ნანა მეფარიშვილი - Page 8 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 20:56 | Сообщение # 71
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს მე ვარ ღმერთო, ის პირველი ცოდვილთა შორის.
ლაფშიგასვრილი და უმწეო, განდეგილს ვგავარ,
შენ კი მაღალო, ის პირველი ნათელი ყოვლის,
ვის წინაც ახლა შერცხვენილი მუხლებზე ვდგავარ
. სად არ ვიარე, სიამისთვის რა არ ვარჩიე,
დაბრმავებული ვერ ვხედავდი ყველაზე ნათელს.
შავიდა თეთრი ერთმანეთში ვერ გავარჩიე,
ვერ შევიგრძენი, რა სურნელი ჰქონია სანთელს.
მოვედი ღმერთო, მოვიტანე დაღლილი მხრებით,
სული,რომელიც სიმძიმისგან სინდისზე მაწევს.
ამაოდგანვვლე საოცარი ცხოვრების გზები,
ჩემივსისუსტე უსარგებლო ტოტივით მარწევს.
მე ვარ უფალო, ის უგნური, მდაბალი ქალი,
შენ უწყო ახლა, როგორ მტკივა ცოდვა ყოველი.
მე ვარ ის მრუში, გამკითხავი, სიყრალით მთვრალი,
ვგავარშენსწინ და ყველაფრისთვის განსჯას
მოველი. მე ვუღალატე, მე მოვკალი, ვიამპარტავნე,
დავწამე ცილი, მშობელს ჩემსას არ ვეც პატივი.
ათივემცნებაჩადენილი ცოდვით ვატარე,
საცხოვნებელად ავირჩიე გზები მარტივი.
ეს მე ვარ ღმერთო გამომჭედი ოცდაათ ვერცხლის,
მწარესინანულს ვერ ვუპოვე საზღვარი ახლა,
ეს მე ვარ მართალს სახეში რომ ტალახსაც ვესვრი,
სასაცილოდ რომ არ ვიკმარე მოყვასის მარხვა.
ხატთან არ მყოფი, რას გიცნობდი გლახის ძაძებში,
გამოწვდილ ხელში საკადრისი არ ჩავდე სითბო.
გადავუდექი გათოშილ მგზავრს ურცხვად კარებში
და ასე ურცხვად ახლა შენგან შენდობას ვითხოვ.
ეს მე უფალო, მე ჩავეცი ზურგში მახვილი,
ქართველს, ჩემიანს, მე ვაწვნიე ღალატი ღმერთო!
ის ბოროტებაც მე ჩავთესე მადლიან ხნულში,
ახლაკი ვდგავარ და შენდობის წყალობას შეგთხოვ.
შემოეძარცვა ცოდვილ სხეულს უმსგავსო ვნება,
დედიშობილა სულით ვდგავარ ახლა დაღლილი,
შემინდო იქნებ, გასავლელი ცოტაღა მრჩება,
ყველაზე მეტად შენს წინაშე დღეს ვარ ნამდვილი.
ეს მე ვარ ღმერთო, ის პირველი ცოდვის ჩამდენი,
უსიკეთობით განძარცვული ჭიანი ხე ვარ,
ადამისმოდგმას მე მივეცი ცოდვა რამდენი,
ცდუნების ცოდვით შეპყრობილი ის ევაც მე ვარ.
შემახე ღმერთო, განსაწმენდად შემახე ხელი,
სანამცოდვილსულსდაუდგება განყოფა ხორცთან,
და როგორც მუდამ, ახლაც ღმერთო შენ თუ მიშველი,
ვიდრეგარდავალ, წამიკითხე შენდობის ლოცვა.
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 20:56 | Сообщение # 72
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენი ტკივილით
ატირებულ გულზე დამდიხარ,
იესოსავით,
წმიდადედისშვილადნაშობო,
ახლაჯვარცმული
მოწამებრივ სავალს გადიხარ,
აღდგომა, როდის გეღირსება
ჩემოსამშობლო?!
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 20:57 | Сообщение # 73
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა გლოვაა და კვირა ვნების დღეს
ვსტირი უფალს, ჯვარცმულ მესიას,
დღესსხვანაირად ვსტირი და მოვთქვამ,
ჩემთვის რამდენი დაუკვნესია,
არ ძალმიძს დარდი სიტყვებით რომ ვთქვა.
დღეს სულს ვაფარებ ცრემლსა და ძაძას,
შორითექოაჯალათთა ხმების,
უნდაწავიდევეახლოტაძარს,
ახლაგლოვაა,კვირაავნების.
გარდამოხსნამდე წუთია ერთი,
უნდამოვასწრო ვიპოვო თავი,
ვიდრეკრეტსაბმებს ჩახევდეს ღმერთი,
და ვიდრე ზეცაც გახდება შავი.
დღეს ვსტირი, ცოდვამ დამაგვიანა
დღესის ნამსჭვალი სხვაგავარდ მტკივა,
სხეულზე მეწვის ყველა იარა,
სინდისზე მქენჯნის ვნებულის კვირა
სულ ერთი წუთი და ვასწრებთ რამდენს,
ფხიზლდები, როცა ვერაფერს შესცვლი,
ათასუზნეოსაქმეთა ჩამდენს,
მაინცგჭრისმზერასბინძური ვერცხლი.
დღეს სულს ვაფარებ ცრემლსა და ძაძას,
შორითექოაჯალათთა ხმების,
უნდამოვასწრო ვეახლო ტაძარს,
სულშიგლოვამაქვს,კვირაავნების.
 
nukriaДата: ოთხ, 21.05.2014, 22:16 | Сообщение # 74
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცელქობს აპრილი
და ალუბლებს ხელებს უკოცნის,
მზის სხივში მოსჩანს სიფრიფანა,
ლანდი ტოტების,
ყვავილობისას
ჟამი უდგათ ცისკარზე ლოცვის,
და ფურცელ–ფურცელ
ეფინება ჰანგი ნოტების. თავად მნათობიც
ალუბლების სურნელით ლოთობს,
და მღვრიე მზერით
სილამაზის ცქერით გართულა,
როცა მიდამოს ყვავილების
ფანტელად მოთობს,
იფიქრებ,
მიწამ აანთოო ყველა ნათურა. ესალბუნება გაზაფხული
ბურთა კუნწულებს
ყვავილებისა,
და ალუბლებს ქალწულის დარებს,
ირგვლივ ყველაფერს
უჩვეულო ფერებს უწუნებს,
თვით ალუბალთა ყვავილების
სურნელს ადარებს. ხეთა მწკრივებში დგას ნამდვილი
დღესასწაული,
იპრანჭებიან ხეები
და ირგებენ ფატებს,
ცოდვილ მიწაზე მოვლენილა
თვით სასწაული,
და მთელს სამყაროს
უჩვეულო მშვენებას მატებს ეს სილამაზე გიქრობს ტკივილს,
დღეებს უწინდელს,
ყვავილთა თოვამ
ყველა დარდი უნდა გათელოს,
შევადარებდი ამ სასწაულს,
თვალებს უწმინდეს,
თვით ალუბლების ხეივანიდან
მოსულ ანგელოზს. /ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 22.05.2014, 11:25 | Сообщение # 75
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოლღა ბებიას ლოცვა ნელა იარე, არ დაგიცდეს მიწაზე ფეხი,
ჭირდები ნენა საქართველოს, მიხედო უნდა,
შენს დამაწყევარს დაადგება რისხვა და მეხი,
მიეცი ღატაკს, არ მოთხოვო იცოდე ხურდა. სამშობლო რომ გაქვს ეს იცოდე, ვალია დიდი,
შვილო, სიკეთით გაინათე გზა და სავალი,
სადაც ქვეყანას დასჭირდები უშიშრად მიდი,
რადგან ამაზე დიდი ვალი ქვეყნად არ არი. მოგიკვდი შვილო, ობლობაში გაზრდილო ბიჭო,
ეს კვერიც ნენა გამოცხვება, იქნება როცა,
ჩემო დარდო და გულში ეკლად გაყრილო ხიჭვო,
დედა მარიამს გავედრებ და დღედაღამ გლოცავ. არ უღალატო ზურიკელა ჯილაგს და მოდგმას,
ბაბუშენმა პატიოსან კაცად იარა,
შენი სიცოცხლე მიხალისებს ღარიბულ ოდას,
შენმა ობლობამ ჩემს გულმკერდზე გადაიარა. არ გაუბრაზდე ბებიაშენს იცოდე შვილო,
ვერ ვქენი მეტი, დაგყვებოდი თოვლსა და ქარში.
ჩემო ტკივილო, ჩემო ღამით გამქრალო ძილო,
მე რომ გწყევლიდი, ძუძუები გლოცავდნენ მაშინ. ნელა იარე, ნელა ნენა, არსად წაიქცე,
არ შეგაშინოს მტერისა და ავის სიმრავლემ,
ბებია, ომის ქარცეცხლიად არ გამოიქცე,
დაგაარჩინე საქართველო და გაგვიმრავლე. მოფინე სოფელს და ქვეყანას შენი ბაღნები,
აპა რა ნენა, შენ საჯიშე კაცად გაგზარდე,
წუთისოფლიდან მე რაის ვარ შვილო წამღები,
ხანდისხან საფლავს მოაკითხე, გთხოვ არ დამზარდე. ობლად გამოზრდილს შენ გაბარებ დედაო ღვთისა,
აბა უშენოდ დედამიწას არც უბრუნია,
მოაყრევინე მამა –პაპის ასაკის ხნისა,
მისი ნაგრამით გაამრავლე მთელი დუნია. /ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 22.05.2014, 11:26 | Сообщение # 76
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფერადი ფანქრები ცხოვრებას რამდენი ფერი აქვს არ ვიცი,
ვიფიქრე, ვიდრემდის ლანდივით გავქრებით,
ხან ჭრელა –ჭრულა და ხან, შავი ჩავიცვი,
ყველაფერს ვხატავდი ფერადი ფანქრებით. რამდენი ზღაპარი მოვხატე მზის სხივით,
ოცნებას ვკითხავდი ახდები როდისო,
ქუჩაში გამვლელი კვდებოდა სიცილით,
შეხედეთ, შეხედეთ ფუფალა მოდისო... იწილო–ბიწილოს თამაშით გავერთე,
დავხუჭე თვალი და მზე სადღაც ჩავიდა,
ის, ვისაც მინდოდა გრძნობებით გავეთბე,
მორჩაო თამაში_ მითხრა და წავიდა. ვხატავდი სამყაროს იოლს და დარიანს,
ვარსკვლავებს ფერები ვერაფრით ვაკმარე,
ვეძებდი გულმრთალს, კეფაზე ხალიანს,
მოვძერწე, საჩემო ფერებით ვატარე. ფუნჯებმა არია სამყარო ფერებში,
და ვიდრე გზებიდან ლანდივით გავქრები,
დღეს ისევ ბავშვივით დათხუპნულ ხელებში,
მიჭირავს, ოცნების ფერადი ფანქრები.
 
nukriaДата: ხუთ, 22.05.2014, 11:28 | Сообщение # 77
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გულში ჩამიკარი,
მინდა ისევ გიგრძნო ჩემო,
კვლავაც გამახსენე,
მწიფე ალუბლების გემო,
როგორც ბავშვს უხდება,
ისე მომეფერე ახლა,
იქნებ დამავიწყდეს,იქნებ,
გამიფრინდეს დაღლა.
ცრემლოი შემიმშრალე,
მკერდზე დადენილი ცრემლი.
ნატვრა ამისრულე,
სული გისაკუთრე ჩემი,
თუ ეს გეცოტავა,
მაინც კმაყოფილი არ ხარ,
არ მანატრებინო,
ახლა შენთან მინდა,სად ხარ!!!
შიში ფერს შეუცვლის,
ახლად აყვავებულ კესანს,
მერე დამალული,
გრძნობის სადღეგრძელოს შესვამ,
ერთხელ,კიდევ ერთხელ,
თბილი სუნთქვა მასვი პეშვით,
შენი ბაგეების,
სითბო ჩამიტოვე თმებში.
 
nukriaДата: ხუთ, 22.05.2014, 11:30 | Сообщение # 78
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემომენთე სანატრელო,
გულის სიმზე მოქარგულო,
სთქვი, რა ლექსი დაგიწერო,
ჩემი ყოფის სიხარულო. დარდიანი დავალ ასე,
ვიტყვი რაღა მიხაროდეს,
შენ ერთი ხარ სულს რომ ავსებ,
არც მოვდუნდე არასოდეს. ვინ ჩაგისვა ოქროს გული,
ვენაცვალე მე შენს მხატვარს,
შენს სიცოცხლეს ისე ვუვლი,
ჩემს გულში რომ სითბოდ ატანს. ჩემო დარდო, ჩემო შვებავ,
ჩემო მადლო და ღიმილო,
აისების მონათებავ,
თანდაყოლილო ტკივილო. წამიც რაა, არად ღირდეს,
უშენობით გარდასული,
მინდა შენი ჭირი მჭირდეს,
შენით მედგას პირში სული. შენ მითხარი ჩემო ყველავ,
საჩუქარო თავად ღმერთის,
ჩემო ლექსო, მუზის ძგერავ,
ვიღიმილებ მხოლოდ შენთვის. გათენებაც შენთვის მინდა,
მსურს შენს გულზე გული მედოს,
და თუ ვინმეს გაუკვირდა,
ჩემს თვალებში ჩაიხედოს. ჩემო ხატო, როგორ გაქო,
ჯერ ვერთქმულო ლექსის ფერო,
ჩემო სულის ფორიაქო,
გემრიელო საქართველო.
 
nukriaДата: ხუთ, 22.05.2014, 11:32 | Сообщение # 79
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემთვის და ჩემად წარსულიდან მომყვები ფიქრო,
შენთან მოსვლამდე ცარიელი დამქონდა მკერდი,
ისევ მითხარი, გამაგონე არ მესმის ვითომ,
შენ მიყვარხარო, ამ ერთხელაც, არ მინდა მეტი. შეგადგი გულზე ოცნებების ფერადი კიბე,
მოგწვდი, ღიმილით შეგიხსენი გრძნობების კარი,
ნუ დაიღლები, კვლავ მითხარი, მითხარი კიდევ,
რომ მოგაწვდინო სიხარულიც ცერებზე მდგარი. დრომ გადაზომა მოთმინება, დაე აქ გასწყდეს,
ვარიდებ თვალებს ყველა მზერას ბოღმა ალესილს,
კვლავ გამაგონე სიყვარულო, გულს რომ არ დასწყდეს,
გამიმეორე მიყვარხარო, ვითომ არ მესმის.
 
nukriaДата: ხუთ, 22.05.2014, 11:34 | Сообщение # 80
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიცოცხლევ შამიცოტავდი,
ვხედავ მოგღლია მუხლიო,
წუხელის ისევ ბორგავდი,
გულზე მამედო მწუხრიო,
მაინც რარიგად ტკბილი ხარ,
არ დამიღონდე ყველაო,
გულზე ასხმული მძივი ხარ,
ჯერ არ შამწყდები მჯერაო..
შიშმა შეგიპყრო ნამდვილად,
იმად მაუკელ ძგერასა,
ნუ დანებდები ადვილად
უიღბლო ბედის–წერასა,
იცოდე ერთი მაგდენი
კიდევ გიპყრია ხელასა.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость