ნანა მეფარიშვილი - Page 37 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: პარ, 13.02.2015, 00:10 | Сообщение # 361
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ",
აქედან ყველაფერს ვიოცებ,
მაგ ცრემლებს, სხვა გზებით მივყავარ,
ილოცე, უბრალოდ ილოცე.

იცი, აქ რამდენი მადლია,
მირონის სურნელი დაგათრობს,
აქ, მხოლოდ გალობით დადიან,
წმიდანთა თვალები გაგათბობს.

ნუ ტირი, კალთას ნუ მისველებ,
ანგელოზს გული არ ატკინო,
ცოდვების ტვირთისგან ვისვენებ,
არ გინდა, სხვებიც არ ატირო.

დღეს მხოლოდ სანთლები დამინთე,
სინათლეს უფალთან მივყავარ,
სავალი ლოცვებით გამითბე,
"ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ"
 
nukriaДата: პარ, 13.02.2015, 00:11 | Сообщение # 362
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ალავერდი ვარ სიყვარულთან
***********
მოდით, სიყვარულს გაუმარჯოს, აავსეთ თასი,
თვალებციმციმას, საფერებელს ნათელს და მზიანს,
ცრემლივით წმინდას, არაფერი რომ არ აქვს ფარსი,
ისეთ სიყვარულს, წუთისოფლის მადლი რომ ჰქვია.

ეს იმ სიყვარულს გაუმარჯოს, გრძნობებს რომ შველის,
გაღიმილებად რომ მოჰყვება ღამეს გატეხილს,
ეს იმ სიყვარულს გაუმარჯოს გონჯსაც რომ შვენის,
ქარიშხალებად, ხმაურებად სულში ატეხილს.

ყველამ შეავსეთ სასმისები, მაღლა ასწიეთ,
ალავერდები ყველა წყვილებს, გწყალობდეთ ბედი,
თუ გიყვარს დაბლა არ ჩამოსვათ, ხელში არწიეთ,
და თუ უყვარხარ, დალოცვილო დახარე ქედი.

ეს გაუმარჯოს სიყვარულის ასახსნელ ენას,
მეტყველ დუმილებს და თვალებით წაკითხულ სათქმელს,
ფეხზე დაკიდულ აბდაუბდა ლექსების წერას,
სიცოცხლის ფასად საიდუმლოს არასდროს გამთქმელს.

ეს გაუმარჯოს იმ სიყვარულს, სულ რომ სურნელობს,
ძლიერ მკლავებში შეფარებულ სატრფოს შექებას,
ბავშვივით კეკლუცს, ხან რომ ბრაზობს, ხან რომ სულელობს,
და ალიონზე თბილ სუნთქვასთან სუნთქვის შეხებას.

მოდით, სიყვარულს გაუმარჯოს და იმის გამჩენს,
არც რა გვქონია ამ წყალობის ტოლი და მსგავსი,
ალავერს ვაწვდი, სიყვარული გვეტყვის დანარჩენს.
ფეხზე ადექით ბატონებო, შეუვსეთ თასი.
 
nukriaДата: პარ, 13.02.2015, 00:12 | Сообщение # 363
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემოიარა მთლად სამყარო ლოცვა–გალობით,
ღმერთისგან შექმნილ არემარეს პირჯვარს სახავდა.
ლოცავდა მთა–ბარს, გზას და სავალს დიდი წყალობით,
სნეულს, სულიერს, თუ დაცემულს, ვისაც ნახავდა.

დააბიჯებდა, თან დაჰქონდა სინათლე უხვი,
აღუწერელი სათნოება, კეთილი მწყემსი,
ევედრებოდა მამას თვისას ცისკრად თუ მწუხრით,
ურწმუნო მოდგმას, რომ გაედგა რწმენაში ფესვი.

ეფერებოდა სათნო მზერით ალაგებს თვისას,
სულის თვალებით დაეძებდა უმეტესს თითქოს,
ვინ მიწიერი ამოიცნობს ნააზრევს ღვთისას,
ირჩევდა ადგილს, სადაც რწმენა განსაცდელს ითხოვს.

სადღაც შორეთში მინავლული სხივი ელავდა,
სათნო ღიმილი გაუგზავნა მხარეს შორეულს,
მამა ღმერთის და ძის კურთხევა მანძილს სერავდა,
და ეხებოდა ვაზის ჯვარი ცოდვას მორეულს.

როს ცოდვილ მიწას ეხებოდა ტერფებით ღმერთი.
იჭედებოდა სადღაც ვერცხლი შურის დუღილში,
ამ დროს რწმენაში იწრთობოდა ქვეყანა ერთი,
რწმენის, დაცემის და ტაძრების ზართა ქუხილში.

იჟღინთებოსა უფლის კვართი ცრემლით და სისხლით,
და ვიდრე სული ნაგვემ სხეულს არ გაეყარა,
მისივ კურთხევით, მისივ ნებით სურვილით მისით,
კვართს მირონცხებულს მოელოდა იგივ ქვეყანა.

ამაღლდა ზეცად გაიყოლა ცოდვილთა დარდი,
დალოცა მხარე მოსასვლელად, რწმენის მსახველად,
მიწას სამოთხე უწოდა და აპკურა მადლი,
და ამ სამოთხეს საქართველო ქვია სახელად.
 
nukriaДата: პარ, 13.02.2015, 00:14 | Сообщение # 364
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთი ცხოვრება რას ეყოფა სიყვარულს ამდენს,
ნუ მოდუნდები, ხვალ ვინ იცის აღარც გათენდეს..
მე მინდა ჩვენი არსებობა სიგიჟეს ჰგავდეს
და შენი სუნთქვა, ჩემს სუნთქვასთან ღამეს ათევდეს.

მაღლა ასწიეთ, უფრო მაღლა ზეცის ქულები,
ერთი სიცოცხლე რას ეყოფა გიჟმაჟ აპრილებს,
რა მომადუნებს, თუკი სადღაც შენ მეგულები,
ეს სიყვარული ხვალ სიკვდილსაც გამიადვილებს.
 
nukriaДата: პარ, 13.02.2015, 00:15 | Сообщение # 365
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩაკეტავს მალე ეს ზამთარი ყველა შესასვლელს,
და აპრილამდე სულში სითბოს რაღა შეავსებს...
აიბუზება თოვლისფერი სევდა კარებზე,
დაეკიდება თეთრი ცრემლი გრძელ წამწამებზე.

მოედებიან მოფარფატე ფიფქები არეს,
ჩამოღვრემილი სარკმელიდან გახედავ ღამეს.
სიჩუმეც, გრძელი ზამთარივით უტყვი გახდება,
და გაზაფხულის დადგომამდე არც რა ახდება.

დაიწერება ფიფქებივით თეთრი ლექსები,
უსასრულობას გაგიჟებად ამოევსები.
დარაბებს შიგნით გადაწვება ნატვრა სულამდე,
ღმერთო, ამ ზამთარს რა გაუძლებს გაზაფხულამდე.
 
nukriaДата: პარ, 13.02.2015, 00:15 | Сообщение # 366
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რომც მოვკვდე, მკვდარსაც მანდ მომიყვანს ჩემი სურვილი,
სხვაგვარად ამას დაექმევა მართლა გაქცევა...
გრიგალს გააპობს, ქანცგაცლილი ნდომის წყურვილი,
შენს გარდა, აბა ვის ეტკინოს ჩემი წაქცევა.

შიშმა ქარებში გადაშალა ახლა ცხოვრება,
კინოფირებზე დატრიალდა შეშლილი წლები,
არის ის, რაიც სამუდამოდ გემახსოვრება,
გზაჯვარედინთან, როს უმწეო არსება ხდები.

თავისებული მადლი ალბათ სიკვდილსაც ახლავს,
თუ სატრფოს ამბორს შეიყინავს ცივი ღაწვები,
დატოვებ სიტყვას უკანასკნელს და ყველა ნახავს,
გამთენიისას სიცივესთან როგორ დაწვები.

რომც მოვკვდე, მკვდარსაც მომეცემა ძალა საშენო,
ცივი სხეულიც შეინახავს სითბოს ნაგროვებს,
მაინც ვიბრძოლებ, თვით სიკვდილსაც უნდა ვაჩვენო,
რომ დავბრუნდი და, ბოლო სუნთქვა შენთან დავტოვე.
 
nukriaДата: პარ, 13.02.2015, 17:38 | Сообщение # 367
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვწერ და ვშლი ჩემი ცხოვრების წამებს,
ხომ უნდა თესო,
ვინმე რომ მკიდეს...
ისეთ ლექსს მაინც დავწერდე რამეს,
რომ ერთ წაკითხვად ნამდვილად ღირდეს.

მოხვედი, იყავ, სად წახვალ მერე,
უწყის არავინ, იმ ერთის გარდა,
თუ ცარიელი ლექსები წერე
და ყოფნა შენი, არყოფნას ჰგავდა.

ვწერ და ვშლი...
რაღა მემახსოვრება,
ვერ დავკრეფ ნაყოფს, ხე თუ არ დავრგე
და ამ ჭიდილში გადის ცხოვრება,
ისე, რომ ქვეყნად ვერავის ვარგე.

ხმა რომ ნატვრისთვის დაამაწევინა,
ფრთები მსურს, ფრთები ლაღად გავშალო,
ისეთი ლექსი დამაწერინა,
დამენანოს და ვეღარ წავშალო.
 
nukriaДата: ორ, 16.02.2015, 16:22 | Сообщение # 368
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რამდენი ძალა უნდა მქონდეს მე,
გავწევდი საით,
გულს რომ მივეშვი,
ან სიყვარული ნუთუ ოდესმე,
გადამკარგავდა დასალიერში.

ამ სოფლად
წუთით მოველ და ფიქრით,
დამყვება კვალზე
გრძნობები ძველი,
ხვალ ალბათ წავალ
ცხრა მთების იქით,
რადგან შენ წუთიც ვერ გამიძელი.
 
nukriaДата: სამ, 17.02.2015, 15:32 | Сообщение # 369
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მამაო, აქა ვარ ცოდვებით უძღები,
შენთან მოვიტანე სულის იარები,
არ ვიცი სიმძიმეს რარიგად ვუძლებდი,
ან რა გაძლებაა, ვეღარ ვიარები.

ტაძრებში გეძებდი მესმოდა ძახილი,
მადლობა, რომ ეს ხმა არ დარჩა ამაო,
მოვედი ცოდვისგან სინდისით დახრილი,
ლოცვებით გამათბე, შემცივდა მამაო.

ფიქრები რა არის, გიმხელ და მრცხვენია,
შენს გულთან ვდგავარ და უსიტყვოდ გენდობი,
სულის გზებს გაბარებ ცრემლების ფერიანს,
ლოცვებით მოველი წყალობას შენდობის.

მამაო, შენს თვალებს ფერი აქვს ნათელი,
მე მისი ჩრდილი ვარ_ მზრუნველობ და როცა,
მოვდივარ, მძიმე მაქვს ცრემლი და სათქმელი,
მსუბუქად მივდივარ, როდესაც დამლოცავ.

ჩემი რომ მეგონა იმ სიზმრებს გიყვები
და თითებს ცრემლიანს ბავშვივით ვიწვალებ,
უშენოდ სხვა გზას და ბილიკებს მივყვები,
მოვედი შენთან და სხვა გზები ვისწავლე.

მე სული მოგანდე, სხვა არც რა მაჩნია,
მაშინებს დღეები ფუჭი და ამაო,
დღეს ყელში ცოდვები სათქმელად გამჩრია,
შემინდე, დამლოცე, მაკურთხე მამაო
 
nukriaДата: ოთხ, 18.02.2015, 14:43 | Сообщение # 370
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
???? ?????

მინდა, რომ მუხლი მოვუყარო
ახლა სამყაროს,
დე, დამიცვაროს ცივი შუბლი
სიმწარის ოფლმა...
გულ–ცრემლიანი სინანულით
უფალს ვახარო,
რომ არ დავკარგო მზის სინათლე,
ბნელეთში მყოფმა.

მუხლებზე ვდგები, დაცემული სულით
და ხორცით,
ვისაც არ ვავნე, მისგანაც კი
შენდობას ვითხოვ,
ალმურისაგან ამომენთო
მკერდი სიმორცვით,
კაცობრიობის ყველა ცოდვა
დამქონდეს თითქო.

დარდის ფერი ვარ,
მთის ქედებზე ვწევარ ნისლივით,
სათავეც, ცრემლის მდინარეებს
დავუდე მთაში,
მუქი ფერებიც გადავხაზე, ახლა
მზის სხივით,
ვიდრე ინათებს, ვიფხიზლებ და
ყველაფერს წავშლი.

მაგლოვეთ, ვიდრე ჯვარცმული ვარ,
ვით ავაზაკი,
თუკი შენდობა გადაწყვიტავს
ჩემს ბედს და იღბალს,
მოგონილია, რადგან ყველა
ზღაპარ–არაკი,
დრო დგება, როცა ჩვენივ ხელით
ვიგლიჯავთ ნიღაბს.

მუხლებზე მდგარი, მთელს სამყაროს
შენდობას შევთხოვ,
მასაც კი, ვისთვის, არ მივნია
რამე აროდეს,
გემუდარები, არ დამტოვო
უშენოდ ღმერთო,
გთხოვ, კაცთა შორის სათნოების
მადლი გვწყალობდეს.

ნამიან მთებზე გაგიფინეთ,
ეს სათხოვარი,
დე, ყველამ ნახოს, ცოდვით სავსე
ჩემი სულეთი...
შენდობას ველი, ვით ღვთის გლახა
და მათხოვარი,
არსობა ჩემი, რომ არ დარჩეს
ქვეყნად სულერთი.

/ნანა მეფარიშვილი/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость