ნანა მეფარიშვილი - Page 9 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: ხუთ, 22.05.2014, 11:59 | Сообщение # 81
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ო, მყინვარწვერო,რად შეაჩერე ...
"ქვეყნის ყაყანი და ქარიშხალი"
კვლავ მყუდრო ხარ და მიუკარები...
კვლავ დიდებული, ცივი, მაღალი...
"ილიას თერგო", შენს მღვიე გულში,
შენ ჩაიმარხე ჩვენი დარდები...
დაუმონავო, ხომ მიიბარე....
აღარ აღირსე შვილებს ვარდები....
კლვავ გამახსენე მე აფხაზეთი,
ვინც მიიბარა გვამი ამდენი..
და შენს ღრიალში, გთხოვ დაუნამე,
ცრემლით დაალბე მათი საფლავი.
 
nukriaДата: შაბ, 24.05.2014, 10:05 | Сообщение # 82
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხელებს ნუ შემახებ,
სულზე გამეხსნება ძველი იარები,
იყო შეცდომა და
ახლა გამართლება არის სასაცილო,
ზოგჯერ იღბალია,
ისე გასაოცრად დანაგვიანები,
ოხ, ეს ფატალიზმი ღმერთო,
როგორ მინდა აზრებს ავაცილო.
შენს გზებს გაუყევი,
რადგან სულერთია, ჩემში აღარ დარჩი,
ისე დავიღალე,
თითქოს ოცნებებიც გახდა ნეგატივი,
თუ კვლავ გავუძელი,
თუკი გააისდა, თუკი კვლავ გადავრჩი,
მერე ვისაუბროთ,
თორემ დარდისაგან უკვე ვეღარც ვტირი.
ხელი არ შემახო,
თორემ აკივლდება ჩემში გარდასული,
სულს რომ ვუსაშველო,
დილით მზის სხივების აჩრდილებთან ვწვები,
დავალ ვარაუდით,
როგორც უიმედო ვინმე მარტოსული,
ალბათ საბოლოო მარტოობისათვის,
ასე ვიხვეწები.
 
nukriaДата: შაბ, 24.05.2014, 10:16 | Сообщение # 83
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე რომ მიყვარდით, თქვენ ის არ ხართ?
შეცვლილხართ როგორ...
ასე ადრიან, ჩემს სარკმელთან
მოსულხართ რაზედ...
თუ თქვენ მას ეძებთ, აქ რომ ერთხელ
დატოვეთ გოგო,
დღეს გვიანია, მისი პოვნა
გვიანი ძალზედ...
თქვენი თვალები, აღარ მოსჩანს
ისეთი მწველი,
არადა, გახსოვთ,
რა ლამაზი გებნიათ ფრთები,
დრომ თავის ხსოვნას მიაბარა,
ყოველი ძველი,
რატომ მოხვედით ამ სარკმელთან,
ვერაფრით ვხვდები.
წადით გეთაყვა, წასვლა ახლაც
თქვენ გერგოთ წილათ,
თურმე ხანდახან სინანულიც
არის გვიანი,
გარდაიცვალა ის გოგონა
დიდი ხნის წინათ,
თუმცა ღვთის მადლით,
მასში ცოცხლობს ადამიანი.
 
nukriaДата: შაბ, 24.05.2014, 10:21 | Сообщение # 84
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩამოაყოლე ხელი ჩემი სულის
კლავიშებს,
რომ დავრთო ნება სიყვარულმა
ჩემშიც იგიჟოს,
გამთენიამდე ვნების ცეცხლი
თავს თუ აიშვებს,
დაგმორჩილდება, როგორც ჩემი
გრძნობის დირიჟორს. ლამპიონების შუქი ადგას
აშლილ სარეცელს,
ვიდრე თამამი გამოხედვით
სულ შემზარავდე,
შავ კლავიშებზე გულწასული
ვიდრე დაეცეს,
თეთრი თითები...
ააკვნესე სულზე მანამდე. სიჩუმის ჰანგი შეაფხიზლებს
ტირიფის ტოტებს,
შენ გაიოცებ,
თუ იქნები ნეტავ გულწრფელი?
სანამ დაწერ და ააკვნესებ
ცრემლიან ნოტებს,
მოდი და სულის კლავიშებზე
შემახე ხელი.
 
nukriaДата: შაბ, 24.05.2014, 10:23 | Сообщение # 85
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთი სიყვარული,
ალალ და მართალი,
იყო სანატრელი...
სიტყვა მიყვარხარო,
გულიდან ნათქვამი
და სხვა არაფერი...
ერთი გაოცება,
ერთი ახდენილი
ნატვრა ერთად–ერთი!
გრძნობა საოცრება,
მისით ანთებული
ყველა უკუნეთი.
მთვარე, როგორც გიდი,
ჩვენი აჩრდილების,
გვერდით მომავალი,
ნდობა დიდზე –დიდი,
თავად სიყვარული,
წრფელი, ონავარი.
ერთი გაზაფხულით
იყო სანატრელი
სულის დადინჯება,
მეტი არაფერი,
წრფელი სიყვარულით
თავის გაგიჯება.
 
nukriaДата: შაბ, 24.05.2014, 10:24 | Сообщение # 86
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზედაზნის სიომ ამიშალა,
შენი ნაფერები თმები.
გრძნობამ სამყაროში გამიშალა,
შენი ნაჩუქარი ფრთები.
წლებმა ვერაფრით ვერ გაანელა,
ჩემო, სიყვარული შენი.
თითქოს გულის ფიცარს დააწერა,
ვერც მზემ გაუხუნა ფერი.
ახლაც ამ სიყვარულს ვეფერები,
ვერა, ვერ ვიგრძენი დაღლა.
ისევ მიყვარხარ და მენატრები,
მაინც შენთან მინდა ახლა.
 
nukriaДата: შაბ, 24.05.2014, 10:29 | Сообщение # 87
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ გაბედო,
დაქალდიო აღარ მითხრა აწი,
გულს ოცნებაც არ შესცვლია,
პატარა ვარ ახლაც,
გინდა ისევ ძვებურად
გამიწითლდეს ღაწვი?
თუ არ გჯერა
მიყვარხარ–თქო
მითხარი და ნახავ!
 
nukriaДата: ხუთ, 29.05.2014, 19:42 | Сообщение # 88
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა დროს ცრემლებია აჟღურტულებულან გარეთ ჩიტუნები,
იებს მოურთია თარო,
შენ რა ცრემლიანი სახით იყურები,
გარეთ აპრილია ქალო! კვირტებს დაჰბერვია მკერდი ვნებიანი,
მალე შეაწყდება ღილი,
გარეთ აპრილია, ნაირ–ხმებიანი,
შენ კი დამდგარხარ და სტირი. გარეთ ნარცისების სიცილ– კეკლუცია,
ხომ გსურს გვირილები თვალო,
აპრილს შენი სახე ცრემლით ვერ უცვნია,
გადი, გაუღიმე ქალო!
 
nukriaДата: პარ, 30.05.2014, 00:34 | Сообщение # 89
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამ ქვეყნად მოსვლით დამედო ვალი,
ალბათ სიტყვებით ვერ დავცლი სათქმელს,
ხან, ამ სოფელზე ვიყავი მწყრალი,
თუმც იგი მაინც ვერასდროს დავთმე. ვკრეფდი ჩემს გზაზე მომოყრილ ბარდებს,
და ხელებიდან ვიცლიდი ხიწვებს,
ველოდი კართან იებს და ვარდებს
(ეს ნატვრა, ახლაც გულმკერდზე მიწევს.) მიყვარდა ის, ვინც მაგდებდა არად,
არ დავაფასე ვუყვარდი ვისაც...
ვფიქრობდი ბრიყვი, რომ ლამაზ ქალად,
გავჩნდი და ჩემსავ ვიპოვი ღირსააც. თუ სილამაზეს სასჯელად იხდი,
კაცის არს ცოდვა, იმად არ მთბობდა,
დაჭკნა თვალები, გვიანღა მივხვდი,
და გამახსენდა რომ სულიც მქონდა. მქონდა, ხელებიც ისეთი თბილი,
მაინც სიცივემ დამცვარა თითქოს,
და მაცემინა კბილებზე კბილი,
რადგანაც გული ითხოვდა სითბოს. სინათლედ მხოლოდ მზეს თუ ვიხმობდი,
სხვა რამ საკვები არც არა მქონდა,
როს დარწმუნებით ხვალეზე ვბჭობდი,
მიცქერდა ღმერთი და იცინოდა. ღმერთო რა ძნელი ყოფილა მოსვლა,
რა არ ვნახე და რა არ გადამხდა,
და თუ წასვალმდე არც ისე შორს ვარ,
შემაძლებინე ვალის გადახდა.
 
nukriaДата: პარ, 30.05.2014, 00:35 | Сообщение # 90
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთი, სულ უბრალო მხევალი ვარ,
გულს არ მივაკარე ავი შური,
აბა, მე რა ლექსის მწერალი ვარ,
მთა მიყვარს, მასზე ვარ დანიშნული. იღბალს არასოდეს დავწევივარ,
ცრემლებს მთის ქედებზე ვანამებდი,
მე აბა რა ლექსის დამწერი ვარ,
ვინ სთქვა, რომ ვიცოდე ვანანებდი. ერთი ტკივილიც ვერ განვიკურნე,
წაველ, მთებს მივანდე ჩემი ბედი.
გრძნობის შიმშილი ვერ დავიპურე,
აბა, ლექსებს როგორ დაგიწერდი. უფლის სულ უბრალო მხევალი ვარ,
მიყვარს ჭრელი კაბით შარი –შური
აბა ,მე რა ლექსის მწერალი ვარ,
ვხარობ, მთაზე რომ ვარ დანიშნული.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость