ნანა მეფარიშვილი - Page 33 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: ხუთ, 05.02.2015, 22:43 | Сообщение # 321
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ახლა შენში ვარ და სადღაც ლიანებს,
დაარხევს ქარი და ღამესთან აცეკვებს..
მითხარი, რომ ისევ არ დავაგვიანე,
რომ გრძნობა თვალეში ეშმაკებს აცელქებს.

შენ ახლა ჩემში ხარ, ვაოკებ სურვილებს,
მზიანი აისით ავინთებ სარეცელს,
თავნება სიყვარულს ვერ ვუკლავ წყურვილებს
და ხელებს ვაშველებ სადმე არ დაეცეს.

სად მიდის ეს გზები, მოხედვაც არ მინდა,
ნანატრი სიზმრები თოკებზე გავფინე.
რამდენი ზამთარი უშენოდ გავიდა,
დღეს კი, შენს ფეხებთან მაისი დავფინე.

მარწმუნე, რომ ახლა ნამდვილად გათენდა,
დავადე საკეტი უშენო აპრილებს,
მითხარი ლოდინი შენშიც რომ ათევდა,
რომ ჩემი ბავშვური სიცელქე გაკვირვებს.

შენ ახლა ჩემში ხარ, ნაბიჯებს გიდარებ,
ჩავუვლით ლიანებს ქარებში გადაშლილს,
და თუგინდ იწვიმოს, მე შენთვის ვიდარებ,
დამპირდი, რომ წვიმა ნაკვალევს არ წაშლის.
 
nukriaДата: შაბ, 07.02.2015, 02:19 | Сообщение # 322
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთი კვნესაც არ წამოგცდეს ქალო,
რა მოხდა რომ სიყვარული გემშია,
გული მაინც უნდა გაიხარო,
ცხოვრებაში ერთხელ ვის არ შეშლია.

ცრემლიც გშვენის, თუმც ღიმილი უფრო,
შორს ნუ ეძებ, ყველა სითბო შენშია,
ფიქრი უნდა გაათავისუფლო,
ბოროტისგან, რაიც ყველაფერშია.

სული უნდა განიწმინდო, სული,
რას დაეძებ, ხორცი მხოლოდ ლეშია,
სიცოცხლეს ხომ არ აქვს დასასრული,
უფალია, ვისაც არც რა შეშლია.

ქალო, ყველას არ დაუგდო ყური,
სიყვარული ნახე მხოლოდ მზეშია,
არ მოგბეზრდეს მარტო სიარული,
სთქვი,
ამაშიც სხვანაირი ეშხია.
 
nukriaДата: შაბ, 07.02.2015, 02:35 | Сообщение # 323
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დამაგვიანდა, რაც ძალზე გიკვირს,
არ იმჩნევ, მაგრამ თვალები გამხელს,
ციდან რამდენიც ვარდება ფიფქი,
სწორედ იმდენჯერ ვამბობ შენს სახელს.

რა სინაზე აქვს შენს ბავშვურ ღიმილს,
რა სიფაფუკე – ამ თმებს და ამ ხელს,
რამდენი წვეთიც ეცემა წვიმის,
სწორედ იმდენჯერ გეძახი სახელს.

წვიმდა და თოვამ შეცვალა ახლა,
უკვე გამოჩნდა ნაცნობი სახლი,
შენთან მოვედი და მალე ვნახავ,
როგორ გაუძლებ ჩემს ამდენ ძახილს...

ვანო კორძაძე
 
nukriaДата: შაბ, 07.02.2015, 02:49 | Сообщение # 324
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხვალ ამ სიცივეს შენ უფალი არ გაპატიებს
და როს სხეულზე მოგედება ყინვის წვეთები,
სითბონატრული უსათუოდ მოირბენ ჩემთან,
მე შეგახსენებ იმ დროს, როცა შენ გაღმერთებდი.

სინანულს ვერსად გაექცევი,როცა მიხვდები,
ნაერთგულები სიყვარულის ინატრებ სითბოს,
მეკი დაცლილი გაგეცლები ისე უჩუმრად,
რომ არასოდეს,არასოდეს მიყვარდი თითქოს..
 
nukriaДата: შაბ, 07.02.2015, 22:22 | Сообщение # 325
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე გაპატიე, რომ არ გიყვარდი,
ჩემთან ტყუილად თამაში სიტყვის,
გრძნობებზე ისე ამომიყვავდი,
რომ აფეთქვება მეგონე კვირტის.

ვიფიქრე მხოლოდ მე მიხდებოდი...
შემყარე დარდი ამაო დღეთა,
მე გაპატიე, რომ არ მხვდებოდი,
როცა ბავშვივით მოვჰქროდი შენთან.

შენ გაზაფხულზე წახვედი მაშინ,
მახსოვს ატმებსაც ეცვალათ ფერი,
შეციებული დამტოვე ქარში,
მე გაპატიე ის ყველაფერი.

არც ის იფიქრო, რომ გმართებს ვალი,
რა მოხდა მერე, ფუჭად ვათიე,
ისევ უფალმა მარგუნა ძალი,
მითხრა თუ გიყვარს, შენ აპატიე.

თაკარა გრძნობის მზეში მიმყავდი,
სული და გული ამოვიხეთქე,
მე გაპატიე, რომ არ გიყვარდი,
შენც მაპატიე, რომ გაგაღმერთე.
 
nukriaДата: შაბ, 07.02.2015, 22:24 | Сообщение # 326
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გეთქვა მთებშიო წამომყევი,
მოგყვებოდი,
გეთქვა სიცოცხლედ მჭირდებიო,
მოვკვდებოდი,
გეთქვა ამინთე ბნელეთიო,
აგინთებდი,
გეთქვა დარაჯად დადექიო,
გაგითევდი.
გეთქვა ტკივილი განკურნეო,
გიწამლებდი,
გეთქვა ხატივით მიწამეო
გიწამებდი,
ჩემთვის სალოცავად დადექიო,
დავდგებოდი,
დილით მზესთან ერთად ადექიო,
ავდგებოდი.
გრძნობა სულ ლექსებად დაწერეო,
დაგიწერდი,
გეთქვა მეგზურობა გასწიეო,
გაგიწევდი.
გეთქვა ბოლო წამი დამითმეო,
დაგითმობდი,
ცივი ხელისგული გამითბეო,
გაგითბობდი.
მაგრამ
ოჰ, ეს ნატვრაც სულს ვერ ითქვამს,
სიტყვა,
ერთი სიტყვაც კი არ გითქვამს.
 
nukriaДата: შაბ, 07.02.2015, 22:25 | Сообщение # 327
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ უყვარხარო არა,
რატომ იტანჯავ თავსო,
მზემ ენა მომიტანა,
სხვა გულისწორი ჰყავსო.
არ იდარდოო არა,
ამად არავინ ღირსო,
მოიკრიფეო ძალა,
დაბლა დაეშვი, ძირსო.
არც კი გნატრობსო, არა,
შენთვის არ ითვლის წამებს
და როს მზე დაიღალა,
გადამაბარა მთვარეს.
დაიძინეო მითხრა,
გულს ნუ მისცემო ტკივილს,
მთვარის ღიმილი ვინ თქვა?!
ჩემთვის ეცადა ღიმილს.
ამაოაო, ფუჭი,
შენი ლექსი და მღერა,
ხედავ გულს როგორ უჭირს,
ნუთუ არც ჩემი გჯერა?
გამინაწყენდა მთვარე,
ასე სტირიო რაზე,
მზე დარდით გადაღალე,
ახლა მეც გამაბრაზე.
დღე–ღამის გასაყართან,
ვდგავარ გაცლილი ძალით,
დილით მზეს ვხდები კართან,
მთვარეს დავხვდები ღამით.
ამდენი გულის ხეთქვა,
ვაჟო მაკმარე ბარემ,
თავადვე უნდა გეთქვა
რაიც მზეს დააბარე.
დღეს სინანული მათოვს,
ჩემი თვეც აღარ დადგა...
არ დავუჯერე მნათობს,
შენი მჯეროდა რადგან.
 
nukriaДата: შაბ, 07.02.2015, 22:27 | Сообщение # 328
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზე ხარ,
არა,
მზეზე უფრო თბილი,
ჩემი ცა ხარ,
ვარსკვლავებით სავსე,
უამრავჯერ გატეხილი ძილი,
ნეტავ
როდის შეგიყვარე ასე?!

გზა ხარ,
ის გზა,
საიდანაც გიცდი,
ჩემი ალუ-ბლების-ფერი ლტოლვა,
გულის კართან
დადებული ფიცი,
გაზაფხულის ქართა
თბილი ქროლვა.

ზღვა ხარ,
ჩემი სიყვარულის ხელა,
ეს სამყარო
შენთან მოჰგავს მისხალს,
იღბალი ხარ, ჩემი ბედის წერა,
ის სურვილი,
ნატვრის ხე რომ ისხამს.
 
nukriaДата: შაბ, 07.02.2015, 22:29 | Сообщение # 329
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თითქმის ყოველდღე ამბობდი, რომ წახვიდოდი...
რადგან ბოლო დროს ყინულივით გავცივდი. რადგან
ვერ აიტანდი ასეთ ყოფას... რომ თავხედობა
მყოფნიდა და... მთელი წელი ამდენ და ამგვარ

გაუთავებელ უამრავ მიზეზს, წყენას და ტკივილს,
ითმენდი ამდენ გულგრილობას, ამდენ სიცივეს.
და იზრდებოდა ტიხარივით სიჩუმე დილის...
და რომ ჩვენს შორის აღარ იდგა შენი სიცილი.

არ დაბრუნების იეროგლიფს - შენს ნაფეხურებს,
თოვლით ავსილი თებერვალი ვეღარ იტევდა...
შენ მიდიოდი მწუხარე და შემკრთალ ბეღურებს
ძალიან გავდა გათოშილი შენი თითები...

რომ ის ზამთარი განშორების იყო ვერლიბრი,
თითქმის ყოველდღე სტრიქონებად ფიფქი ბარდნიდა,
და ეშვებოდნენ ყოველ დილას თვითმკვლელებივით,
ჩემი ფანჯრის წინ ლექსები და მეც ფანჯრიდან......
................................
/ლევან მთავრიშვილი/ 07.02.15
 
nukriaДата: შაბ, 07.02.2015, 22:30 | Сообщение # 330
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბაგის კუთხესთან მოგპარავო ღაბუა ამბორს,
და ფერმკრთალ ღაწვზე წაეკიდა ალმური მთვარეს...
ზოგჯერ ვნებები თავის სათქმელს ხმამაღლა ამბობს,
რა მოხდა, ზოგჯერ სიგიჯესაც დაგაცდენს რამეს.

ცის ფართე გულ–მკერდს სხვანაირი დაეტყო ფეთქვა,
დაბნეულ თვალებს ეგ თამამი მზერა ეძნელა,
ასე ხმამაღლა, სირცხვილია, არ უნდა გეთქვა,
ვერ ხედავ, დღესაც ჭორაობდა ჩვენზე ენძელა.

მოდი აპრილო და დაგვრიე სიგიჟის ხელი,
რამდენიც უნდათ იჩურჩულონ მერე იებმაც,
გადმოგვაყარე ვნებიანი გრძნობების ჯერი,
რადგან აპრილში ყველაფერი გვეპატიება.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость