საშა გველესიანი - Page 11 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 11 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 9
  • 10
  • 11
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » საშა გველესიანი
საშა გველესიანი
nukriaДата: შაბ, 04.04.2015, 11:56 | Сообщение # 101
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იცი, შენამდე, არც რა ყოფილა,
და შენთან ერთად რა ზღაპარ იყო
სიცოცხლე, ჩემო თვალებფოფინა
და ჩემი ყოფნის ჩუმო თარიღო.
ღამე მოვა და შემომათვრება,
დილამდე ვებრძვი სულის მათხოვრებს,
იცის ტკივილმა ფეხის ათრევა,
ყოველი წამით დამიმახსოვრებს.
არ მინდა ბედი, სხვათა ნაცვამი,
დასაბამიდან ისე მენებე,
შენ ხარ ყოველი წუთი და წამი,
საუკუნეებს რომ აშენებენ.
შენ იბადები კვირტების ზარში,
ყანის ღელვაშიც შენ იბადები
და ხარ მტევანი რთვლობის სიზმარში,
ზამთრის ღამეთა გულისნადები.
ჩუმი ტალღები ლოკავენ ქვიშნარს,
ზღვამ იცის მხოლოდ, რაც ზღვამ წაიღო...
ერთი დღე, მგონი, არაფერს ნიშნავს,
ყველა შენია... და ზღაპარ იყო.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 04.04.2015, 12:01 | Сообщение # 102
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვერ გიმყოფინე...

წლებისგან უღვთოდ ნამეხარები,
დგანან ვერხვები ჩუმი ღირსებით,
ნუთუ, ოდესმე არ მეყვარები...
სიცარიელის ხმებით ვივსები,
გესმის, ვიარე უშენოდ, - მეყოს..!
შენი თვალები ვერ ვიმყოფინე,
გულცივი ლეშხი მზის კვირტებს ხელყოფს,
როგორც უდროოდ შობილ დოფინებს...
შემიჩვევს დრო და ერთხელ შევჭკნები...
(იცი, გიხდება ის ქუჩა, ძველი)
გაქარდებიან მერე ეჭვები,
გამიკვირდება, როგორ გავძელი,
სიზმარი როა სულის სიმყარე,
არის წერტილი და არის სტიგმა,
მეც შევიმშვიდებ და შევიწყნარებ,
რომ მეყვარები სამყაროს მიღმა,
გადავიქცევი სადაც ფესვებად,
ბზარებად ვაქცევ ბებერ ლორფინებს,
ჩემი, სიზმარიც გეალერსება
და ვერ გიკმარე, ვერ გიმყოფინე...
იბადებიან სადაც რითმები...
სულს, რომ ლოთივით ჩუმად მილევდნენ,
შორი ხარ, მაინც გულთან მითბები
და რა ახლოა სინამდვილემდე...

საშა გველესიანი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » საშა გველესიანი
  • გვერდი 11 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 9
  • 10
  • 11
ძებნა:

მოგესალმები Гость