ხუთ, 05.02.2015, 22:40 | Сообщение # 320
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაბადებულა არავინ ჩემად,
ვინ იცის კენტად რამდენი დადის..
გულმა ლოდინი ამოიჩემა
და უფერულად სიცოცხლე გადის.

სად ჩაიცინა ნეტავ ტიალმა,
ბედსა და იღბალს რომ ეძახიან,
თუ დედამიწის ორომ–ტრიალმა,
ბედნიერების ფარჩა ჩახია.

ქვეყნად რამდენი ადამი გაჩნდა,
იმდენჯერ ნეკნში აენთო თვალი,
მაშინ ეულად რატომღა დარჩა,
ამდენი გრძნობით აღვსილი ქალი?!

და მეც, თუ ევა დამარქვი ღმერთო,
სად დამაშორე ჩემეულ სხეულს,
რარიგად მსურდა გრძნობებად მენთო,
სიხარულები შემეგრძნო ეულს.

შემინდე გვედრი, შეგცოდე ლექსად,
სიტყვები გულში თუ ვერ ჩავტიე,
როგორ ველოდე, ვიპოვე ვერსად,
გთხოვ, ეს ლოდინიც შენ მაპატიე.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость