ნანა მეფარიშვილი - Page 34 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: შაბ, 07.02.2015, 22:32 | Сообщение # 331
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ ღამე ჩამოწვა...
და უგონოდ გაწვიმდა,
მიჰყვებოდნენ აღმართებს მუზით მთვრალი ბავშვები,
ამ ღამესაც პოეტებს უმასპინძლებს მთაწმინდა,
მიხვალ წვიმით სველი და უცებ ლექსით გაშრები.

ვაჟას გაეღიმება ლოდს გადიგდებს გულიდან,
მობარბაცე პოეტებს გაუღიმებს მგოსნურად,
უკვდავებას უსურვებს შობილს სიყვარულიდან,
გენაცვალეთ, დალოცავს_პოეტები მოსულან.

მერე დატრიალდება პოეზია გიჟმაჟი,
და მგოსანთა აჩრდილებს აენთება სანთელი,
ვიდრე მთაზე მოდგება ნაცრისფერი რიჟრაჟი,
შეაფხიზლებს საფლავებს ლექსის კორიანტელი.

დაიბერტყავს თბილისი კალთას სველს და ნაწვიმარს,
შეაწყდები სამყაროს, როცა ლექსში იჭრები,
აბა, წვიმა პოეტებს ისე როგორ გასწირავს,
მკერდს უშრობენ მთაწმინდას ლექსით მთვრალი ბიჭები.

და ირწევა ქალაქი ღამის იავნანაში,
სადღაც სძინავთ ბანგივით, სადღაც მუზა თარეშობს,
პოეტს რა დააძინებს, ამ უზნეო ხანაში,
ფეხზე თუ არ დაუხვდა, უნდა მუზამ გალეშოს.

მთვარე სავსე მუცლიდან გადმოაფენს სინათლეს,
სიბნელესთან პაექრობს, ბოროტებას არ აცლის,
ვიდრე დილა მთებიდან კიდევ ერთხელ ინათებს,
და უძილო პოეტებს ლექსი ძალას გააცლის.

როცა ცას მოედება მზის ცეცხლი და ხანძარი,
ღამენათევ საფლავებს სხივს დაადგამს საოცარს,
ზარებს ააგუგუნებს ისევ წმინდა ტაძარი,
და მთწმინდის დარაჯებს,
მთვრალ პოეტებს დალოცავს.
 
nukriaДата: შაბ, 07.02.2015, 22:33 | Сообщение # 332
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ირმის ძახილზე შეგატოვებ
სურვილს ვნებიანს,
სუნთქვით დავარწევ
მთებზე ნისლის ფერმკრთალ ჰამაკებს,
ბეჭებს შევახებ მინდორს
ცინცხალ გვირილებიანს,
და ავლექსდები,
ვიდრე მუზა მალაპარაკებს.

მზის ამოსვლისას გაგექცევი,
დაგტოვებ მძინარს,
რომ ჩემს თვალებში
სააისო ცეცხლი ავანთო,
მთებზე დავხვდები
მზესთან ერთად ანთებულ დილას,
მოვიკრებ სხივებს,
რომ მოვიდე და კვლავ გაგათბო.

წვიმის ხმაურზე შეგატოვებ
ვნებიან თვალებს,
ცის–სარტყელებთან რომ გავშალო
ფერთა ხუნდები,
დავკოცნი იებს, მინდვრის ციცქნა
პატარა ხალებს,
წარვტაცებ სურნელს
და სხვა ჟინით დაგიბრუნდები.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: შაბ, 07.02.2015, 22:35 | Сообщение # 333
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუ გინდა გამახარო
გვირილები მომიტანე და მინდვრის ყვავილები,
ასე რომ უხდება თაიგულებს...
თუ გინდა ამატირო,
ლექსი დამიწერე, გრძნობა გამირითმე და მერე
საუკუნოდ შენად დამიგულე...
თუ გინდა გამაოცო,
ღამე გამინათე შენი სიყვარულით და გონი ამირიე
მთვარის შუქს შერეული...
თუ გინდა შევიშალო,
გვირგვინი დამადგი თეთრი გვირილების
და
ჩემში გადმოსცალე სუნთქვა შენეული.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: კვ, 08.02.2015, 00:21 | Сообщение # 334
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სხვადასხვა ფერის თვეები წელთა
და ოთხნაირი მისი დროება,
ო, როგორ მინდა სიბერის დღეთა.
ბავშვობის სახლში განმარტოება.

სითეთრე ზამთრის, სიმძიმე ლეშის,
სულს შებნეული მუზის ფურცელი,
ნაცნობი სუნი ბუხრის და შეშის,
სუყველაფერი ირგვლივ უცვლელი.

მოგონებებთან გაშლილი ტაბლა,
ჭოტის კივილი წყვდიადის იქით,
მიმობნეული ლექსები დაბლა,
ბომბორა მთვარე დაღლილი ფიქრით.

მტვრიან საათზე ჭიდილი ჟამთან,
სხვადასხვა ფერის ოთხი დროება,
ჩემში შემოსულ ხანდაზმულ ქალთან,
ძველ სახლში მინდა განმარტოება.
 
nukriaДата: კვ, 08.02.2015, 00:33 | Сообщение # 335
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
Слышатся стоны
Пятой колонны:
"Где пармезаны?
Где наши хамоны?".
Хватит стонать,
Бездуховный буржуй!
Сыр наш "российский"
Резиновый жуй!
 
nukriaДата: კვ, 08.02.2015, 01:39 | Сообщение # 336
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველანი წადით,
მარტო უნდა გავმართო ბალი,
წადით გეთაყვა,
ეს გამოგდით ყველაზე კარგად,
დახურეთ კარი,
ჩემი გულის დახურეთ კარი,
თქვენ ხომ ისედაც,
ყოველ დღე და
ყოველ წუთს მკარგავთ.

ყველანი წადით,
თუმც ეს სახლი ჩემთვის დიდია,
ალბათ ამ დღისთვის,
თუ მაწრთობდა ბედ-იღბლის ომი,
წადით გეთაყვა,
მომსვლელნი ხომ მუდამ მიდიან,
უმჯობესია
ნატვრასავით დამირჩეთ შორნი.

ჩამირთეთ ვალსი,
აუწიეთ ბოლომდე შოპენს,
ახლა საშინლად მინდა ცეკვა,
ყველანი წადით,
მუსიკა, სულზე უჩვეულო
სიმშვიდეს მომფენს,
რაკიღა, მაინც ვერ ვიგრძენი
ახლოს თუ მყავდით.

გაიშლებიან
მზის ბაღებში კვლავ პიონები,
ჩემზე ნუ დარდობთ,
თქვენ ეს, არც თუ გამოგდით კარგად,
ჩამიქრეთ გულში
სიყვარულის ლამპიონები,
და მერე წადით,
თქვენ ისედაც ყოველ წუთს მკარგავთ.
 
nukriaДата: კვ, 08.02.2015, 23:14 | Сообщение # 337
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისე ადვილია შენთან,
მაგ გულ-მკერდზე სულ იები ჰყვავის,
მე მინდოდა სხვანაირად მეთქვა,
ჩანს ბავშვივით დავეჩვიე ბღავილს.

დედე, ხედავ გაიმარტებს მალე,
მთაზე მოლი ამოხეთქავს მწვანედ,
შენს კალთასთან როგორ გავიხარე,
მოგშორდი და მოგტირივარ მწარედ.

დედე, შენი ნამუცლარი მქვია,
მაგ სხეულზე გავიშალე ფრთები,
მერამდენედ განსაცდელმა მძლია,
შენ გიხმობ და დაცემული ვდგები.

დედე, საბანს მაფარებდი ღამით,
სიზმრებიდან, როცა მოვიხედე,
თვალი მოგკარ ორიოდე წამით,
კვლავ ბავშვივით გაგეტირე დედე.

შენი მკერდი სიცოცხლის არს წყარო,
მე კი, შენი დარდისა ვარ თოვა,
დედე, ცოტაც გაუძელი ქალო,
მალე მთებში აპრილობა მოვა.
 
nukriaДата: კვ, 08.02.2015, 23:15 | Сообщение # 338
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისე ატეხა
ლარმა დებოში,
ვეღარ შევსულვარ
ფარმადეპოში...
 
nukriaДата: ორ, 09.02.2015, 01:24 | Сообщение # 339
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როს სინანული დამინისლავს
სევდიან თვალებს,
მუხლისთავებზე დაეღვრება
ცრემლები ცხელი,
ვგრძნობ ანგელოზი ქათქათა ფრთებს,
როგორ მაფარებს,
სანუგეშებლად,
რომ მეხება მფარველის ხელი.

ხან კი ვღიმილობ,
უიმედო დღეებიც გამდის,
ის სინანულიც,
დავიწყებულ წარსულში მრჩება,
ჩემი მფარველი ანგელოზი
ცრემლებით დადის,
და ამ დროს ეშმა,
ბედნიერი, სიცილით კვდება.

ამაო ღიმილს მირჩევნია
ცრემლის ატანა,
ვიდრე, უფალო ცოდვილ ყოფას,
თავად გამირჩევს...
არ მინდა, ერთად ვიცინოდეთ
მე და სატანა,
შენგან წყალობად,
ანგელოზის ღიმილს ავირჩევ.
 
nukriaДата: ორ, 09.02.2015, 01:25 | Сообщение # 340
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაღაცნაირად ამიყოლია სევდამ,
რაღაცნაირი დღეა... ძალიან მუქი..
მომძალებია რაღაცნაირი ხედვა
მომნატრებია, რაღაცნაირი შუქი..

რაღაცნაირი შიში გამიკრთა ხმაში...
და ასე უცხო შემომეჩვია დაღლა,
ვერცხლის ფერები მომძალებია თმაში,
რაღაცნაირად, მზერა გამირბის მაღლა..

მზე გადიხარა.. შემომეპარა ბინდი,
ყველგან დავეძებ შენი თვალების სითბოს...
ვარ მოჩვენებით, რაღაცნაირად მშვიდი,
ძალა გაცლილიც, რაღაცნაირად თითქოს..

მოგონებებში შემოგიტყუე გუშინ,
იმ დღეს მითხარი, გაიშალეო თმები...
დღეს მოგინატრე, რაღაცნაირად გულში,
შემოგიშვი და.. რაღაცნაირად ვთბები.

დღე არის ახლა, რაღაცნაირად ცივი...
და უფრო მუქი...კარგზე ვიფიქრო მინდა...
როცა ,მოხვედი, მოგყვა სხვაგვარი სხივი,
როცა წახვედი, რაღაცნაირად წვიმდა....
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость