საშა გველესიანი - Page 8 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » საშა გველესიანი
საშა გველესიანი
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:31 | Сообщение # 71
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ მტკიოდი წუხელი, იცი!
როგორ ვბორგავდი სიბნელის შიშით,
ნუ დამაფიცებ, თვითონ ვარ ფიცი
და ვამბობ, შენი ღიმილით ვიშვი.
ჰოდა, ისევე, მტკიოდა გული,
შენზე ვფიქრობდი რადგან წუხელი...
სულ სინანული, სულ სინანული
და მონატრების ჩუმი წუხილი...
ვერ დაგივიწყე, მინდოდა, თუმცა,
რაც მეტი ვცადე, მიყვარხარ მეტად...
თმებზე დამთოვა ისევე უცბად,
როგორც უეცრად დამტოვე კენტად.
ქარმა დაფანტა, ფიფქები ტყემლის,
მთვარესაც, მალვით, დასტური უთქვამს,
ნუ ამატირებ, თვითონ ვარ ცრემლი
და ვამბობ, შენი ღიმილით ვსუნთქავ.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:32 | Сообщение # 72
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიჩუმე გასხეპა
საფანტმა,
და მდუმარების
ხიზნები,
ტყეში, ჩიტებივით
დაფანტა
ღამეგათეული
სიზმრები.
ტოტები ცრემლებად
იცლება,
ბედი შემთხვევასთან
დაობდა,
ტყეს კვამლი მოედო
ნისლებად,
სადღაც ერთი ბუდე
დაობლდა.
ჩრდილები, ზეცისკენ
იწევენ,
ტყე დარჩა
უხმო და ეული,
ქამარზე თავდაღმა
ირწევა,
ჩიტუნას დაღლილი
სხეული.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:33 | Сообщение # 73
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ავიტან, იცი, რამდენს ავიტან,
თუმცა მღერიან შორით გედები,
მე ხომ სიცოცხლეს ვიწყებ თავიდან
ყოველთვის, როცა შენ მახსენდები.
გამოვაზამთრე ბავშვობის სევდა,
მარტოობისას, ახლაც კი ვკრთები,
აპრილზე ფიქრი, ლანდად დამდევდა
და შენს თვალებში გაშალა ფრთები.
მივეკედლებით ალვას, ტანაყრილს,
ღამე კი, ერთად რომ დაგვიგულებს
წყალობასავით თავზე დაგვაყრის,
ფიფქებად ნაქსოვ თეთრ თაიგულებს.
გაგითბობ თითებს, დამზრალთ ქარბუქით,
სული გასწვდება დასალიერებს,
სადღაც, სარკმელში, ჩააქვრეს შუქი
და ვიღაც, ჩუმად გვათვალიერებს.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:33 | Сообщение # 74
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმაში მიდის კაცი,
რომელიც ვერ გრძნობს წვიმას,
ზამთარი, სიქას აცლის,
ჭადარს შერჩენილ ფოთოლს,
დაგრილებული, წვიმით,
ქუჩა მდედრივით ფშვინავს
და გული მიგრძნობს, დილით,
რაღაც სხვაგვარად მოთოვს.
ქუჩაში მიდის კაცი,
ტუჩზე, ჩამქრალი ნამწვით,
მხრებზე მოუცვამს ღამე,
სახეს უსველებს თქეში,
თითქოს ცრემლია უფლის,
თითქოს და სულაც არ წვიმს,
შორს რაღაც დიდი ფიქრი,
დაბორიალობს ტყეში.
ურცხვად ტანშიშველ ჭადარს,
ხელს უფათურებს წვეთი,
და ვიცი, დილით მოთოვს,
იქნებ როგორმე შევძლო,
იქნებ გავიდე, ვკითხო,
რატომ ტიროდა ღმერთი,
მიდის, წვიმაში კაცი,
წვიმას რომელიც ვერ გრძნობს.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:33 | Сообщение # 75
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მდუღარე ნისლებმა,
აფრები აუშვეს,
ავად აუშალეს
ქარაფებს ძარღვები,
ბუხარი იანვარს,
ოთახში არ უშვებს,
ზვავები აყეფდნენ,
როგორც ცხვრის ძაღლები.
ამ ღამეს, ძმასავით
ვეკვრები სულზე და
ღვითქივით გადადის
ფიქრები სახეზე,
„ჩემია ვარსკვლავი,
აი ის, სულ ზედა“
ვდგავარ და ვოცნებობ,
ჯაბან გულს ვაქეზებ.
გონებას, ვერაფრით
დავტყუე წარსული,
სულიც კი, რაღაცას
თავისას ინახავს,
და მთვარე, სიბნელის
ცალთვალა ავსული,
ბინდისფერ სუფრასთან
დაჯდება ინახად.
ცახცახით იხსენებს,
წვიმის ხმას ალვის ხე.
როგორ ჰგავს,
მდუმარე ცრემლებით
დათმენილს,
სიტყვები, ზარივით
ამაოდ ვარისხე,
ხანდახან, სიჩუმეს
უფრო აქვს სათქმელი.
და თუკი ბეღურამ,
დარჩენა გაბედა,
იქნება სიცოცხლე
თავიდან იწყება,
ჩუმად გათენდება,
ეს გრძელი ღამე და
არყოფნის გულგრილი
ჩურჩულიც მიწყდება.
ყოველი წუთი და
წამია დათვლილი,
კითხვები, სანიშნე
ცეცხლივით ანთია,
სისხლისფერ დაისით,
უღმერთოდ დაღლილი,
გავუძლებ თუ არა
წვიმისფერ განთიადს.
ყოველთვის, ყოველთვის
ვიცოდი, რომ ბედი,
მხოლოდღა სიტყვაა
(უნდა ვაღიარო)
ვიხსენებ ვინ ვარ
და საიდან მოვედი
და კიდევ, ხვალიდან
საითკენ ვიარო.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:34 | Сообщение # 76
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა გინდა, რა ვქნა, რა გიყო…
თუ გინდა ჩემს დარდს გაგიყოფ..
და სიცოცხლესაც დაგითმობ,
თუ არა, კაცი არ ვიყო.…
ბევრი მათრია სოფელმა,
ერთხელ, წუთიც არ გამითბო.
თუმცა კი გაბზარულია,
თუ გინდა გულსაც გაჩუქებ,
ზედ დააბიჯებს სუყველა
მაინც ვერაფრით ვაჩუმებ.
აღარც თვალები მარგია,
თუმცა არ გირჩევ მოირგო,
დაინახეს და იციან,
სხვა ჯიშმა როგორ მოიგო.
სისხლსაც დაგისხამ, თუკი რომ,
მის ჩივილს, ყურს არ ათხოვებ,,
თუ გაგაწვალებს, კრწანისზე,
გადაღვარე და დატოვე…
შემოვიძარცვე სხეული,
და მარტო სულმა რა გიყო,
სხვას მაინც ვერას გთავაზობ,
თუ გინდა ჩემს დარდს გაგიყოფ.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:34 | Сообщение # 77
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *

ფურდედასავით დასწოლია
ღრუბელი ქალაქს
და წვიმით სავსე ჯიქნებიდან
მოწვეთავს ნამი,
ცაცხვს შეხიზნული მოლაღური
მოჰყვება ლაქლაქს,
ზღვარგადასული უშენობის
დადგება წამი.
წამოვა წვიმა, და აგროვებს
ჭადარი ცრემლებს,
თითქოს ზეცისთვის, საზედაშედ
შეუდგამს ჯამი,
დაუსველდებათ საქორწინო კაბა
თეთრ ტყემლებს,
ზღვარგადასული უშენობის
დადგება წამი.
სველი ნიავი ჟრჟოლასავით
დაუვლის ქუჩებს
და გუშინდელი დღე, ნისლივით,
ჩუმად დადნება,
დამავიწყდება, რა გემო აქვთ
ნაწვიმარ ტუჩებს,
ზღვარგადასული უშენობის
წამიც დადგება.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:34 | Сообщение # 78
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ცამ ბევრი იტირა
და გუბე პატარა,
სიცოცხლით აავსო,
ნიავმა, ფოთოლი
ფრთების ქვეშ ატარა,
გუბემ კი ჩუმჩუმად,
ცის ფერი იხატა,
მერე, ცამ რომ ნახა,
ღიმილი ისწავლა
და ფერი იცვალა...
გუბე კი ამოშრა,
იმდენი იწვალა.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:35 | Сообщение # 79
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნეტავ იწვიმოს

როგორ მინდა რომ
დილით გაწვიმდეს,
მთელი დღე-ერთად
დავრჩებით სახლში.
ალუბლებს კვირტი
რომ არ დასცვივდეს,
და ყოჩივარდებს
გიწნავდე თმაში.
ყვავილებს უფლის
აწვიმოს ცრემლმა,
და ჩვენ სარკმელთან
ვიქცეთ ღიმილად,
ბუდე მონახოს
ჩიტების მრევლმა,
აღარაფერი ღირდეს
ტკივილად.
დეკემბერივით
აცივდეს ღამით,
გაუტკბეთ ბუდე
შეცივნულ მერცხლებს,
შემოიჭვრიტოს
სარკმელში წამით
მთვარემ... და მერე
თვითონვე შერცხვეს.
უფალმა ძნელი
გათელოს გზები
ჩვენსკენ და ჩვენი
სიცოცხლე ღირდეს,
შემოიყუჟონ ანგელოზები,
და მერე თუნდაც
მთელი დღე წვიმდეს.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:35 | Сообщение # 80
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გატეხილი თოჯინა

სცენის სიღრმეში, არყის ბოთლი,
ხმელი ლავაში,
ტკივილით სავსე წარმოდგენის
არის მომენტი,
სარზე გასმული თოჯინების
ყალბი თამაში,
ძაფზე შებმული მორჩილება,
მარიონეტის.
რამპის გადაღმა, შეგუება
მშიერი ხვალის,
არავინ იცის, რომელია
ახლა ჯამბაზი,
მიზანში გიღებს, სიბნელიდან,
ათასი თვალი,
ჩასაფრებული ურჩხულივით
სუნთქავს დარბაზი.
ჩირაღდნის შუქი, თეთრად ლოკავს
ძვირფას მარმაშებს,
სცენიდან ისმის სიმღერა და
ტაშის კაკანი,
სადღაც, ოთახში ყრია, ვინც კი
ვერ ათამაშეს,
აჯანყებული თოჯინებით
სავსე საკანი.
ფიქრებით სავსე სიჩუმეში,
დაფრინავს მტვერი,
ჭამს, ბავშვის ხელებს დანატრებულ
უძლურ ჭოჭინას,
სადღაც, იოლ გზას შედგომია,
დაღლილი მტერი,
წევს ნანგრევებზე, გატეხილი,
ძველი თოჯინა.

საშა გველესიანი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » საშა გველესიანი
ძებნა:

მოგესალმები Гость