ნანა მეფარიშვილი - Page 40 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 00:17 | Сообщение # 391
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს სიყვარულს სურნელი აქვს ნუშის,
ახლოს მოხვალ, აგერევა გონი,
ჩემს ოცნებას ხელს ვერავინ უშლის,
როგორც იქნა დაგაჯერე მგონი.

წევს სარკმელთან ქანც-გაცლილი ღამე,
გაზაფხულის შემომდგარა პირი,
ნუ გგონია ნატვრით გადამღალე,
ნუ გგონია, ისევ ისე ვსტირი.

ახლა კვირტებს გავიშლი და ნახე,
რა სურნელად წაგეკიდო გულში,
ატმისფერად შემეცვლება სახე,
როცა სუნთქვას აგაყოლებს ნუში.

ჩემს სიყვარულს აპრილობა მორთავს,
მკერდზე ახლად ამიყვავებს კვირტებს,
გაგიჟდაო, ხვალე ვინმემ რომ სთქვას,
იცოდე, რომ აღარ გაგიკვირდეს.

/ნანა მეფარიშვილი/
***
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 00:17 | Сообщение # 392
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთი სიცოცხლე არ მყოფნის
ვხვდები,
ვერაფერს ვასწრებ, წარსულს ვბარდები.
მე, ყოველ დილით მუზებთან ვკვდები
და შუაღამისას კვლავ ვიბადები.

წინ მიდევს ვიწრო სავალი გზები,
ბურუსიანი,
სხვა რომ ვერ ხედავს,
ყოველ აისზე მე ლექსში ვკვდები
და მუზებიდან დავსტირი ცხედარს.

უჰაერობა საშინლად მღლიდა,
ხშირად მოვჰგავდი ზღაპრიდან მოსულს,
მე ვცოცხლობ,
როცა სიკვდილი მინდა,
და ვკვდები მაშინ
სიცოცხლე რომ მსურს.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 00:18 | Сообщение # 393
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ასე ვის უმზერ,რაი დაგრჩა მაგ ხელად მარჯვნის,
ან ეს ღიმილი შეფარული ნეტავ ვისია,
პირბაგე თუ აქვს მაგ ქალასა ქემაინც მარჯნის,
შენ თუ გეკუთვნის,
ან იქნებ და უკვე სხვისია.

მაგ გამომწვევი მზერის ნეტა მიზეზი ვინ არს,
კოცონს თუ მოჰგავს მისი მკერდი,
თუ ღირს ანთება,
ახლა უთუოდ ველურ ვნებას შენს ფიქრში სძინავს,
ალბათ საცაა
წყურვილობა დაგემართება.

ვის თვალის ჩრდილად
შემართულა მზერა ამჯერად,
ვაჟო იცოდე მთის შვილობა
სხვა სახელს ითხოვს,
ან იქნებ ქალას გამოხედვამ თუ დაგაჯერა,
რომ არასოდეს ჰყვარებია არავინ თითქოს.

მაგ ველურ მზერას
ალბათ ბევრი ვერ გაექცევა,
იქნებ პასუხად ეგ ქალაი რამეს გავალებს,
ან საცდუნებლად მოგევლინა ისე ვით ევა...
და ვნების ქარში გამომწვევად გიშლის დალალებს.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 00:19 | Сообщение # 394
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეს აპრილი შემეყარა გზად,
იებით და კესანებით ხელში,
ნეტავიო თუ არიან მზად,
მივდივარო საქართველოს მთებში.

კეკლუცობდა, მოჰყვებოდა უკან,
ყვავილების ვებერთელა მზე,
თავს უხრიდა გზა–ბილიკი, შუკა,
ციცქნა ბუჩქი, თუ გამხდარი ხე.

სხვა სამოსი ჩაუცვია მნათობს,
დედამიწას უმოწმებდა პულსს,
გაზაფხული სუყველაფერს ათბობს,
გაზაფხული სხვანაირად გვსურს.

დღეს აპრილი შემეყარა გზად,
ყვავილების შეარხია ფრთები,
გულო, უკვე შენც იყავი მზად,
მალე აპრილს გადაიცმევს მთები.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 00:19 | Сообщение # 395
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მუხლებზე ვდგები და შეგწირავ მადლობას,
უფალო, რამდებჯერ შემყარე სიხარულს.
მომასწარ უამრავ დარსა თუ ავდრობას,
შეძენის წყალობას,დაკარგვის სინანულს.

რამდენჯერ დილის მზით სარკმელი ამინთე,
ვარსკვლავით მოჭედილ მთვარიან ღამისთვის,
ლოდინით დაგაღლილს შეხვედრით გამითბე
სული და, უფალო მადლობა ამისთვის.

უმწეო ცოდვილი სიყვარულს მაწვნიე,
ღიმილით შემჭიდე გრძნობათა ქარიშხალს
და როცა მატკინეს, ხელებში მარწიე,
შენა ხარ ვინც ხელი არასდროს გამიშვა.

ლოცვებში ჩაღვრილი ყოველი ფრაზისთვის,
მეგობრის მზერისთვი,ცრემლებს რომ მითვლიან,
თვალებთან გაბნეულ ყოველი ხაზისთვის,
ნაოჭად მიყრილნი ჩემს წლებს რომ ითვლიან.

რამდენი აპრილით ამინთე თვალები,
ტერფებთან შემახე ნამიან ბალახებს.
ტაძართან თავდახრილს შემიღე კარები
და ცოდვილს შენდობის წყალობა მანახე.

ოქტომბრის ფერმორთულ აკვანში მაძინე,
იზრუნე შენგანვე ნაბოძებ სულისთვის,
მადლობა უფალო ბავშვი რომ მაცინე
და ყელში ჩაღვრილი დედის რძის სუნისთვის.

ხვალაც თუ მზის სხივმა ამინთო სარკმელი,
უფალო მადლობას ცრემლებით განიშნებ.
სულ ახლოს მატარე,ბევრი მაქვს სათქმელი
და შენგან განვარდნად ნურასდროს გამიშვებ.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 00:20 | Сообщение # 396
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვარსებობ, ჯერ კიდევ იმედი აქ არის,
ფერადი სიზმრები ცრემლებით გავლეშე.
შენთან მაქვს სიცოცხლის ციმციმა ლამპარი,
აქ კი ვარ ფრთებით და ოცნების გარეშე.

არადა ვფრინავდი, ვუსწრებდი ბეღურებს,
იქ, მთებში ბუდეც კი შევკარი იმედით,
ვინც შენ არ დაგტოვა, ვაღმერთებ ერთგულებს,
ვინც საგზლად იკმარა სინათლე მცირედი.

ნამიან კლდეებში გავფინე რითმები,
გაბუტულ მუზებთან კამათი აღარ ღირს,
უსულო სხეულით ლექსად ვერ ვითქმები,
დუდუნიც არ მესმის მტკვრისა და არაგვის.

ვინატრებ თბილისის ღამეს და ალიონს,
შენი მზე ცრემლებლად ყელში მაქვს გაჩრილი,
უმწეო ლექსებმა სიცოცხლე გალიოს,
ოღონდაც თავს მადგეს მთაწმინდის აჩრდილი.

შეშლამდე ავიკლებ ხმაურით სამყაროს,
თუ შენთან განგებამ შეხვედრა მაღირსა,
სული რომ სხეულთან სიმღერით გავყარო,
უმწეოს მომეცით წყალობა ამისა.

ერთ მუჭა მიწაზე გადავფენ იმედებს,
მუხლებით მივირბენ იქ, დედის ლოგინთან,
მოვალ როს უფალი წყალობას ინებებს
და ქუჩებს მხურვალე კოცნებით მოგირთავ.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 00:24 | Сообщение # 397
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ გიყვარს, როცა ორკესტრი უკრავს?
ნუთუ დარაბებს არ აღებ მაგ დროს...
როს მოგონება სულს სხეულს უკლავს
და როცა ქარი საშინლად ავდრობს.

თუ ემოცია შეგიპყრობს მსგავსი,
და ყელში იგრძნობ გაჩხერას ბურთის,
შენ შეგიძლია მეცეკვო ვალსი?
როცა ფრიდერიკს ხელები უკრთის.

ან შეგიძლია რომ იყო მშვიდი,
არ შეგეცვალოს სახის მიმიკა,
როცა ჰანგებშიც შემოდის ბინდი,
როცა თავს იკლავს სადღაც ლირიკა.

როცა გულწასულს გაბრუნებს ხმები
და გეფანტება ნისლების გარსი,
როდესაც გიყვარს და მაინც კვდები...
შენ შეგიძლია იცეკვო ვალსი?!

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 25.02.2015, 13:59 | Сообщение # 398
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სა–ქართველო
***

სა–ქართველო, – ესე იგი სამყოფელი ქართველების,
მზის ქართულად ამოსვლის და ცისკრის ლოცვით გათენების.
სა–ქართველო, – წინაპრების მკერდზე მდგარი ალაგეა,
უფლისაგან დალოცვილი ენით მოლაპარაკეა.
სა–ქართველო, – ქართველების ზეცაა და ტაძარია,
გულში ცეცხლად მოდებული სიყვარულის ხანძარია.
სა–ქართველო, – ქართველთათვის, სიცოცხლეზე უფრო ტკბილი,
როგორც ღმერთი, როგორც დედა როგორც ერთად–ერთი შვილი.
სა–ქართველო, – სტუმრისათვის საარაკო მასპინძელი,
ღვინის მადლი, დედას პური, სუფრის წესი ძველთა–ძველი.
სა–ქართველო, – ვინც გასწირა ცოდვას ხელი მოაწერა,
მისი შვილი, მომავალი სამუდამოდ დაიწყევლა.
სა–ქართველო, სა–ქართველო–დ! და არ ვინმე გადამთიელს,
ყველას მისი მიწა უნდა, ვინც აქ ღამე გაათიეს.
სა–ქართველო ქართველებსო!– ბრძანებაა თავად ღმერთის,
ვინც სიცოცხლე ანაცვალა, სიტყვაც სწორედ იმას ეთქმის.
სა–ქართველო, – მისი მიწა სისხლით ამოდუღებული,
ვებერთელა დედამიწის, პატარა და ცხელი გული.
სა–ქართველო,– შვილთა ჩვენთა დალოცვილი მიწა–წყალი,
სიცოცხლეს და სიკვდილს შუა გავლებული დიდი ზღვარი.
სა–ქართველო, – არა რამე მოგონილი ზღაპარია,
ნამდვილია, მას იესოს დედის კალთა აფარია.
სა–ქართველო, – ქართველთათვის ტვირთიც, მადლიც საოცარი,
ზეცაც, მიწაც, სახლიც, კარიც, სიწმინდე და სალოცავი.
სა–ქართველო, – უქართველოდ არც ერთ წამსაც არ გვენახოს,
ქართველთათვის იყვავილე სათიბო და ზვარ–ვენახო.
სა–ქართველო,– ყველა ლექსის ფუძეც, ძირიც მუზის ძალა,
ვინც შესძლო და უორგულა, ვერასოდეს გაიხარა.
სა–ქართველო, – უცხოთათვის გაღებული დიდი კარი,
ხან ვაჟკაცი გულზვიადი, ხან ოჯახის დედა ქალი.
სა–ქართველო, – მირონებით გაპოხილი და ნაწვიმი,
ზეცის თაღზე შეტყორცნილი, ფრთა გაშლილი მთის არწივი.
სა–ქართველო, – წმიდანების სამყოფელი სულის მიწა,
დედის რძე არ შერგებია, ვინც ეს წუთით დაივიწყა.
სა–ქართველო, სა–ქართველოდ!– და არ ვინმე უცხო ტომელს,
ვინც კი გნახა, ღმერთო ჩემო, ყველამ როგორ მოგინდომეს?!
სა–ქართველო, – დილის ნამო, დანისლულო დიდო მთებო,
უფლისაგან შებნეულო, ასაფრენო ჩვენო ფრთებო.
სა–ქართველო, – ქართველების სინდისო და თავ–სახრელო,
მხოლოდ ქართველს, მხოლოდ ქართველს, შეუძლია გასახელოს.
სა–ქართველო,– უფლის ტახტო, დილით მზეო, ღამით მთვარე,
დაუძახე გენაცვალე, ქართველები მიითვალე.
სა–ქართველო, – მშობელო და მგალობელო იავნანის,
მარიამის დარწეულო მიწავ მოსვლის ბოლო ჟამის.
სა–ქართველო, მრავალ–ჟამი–ერი შენი გათენების,
სა–ქართველო,– სამყოფელო, მხოლოდ ნაღდი ქართველების!

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 12:30 | Сообщение # 399
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაუტანლობა მუდამ იყო,
მაგრამ ასეთი?
ღალატიც იყო, შურიც,
მაგრამ ამგვარი არა,
რა გვჭირს ქართველებს,
სულ გაგვიწყრა მგონია ღმერთი,
სულზე ეშმა და თვალზე
ბინდი გადაგვეფარა.

ნიღბითაც ბევრი დადიოდა,
ამდენი სადა?
ცბიერიც ოხრად გვყოლია და
“მორწმუნე” ფლიდიც,
გამცემი "კაცი",
კი ბატონო, ყველთვის გვყავდა,
დღეს, თუ ბიჭი ხარ,
გაარჩიე ვინ, საით მიდის.

მაგრამ კეთილი
მოღალატეს მეტობდა მუდამ,
დღეს თითზე ვითვლით
მიწის მცველებს და ერთგულ კაცებს,
ერთ დროს იუდაც
გააგიჟა ორიოდ ხურდამ
და ამიტომაც
ქრისტე ჯვარზე უწყალოდ აცვეს.

დღეს უტიფრობა სანაცვლოა
კრძალვის და რიდის,
არ უჩანს ბოლო
საქართველოს “ერთგულ პარტიებს"
იგი ვინც ურცხვად მამულსა და
საგანძურს ყიდის,
შენ, შენივ მიწის ერთგულებას არ გაპატიებს.

ახლა სიწრფელე ბერში თუა,
ლოცვის და მარხვის,
ერს მზეც არ შველის,
სულის ფერი რადგან ბაცია,
მოდი და ახლა გაარჩიე
ხროვაში ხალხის,
ვინ ერთგულია,
კაცია, თუ არაკაცია!
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 12:30 | Сообщение # 400
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჟირაფი და გვირაბი

- ნეტავ სად გაგონილა, -
დაიჩივლა ბაყაყმა,
- ჩვენ აქ ვცხოვრობთ, სკოლა კი
არის სერის გადაღმა.
მაჩვმა მხარი აუბა
- გეთანხმები სავსებით,
მართლა ძლიერ წვალობენ
ამ შორ გზაზე ბავშვები.
ირემმა თქვა - ბავშვები
მართლია წვალობენ,
მაგრამ იქ მდინარეა
და ცურვასაც სწავლობენ.
კაჭკაჭმა თქვა - ეგ აზრი
ჩემთვის უცნაურია,
აფრიკაშიც კი ჩავა,
ვისაც სწავლა სწყურია.
კუ შემოსწყრა - დაფიქრდი,
რომ ახსენებ აფრიკას,
ჩემი შვილი დაბობღავს,
შენი შვილი - დაფრინავს.
გადაწყვიტეს მხეცებმა
გაიყვანონ შარაგზა,
ლომმა მისცა დასტური
და მთელი ტყე დარაზმა.
ქვიშას კენგურუები
ჩანთით ეზიდებიან,
სპილო და ბეჰემოთი
გულმოდგინედ ტკეპნიან.
შარაგზა კი, საცაა,
მივა გორის ძირამდე,
გორას გვერდს ვერ აუვლი,
საჭიროა გვირაბი.
გაიმართა თათბირი,
ვერ ისვენებს მელია
- ამ გორაში გვირაბი
ძნელი გასათხრელია.
- ნისკარტებით გავხვრიტოთ -
ჩაერია შაშვიო.
თხუნელებმა ითავეს
- გავთხრით ერთ კვირაშიო.
ამდენმა ლაპარაკმა
გააბეზრა ჟირაფი,
გორას რქებით ეძგერა,
გაანგრია გვირაბი.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость