ნანა მეფარიშვილი - Page 46 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 46 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 44
  • 45
  • 46
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: სამ, 07.07.2015, 20:03 | Сообщение # 451
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
;;;
არც არაფერი, ბევრი...
თუ მემღერება, ვმღერი...
თუ მეტირება , ვტირი...
კოკებით დამაქვს ცრემლი.
არც თავს ვაცოდებ ვინმეს,
არც სხვის ჯინაზე ვმღერი....
უფალო, მაცოცხლე ისე,
არ გამიმრავლო მტერი.
/მარიამ კოზმანიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 07.07.2015, 20:03 | Сообщение # 452
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტკბილო და მწარე საწუთროვ
***
ტკივილიანო სიცოცხლევ
და მაინც ტკბილო ძალზედა,
ცრემლიან-ღიმილიანო,
გვატირებ რამდენ ხმაზედ.

ასი წელიც რომ გყამყოფო,
წუთი მოგვყვება კვალზედა,
იყავი, ხარ და აღარ ხარ,
თავზე გვეფარე სხვა მზე და...

ჰაი, რა სწრაფად ტრიალებ,
ცრემლად გვიბზინავ თვალზედა,
ვის უფსკრულისკენ წაიყვან,
ვის ანგელოზის ფრთაზედა,

ცოდვით და მადლით გვატარებ,
ცხოვრების შარა-გზაზედა,
ხან მუხლზე შემოგვაყენებ,
ხან შეგვსვამ მეცრე ცაზედა.

შენამდე სტუმრად მოსულმა,
ვინაც იკაცა, აღზევდა,
ვინც არ დატოვა მოყვასი,
მომდურებული ვალზედა,

ვინ თვისით გასჭრა სამარე,
ვინ გზა გაკვალა მთაზედა,
ამ ქვეყნიურო სიამევ,
გათვლილო წუთის წამზედა,

გარდაუვალო სიკვდილო,
მომდგარო ყველას კარზედა,
თუნდ ბოლო წამო ყოფნისა,
და მაინც ტკბილო ძალზედა.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 07.07.2015, 20:51 | Сообщение # 453
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ივან ბუნინი
ყაპი

რასა, სუსხით მწველი
ქრის და აზრობს რკოებს,
ფოთლებსა და რტოებს.
სტვენს კორომი ძველი,
დახვანჯული, ხმელი,
ველი აკრავს ვრცელი.

ღრუბლებია მუქი,
ფირნიანი ბუქი,
მოუხშირებს ქროლვას
ღელავს ვერცხლი იფქლის,
და თუ სავი მიჰქრის,
გზა დაიწყებს ბოლვას.

როკავს ქსინი ანცი,
რომ ფოთლები, ქარცი,
შერთოს ტრიამელებს,
და მოჰფინოს ჯარად
დედო ზარის დარად
მობუბუნე ველებს.

ЗАЗИМОК

Сивером на холоде
Обжигает желуди,
Листья и кору.
Свищет роща ржавая,
Жесткая, корявая,
В поле на юру.

Ходят тучи с ношею,
Мерзлою порошею
Стало чаще дуть,
Серебрятся озими -
Скоро под полозьями
Задымится путь,

Заиграет вьюгою,
И листву муругую
Понесет смелей
По простору вольному,
Гулу колокольному
Стонущих полей!
 
nukriaДата: სამ, 07.07.2015, 21:02 | Сообщение # 454
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტაძრის ლოდზე ამოხეთქილო
ნორჩო ყვავილო,
შენ ხარ ამქვეყნად
ყოფნა–არყოფნის
მარადიული ფილოსოფია...–მარინა თექთუმანიძე
 
nukriaДата: სამ, 07.07.2015, 21:05 | Сообщение # 455
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ორგულები უნდა დაივიწყო,
სამუდამოდ!
...
შენი ერთი გული უნდა მისცე,
როცა გიყვარს.
უფსკრულსა და ჯოჯოხეთშიც უნდა ჩაჰყვე,
იქ თუ აღმოჩნდა.
დრო არ უნდა გჭირდებოდეს თავგანწირვისთვის.
არასოდეს უნდა მიატოვო.
ცხრა მთა და ცხრა ზღვა
ქუჩის ერთი გადარბენა უნდა იყოს,
როცა მის საშველად მიდიხარ.
უნდა ენდობოდე,
ორივე თვალზე რომ აგაფაროს ხელი.
...
მაგრამ ვინც გიორგულებს,
უნდა დაივიწყო,
სამუდამოდ!
ნიკა ჩერქეზიშვილი
 
nukriaДата: სამ, 07.07.2015, 21:52 | Сообщение # 456
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს მერე,როცა ფერს შეუცვლის ტუჩებს ღალატი
და დასასრული ფოთოლცვენას დაემგვანება,
ავეთქვიფები ჩამუქებულ ნისლებს ქალაქის
და არასოდეს,აღარავინ არ მეყვარება.

ეს მერე,როცა ვერ გაუძლებს გვემას სხეული,
როცა მზერასაც ლიბრისფერი გაეკარება,
მე გავიქცევი, სიცოცხლისგან, ასე ეული
და არასოდეს,აღარავინ არ მეყვარება.

ეს მერე,როცა გახუნდება ღილი კაბაზე
და მონატრება სულთან ერთად გამეპარება,
გადავინაცვლებ მარმარილოს მომცრო დაფაზე
და არასოდეს,აღარავინ არ მეყვარება...
 
nukriaДата: კვ, 25.10.2015, 22:04 | Сообщение # 457
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სხვადასხვა ფერის თვეები წელთა
და ოთხნაირი მისი დროება,
ო, როგორ მინდა სიბერის დღეთა.
ბავშვობის სახლში განმარტოება.

სითეთრე ზამთრის, სიმძიმე ლეშის,
სულს შებნეული მუზის ფურცელი,
ნაცნობი სუნი ბუხრის და შეშის,
სუყველაფერი ირგვლივ უცვლელი.

მოგონებებთან გაშლილი ტაბლა,
ჭოტის კივილი წყვდიადის იქით,
მიმობნეული ლექსები დაბლა,
ბომბორა მთვარე დაღლილი ფიქრით.

მტვრიან საათზე ჭიდილი ჟამთან,
სხვადასხვა ფერის ოთხი დროება,
ჩემში შემოსულ ხანდაზმულ ქალთან,
ძველ სახლში მინდა განმარტოება.

მთლად სამყარო ვინახულო
დამაბრუნებს შენი ფესვი,
მხოლოდ შენთვის ვიმარხულო,
ვინ მყავს შენზე უკეთესი.

მოვიარე ყველა მხარე,
ვერსად დავდე სულის ბინა,
სხვაგან ვერად გავიხარე,
მონატრებამ წამახდინა.

შენი მიწის სუნი მათრობს,
(გაიკვირვებს ნურვინ ნურას)
მე. შენი მზე უფრო მათბობს,
შენი დილის სიო მკურნავს.

დღეს მჭირდები ჩემო უფრო,
მიბნეული მყავდე გულზე,
შენთან მინდა ვისაუბრო,
ჩვენს აუხსნელ სიყვარულზე.

ასე შორით გითვლი სალამს,
როგორ ავხსნა ვით მიყვარხარ,
რა დააშრობს ამ ჩემს კალამს.
სანამ გნატრობ, სანამ მყავხარ.

ყველა ცოდვას გავიცილებ,
როცა მნახავ შენ მიხვდები,
შენს მიწაზე გავიცინებ,
მერე ნატვრად აგიხდები.

/ნანა მეფარიშვილი/

მე ხშირად ვირგებ სამოსს მონაზვნის,
ფიქრში და
სულთან ვაჩაღებ ჭიდილს,
კოპებს ჰკრავს ეშმა, მხარზე რომ მაზის,
მერე მტოვებს და მოსვლამდე მიდის.

ჩემში ომია და ქარიშხალი,
ორ გზათა შორის გავლება ხაზის,
დღემდე ცოდვებით შესმული შხამი,
მხრებზე შეზრდილი კუზივით მაზის.

მე ხშირად ვქარგავ ჯვრებიან სამოსს,
მეხრება მუხლი ძალა მოლეულს,
ხშირად მოვიხმობ, წმიდა ბერს სალოსს,
ახლობელსა და ასე შორეულს.

მე მაქვს ფიქრებით მოწნული სახლი,
დაცლილი გული მიმიგავს მღვიმეს
და როს ფერმკრთალ შუბლს ხატებზე ვახლი,
ამოების დღენი მაკვირვებს.

ქარიშხლობს სული, დარობს და ავდრობს,
მანიშნებს ეშმა, შენ ამ გზას შვენი,
გულიდან ვიღაც მეძახის ამ დროს,
"უფალო იყავნ ნებაი შენი"

/ნანა მეფარიშვილი/

სხვადასხვა ფერის თვეები წელთა
და ოთხნაირი მისი დროება,
ო, როგორ მინდა სიბერის დღეთა.
ბავშვობის სახლში განმარტოება.

სითეთრე ზამთრის, სიმძიმე ლეშის,
სულს შებნეული მუზის ფურცელი,
ნაცნობი სუნი ბუხრის და შეშის,
სუყველაფერი ირგვლივ უცვლელი.

მოგონებებთან გაშლილი ტაბლა,
ჭოტის კივილი წყვდიადის იქით,
მიმობნეული ლექსები დაბლა,
ბომბორა მთვარე დაღლილი ფიქრით.

მტვრიან საათზე ჭიდილი ჟამთან,
სხვადასხვა ფერის ოთხი დროება,
ჩემში შემოსულ ხანდაზმულ ქალთან,
ძველ სახლში მინდა განმარტოება.

/ნანა მეფარიშვილი/
თუ შევერიე რწმენის მარათონს,
ქუჩა და ქუჩა, უბან და უბან,
მოყვასთა გული თუკი გამათბობს,
მივალ და მტირალს ცრემლს ჩამოვუბან.

კაბა დაჰფარავს სნეულ კიდურებს,
თვალები ყველას სიმართლეს უკმევს,
ბოროტი, ისე ავად მიყურებს,
ჩანს ჩემი სულით იმზადებს ლუკმებს.

დაცემულ ბრბოში გალობით, ლოცვით,
დადიან ბე(ვ)რნი და გულთან მისვლით,
გვაზიარებენ იესოს ხორცით,
გვაზირებენ იესოს სისხლით.

სიძულვილს შლიან მადლის მზიდები,
მზე მუდამ გვალავს ბნელთა სოროებს,
სიყვარულს თუკი ჩავეჭიდები,
სიკვდილიც ვეღარ დამაბოლოვებს.

/ნანა მეფარიშვილი/

მთები შეიკრავენ კოპებს ავდრიანებს,
კართან გალუმპული მოვა შეღამება,
ალბათ, ეს ლექსებიც დამადარდიანებს,
წარსულს გამისხნის და სულ არ მეამება.

სიზმრებს ვეღარ ვარჩევ, თითქოს ზღაპარია,
გზა_გზა დაფლეთილი ყრია ქლამინდები,
ჩემში ქაოსი, თუ რაღაც ამგვარია,
როგორ დავემსგავსეთ მე და ამინდები.

ძილშიც მუზებია ჩემი სულის წერად,
მე კი, ღამეული სიზმრით ვიცელები,
როგორ ეძინაო ასე უშფოთველად,
თურმე მკითხაობდნენ ვარსკვლავთ_მრიცხველები.

მთები შეიკრავენ კოპებს ავდრიანებს,
მიწის გოლიათებს სხვა აქვთ სამსახური,
ვფხიზლობ, აწი რაღა დამადარდიანებს.
ყველგან გზები მოსჩანს ჯვარგადასახული.

/ნანა მეფარიშვილი/

***
მიყვარდი ისე,
ვით მთათა ყვავილს,
უყვარს მაღლიდან
მზერა ბარისა,
არად ჩავაგდე
ტრფიალი არვის,
არ გავიკარე
გრძნობა არვისა.

სხივებს ტრიალით
დავასხი რეტი,
თან ვევლებოდი მთებსა
და არეს
მიყვარდი,
მაინც ვიყავი კენტი,
რადგანაც აკლდი
სულსა და თვალებს.

რა უჩვეულო
დამირჩი ხილვა,
ზოგჯერ მგონიხარ
სიზმრად ნანახი,
ამ გულს, რომელსაც
დღეს დარდი სტკივა,
უყვარდი, როგორც
ნამებს ბალახი.

და მე სულ ვიტყვი,
მიყვარდი ერთ დროს,
რომ გაუმხელელ
სიყვარულს განდე,
გადმოვადგები
წვიმიან ერდოს,
დაგელოდები,
ისე ვით ადრე.

დილით, თუ ღამით
მე ვწერდი რომანს...
და როგორც ბულბულს
ეტრფოდა ვარდი,
თოვლიან ზამთარს,
თუ შემოდგომას,
გდარდობდი,
რადგან
მე შენ მიყვარდი.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: კვ, 24.01.2016, 22:46 | Сообщение # 458
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიყვარულის სახარება

1.
ღმერთის შექმნილი სამყაროდან განიდევნა მოდგმა ადამის,
რადგან ღვთის სიტყვის უარყოფა არ ესმოდა მაშინ არავის.
თუმც მოწყალებას ზეციერის არ ჰქონია ჩარჩო და ზღვარი,
გამოხსნის აღქმა კვლავ დაუდო და გაუხსნა იმედის კარი...
იმ დროში ქალაქ ნაზარეთში უცხოვრია ქალწულ მარიამს,
რწმენით აღვსილი ყოფილა და ღვთის მოშიში, თურმე, ძალიან.
გამორჩეული, ღმერთის მადლით გულდამთბარი და სულით ტკბილი,
იოაკიმ და ბერწი ანას ერთადერთი ნანატრი შვილი.
დიახ, სწორედ ის მარიამი, ვისაც ღმერთი აკურთხებს შემდგომ,
სადღაც შორეთში ციცქნა მხარე– იბერია წილად რომ ერგო
და მოუვლინა რჩეულ ქალწულს გაბრიელი მახარობელი,
რომ ეთქვა მისთვის: „ნუ გეშინის, იქნებიო ქრისტეს მშობელი“.
გაბრიელ იყო ანგელოზი ღმერთის კარზე, შვენოდა ზენას,
ამბობენ, თურმე, იგი ფლობდა ქალდეურ და სირიულ ენას.
გამოეცხადა როს მარიამს მამის სიტყვით ნებადართულად,
ვინ იცის, იქნებ მიახარა ქალდეურად, იქნებ, ქართულად...
შემდგომ ამისა სულიწმიდა გადმოვიდა ქალწულსა ზედა,
რომ ცხრა თვის შემდეგ ეშვა მხსნელი და რქმეოდა იესოს დედა.
მიდგომილ ქალწულს კვართის ქსოვა დაუწყია ლოცვა–გალობით,
კვართი, რომელიც წლების შემდგომ იბერიას ერგო წყალობით.
კვართი, რომელზეც მუხლმოყრილი ილოცვიდა სული ყოველი,
კვართი, რომელზეც აშენდა და ამობრწყინდა სვეტიცხოველი.
2.
ვინ იცის, მაშინ მარიამი მამა უფალს რა ენით ხმობდა,
როს ქრისტეს პერანგს თვით იესოს მოსასვლელი ქვეყნისთვის ქსოვდა.
მოდგმას ადამის მოლოდინის აღსრულების ჟამი ეღირსა,
როცა სამყაროს ქალწულისგან მოევლინა მხსნელი_ ძე ღმრთისა.
შობა ქრისტესი, წელთაღრიცხვის საწყისი და სათავე ახლის,
აღსრულებული სასწაული და წყალობა იესოს ნახვის.
მადლიც, იმედიც იშვა ერთად და სიცოცხლე იდგამდა ფესვებს,
ეუწყათ როცა მოახლება უპირველეს მოგვებს და მწყემსებს.
ბაგაში იშვა ჩვილი ქრისტე სულით დიდი და თავმდაბალი,
სამყაროსხელა მზის ნათების, ზეციური სხივის სადარი.
როცა წარმართებს კერპების წინ თავს ეხვიათ ცოდვის წყვდიადი,
ბეთლების ცაზე ციმციმებდა ვარსკვლავი და სხივი დიადი.
ბრძენ დიდებულებს არ ეუწყათ მოვლინება, შობაი მისი,
მხოლოდ ღატაკნი, უპოვარნი ამ წყალობის გახადა ღირსნი.
იდგა იოსებ დამწინდველი ყრმის ბაგასთან გაოცებული
და წმიდა ღამეს დაჰგალობდნენ ქერუბიმნი მირონცხებულნი.
გამოხდა დღეი ორმოცი და აღასრულეს, როგორც წესია,
მოკრძალებული შესაწირით მიაბრძანეს ტაძარს მესია.
მართალ სვიმეონს სიხარულის აღსრულების დაუდგა ჯერი,
რათა ეხილა მოხუცებულს ტაძრად მისულს სამყაროს მხსნელი.
სამას წელიწადს მოელოდა ღმერთისაგან ამა წყალობას,
„აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო“– მოჰყვა გალობას.
დალოცა დედა მარიამი და იოსებ კაცი მართალი
და აღესრულა სიხარულით, ვით წერილში იყო ნათქვამი.
3.
ჰეროდე ისევ მრისხანებდა მოგვებისგან გაწბილებული,
ბრძანა მოეკლათ ყველა ჩვილი ბეთლემს შინა დაბადებული.
მართალ იოსებს კვლავ ეხილა ანგელოზი _ წადიო ახლა,
ეგვიპტეს უნდა შეეფაროთ, რომ იესოს ვერ შესძლონ ნახვა.
და ეგვიპტეში გაატარა ჩვილმა ქრისტემ წლები ყრმობისა,
ვიდრე არ დადგა აღსასრული ჰეროდეს, და ჟამი ხმობისა.
მაშინ დაბრუნდა იოსები, მამის სიტყვა როცა ახარეს,
დასახლდა იგი ნაზარეთში, გალილეის აღთქმულსა მხარეს.
იზრდებოდა და მშვენდებოდა ძე უფალი მჩენი ნათლისა,
და იყო ბავშვი, როგორც დიდი სიბრძნის მფრქვევი სხივი სანთლისა.
ქრისტესთან ერთად იზრდებოდა კვართი იგი ნაქსოვი ლოცვით,
უდიდეს ნათელს მოხვეული და დამთბარი იესოს ხორცით.
თორმეტი წლისა როცა გახდა მაცხოვარი იესო ჩვენი,
წაუყვანიათ მშობლებს ტაძრად, როს პასექის დამდგარა დღენი.
უკან წამოსულთ ძალზედ გვიან შეუნიშნავთ, არ ჩანდა ბავშვი,
სამი დღის ძებნის შემდეგ იგი უპოვიათ ისევ ტაძარში.
მჯდარა იესო მოძღვრებს შორის, ყურს უგდებდა ყოველი სული,
უთქვამს მარიამს, „რა გვიყავო, გაგვიხეთქე შვილოო გული“
მერედა რატომ დამეძებთო_ გაუკვირდა პატარა უფალს,
იქ ყოფნა მმართებს, სად მამის არს ყოველიო, დინჯადვე უთქვამს.
ოცდაათ წლამდე ის ცხოვრობდა მორჩილებით სახლში მშობელთა,
შემდგომ კი შედგა ქადაგებად, მოსაქცევად სულთა ყოველთა.
უპირველესად ის წავიდა ნაპირისკენ იორდანესა,
რათა ხლებოდა თავმდაბლობით ნათლისმცემელ იოანესა.
4.
იღო ნათელი მდინარეში, იოანე ახარა ნახვით,
გაიხსნა ცა და სულიწმიდა გადმოვიდა მტრედისა სახით.
ორმოც დღე–ღამეს მარხულობდა უდაბნოში შემდგომ ამისა,
მან დაამარცხა ეშმაკი და მანათობელ იქმნა ღამისა.
შემოიკრიბა მოწაფენი, ქადაგებდა ტკბილ–მოუბარი,
და აღავლენდა საქმეს საღმრთოს ქრისტე იგი ქვეყნის უფალი.
ქორწილში მყოფმა აღასრულა სასწაული ქრისტემ პირველი,
გადააქცია წყალი ღვინოდ, ჰქმნა საქმეი გასაკვირველი.
უსაზღვრო იყო მისი რწმენა, სათნოება, სითბო გულისა,
დადიოდა და თან დაჰქონდა ძალა–მადლი სიყვარულისა.
ჩინწართმეულებს კურნავდა და უბრუნებდა სინათლეს თვალთა,
სახელით მამის აღელვებულ ზღვას აცხრობდა, ახშოდა ქართა.
ხუთი ათასებს აპურებდა ხუთი თევზით და ორი პურით,
ცოდვილ მიწაზე თვით მზე იდგა, ვებერთელა, იესოს გულით.
სულ ქადაგებდა, ბაგეთაგან ეღვრებოდა საღმრთო სონეტი,
მოწაფეთაგან შეარჩია მოციქული ქრისტემ თორმეტი.
მოძღვრავდა მუდამ, ვითარ შვილებს, ვითარ მშობლებს, ვითარცა და–ძმებს,
ვერ ამარცხებდა მას სატანა სიყვარულით ბოროტის დამძლევს.
ვიდრე ჯვარცმამდე დაგვიდგინა საიდუმლო ზიარებისა,
სადიდებელად უფლისა და წამლად სულის იარებისა,
ყველაზე დიდი სასწაულით, მოაქცია მრავალი ერი,
როცა ლაზარეს აღდგინებით უკვდავებას დაუდო ჯერი.
5.
ლაზარე– ქრისტეს მეგობარი, რწმენითა და სულით მართალი,
ტკბილი იესოს სიყვარულით ანთებული და გულ–დამთბარი.
შემოუთვალეს როცა დებმა_ „ შენ ვინც გიყვარს არისო ავად“
დაგვეხმარეო იესოო, გვიშველეო, მოგიხმობთ ამად.
ოთხი დღის მკვდარი აღადგინა, მიცვალებულს ჩაჰბერა სული,
ცოდვილთ ახილა სასწაული, რომ ერწმუნათ იესოს სჯული.
არვინ უწყოდა მაშინ იგი საიდუმლო, გარდა ერთისა,
ღვთისმშობლის წილხვედრ იბერიას თუ რა მადლი ერგო ღმერთისა.
მხარეს რომელსაც სამომავლოდ გამოუწრთო უფალმა რწმენა,
უკვე უდიდეს მადლად ჰქონდა ბოძებული ლაზარეს ენა.
ლაზარეს ენა, დღესამომდე აუხსნელად შემონახული,
ენა, რომელშიც ისტორია და სიმართლე არს დამარხული.
არავინ უწყის, რადგან ნება მამისა და საყვარელ ძისა,
რად აარჩია იბერია, ან ეს მხარე არის რა ხნისა...?!
დიდება შენდა, მადლო უფლის, ვის რას აძლევ და რაით შველი,
დიდება შენდა, ზეციერო, „საკვირველ არს საქმენი შენნი“!
ურწმუნო ერმა ვერ გაგიგო, რა იცოდა ქალმა თუ კაცმა,
რომ ცოდვილების დასახსნელად მთლად უცოდველს ელოდა ჯვარცმა.
ნეტარნი იყვნენ, ვინც მიიღო უფალი და გაუხსნა გული,
ხოლო ვაი მათ, ვინც დაბრმავდა და იესოს შეჰბედა შური.
სწორედ რომ შურმა ააბუნტა ბრბო ურწმუნო, განაწყო ავად
და განიზრახეს, რომ მოეკლათ ქვეყნის მხსნელი უფალი თავად.
6.
ჰოი, საბრალო კაცთა მოდგმას, უმეცრებს და ცოდვილიანებს,
გონდაბნელებულთ სიყვარულის შეცნობაში დანაგვიანებს.
ასეთ სიცოცხლეს რაღა ჰქვია, რწმენით მცირე არის, ვინც არი,
როდესაც გვერდით ქრისტე გიდგას, თავად ქრისტე და ვერ იცანი!
ყველა სულიერს, ყველა გამვლელს აყოლებდა გულიან ლოცვას,
შენ შეუნდეო, მამას სთოვდა, ლანძღავდნენ და სდევნიდნენ როცა.
და ვიდრე იგი, სასწაულით დაბნელებულთ, ჰფენდა სინათლეს,
მღვდელმთავრნი და მწიგნობარნი ახელებდნენ მმართველ პილატეს.
რომ თითქოს ქრისტეს ჩვეულებრივ მოკვდავივით სძულდა და შურდა,
ხალხს აბუნტებდა, რადგან, თითქოს, იუდეის მეფობა ჰსურდა.
შიშით, ზიზღით და სიძულვილით ავი ძალა უფრო გახელდა,
რადგან უფალი ფარისეველთ და ურწმუნოთ მუდამ ამხელდა.
უთხრა იესომ მოწაფეებს, მოემზადეთ მივდივართ, რათა
იერუსალემს აღსრულდება წერილიო, ეუწყოს ხალხთა.
დიდებით შესულს გზად უფენდნენ ბზას, ზეთის ხილს და რტოებს პალმის,
თუმც, ამ გზას ქრისტე სად მიჰყავდა, იქ მყოფთაგან ესმოდა არვის.
თვით შეწირული, ხალხის ცოდვებს იგლოვდა და ცრემლი სდიოდა,
ჩვილი ბავშვივით უმანკო და დარდიანი გული სტკიოდა.
პასექზე იხმო მოწაფენი ზიარების მადლი არგუნა,
წმიდა სისხლით და წმიდა ხორცით ყველას სულში დაისადგურა.
იუდეაში ბევრი იყო, ვინც ირწმუნა მისი სიმართლე,
სწორედ ამ ფაქტმა აღაშფოთა მღვდელმთავარნი და თვით პილატე.
7.
დასხდნენ თათბირად უხუცესნი, რა ეღონათ, ეპოვათ რა გზა,
გაბოროტებულთ დაუბნელდათ თვალთახედვა, აებნათ თავგზა.
მოწაფეთაგან ერთს, იუდას ჩაუსახლდა სულში სატანა,
ოცდაათ ვერცხლად ქრისტე გასცა, ყველა მადლი ქარს გაატანა.
გზა გაუკვალა მწიგნობარებს, რომ იესო ეპოვათ ღამით,
და სიყვარულის მქადაგებელს განაჩენი დაუსვა ამით.
გაყიდა იგი მიწიერმა და ცოდვილზე ცოდვილმა კაცმა,
მოსიარულე სიყვარული, სიძულვილის ამბორით გასცა.
გადასცეს იგი სინედრიონს ვით მეფობის მსურველ–მდომელი,
და ვინც მანამდე განადიდა გვერდით განდგა კაცი ყოველი.
თუმცა პილატემ დამნაშავე ვერ იპოვა მასში და რადგან,
ხალხისგან რისხვას მოერიდა, განიბანა ხელი და განდგა.
გამოუტანეს განაჩენი და ბარაბა გასცვალეს მასში,
ჯვარს გავაკრათო, როგორც წესი, ავაზაკებს ვით სჯიდნენ მაშინ.
სცემეს, აფურთხეს, გაშოლტეს და ჯვარშედგმული ოხით ათრიეს.
ცოდვიან გზაზე გოლგოთისა, მისი წმიდა სისხლი ანთხიეს.
ამ სამსჯავროზე სინედრიონს მოეწვია ოთხივე კუთხით,
მონაწილენი, ვინც იესოს აცილებდნენ წყევლით და ფურთხით.
აკი ვახსენეთ იბერია, წოდებული ქართლის სახელით,
შემდგომში ქრისტეს სჯულისათვის წამებული, ბევრის მნახველი.
ქართლის მხრიდანაც მოწვეულთა შორის იყო ურია ორი,
დაგვიანებით ჩამოსულნი, სამსჯავროსგან გამდგარან შორნი.
სწორედ ჯვარცმისას, როს დაცინვით უფლის კვართზე წილი იყარეს,
მცხეთელებს ერგოთ ეს სიწმინდე ანუ ქართლის პატარა მხარეს.
8.
კვართი, რომელიც ღვთისმშობელმა ამოქარგა წმინდა ხელებით,
საქართველოში სიდონია იხუტებდა მერე ცრემლებით.
და რა გაიგო, აღსრულდაო იესოო ჯვარზე გაკრული,
გარდაიცვალა დარდისაგან მკერდზე ქრისტეს კვართით ჩაკრული.
ვინ იტყვის, ნეტავ, რომ შემთხვევით რამ მომხდარა ან რამე ხდება,
ღმერთის გარეშე ხე არ იძვრის, არც ფოთოლი ჩნდება და კვდება.
ალბათ, ეს მადლიც ქართველთათვის ოდითგანვე დაუშვა ღმერთმა,
რათა რწმენაში მოქცეულებს, ღმერთთან მისი სათქმელი ეთქვა.
კვართი, რომელიც სასაცილოდ არ ჰყოფნიდა გონ–ბნელ ჯალათებს,
დრო მოვა როცა საქართველოს გაბრწყინებულს სანთლად აანთებს.
იდო ამაში საიდუმლო, უფლის ნებით ამოსახსნელი,
მადლიც და ძალაც უამრავჯერ რომ დაიხსნა პატარა ერი.
და რატომ, ღმერთო, იბერია, რა მადლია აქ რომ დუღილობს,
უთვალავ მტერთა შემოსევით სულ ჯვარცმაში კვნესა– წუხილობს.
იქნებდა დედა ღვთისმშობელი როს კალთაში სჭვრეტდა მძინარეს,
რამეს ქართულად უმღეროდა ღვთიურ პირმშოს, პირმომცინარეს.
იქნებ, ჯვარცმული ძე ღმერთისა უკანასკნელ წუთებში თმენით,
მამის წინაშე ლოცულობდა დამარხული ლაზარეს ენით.
იქნებდა დედა მარიამი წამებულ შვილს უმზერდა როცა,
გულში ქართულად იგლოვდა და წილხვდიმილი ენით დალოცა.
დაბნელებული მზე დაადგა მთელს სამყაროს და ცოდვის ჯავრი,
იესოს სხეულს იკვეთავდა ცრემლის წვიმით ნაპოხი ჯვარი.
ტიროდა მაღლა მამა ღმერთი, მიწაზე კი იესოს დედა,
და მრისხანება ზეციერის საკურთხევლის კრეტსაბმელს ხევდა.
9.
მდუღარე მიწას ანგელოზთა ცრემლებისგან ეკიდა ცეცხლი,
გამცემ იუდას ხელისგულებს უსერავდა ბინძური ვერცხლი.
იყო ჯვარცმული, ავაზაკთა შორის ასე ნაცემ–ვნებული,
თავად იესო, ტკბილზე ტკბილი, სიყვარულით მირონცხებული.
მამის სახელით ქადაგებდა, სიყვარულით ჰკურნა სნეულნი,
თვითონ კი ჯვარზე გააკრეს და შეატოვეს სიკვდილს ეული.
რომ არა რწმენა ღვთისმშობლისა, მტკიცე რწმენა ღმერთთან ასული,
ვინ მიწიერი გაუძლებდა შვილის ჯვარცმას, ანდა რა სული.
ეწვოდა წმინდა სხეული და დალურსმნული წმინდა ნაყოფი,
ეწვოდა მკერდი და მუცელი, ცხრა თვე ჩვილი ქრისტეს ნამყოფი.
არ არის სიტყვა საფსალმუნე, რაც ღვთისმშობლის ტკივილს გადმოსცემს,
ათას განსაცდელ– გამოვლილსაც გააკვირვებს და გააოცებს.
იესოს დედის დარდი ჰქონდა, თავად იყო როცა საშველი,
თავის მოწაფეს ჩააბარა, მშვიდად უთხარა_ „ჰა, დედა შენი“.
უფალი მოჰკლეს, სიკვდილამდე წყალი რაა, არ ასვეს წვეთი,
განკაცებული ქრისტე მოჰკლეს, განარისხეს ზეცაში ღმერთი.
დადგა წყვდიადი, მიწა იძრა, მზემ ძაძები ჩამოიფარა,
სულები აღსდგა საფლავთაგან, შიშმა შესძრა მთელი ქვეყანა.
აქ შეწყდა ქრისტეს მიწიერი ყოფის დღენი, ასე დასრულდა
ნაგვემ–ნაცემი, სისხლდენილი, პარასკევ დღეს ჯვარზე აღსრულდა.
აქვე დაედო დასაბამი სულის ნამდვილ გაუკვდავებას,
და დასასრული, უღმრთოდ მყოფი და ცოდვილი კაცის ვაებას.
10.
ითხოვა ნება გარდამოხსნის იოსებმა, მართალმა კაცმა,
გამორჩეულმა საბჭოს წევრმა, ვისაც ბრალი უძღოდა არც რა.
ვნებული ქრისტე გარდამოხსნეს და „ შეჰგრაგნეს იგი არდაგში“
ცრემლით, ვაებით გააცილეს დაეკრძალათ რათა სამარხში.
უხუცესებმა გადაწყვიტეს , რომ საფლავზე ლოდი დაედოთ,
მცველებიც დასვეს, მოციქულებს ცხედარი რომ არსად წაეღოთ.
დადგა კვირა და ნელსაცხებლით მიეახლნენ დედები სამარხს,
ვერ იჯერებდნენ შიშისაგან საკუთარი თვალებით ნანახს.
დაუხვდათ ლოდი გაწეული, არსად იყო ცხედარი ძისა,
გამოეცხადათ ანგელოზი სახარებლად ზეციდან ღვთისა.
ხომ თავად გითხრათ, ჯვარცმის შემდეგ აღვსდგებიო მესამე დღესო,
„რად ეძიებთო ცოცხალს მკვდრებში“, ქრისტე აღსდგა, აღსდგა იესო!
აჰა, იხილეთ სახვეველნი, იწამეთ და ეჭვი განაგდეთ,
წადით მოჰფინეთ ცოდვილ სოფელს, აუწყენით და იქადაგეთ.
შიშმა და ეჭვმა მოციქულთა გულებშიაც დაიდო ბინა,
ვიდრე მოვიდა მაცხოვარი დახურული კარების შინა.
„მშვიდობა თქვენდა“! იღიმოდა მზის სადარი იესო–ღმერთი,
რაისთვის შეცბით, ხომ გითხარით მესამე დღე აღვსდგები მეთქი,
ეს მე ვარ თავად, უვნებელი, ჯვარცმული და ცოცხალი მაინც,
აკი გითხარით, აღსრულდება მოსეს სჯულში სწერია რაიც.
ჭეშმარიტ რწმენას შეუძლია გადარჩენა, ძლევა ღამისა,
მომყევით მხოლოდ, ხსნად მოვსულვარ, შველად მოდგმის აბრაამისა.
აბრაამისა, ვისზეც ღმერთმა მადლი იღო გადასარჩენად,
გამოიყვანა ქალდევლთა ქვეყნიდან და ხსნის გზა აჩვენა,
11.
გზაი, რომლითაც მის ნაშიერს გამრავლების დაუდო წესი,
და მამის ნებით დედამიწას გაუმრავლა მოდგმა და თესლი.
და უთხრა ქრისტემ მოციქულებს, თქვენი ღვაწლი იქნება ოდეს,
ოთხივე კუთხით იქადაგეთ, სულიწმიდის წყალობა გქონდეთ.
მე აქ ვარ ახლოს, ოღონდ მიხმეთ, გამიხსენით კარი გულისა,
უღმერთო ერებს მოაფინეთ ძალა– მადლი სიყვარულისა.
მომყევით, უკან მოიტოვეთ სიმდიდრე და ყველა ქონება,
ეს გზა ძნელია, მაგრამ ბოლოს გელოდებათ სულის ცხონება.
სახელით მამის, ძის სახელით და სახელით სულიწმიდისა,
თქვენ შეგეძლებათ აშენება ერთა შორის რწმენის ხიდისა.
ორმოცი დღეი დაჰყო მათთან, ჯვარცმის შემდგომ აღმსდგარმა ქრისტემ,
ეცხადებოდა მოციქულებს და მათ ღვაწლზე მოძღვრავდა ისევ.
ამაღლდა ზეცად, ამის შემდგომ „მჯდომარე არს მარჯვენით მამის“
და თორმეტივე მოწაფენი თვითმხილველნი გახადა ამის.
ამაღლებამდე კვლავ აკურთხა, მტკიცე სიტყვით მისწვდა გულამდე,
უკუნისამდე თქვენთან ვარო, „ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე“!
აღუწერელი ძალი ერგოთ მოციქულებს სულით წმიდისა,
დევნიდნენ, მაინც ქადაგებდნენ ყოველ კუთხით, კიდით კიდისა.
მათ ჰყარეს წილი, მოსაქცევად ვის რომელი მხარე რგებოდა,
ნელ–ნელა რწმენა მატულობდა, კერპთა მსხვრევის ჟამი დგებოდა.
დედას ღვთისმშობელს ერგო წილად მოსაქცევად მხარე იბერის,
ჰოი, ქართველნო, ჰოი ამ მადლს და სიხარულს ნეტა იმ ერის!
12.
ერგო ქვეყანას განუზომელ სიხარულად ეს მოწყალება,
თავად ისესოს დამრწეველი წმინდა კალთის გადმოფარება.
და როცა მცხეთას დააპირა წაბრძანება მშობელმან ღვთისა,
გამოეცხადა მას უფალი და ისმინა სიტყვები ძისა.
ჰოი, დედაო ერი იგი „საზეპურო“, შენ წილხვდომილი,
ნურამც იქმნების ნურასოდეს გმობილი და უარყოფილი,
არამედ მადლი მოაფინე, მეოხება სჭირდება რათა
და შენს წილ ხატი მიავლინე დასახსნელად უკუნის ჟამთა.
„უფროის ყოველ ნათესავთა, მეოხებით შენითა მათთვის“
იქნება მხარე მოსასვლელად, მიწა იგი, ადგილი აღთქმის.
და გახდა დედა, შვილის კვართის შემნახველი, მიწის მფარველი,
რომ უსჯულოებს ვერ წაერთვათ ერთი გოჯი, ერთი მტკაველი.
ფიცარსა ზედა გარდასახა თვისი სახე, უთხრა ანდრიას,
წარიღე ესე ჩემი ხატი , მიავლინე მხარეს მადლიანს.
პირველწოდებულ ანდრიას ხვდა მოქცევაი წილად ქართლისა,
წარმართობის ჟამს ვინაც შესძლო აქ შეტანა რწმენის ნათლისა.
მოციქულთგან შემდგომ ამის კიდევ ხუთი აკურთხა ღმერთმა,
რომ მოექციათ იბერია, ქადაგებით ღვთის სიტყვა ეთქვათ.
ლაზარეს ენით, ქრისტეს კვართით და ელიას წმიდა ხალენით,
მოაქციეთო საქართველო, მომხვდურთაგან დაიფარენით.
ჰოი, უფალო, გზაი ესე წამებითა განვლილ-ნანახი,
რად მიიტანე ამ მიწაზე, აქ რად დაჰფალ და რად დამარხე?!
შენად მეორედ მოსასვლელად რად არჩიე ქართველთა მხარე
და ამ წყალობით რად მონათლე ერი იგი, რატომ ახარე?!
13.
ან ესე ჯვარი რად მიეცი საქართველოს, მწარე და ტკბილი,
თუ ამ ერშია კაცთა მოდგმის დასაწყისი, ყლორტი და ძირი.
იქნებდა, ტყუილად უწოდებენ საქართველოს პატარა კუთხეს,
თუ კაცთა მოდგმა ქრისტიანთა, ამ ერიდან შვეს და აკურთხეს...
უპირველესად მამა ღმერთმა თუ მოჰხედა ქართლის ალაგებს,
ახლა რომ დედა მარიამი მფარველობს და მადლით განაგებს,
იერუსალემად რად იხსენებ მცხეთის მიწას, ნეტავი რადა,
ნუთუ, აქ უნდა გადაეხსნას საიდუმლოს დახშული ფარდა,
რაშია იგი გასაღები, მომხვდურს მუდამ რომ აზანზარებს,
რად აღადგენდი ამ ერს, ბევრჯერ დაცემულებს, როგორც ლაზარეს.
ჰოი, იესო, მამა ღმერთმა შენში ჩადო ღამე ნათელი,
იქნებ, უფალო, თავად შენ ხარ დედით ანდა გენით ქართველი...
მუდამ სხვაგვარი რატომ სდევდა ამ მიწა–წყალს რწმენა და შიში,
განკაცებული ღმერთი, იქნებ, ქართველების ფესვიდან იშვი...
გზა გოლგოთისა ნაწამები სულ გვაგონებს ქრისტეს იარებს,
დედაო, შენი მოწყალება ქართველებში რატომ ტრიალებს?!
ასი ათასი ზვარაკივით შეწირულა ქვეყნად არავინ,
იბერიაში რად გაუგე ამდენ წმინდანს სულის კარავი?!
დედისა ხატო ივერისა, წმინდა მთიდან ჩამოსასვლელო,
დაუხვდი კართან წმინდა ბერო, გაბრიელო, კაცო ქართველო!
იქნებ და მამა გაბრიელიც ის სულია, დიდი და ძველი,
გამოგაბრძანა ვინაც ზღვიდან... ან ხარება იტვირთა შენი...
უხრწნელ წმინდანთა დასი გალობს, ნამდვილების სიტყვის ჯერია,
ის მიწა სულის სამჭედლოა, დააბიჯებს სადაც ელია!..
14
აქ, ცოდვით სავსე მოკვდავებში, წმიდანები ლოცვით დადიან,
რადგან ბოროტიც აქ ბოროტობს, რწმენისათვის რას არ სჩადიან.
მოციქულთაგან რამდენიმეს აქ ერგუნა სამარხი წმინდა,
ჰოი, უფალო, აქ რამდენჯერ ციდან ცრემლი და სისხლი წვიმდა!..
შენ გიცდის ერი განძარცვული, უსაწმისო, თითქმის გახრწნილი,
ომობს და მღერის, კვდება _გალობს და არწივობს მაინც არწივი!
ალბათ, რამდენჯერ აღგვილები იქნებოდნენ მიწისაგან სულაც პირისა,
აქ დედას შვილებს უკლავენ და, დედა მაინც მტერზე სტირისა...
ქართველის გულში თუ ქრისტეა, უკან რჩება განძი ყოველი,
მშვიდობისა და კაცთა შორის სათნოების რჩება მთხოვნელი.
აქ სალოსობენ, ლოცულობენ, აქ ანთია რწმენის ხანძარი,
აქაა შენი წმიდა კვართით ყელაწვდილი ძველი ტაძარი.
გიცდის „უდაბნოს ყვავილივით“, მხოლოდ შენი ესმის ძახილი,
შენდა მეორედ მოსასვლელად, უღმერთოთა სულის მახვილი!..
ჰოი, უფალო, რა ტკბილი ხარ, რა ახლო და რარიგ შორი ხარ,
ბევრჯერ შეგბედე რომ მეკითხა, სულ ქართველი რატომ მგონიხარ?!...
ნეტავი ეს გზა ეკლიანი, რაც გალიე ჯვარცმით ვნებისა,
გამზრდელი დედის მხარეს არგე, საიდუმლო უკვდავებისა.
საქართველოში მოგელიან, ცას ჰფარავენ მტრედთა ხუნდები,
შემინდე ცოდვილს, თუ კი გკითხავ სამშობლოში როდის ბრუნდები?!
ანგელოზებიც იქ არიან, სადაც ქართლის ცხელი გულია,
დიდება შენდა, ქვეყნის მხსენლო, ღმრთისა ძეო, ალილიუია!
დიდება შენდა, მამისაგან მოვლენილო კეთილო მწყემსო,
დიდება შენდა, ცოდვილ კაცთა გამომხსენლო, ტკბილ
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
  • გვერდი 46 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 44
  • 45
  • 46
ძებნა:

მოგესალმები Гость