საშა გველესიანი - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » საშა გველესიანი
საშა გველესიანი
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:07 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჭაღარას მისჯის
მკაცრი თემიდა,
წლებს ვინღა ჩივის,
წუთებს არ მაცლის,
მწარედ ჩაბღუჯა
თავზე თმები და
ნერვებთან ერთად
ნელნელა მაცლის.
ვგავარ ბავშვობის
უნიჭო თარგმანს,
მასხარა ვარ და
ვარ მეფე ლირიც...
და დრო სახეზე
ნაოჭებს ქარგავს
როგორც ბებერი
იუველირი.
შეშლილი ქარი
აწყდება კედლებს,
დუმილით სავსე
შლეგი ზარებით,
ამღვრეულ სულში
სიჩუმე ვერ ძლებს
და უნდა მოვკლა
ახარხარებით.
ხელიდან ვტაცებ
სამყაროს შეშლის
ზღვარზე გადამცდარ
დაბნეულ შვილებს...
დრო მიდის... მაინც
ვერაფრით ვერ შლის
აჩრდილებს,
შიშით სახეშეშლილებს.
ათასჯერ ლექსად
დანგრეულ სულს და
ათასჯერ ისევ
ლექსად ნაშენებს
ამ კედლებს მიღმა
გაფრენა სურდა,
სადაც სამყაროს
წერტილს მაჩვენებს.
ჭაღარა ფიქრმა
თავი დახარა,
დრო მიწასავით
ხელში იფშვნება,
ჩვენ, მეფე ლირი და
მე, - მასხარა,
მხრებში ვიხრებით
კითხვის ნიშნებად.
. . .

სიბერის თავბრუ
ჰგავს სცენის ტრიალს,
ყოველი დილა
სამტროდ მიმეტებს
ვთამაშობ...
ვუსმენ სახსრების ჭრიალს,
როგორც მხურვალე
აპლოდისმენტებს.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:08 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
//
მ ღამეს დაკრავს
ლოდინის ფერი,
მარაოსავით
იგრილებს ქუჩა
ვერხვით და...
დღესაც
მგონი დავთვერი...
ქარმა წუთები
შემოაქუჩა...
რომელთაც
შენი სახელი ჰქვია...
რომლებიც ჰგვანან
გაფრენილ რითმებს
და ვიცი,
უკვე რომ არის გვიან,
ვეღარ ძლებს,
მაგრამ ღამეებს ითმენს...
გათენებამდე...
წამებულივით...
ლოცვად დამდგარი,
ყველას მოვალე...
არავის ძალუძს
თმენა გულივით...
ეს მერემდენე
კვნესა მოვთვალე...
და გამოვტაცე
სიკვდილს ხელიდან
გამეტებული
სულ ბოლო სუნთქვა...
თუმცა ბავშვივით
მაინც გელი და...
ღამის კამათელს
მინდა ჩავუთქვა
სიზმარი ერთი,
ოდნავ თამამი
და სურვილები
ცოტა თავხედი...
შენი მიზეზით,
ჩემი საბაბით,
რომ ჩემს თვალებში
შეგრცხვეს ჩახედვის...
წადი... იარე...
ვერ მოიცილებს
შენი პატარა
უღონო მხრები
ჩემთან დარჩენილ
ღამის სიცივეს...
ქარია.
ისევ მარტო ვარ...
ვთვრები.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:08 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
//
ტყის პირს ატეხილო
ბალახო,
ბავშვობის თაკარა
ღიმილო,
ნუ მომკლავ,
ერთხელაც არ ვნახო
ვნებით გათანგული
ღიღილო.
ერთხელ
ნიავი რომ გაოჩნდა
ყვავილთა
ფერადი ზვირთებით,
მახსოვს,
კაცის მკლავი გამოჩნდა,
თითქოს
მზე მოსინჯა თითებით...
მე ვიცი
ღიღილოს რაც უნდა
ნაბადი,
ცხენი და მდევარი
მკლავებზე
გველივით აცურდა
ქალის
ხორბლისფერი მტევანი...
დედა მეძახოდა
ეზოდან,
მე კიდევ
მუხლებმა უარმყვეს...
მინდორი
უღონოდ კვნესოდა,
თითქოს
დაუტორავთ ულაყებს...
ღვიოდა
მზისფერი ღადარი,
დილით თმებში თეთრი
მოვლანდე,
შორია ბავშვობის
ზღაპარი,
ახლოა აქედან
სოფლამდე.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:09 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
//

თოკზე პერანგი, მეგობარის
გამონაცვალი...
ის იღიმება... შენ ღიმილის
სიმწარით კრთები...
სულში ათასი სისხლისფერი
სევდის მარცვალი
და სიღარიბის ნაკვერჩხლებზე
მიმწვარი ფრთები.
ნიავი ნამწვებს არევ-დარევს...
ღამით მოწეულს...
გარეთ ატლასი, შიგნით ასი
ცრემლის სონეტი...
კაცი, რომელიც სასაცილოდ
ჰგავდა ბროწეულს...
კაცი, რომელსაც დღეს უწოდეს
სევდის პოეტი.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:09 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
//
ვეძებ, ყოველწამს ვეძებ,
დღე შემომექცა ღამედ,
რის გარეშეც კი ვერ ვძლებ,
რისთვისაც ვღირვარ რამედ.
პირველი ვაზის წიპწას,
მარცვალს პირველი სიტყვის
და ატლანტების მიწას,
ნამდვილ ოცნებას სიყრმის.
კლდეებზე ჯაჭვის ჩხრიალს
და ამირანის ქარაფს,
ხარდანზე ლერწის წრიალს,
მზით დამწიფებულ წარაფს.
ვეძებ სიჩუმეს, წყაროს
გამოუთქმელი სიბრძნის,
სადაც სიცოცხლე ხარობს,
სადაც სიცოცხლე იბრძვის.
თამარ დედოფლის კარავს,
რუსთველის ვეძებ ნაშთებს
და სიკვდილივით მზარავს
რომ უნახავად დაშთეს.
ქაჯეთს ნესტანის საკანს
და ავთანდილის მღერას
ბაზალეთისკენ აკვანს
და შორს გაფრენილ მერანს.
ვეძებ ოთხივე სამსჭვალს,
ჯვარს და ნაკვერჩხალს რწმენის,
სადღაც ახლოში გრაალს
და გაღვიძებას ენის.
უფალო შენს გზას ვეძებ,
ვეძებ გასაღებს დარდის,
და გზას მეტეხის ხიდზე,
წიწამურზე რომ გადის.
ისევ დავკიდებ ხეზე
ოქროსმატყლიან ვერძებს...
ვერ ვძლებ, ვეძებ და ვეძებ...
შევძლებ, ყველაფერს შევძლებ.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:09 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
//
სხეულს რა ტკივა,
ან სული რას წუხს,
ბედი უკვალოდ
რატომ დამათრევს...
სიცოცხლე ისე
ჩაგავლებს მარწუხს,
სიკვდილს გაგიხდის
ზოგჯერ სანატრელს.
მძიმე ღრუბლების
გირლიანდებით
სავსეა ქუჩა...
ხმასაც არ იღებს...
პირქუში ფერის
წვიმის ლანდებით
ესალმებიან
ნიღბები ნიღბებს.
დავეძებ სახეს,
უბრალოს, ბავშვურს...
მღიმარ სარკეებს წლები
ამსხვრევენ,
უსიყვარულო სიცოცხლის
არ მშურს,
ჩუმად ვაგროვებ ცრემლის
ნამცვრევებს.
სული ნიღბების უცხო
პარნასებს
ეჩვევა... მერე ვერ აღებს
სარკმელს,
ბოლოს კი სხეულს
სიცივით ავსებს
სხვა სიბერე და...
ბრალდება სარკეს.
ღამეა. ვხედავ
თვალისთვის უჩვევ
ნიღბებს, უსახო
დარდის მონებად,
ისევ წვიმს... ვიღაც
მიჰყვება ქუჩებს
და ღიმილს ანთებს
ლამპიონებად.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:10 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
//

ის რაც არავის აღარ ახსოვს
და რაც წაშალეს...
(ნუ აიმღვრევი, ნუ იკვნესებ
ახლა მოდი და...)
სავსე ყანაც კი ემსგავსება
ბოლოს საჩალეს...
რა ვქნა, ვიცოდი... მიმალავდნენ
რასაც ოდითგან.
ჰორიზონტს მიღმა, უფრო შორსაც...
შეურყვნელ სულეთს,
კაცივით მოკლულ, ძირს დაგდებულ
თვალღია მიწას,
იაფ სიცოცხლეს, დავიწყების
ტკივილებს სულერთს,
ყალბი სანთლების დამადლებით
კედელზე მიწვას.
სიტყვებში დაბმულ, აღთქმასავით
ძველისძველ ამბავს,
მწვერვალებიდან უფსკრულებში
უკვალოდ დანთქმის...
უფლის მოსვლამდე დამარხულ და
ნაწამებ ანბანს,
ვერცხლის საფასურს, სათქმელის და
უთქმელის გათქმის.
შვილებით ობოლ, გაშავებულ
რძეგამშრალ დედას,
ჯვარზე გაკრული მამა-პაპით
გამაძღარ საფლავს,
სიცოცხლის წყურვილს, ეშაფოტზე
ასვლას რომ ბედავს...
მარტო არა ვარ... მარტოხელა
იმედი მახლავს.
სადღაც კი შორი იმედების
მახარობელი,
დაღლილ სახეზე მზისგან წმინდად
ჩამონათალი
უცხო ღიმილით გზაზე მიდის
კაცი, რომელიც
ყველაფრით, ყველგან და ყოველთვის
არის მართალი.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:10 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
//
რამდენი რამე
აღარც კი მახსოვს,
შიში აამღვრევს
ტყის ჩამიჩუმებს...
და ღვინო ღამის
ძაფებით ნაქსოვ
ახარხარებულ
სულს ჩამიჩუმებს.
ცარიელ სახლში
დამეძებს სარკე
შორს გზააბნეულს
ვხედავ ქარავანს,
მე აღარ ვიცი
ვის დავეკარგე
და მგონია რომ
არსად არა ვარ.
მიწას წერტილი
სადაც ესმება
და მონატრება
სივრცეებს გასცდა...
მე აქ ვარ, გიცდი...
გესმის, ეს მე ვარ,
შიშველი სულის
უხორცო განცდა.

სა შა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:10 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
//

ჩუმად გათენდა...
ჩიტმა ღამეს შეაკლა თავი
და დილით სული დასტიროდა
მდუმარე სურათს...
ბუდესთან დარჩა
სისხლიანი პურის თავთავი...
თითქოს ჩიტუნა
ეზიარა და აღესრულა.
ბედ-იღბალივით
დაბნეული და მაჩანჩალა
ურემი წუხელ
უგზო გზებით სადღაც წავიდა...
ქარმა ფერმკრთალი
ნაკვალევი ისე წაშალა,
თითქოს არავის
გაუვლია დასაბამიდან.
მარადისობას
სულ ცოტა ხნით გამოვეპარე...
დაღლილ სხეულში
შემოვაღე თიხის კარები...
თუმცა კი გული
დამდგომია ერთგულ მეკარედ,
თანდათან მაინც
უკანუკან მივიპარები.
იხატებიან... იშლებიან
ნაფეხურები...
მეხრე ასწევს და
ერთი ჭიქით დაილოცება,
აახმაურებს დადუმებულ
ღამეს ურემი...
ვიღაცა დადის...
და თვალებით დააქვს ოცნება.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:10 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
//
პატარა სახლი,
ეზოში ცაცხვი
ცაცხვის ქვეშ ტაბლა,
ტაბლასთან სკამი,
სკამზე ლოდინი
სტუმრის და მოყვრის...
ბიის ქვეშ ჭური,
ბიაზე სარცხი,
და ლურჯი ფერი
ვენახის დაბლარს...
ანგელოზების
ჩუმი რონინი,
სანამ მზე ჩრდილებს
ღამისკენ მოხრის...
მერე კი მშვიდი,
უხინჯო ღამე,
არაფრის შიში
და ღია კარი...
გვერდით შენ...
ტახტზე შვილები – შვიდი...
გარეთ ცაცხვის ქვეშ
ბოლთას სცემს ქარი.

საშა გველესიანი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » საშა გველესიანი
ძებნა:

მოგესალმები Гость