საშა გველესიანი - Page 7 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » საშა გველესიანი
საშა გველესიანი
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:26 | Сообщение # 61
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაზაფხულია და
თუ არ მიწყენ,
მომტაცე თვალი და
დაგაკვირდი,
კაბიდან გარეთ
მიიწევს ცისკენ,
აპრილის წვიმით
ნაზარდი კვირტი.
ტყემლები ნისლად
მოდიან თავქვე,
როგორც ქარბუქში
თეთრი ფიფქები,
გინდა სიცოცხლეს
გაჩუქებ აქვე,
ისე რომ ერთსაც
არ დავფიქრდები.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:26 | Сообщение # 62
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გარეთ აცეცებს მარტის ქარი
ამღვრეულ თვალებს,
ჯერ კიდევ თოთო გაზაფხული,
ვერაფერს იტყვის,
ავმა დღეებმა, დაბერილი
კვირტი გათვალეს
და ვარ პასუხი, ვინ გაიგებს
რომელი კითხვის.
უცხო ხმა, მთებში
ირემივით ბღავის, -სადა ხარ!
ვტეხავ ღამეებს
(ან სიმშვიდეს რა თავში ვიხლი)
ვბორგავ და ხელებს ისე განზე
გავშლი ხანდახან,
ხმლის ქარქაშიდან ამოღებას
მახსენებს სისხლი.
მინდა ზმანებებს, ცოცხლებივით,
ხელი შევახო,
იქნებ გავცილდე, საფიხვნოდან,
მოლაყბე ამქარს,
სულის სიმწარით, ისე მინდა
წარსული ვნახო,
რომ ცხადად ვხედავ,
დიდგორისკენ მიმავალ ლაშქარს.
უხსოვარიდან მოღერებულ
ათას სატევარს,
დღემდე ვახვედრებ დაღლილ გულს
და ისევ ვიჭრები,
ვეღარ ვახერხებ,
იარების სულში დატევას,
კრწანისთან, ხის ხმლით თამაშობდნენ
დღესაც ბიჭები.
სამამულე რქას შემოიხვევს
ქამრად მარტვილი,
სანამ სიკვდილმა შემოაჭდო
ყელზე საცეცი...
ღვინოში რჩება, როგორც ვერცხლი,
თასში ჩათლილი,
ძმად მეფიცება
პაპაჩემის სულის ნამცეცი.
აქ დაიბადა, აქ იომა, აქვე გათავდა,
და ვინც გადარჩა,
გუთნის მკლავზე მაინც დაბერდა,
ხმალზე, სიყვარულს,
ჩუქურთმებით ისე ხატავდა,
მოიქნევდა და მტრის სხეულზე
სიტყვას დაწერდა.
მჭირდა ტკივილი, მჭირდა ფიქრი,
მჭირდა სიკვდილი,
სიცოცხლეც მჭირდა,
ჩემს მიწაში მედგა ფესვები,
წუთისოფელი მახელებდა
ქირდვა-ქინდილით,
მე ვახელებდი --
სიმღერით და შლეგი ლექსებით.
დღეები ისევ
კვალარეულ სიზმრებს მიჰყვება,
დატანჯულ სულებს
დაითვლიან, კვართის ჩაცმამდე,
მე დამაბნიეს პერგამენტზე,
უცხო სიტყვებად,
დაბადებიდან დაწყებული,
ვიდრე ჯვარცმამდე.
ჩემი ხვედრია უკვდავება
და თრიაქივით
მაბრუებს სისხლი,
ცისკენ იწევს სული ანთებად,
დგას მყინვარწვერი,
ბოლო ჟამის პატრიარქივით
და დღეებს კინძავს,
ცრემლით ნაწერ ფოლიანტებად.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:27 | Сообщение # 63
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცივ ყავას ახებ
მდუღარე ტუჩებს,
და ცდილობ,
ფიქრი გაუგო მთვარეს,
რაღაცას ხვდები,
უცხოს და უჩვევს
შეჩვეულ დღეებს
გაატან ქარებს.
მერცხლის ბუდეში
თავშეფარებულს,
ჩემი სვიტერით
ჰგავხარ ბეღურას,
ვნებით დათენთილ
და შეყვარებულ
ღამესაც ნისლის
პლედი ეხურა.
თითებში ყავის
პატარა ჭიქა,
გზააბნეული,
ფიფქებში ქრები,
თვალებში ისე
თამაშობს ჭინკა,
ლამის მთვარესაც
დაადგა რქები.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:27 | Сообщение # 64
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უშენოდ, ძალიან,
ძალიან ვიღლები...
წლებისგან -- ცრემლებით,
ცრემლებით ვიცლები.
ვღელავდი, ვიარე,
ვწუხდი და ვდრტვინავდი
წყაროდ და მდინარედ,
მოვედი უსახლოდ,
შენი სიყვარულით,
სავსე ვარ პირამდე
და უკვე შენთან ვარ
მოსული სულ ახლოს.
რაღაცით, ყოველთვის
იყავი სიზმარი,
რაღაცით იყავი
ყოველთვის ციერი,
ვერაფრით ამოვთქვი,
ვერაფრით გითხარი,
ჩემთვის რა დიდია
ვიყო შენმიერი.
ვერ მიგატოვებ,
ისედაც ცოტა დამრჩი,
ილევი და უკვე
თითებზე ითვლები,
რა მოვუხერხო ამ გულს,
ამ მგლის არჩივს,
უშენოდ, ძალიან,
ძალიან ვიღლები.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:28 | Сообщение # 65
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დილიდან, ისე შევციცინებ,
ნაცრისფერ ზეცას,
თვალით ვაშიშვლებ, ობოლ ჭადარს,
ისედაც შიშველს,
ქუჩის გადაღმა, ქალს ვუღიმი,
სარეცხს რომ კეცავს,
უთუოდ დავწერ ლექსს, რომელიც
გარეთ არ მიშვებს.
დილიდან, შვილებს ვეჩვენები
ზედმეტად რბილი,
ცოლს ახსენდება სიჭაბუკე,
რომ ვგავდით გიჟებს,
გარეთ წვიმაა, მე მგონია
ამინდი თბილი,
უთუოდ დავწერ ლექსს, რომელიც
გარეთ არ მიშვებს.
ძმაკაცი მიხმობს, შემახსენებს
დილის არყისფერს,
დამანამუსებს, მომანატრებს
თანშეზრდილ ბიჭებს,
მელოდებიან და ჭიქაში
უკვე დამისხეს,
უთუოდ დავწერ ლექსს, რომელიც
გარეთ არ მიშვებს.
შეცივნულ ჭადარს, ვერ ვიმეტებ,
ისედაც შიშველს,
და კიდევ ვიღაც დგას წვიმაში,
ისე ეული,
მივხვდი, რა ჰქვია ლექსს, რომელიც
გარეთ არ მიშვებს,
ვხედავ, გუბეში რომ იმღვრევა
კაცის სხეული.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:29 | Сообщение # 66
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ თბილისი
(გიზო ნიშნიანიძეს)

ღამე ვაწრიალეთ, ჭიქა ვატრიალეთ,
ტივი, ბაღდადურით დავძირეთ კინაღამ,
ნაპირზე ბანოვანი თვალებს აბრიალებს,
თბილისო, შენს სიყვარულს, წამწამზე ვინახავ.
თასით, მთვარეს ღვინო ავაწოდეთ,
დუდუკი მტკვარს ჩასძახის ჩემს სატირალს,
იმ ქალის სახელი მეც მაბოდებს,
ზეცა ვარსკვლავს ისხამს, დღის საღირალს.
მერე ინათლებს და ნაპირს მივადგებით,
ქუჩაც, ნამთვრალევი, მტკვარივით ბარბაცებს,
აბა რა გამოვა, საწოლში ტყვილა გდებით,
ჰო და მივადგებით ამქარში ძმაკაცებს.
ახლა ორთაჭალის ჯერი დგება,
ღამენათევებმა, რამედ თუ ვივარგეთ,
ბებერო მეარღნევ, თუმცა მერიდება,
დაუკარ, -- ,,იმის” სახე მომიქარგე.
რა ვქნა, ძმაკაცები უნდა მოვატყუო,
ოღონდ არ გამისკდეს, ხელი გულზე მიდევს,
მედუქნეს, -- არაფრისთვის ავუხირდე და
მერე, ჩუმად შენსკენ წამოვიდე.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:29 | Сообщение # 67
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაგეღვიძა და ღიმილი აგყვა,
თითქოს გავდი მონატრებულ აპრილს,
გამიკვირდა,-სული როგორ გალღვა,
როცა ვნახე გაღვიძება ზღაპრის.
ოთახიდან მზე გაგიხმობს, ხიდან
პურის ნამცეცს გედავება შაშვი,
გიყურებ და სიჭაბუკე მინდა,
უბელო და აწყვეტილი რაში.
შორს, ნისლებმა ააჯანყეს მთები,
წვიმის წვეთმა შეაღონა ძელქვა,
სახლში შენი ფორიაქით ვთბები,
ვდუმვარ, იქნებ რაღაც ისე ვერ ვთქვა.
მეშინია, თითოეულ ბეწვის
კულულებში გაელვება თეთრად,
გაღიმებულ თვალში ცრემლი მეწვის,
ვხვდები კაცი როგორ იქცა ღმერთად.
სიბერეში არის რაღაც წმინდა
ვუძღვით, წლების ძნით დაზვინულ ურმებს,
დილით ისე უცნაურად წვიმდა,
მიკვირს, წვიმას არ ვიცნობდი თურმე.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:30 | Сообщение # 68
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სადღაც შორს, უცხო ნაპირების
ძებნისა გამო,
დაიბნა გზები, წაიშალა
და შიში ნამქრობს,
ქალაქში, დიდი ნაბიჯებით
დადის საღამო
და შემორჩენილ ათინათებს
ნელ-ნელა აქრობს.
წვალობს და ბრუნავს დედამიწა,
ჯერ ისევ წაღმა
ღმერთო!- ვიდრე ჰხვალ!- ვეკითხები
მზისგან დაცლილი,
ვეძებ ნაკვალევს, რომ დატოვა
მაცხოვრის წაღამ,
სანამ უკვალოდ გადაშლიდეს
სულში, მაცილი.
სარკმლის რაფაზე, ფრთებაკეცილ,
ნათელ სულს ვხედავ,
შორს, მთაში, მშვიდი აჩრდილებით
სავსე მონასტერს,
შეშინებულ სახლს, დაამშვიდებს,
ტოტებით ხე და
მინაზე დაწერს, მწვანე კვირტით,
ღვთისგან მონაწერს.
ღამდება. წუთებს დინჯად ითვლის
მიმწუხრის ზარი,
ნამზეურ ქუჩებს, სუსხი უკვე
ძარღვებში უვლით,
გზააბნეული მოადგება,
ბნელ ქალაქს მგზავრი,
მხრებზე, ნავივით, გადებული
ნატანჯი სულით.
სიბნელის შიშმა გადახადა
სულებს სარქველი,
სიზმარი მეფობს, ქარიშხალი
ნაპირებს კარგავს,
სადღაც, ქალაქში ანთებული
ერთი სარკმელი,
შუქურასავით, ბნელ ღამეში,
იმედებს ქარგავს.
ქარი, დაფენილ ფოთლებს არევს,
როგორც ბარათებს,
მშფოთვარე სული,
მარტოობის ფეხით ნათელი,
გზას რომ არ ასცდეს, სარკმლის შუქი,
ღამეს ანათებს,
ვით ურწმუნოთა სიბნელეში,
რწმენის სანთელი.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:30 | Сообщение # 69
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ მომიტევე, შემოქმედო,
სიტყვა ყოველი,
რამეთუ მახსოვს, -- ,,ითხოვდე და
ჩემგან მოგეცეს”,
კართან ვდგავარ და საშველს მხოლოდ
შენგან მოველი,
რომ ეს სოფელი, უკუღმართი,
წაღმა მომექცეს.
სიჩუმე კოდავს, აძგერებულს,
ამ გულს ხმალივით,
ჩემმა ღაღადმა, ერთხელ გაჭრას
ცისკენ სარკმელი,
ვარ გადაშლილი, ყანჩაეთის
ჟამგულანივით,
ჩემში სწერია ყოველივე,
შენთვის სათქმელი.
იქნება არის მძიმე ცოდვა,
ლუკმა და წვეთი,
რომლითაც, ღმერთო, არ ვიხმიე
პურ-ღვინო შენი,
იქნებ გულგარეთ მოვილოცე
და ვიცხე ზეთი,
ათასი ცოდვით, ისევ ვაცვი
ჯვარზე გამჩენი.
შვიდი მზის დარი დედოფლის დროს,
ვერ შევიმეცნე
წყალობა შენი, -- მივექეცი
უღვთო განცხრომას,
წყვდიადზე უფრო ბნელი არის
ჩემი სიბეცე,
სხვაზე თარეშის საზღაურად,
ვიმკი დამცრობას.
რამდენიც ვიცუდდიდებულე
და არ ვიმწირე,
ცრემლებად მიზღე, საბუხარნი
მომკიდე მაჯებს,
შენ სიდიადეს, დაულეველს
და ჩემს სიმცირეს
გაუმარჯვე და სათხოვარი
ჩემგან იაჯე.
კაცთა კაცები დამიბრუნე,
ფეხდაფეხ ირმებს,
ნადირობისას, რომ იჭერდნენ
შეჭურვილები,
მობრძანდეს მერე და დაიმტვრევს
სამანთან კბილებს.
თუ კი რომ ვინმეს, ისევ ავად
ვესურვილები,
ვით მამა-პაპათ, ერთგულება
შენი თავს იდვეს,
ყოველი სული შეგნატროდეს
და შენთვის ენთოს,
გული ძარღვებში, მარტო სისხლს რომ
არ მიდენიდეს
დედოზარივით რეკავდეს და
გიხმობდეს ღმერთო.
ტაძარ-ტაძარ და მარან-მარან
ჰყვაოდეს მიწა,
აახავერდე მინდვრები და
ტყე აატალღე,
შენს სახელს ვეტყვი, ვინც ასეთი
საუნჯე მისცა,
შენი ხორცით და შენი სისხლით
გამოვზრდი ბალღებს,.
მართალი სიტყვა, არ მოაშთოს
მაცილის თვალმა,
მხარზე ამბორის სისპეტაკე,
მოძმეს რომ ხვდება,
ნიკოფსია და დარუბანდი
წაიღოს წყალმა,
ის დამიბრუნე, ჩემი სისხლი
სადამდეც წვდება.
მომმადლე ნიჭი, სულიწმიდით
ვიყო ქართული,
ნუ მიმცემ ლუკმად სარკინოზებს
და შლეგ ხაზარებს,
უკვე რამდენი ,,ოთხი დღეა”,
ვარ დამარხული. . .
ღმერთო, სამშობლო აღმიდგინე,
როგორც ლაზარე.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:31 | Сообщение # 70
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხანდახან ისე მეზარება
ლექსების წერა,
ხანდახან კიდევ
ატანილი დავყავარ წერას,
ხანდახან უცებ გადავყვები
ატეხილ ქარებს
და ძველი ვერხვი გამაყოლებს
ნაღვლიან მზერას...
სადა ხარ! - გესმის, ჩემში ზარიც რეკავს,
სადა ხარ!
და უშენობის შიში მიპყრობს, ცრემლიც,
- სადა ხარ!
და ბნელში ხელებგამოწვდილი გეძებ
- სადა ხარ!

საშა გველესიანი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » საშა გველესიანი
ძებნა:

მოგესალმები Гость