საშა გველესიანი - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 10
  • 11
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » საშა გველესიანი
საშა გველესიანი
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:02 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმაში შეშლილი
სიჩუმე

ქუჩაში მოკლული
ძაღლივით აგდია
სიჩუმე... და წვიმაც
ჩურჩულით ატირდა...
პიჯაკის ლაცკანზე
დამჭკნარი ვარდია...
სახეებს ვიხატავ
სიჩუმის ხატიდან.
ისე წვიმს, რომ სული
გაქცევას აპირებს
ავდრიდან... და გაშლის
სიგიჟის იალქნებს...
ხეები იქნევენ
ტოტების რაპირებს,
ქარებთან დუელში
ქარიშხალს მიაგნებს.
ღამეებს შორისაც
თენდება შემთხვევით,
დამსხვრეულ გონებას
სიჩუმე ამთელებს...
სულ სხვაგან გავრბივარ
და მაინც ვემთხვევი
შეჩვეულ სიშლეგეს
და კორიანტელებს.
შემეძლოს, - სხვა გზას და
სხვა ნაპირს ვარჩევდი...
მერევა შეშლამდე
და შემწუხარებით
შეშლილი სიჩუმე...
გულო შენც გაჩერდი
სიტყვით შეურყვნელი
წმინდა მდუმარებით.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:02 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვაშინერს

მოდიხარ ჯიშის და
ჯილაგის ხელყოფად,
ვინა ხარ, რა გინდა,
რა რქებით მაშინებ,
ცოდვა და ცრემლები
მე ჩემიც მეყოფა...
ნუ მიწვევ, ნუ მიწვევ,
არ მინდა, - ვაშინერს!
სულ ერთხელ შევშინდი
სიკვდილის პირამდე,
სამსჭვალზე ჩაქუჩის
დარტყმა რომ გავიგე
და ჯვარცმას იმ დღიდან
სინდისი მივანდე...
მოვდივარ, გზადაგზა
სიცოცხლეს ვარიგებ.
ამ კაცებს, ამ დედებს,
გოგონებს და ბიჭებს
შეხედე ამ ხიდზე,
სამსჯავროს საშინელს,
ხომ ხედავ, ხატებს რომ
არცერთი აბიჯებს...
ნუ მიწვევ, ნუ მიწვევ,
არ მინდა, - ვაშინერს!
სისხლი მაქვს იმდენი,
მტკვარიც რომ შემდოვრდეს
დარჩება, აქამდეც
წვეთწვეთად ვიარე,
ვიყავი პაატა და
ვიყავი თევდორე,
სამასჯერ სიკვდილთან
ვიყავი ზიარი.
წიწამურს ესროლეს,
შენ, - ეშმას რომ ეშვი,
სოდომში დაბრუნდი
ცეცხლით რომ წაშალეს,
ჩემს მიწას, ჩემს ვენახს,
ჩემს შვილებს მოეშვი,
შენ გქონდა ქალაქი,
ფრთები იქ გაშალე.
გუშინ თუ გუშინწინ
ვმარხავდი იუნკრებს...
ჩემს ჯიშს და ჩემს ჯილაგს
ომი ვერ აშინებს,
დადგება ღვინო და
სისხლისფრად ინუკრებს...
ნუ მიწვევ, არ გირჩევ,
არ გინდა, - ვაშინერს!

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:03 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პეპელა სარკეზე

დილით სარკეზე
უცნაური პეპელა დამხვდა
ნაჭრის პეპელა... ალბათ
ჩემმა შვილმა დაჰკიდა.
ცამეტისაა...
(ის ცამეტი მეც ხომ გადამხდა)
და სხვანაირად შემომხედა
ფიქრმა სარკიდან.
მე ხომ დიდი ვარ. პეპლებს ვხოცავ
და თეთრ ქაღალდზე
(სადაც ოდესღაც
სიყვარულის წერილებს ვწერდი)
ვაწებებ დინჯად ... თვალს უკეთესს
რას შესთავაზებ...
ცამეტისაა ჩემი შვილი...
და მე დავბერდი
სხვა გზა არვიცი,
სხვა ნაპირიც არ მეგულება,
დროს დავეკარგე...
ცამეტი წლის ვიყავი როცა...
მე ვკლავ ყვავილებს,
ვკონავ ლამაზ თაიგულებად,
მერე კი ცოცხლებს
დაბადების დღეებს ვულოცავ.
გარბიან წლები,
მიმატოვეს სადღაც პეპლებმა...
ვთამაშობ, თითქოს ტანზე ვიხდენ
დაღლას დარდებით,
სიკვდილს ვნებდები და სიბერე
თეთრად მევლება...
ვჭაღარავდები, ლაჩარივით
ვჭაღარავდები.
სადღაც კეთილი ცეცხლის კვამლი
სცილდება კერას,
უკვე დიდი ვარ,
აქ ადგილი აღარ მეკუთვნის...
ვიღაცა ჩუმად ნაჭრებისაგან
პეპელას კერავს
და ნამდვილ პეპლებს
იმ სამი დღის სიცოცხლეს ჩუქნის.
რას ფიქრობ ახლა, რა გაწუხებს
სულო, რას შვრები
ლაჩარო, შენში იმ ბავშვისთვის
უნდა გეშველა...
დღეს ბებერ სიკვდილს
აუჯანყდნენ ჩემი ბავშვები,
სარკეზე დროშად
გამოჰკიდეს ნაჭრის პეპელა.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:03 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წახვედი

წახვედი, რაღაც
დამემართა,
ჩუმალა დარდის
შედედება,
ნეტავი შენი
რა მემართა,
უცხო ღამე რომ
მედედება.
სიცოცხლე ალბათ
ადვილია,
სიკვდილი თუ არ
მეძნელება
და მარტიც ისე
ნამდვილია,
თოვლი გატეხეს
ენძელებმა.
შენ უჩემობა
გერჩიოს და
მე ვარჩევ სულზე
ნაიარევს,
იქ, სადაც ადრე
გეშინოდა
წადი... უჩემოდ
გაიარე.
ჩემთან სიჩუმე
დამაკდება,
სადღაც გაგრყვნიან
ქებაქებით,
დილის მზე ხელში
ჩამაკვდება,
საღამოს ხელში
შევაკვდები.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:03 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ ვიცი

რა შორს ხარ ახლა
და მაინც ჩემში
სუნთქავ და ფეთქავ...
გული დამქონდა
დაღლილი პეშვით,
წყდება ედემში
უთქმელის შეთქმის
ძაფი მაქოდან.
სიჩუმე შემშლის,
ერთხელაც ვერ ვთქვი
რაც კი მინდოდა
ჩურჩულით მეთქვა
და გული ხეთქვით
ვიდოდა-მეთქი...
არ ვიცი... ალბათ
სიჩუმე მერქვა.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:04 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ო, carpe diem...

წვიმს უსაშველოდ,
ღამით ვნებული
სული იშორებს
წუხანდელ ბალღამს,
სადღაც სიმშვიდით
გაოცებული
ჩემს ნაპირებთან
გიჟდება ტალღა.
არავინ არ ვარ,
არავინ არ ვარ,
მე გმირთა შორის
ვავსებ პაუზებს...
თუ არის ომი,
-- მე ვკვდები უხმოდ,
გული გაუძლებს,
გული გაუძლებს.
ჭადრებში ჩუმად
ქვითინებს წვიმა
და სახლებს გზაზე
თავდაღმა ხატავს,
ვიღაცა ოხრავს,
_ ო, carpe diem...
მახინჯი წამი
იფარებს ფატას.
არ მინდა ზეცას
ცილი დავწამო,
მზეო სადა ხარ!
– ვიწყებ თავიდან,
ო, არ გაჩერდე
ტკივილის წამო,
ვეღარ ავიტან,
ვეღარ ავიტან.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:04 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე დავბრუნდები

იწყება ერთხელ, ყველაფერი
ერთხელ თავდება,
ღამდება ქარით და დილამდე
ქრის გათენებით,
ბავშვობის ლაღი სიზმარიც კი
ერთხელ ავდება...
ამსხვრევ ლარნაკებს გარდაცვლილი
ქრიზანთემებით.
უფრთხოდი სიზმარს, რომლიდანაც
გაგეპარები
და შენს უძირო თვალებს ფსკერი
ჩემს სულში უჩანთ,
არ შეგაშინე... გავიხურე
ფრთხილად კარები,
გათვალულივით შევეჭიდე
ბილიკებს ურჩად.
არაყით სავსე სიბნელეში
სირჩა იელვებს,
გამტკნარებული სარკე ცივად
მიღიმის ჯერაც,
ახლა ცოლი ხარ უჩემობის
სიცარიელის
და გაზაფხულის არსებობის
აღარც კი გჯერა.
ვიხსენებ ქუჩას ძველი სახლის
სართულს მესამეს,
უკრავს სიჩუმე როიალზე
ძველებურ ერთ ნოტს
მარტოობისგან, ეს ღამე ჰგავს
ბართლომეს ღამეს
და მე უშენოდ, - დაშნაგაყრილ
ბებერ ჰუგენოტს.
ღამე მიცქერის მონადირის
ძველი თოფიდან
და მახსენდება ყელზე ძარღვი
როგორ გიფეთქავს,
ჩემო მშიშარა, შენთან ყოფნა
ისე მომინდა,
სული მხრებიდან დამჭკნარ
სხეულს ჩამოიფერთხავს.
მე დავბრუნდები, - მერცხალი რომ
ბარტყებს შეაფრენს,
სადაც სახლია და მზით სავსე
სუნთქვა გამათბობს,
არ დაგიმალავ, დამიჯერე
გეტყვი ყველაფერს...
-მთელ ჩემს სიცოცხლეს, შენი ერთი
წუთისთვის დავთმობ.
ამებნა გზები და სიცოცხლე
გათავდა ლამის,
მე დავბრუნდები, არ დახურო
სარკმელი ვინძლო,
მზე არის უფრო დიდი, ვიდრე
სიზმარი ღამის,
ჩემო მშიშარა, თაფლისფერი
თვალების ნისლო.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:05 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
**

მე ვარ აწეწილი
გორგალი...
ასე ჩანს,
მე ვიცი, ასეა...
რამდენი ბილიკი
დავთვალე
აურევს და აჭრის
პასეანსს...
ნერვები, ნერვები
ბორგავენ
უღონოდ, უსიტყვოდ
და აშლით...
მე მქონდა ფერადი
სათვალე...
არეულ ნაკვალევს
გადავშლი.
ყველა მარტოობა
დამიწდეს
ღიმილი სახეზე
შემხმარი...
ერთხელაც გაჩერდა
წამი და
უნახავ სიშორეს
შევხარი...
იქნება ბავშვობის
ძაფს მივწვდე
რაც იყო და არა იყო რა...
იქნება დავიწყო
თავიდან
მივგორავ, მივგორავ,
მივგორავ...

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:05 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
**
წვიმს. სველი ქარი
ალბობს ბეღურებს,
ეტყობა დღეს არ
გამოიდარებს,
მინაზე წვეთებს
სევდით შევყურებ
და მერამდენედ
ვაქრობ სიგარეტს.
შენ შემაჩვიე
სიჩუმეს სახლში,
თვალებით სავსე
უცხო სიმშვიდეს,
რა ნაზად სუნთქავს
ოთახში ბავშვი...
ვიგონებ, თითქოს
წასვლას მიშლიდე.
მიყვარს სიჩუმით
როცა ვივსები,
ქარით ნისლების
ჩუმი წვალება...
ზაფხულში
სუნთქვა ნამაისები...
და ძველი სევდის
გაფერმკრთალება.
ლოდინით სავსე
სიმშვიდით გძინავს,
დილამდე აღარ
გადაიკარებს,
სიჩუმე ავსებს
პატარა ბინას...
წვიმს. მერამდენედ
ვაქრობ სიგარეტს.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:06 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა გინახავთ თოვლის ფიფქზე
უფრო დიდი საოცრება?
ოღონდ, ცხვირზე რომ მაჯდება,
ასე მალე რატომ ქრება?
მერე წვეთად გარდიქმნება,
მერე - ცაში აორთქლდება,
მერე ისევ გაფიფქდება,
ისევ ცხვირზე ჩამოჯდება.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » საშა გველესიანი
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 10
  • 11
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость