საშა გველესიანი - Page 10 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 10 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » საშა გველესიანი
საშა გველესიანი
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:40 | Сообщение # 91
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ორი სარკე
ასე, პირისპირ,
როდესაც ვდგავართ,
ზოგჯერ ღიმილით,
ზოგჯერ ეკლებით,
უცნაურია...
ვგავართ სარკეებს
და ერთმანეთში
ავირეკლებით.
მე, შენში ვხედავ
უსაზღვრო ლოდინს,
შენ, ჩემში ეძებ,
შენს ფიქრს და საზღვარს,
უკიდეგანო
სიჩუმე მოდის...
იწყებს ფაქიზი
ცრემლების დაღვრას.
მოქარგე ჩემთან
ფიქრის გვირისტი,
რომ შენში ღიმილს
ფერები მივცე,
როდესაც ვდგავართ,
ასე, პირისპირ,
ვართ ორი სარკის
უსაზღვრო სივრცე.

საშა გველესიან
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:41 | Сообщение # 92
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ათას სურვილად,
სხვა გზების მოვლის,
დგანან დღეები
წერტილის რიგში,
ვერ ამოვხსენი,
სითეთრე თოვლის,
და მეც დავმარცხდი
დროსთან „ბლიცკრიგში“.
ახლა ლოდინი,
არის წყლის ნაყვა,
სულს გააშიშვლებს
ცრემლების ზვირთი,
შორს გადაკარგულ
ქარავანს წაჰყვა,
ტკივილით სავსე
სიტყვების ტვირთი.
ხვალინდელი დღე,
წუთებს არ მითმობს,
უდაბნოს ქარი
წაშლის სახელებს,
ცეცხლზე დადებულ
წიგნებზე ითბობს
დრო, მკვდრების ზიდვით
გაყინულ ხელებს.
ფიქრი გამირბის
თითქოს ხელიდან,
სადღაც შორს უკრავს
ღამის სონეტებს,
დააქვს, უსაზღვრო
სევდას, ცელი და
შეუბრალებლად
ხოცავს პოეტებს.

საშა გველესიანი
Нравится ·
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:41 | Сообщение # 93
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მომიტევე

ჩემი ოცნებები, შენში უნდა ვხატო,
წლებიც გადიან და თმები მევერცხლება,
მე მზეს დაგიტოვებ ნათელს, უღალატოს,
მთვარეს, რომ დააბეს ტოტზე ნეკერჩხლებმა.
ჯაჭვს ნუ გამიწყვიტავ, ჯიში დააძველე,
ლეკვებს მოუარე, მგლური გახელებით,
და შინ, დედაბოძზე წერა გააგრძელე,
ჯარად აჩუქურთმე, შვილთა სახელები.
გულზე დაიწერე ჩემი სათხოვარი,
კარი არ დაკეტო, მადლი შეიყვარე
სახით, მათხოვარის, მოვა მაცხოვარი,
რწმენით მიიღე და სახლში შეიყვანე.
ენას გისახსოვრებ, სიტყვის სინატიფეს,
ბეთლემს, გადამალულს, გიმხელს მყინვარწვერი,
ფიქრთა სირთულე და გრძნობის სიმარტივე
ვეფხის ტყავზე არის, ღვთისგან მინაწერი.
მჯობნის მჯობს აჯობა, თავმდაბლობის ნიჭმა,
ქვაზე ღონიერი, მაინც ბალახია,
ნიშნად, ჯაჭვის პერანგს ვტოვებ, ერთმა ბიჭმა,
ხელი რომ გაჰკრა და შუა გადახია.
მრუდედ ვინც დაიწყო, დარჩნენ მრუდეები,
შენ კი ნუ აყვები, შვილო, ბავშვურ ვნებას,
სახლზე არ მოშალო მერცხლის ბუდეები,
ლოდინს გასწავლიან და შინ დაბრუნებას,
მწარე ცრემლის ფასი, ისევ შენ იცოდე,
სხვები, შურისგებას, ღამეს გაუთევენ,
როცა დაეცემა, მტერიც შეიცოდე
და თუ შეინანებს, მშვიდად განუტევე.
სისხლი არ იტვირთო, სულს ნუ დაიმძიმებ,
მკვლელზე ბედნიერი, ვიცი მოკლულია,
ცოდვით დაზაფრული ვეღარ დაიძინებ,
იმ გზას დაადგები, კაენს რომ უვლია.
...
ტვირთი დაგიმძიმე, ტანჯვა დაგიბედე,
რა ვქნა, რაც მებადა, შენთან იმას ვტოვებ.
და გთხოვ, მომიტევე თუ კი გაგიმეტე,
თან რომ დაგიტოვე, ჩემი სიმარტოვე.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:42 | Сообщение # 94
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიცოცხლეს გთხოვდი
დასაბამიდან,
რა ვქნა არა მაქვს
არყოფნის ნიჭი,
სულ ერთი წვეთი და
სხვა არ მინდა,
თუ მომიტევებ
ღიმილი მიჭირს.
ვეძებ სიყვარულს,
თუმცა სად იყო...
ან გული გზაზე
სად დამივარდა
ჩამოიარა, ხარკი წაიღო
დრომ გამაცილა
ვინც კი მიყვარდა.
ხანდახან მგონი
ღიმილს ვივიწყებ
და ღამეული ჩუმი
ლოცვებით,
ფათალოსავით
მზისკენ მივიწევ
ბნელთან მითვლილი
სულის ოცნებით.
დრო შემპირდა და
სიტყვას ასრულებს
და ჩემი სულიც
სიჩუმის დროშით
უკვე შეუყვა ზეცის
სართულებს...
ვცხოვრობ დაღლილი
კაცების დროში.
მაჩუქე სახე ღიმილს
რომ მივხვდე,
რამე მითხარი
სანამ მოვცვდები,
იცი სიხარულს
როგორ მოვიხდენ...
მე გავიღიმებ
და გაოცდები.

საშა გველესიან
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:42 | Сообщение # 95
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაღაც უცნაურად,
ისე მიხარია,
თითქოს, არასოდეს
ცუდი არ მომხდარა,
შენი აივანი,
ახლა ის მხარეა,
სადაც საგულედან,
გული ამომხტარა.
ჩუმად დავბუზღუნებ,
ჩვევას ვერ ველევი,
ღიმილს ვეურჩები,
ჩუმად მეღიმება,
თოვლის ქვეშ გვიცდიან
ჩვენი ენძელები
ღვინო არ მესმება
__ მაინც მეღვინება.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 07.03.2015, 08:03 | Сообщение # 96
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუ წახვალ

მიდიხარ,
ო, ისე მიდიხარ... ეცადნენ
გაეძლოთ ქალებს...
და ფანჯრები ჩარაზეს,
ატმის ხე, მკლავებს
რომ აიქნევს ზეცამდე
და კვირტებს ცეცხლივით
დააბნევს შარაზე.
მე, დღემდე, ყინულის
ხუნდებით ურვილი,
თოვლს ვგავდი,
ფეხებით ნათელს და ნაგინებს,
აუუჰ! - პირამდე
სავსე ვარ სურვილით
და ძველი ქვევრივით
შენზე ფიქრს ვაღვინებ.
ნუ წახვალ...
შენ მარტი გატყუებს,
თუმცაღა
მე ვიცი, სულ სხვაა მიზეზი,
მარტამდე...
სხვა ქარი მომხედავს,
სხვა ქარი, თუ წახვალ...
შენი ვარ მარცვალი,
შენ უნდა მფანტავდე.
დამირჩი აპრილის
ატმიან ნისლებად,
ჩემსავით ვინ იცის,
მიწა ხარ თუ ცა ხარ...
შეხედე, ღრუბელი
ცრემლებით ივსება,
ნუ წახვალ... ნუ წახვალ...
ნუ წახვალ... ნუ წახვალ...

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 07.03.2015, 08:08 | Сообщение # 97
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოგიყვებოდი, შეგაჩვევდი
აპრილის ბგერებს
და შენს თვალებში ჩემი თავი
მინდა შევიტყო...
მოგიყვებოდი რამდენ რამეს,
ოღონდაც მერე
დედას გაფიცებ,
არაფერი არ შემეკითხო!
მარტი მიზოგავს
აბდა-უბდა ამინდს შერჩევით,
როგორ მომწყინდა დღის და ღამის
ნოტიო ფლირტი,
მივდივარ...
ჰოდა, ამ ქალაქში
მხოლოდ შენ მრჩები..
და კიდევ მარტის
ორიოდე ნაცნობი კვირტი...
ჩაივლის გიჟი...
ტყუპისცალი ჩემი ქალაქის...
თვალით მიარღვევს შეჩვეული წვიმის საფარდეს...
შემამჩნევს...
მოვა...
ცუხცუხით და ჩუმი ლაქლაქით
ხურდას მთხოვს...
რაც მაქვს, სულ ჩავუყრი,
ჯანი გავარდეს.
ბრუნდები სახლში...
სადაც მაინც არა გაქვს სახლი...
აწყდები კედლებს...
დაეძებ და რას - არც კი იცი...
იპოვი სურათს - დამტვერილს და დროისგან დაღლილს,
მერე სიჩუმის მოსასმენად ჯდები და იცლი.
ქუჩის კუთხიდან ვეღარ მიცნეს აბეჩხარებმა
გავიღიმო თუ
სევდას კოჭი უნდა ვუგორო?
არ ვიცი რა ვქნა,
მგონი არსად არ მეჩქარება...
არ ვიცი...
ახლა დათვრებოდა კაცი უგონოდ...
მახსოვს ბზარებში რამდენ რამეს
ქარი ატევდა
და აპრილამდე მარტის წვიმით
სავსე ახო ვარ...
დღეს ისევ დამრჩა გულსაკიდი ჯვარი ხატებთან...
თავისი ცრემლი არ ჰყოფნიდა თითქოს მაცხოვარს.
მათხოვრის სახე
წამიერად ჰგავდა ჯოკონდას...
ცას შეჩვეული ოცნებებიც ხდება სამიწე...
მოგიყვებოდი
იცი, რამდენ რამეს,
ოღონდაც,
არ შემეკითხო არაფერი...
დედას გაფიცებ!

საშა გველესიანი
30.03.2014
 
nukriaДата: სამ, 10.03.2015, 16:30 | Сообщение # 98
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ასეა ჩემო ჰორაციო,
უჩვეულოა,
როგორ ვეჩვევით სინამდვილის
დეკორაციებს,
რა ადვილია - სული
- მაინც უსხეულოა,
უძვლოა ენაც...
და ესაა მე რომ მაცინებს...
სადღაა ჩემო მეგობარო
ყალბი თამაში,
თავად სიყალბე, რა უზადოდ,
რა ბუნებრივად
თამაშობს გროტესკს
და მოსწყდება ვირების ტაში...
ჩვენ ვართ ვირები, ჰორაციო...
და თუ ბევრი ვართ
სახელსაც ვიცვლით... არჩევანი
ეგზომ დიდია,
ბრიყვნი, პოეტებს დაირქმევენ,
მშიშრები - მხედრებს
ვინ რას გაიგებს, მზე, ცაზე
თუ ვინმეს ჰკიდია...
როგორ უმართლებთ ჰორაციო
ზოგჯერ სახედრებს...
ვაკეთებთ ბავშვებს
(ინტიმური დეტალებია)
რა დრამატულად გაბერილი
წევს ოფელია
მაღალ კორპუსში,
სადაც სოფელს ემალებიან...
რეკვიზიტებით,
უკაცრავად და სოფელია.
უკვდავი სცენა
- მათხოვარი ნაგვის ბუნკერთან,
ჭრელი ,,მენიუ”...
უღრმავდება ჩვეულ რაციონს...
ვირების დოღი...
(ძველი ღვინით, ცვრიან სუკებთან)
სხვა სურათია...
ეს, მე და შენ... ჩვენ - ჰორაციო...
დღეს, ყოჩივარდებს, პიტნასავით,
ცხვირში გვტენიან..
განწყობილება
- შარშანდელი, ფშუტე ნიორის...
და სადღაც, რაღაც, მგონი მართლა
გულსატკენია...
ო, რა მართალი
თავის ქალა ჰქონდა იორიკს.
ჩვენი დრო - ცელის მომლოდინე
ხოდაბუნები
და მზე, ჩრდილებით დაგვიხატავს
დაცემულ ნაკვთებს...
ეს, მე და შენ ვართ, ჰორაციო,
ჰოდა, ბუნებით
ვთამაშობთ ყოფნას... და არყოფნა
ფეხდაფეხ დაგვდევს.
ასეა ჩემო მეგობარო,
უჩვეულოა
მართლა რომ ვკვდებით...
აქ სულ სხვაა დეკორაცია,
ადვილი სიტყვა - სული
- მაინც უსხეულოა,
უძვლოა ენაც...
და მაცინებს ეს, ჰორაციო...
ფარდა...

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 12.03.2015, 02:56 | Сообщение # 99
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენ შორის, ახლა,
ღამის ხმებია,
გაღმით ხარ სულო
და მეშორები,
ნისლები ისე შეიხვევიან,
თითქოს ძერწავდა
ქარი ტორებით.
ვერ მოვიშორე შიში...
მეტადრე
უშენოდ წერტილს
ვერ მივაგენი,
უზომო სევდას,
რომ მომენატრე,
გამიყუჩებდნენ
შენი ბაგენი.
სულის წასვლამდე
მესურვილები,
ჰო, ისე ახლოს
მინდა გხედავდე,
დროა შეკრული
მძიმე ღილებით
და გელოდები
დაძახებამდე.
არის ქარი
და არის წყალთოვა,
მე მახსოვს
შენი სათნო უარი...
ღამეა, გნატრობ,
ისე მარტო ვარ,
რომ გათენებაც
სათუო არის...

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 04.04.2015, 11:55 | Сообщение # 100
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთვარეულივით დადის და ბოდავს
წვიმა, გზებზე რომ ქარგავს ,,ვენზელებს"...
ენძელას თოვლი არ დახვდა, ჰოდა,
განცვიფრებულებს ვხედავ ენძელებს.
ვერ ვეახლები მერცხლების მოსვლას,
სახლზე ბუდეა, როგორც გულქანდა,
აქ, ჩემ ბეღურას ზამთარი მოსავს,
რამდენჯერ გული გადაუქანდა
ქარით... რამდენჯერ მკერდში შევითბე,
განდეგილივით ისიც მარტოა,
მეც შევიჩვიე და შევერითმე,
ბეღურა, მაინც უღალატოა.
მახსოვს, მარტს ერთხელ მარტი ვაჩუქე
და მერე ისე ცივად გაყიდა...
წუთებს, ტკივილად გამონაშუქებს
წვიმა სათუთად მომბანს სახიდან.
სასწაულების ჯერ ისევ მჯერა,
მათრობს კვირტების ქარში შმაშური,
დასაბერებლად (თუმც დროა) ჯერაც
ვერ გავიმეტე სული ბავშვური.
ვხედავ სიმშვიდეს აპრილის ხეთა,
ჩემია, ვინ ჰყავს აპრილს მოდავე,
დღეს განცვიფრებულ ენძელებს ვხედავ,
კვირტები ისევ ჩუმად ბოდავენ.

საშა გველესიანი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » საშა გველესიანი
  • გვერდი 10 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость