მარიამ კოზმანიშვილი - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » მარიამ კოზმანიშვილი
მარიამ კოზმანიშვილი
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:17 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გ ი ლ ო ც ა ვ
მრავალ ახალ წელს დაგასწროს,
ხვავს,
ბარაქას და დოვლათს...
უდროობაში გავა დრო,
შემოგადნება თოვლად...
მინდა რომ ტკბილად დაბერდე,
ჩემო მზეო
და მთვარევ !...
გაბრწყინებული ამღერდე,
ჯავრს ვერ გაუღებ კარებს !...
დაგბედებოდეს მშვიდობა,
უპირველესად ყოვლის...
არ გაიკვირვო ფლიდობა,
ვერაგი წუთისოფლის...
სანამ ხარ,
რწმენით იარე
და განსაცდელთა თმენით...
არ შეუშინდე იარებს,
ჟამი ჩამორეკს ლხენის...
მრავალ ახალ წელს მენახე,
გემრიელად და ტკბილად...
თაფლივით შემომენახე,
იმედიანო დილავ !..
კეთილდღეობას გისურვებ,
სანამ სიცოცხლეს ფეთქავს...
რაც გულისგულში გისურვე,
სადღეგრძელოში მეთქვას...
ვასილ ბოსტაშვილი
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:17 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი შვილია

მე გავაჩინე, ჩემი შვილია...
თუ გნებავთ, მკერდი მომკვეთეთ ახლა.
ყოველი წუთი - ეს იგივეა,
რაც მიჯრით გულში ტყვიების დახლა.
ჩემი პირმშოა... ნაწილი - ჩემი.
ჩემი გული და ჩემი სხეული...
ასეთიც მიყვარს, ასეთიც მტკივა -
ქურდიც, მეძავიც, ლოთიც, სნეულიც!...
მე ვათენებდი მასთან ღამეებს,
პირველ ნაბიჯებს მასავით ვდგამდი...
მას რომ დაცემულს სისხლი სდიოდა,
ის სისხლი გულში მე ახლაც დამდის.
ჩემი შვილია... ჰო, ჩემი, ჩემი.
ახლა თუ გნებავთ, მომკვეთეთ მკერდი.
რომ ვჭირდებოდი, მე დავეხმარე,
მე დავუდექი ბეჩავი, გვერდით!...
ნარკომანია, კახპა, თუ გეი...
შვილია ჩემი, შვილია ჩემი...
თქვენ ვერ მიხვდებით, რა დარდი მძიძგნის,
თქვენ ვერ გაიგებთ რა ხდება ჩემში...
სხვანაირია, არავის არ გავს,
და ეს სხვაობა ჭკუიდან შემშლის!...
მე ვიღიმები... ზოგჯერ ვღიღინებ...
მან რომ არ იგრძნოს სულის ქვითინი...
მე ახლაც მესმის ცრემლიან ცხადში,
მისი ბავშვური ხმა და ტიტინი....
მე გავაჩინე, ჩემი შვილია!...
მე ვაგებ პასუხს მისთვის და მასზე!..
და მაინც ყველამ, და მაინც ყველამ
ილაპარაკოს საკუთარ თავზე.

/მარიამ კოზმანიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:18 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმების სეზონი იწყება, ძვირფასო,
სეზონი – ბუხრების, ჩაის და პლედების…
ჩამოვსხდეთ სარკმელთან და თვალი ვადევნოთ,
ცას როგორ კვეთავენ ღრუბლები – დენდები.
ხანდახან ღიმილი ავანთოთ ღიღილოდ,
ვსვათ ჩაი, ლიმონით, პიტნით ან ჟასმინით…
წარსულის ბადაგით დავბანგოთ გონება,
მუხლებს რომ გაგვითბობს პლედები, ქაშმირის.
წვიმების სეზონი იწყება ძვირფასო.
ამ წვიმებს უთუოდ მოჰყვება ზამთარი.
ვუსმინოთ გამხმარი ფიჭვების ტკაცა-ტკუცს,
დავხუროთ ვალების და სევდის დავთარი.
შეხედე, რა მუქად, რა მალე ღამდება…
დადუმდნენ ქუჩები, პარკები, ეზონი…
იწყება ბუხრების, ჩაის და პლედების,
ერთურთის თვალებში ჩახედვის სეზონი.

მარიამ კოზმანაშვილი
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:18 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დავდივარ, პეშვით მზეს ვაგროვებ,
ჩვენკვალდანატოვარ ბილიკებზე...
გზა-გზა მიმოფანტულ ცისთვალებზე,
მტრედის ღუღუნსა თუ ირმის რქებზე.
დავდივარ, ქარის ხმაში ვეძებ,
შენგან დანატოვარ სიტყვის ჰანგებს,
სულის კიდობანში შენაგროვებს,
მოვალ, სასთუმალზე დაგილაგებ.
მინდა, მზენასვამი მინდვრებიდან
თმებით მოგიტანო ფერადები,
გითხრა, შუაღამის ზმანებებში
სევდის წამლეკად რომ მელანდები...
თორემ გაილია წყლის წვეთივით,
ყოფნის ნართაული პწკარედები,
დღეთა ულაყებმა გაიტაცეს
ჩვენი სიყვარული - კარეტებით...
დავდივარ, საგზლად მზეს ვაგროვებ,
ჩვენკვალშემორჩენილ ბილიკიდან.
მინდა, დარჩენილი სათქმელები
წვიმამ მოგიმღეროს ლიკლიკითა.
/მარიამ კოზმანიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:19 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაუმჭვირვალე ნისლია ირგვლივ,
ნაცრისფერია, ვით ბუხრის კვამლი...
ფანჯრიდან ვუმზერ სივრცეს და ვხედავ,
ოქტომბერს როგორ გაუდის ყავლი.
/მარიამ კოზმანიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:19 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ციცქნა მარიამი
დილის ნამი არი...
თოთო ცისკარია...
დღეა - დარიანი...
თვალთან ნაოჭებით,
მზერით - მთვარიანით,
მიდის სიბერისკენ
დიდი მარიამი.
/მ.კ./
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:20 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ავდგე და წავიდე?..სად წავიდე?..
დავრჩე და ნეტავი როდემდე?..
ვიცინო?..ხანდახან სირცხვილია,
ჩემს ირგვლივ თუ სიმწრით გოდებენ.
ვდგავარ და ზურგის ქარს ველოდები,
აქ უკვე აღარცრა მაკვირვებს....
დავტოვებ ჩემს გზაზე შეშლილ სხეულს,
მიწიერ ცოდვების საკირეს.
/მარიამ კოზმანიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:20 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხომ იცი
ხომ იცი, ეს დროც გაჰყვება ქარებს...
ეს სიკაშკაშეც ჩაქრება, ფერთა...
ხომ იცი, გარდა სიყვარულისა,
სულ არაფერი შეგრჩება ხელთა?..
ხომ იცი, უნდა იყო მებრძოლი,
მჭედელი, შენი ბედის და ხვალის...
თან ფაიფურის სამშვენისივით,
ციმციმ დაგქონდეს სახელი ქალის?..
ხომ იცი, როცა მზე მიდის სადღაც
და მთვარე ცაზე დაეძებს მიჯნურს,
ან როცა ქარი, გათვალულივით,
შენს კართან მღერის არიებს, გიჟურს,
უნდა დამალო საბნისქვეშ თეთრი
და ასაფრენად აშლილი ფრთები
და გულის გულში დაიმახსოვრო,
ძილის კალთაში თუ როგორ თბები.
ხომ იცი, როცა ქუჩაში გასულს,
დაგიზოგავენ სითბოს და ღიმილს,
უნდა აივსო სული სიკეთით
და თავი აღარ გეგონოს მღილი.
საკუთარ ეგოს უნდა დაჰპირდე,
რომ თავდახრილი არასდროს ივლი,
რომ სიყვარულის ცეცხლით დაფარავ
ყველა ტკივილს და იქნები თბილი.
ხომ იცი, ეს დღეც გაჰყვება ქარებს...
არაფერია ქვეყნად უცვლელი...
და იშრიალებს უმისამართოდ,
შენი შავ-თეთრი ყოფის ფურცელი.
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:21 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ის არის დედა,
მასში შენი შვილი ხმაურობს.
დაიჩოქე და ეცი თაყვანი.
არც კი დაგეწყოთ
საქორწინო მოგზაურობა,
თვალით მოზომა,
სად დაედგა ჩვილის აკვანი.
მან შენზე ადრე
გაიგო, რომ მოვა სიცოცხლე
და შენს სახლს,
ეზოს, მოედება აურზაურით...
მისი მოსვლისთვის
ის მზადაა დღე შეიმოკლოს,
თაყვანი ეცი,
მასში შენი შვილი ხმაურობს.
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:22 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გული მატკინე, მაგრამ არ მძულხარ.
სიძულვილი არ ვიცი რა არის და ამიტომ.
მცირე ხნით გაგებუტე. ზურგი შეგაქციე... თუმცა ვიგრძენი თუ არა შენი გასაჭირი, მყისვე შენთან გავჩნდი.
როგორც შემეძლო, ისე დაგიდექი გვერდით.
ყოფილა დღეები, როდესაც მეგონა, რომ არ მიყვარდი.
რომ სამუდამოდ ამოვიგლეჯდი გულიდან შენს სახელს და ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილს არც კი შემოგხედავდი....
შენ ხომ მიმეტებდი უსაზღვრო დარდისთვის, ტკივილისთვის...
გაივლიდა მცირე ხანი და ვგრძნობდი, აღარ მქონდა გულში ბოღმის ნასახიც. ისევ მეგობარს, ძმას, დას, შვილოს, ძვირფასოს გეძახდი....
ხო, ვერასდროს შევძლებ შენს შეძულებას, ადამიანო.
ვერ გაგინაპირებ. ვერ წავუყრუებ შენს წუხილს. ვერ გაგიგულგრილდები.
უფალმა მოიღო მოწყალება ჩემზე და სიყვარულის უდიდესი მარაგით დამაჯილდოვა.
იმდენად დიდის, რომ სიძულვილისთვის კუნჭულიც არ დამიტოვა სულსა და გულში.
არ მყავს მოძღვარი.
მხოლოდ უფალია ჩემი მესაიდუმლე.
როდესაც მოიწევა ჟამი, ჩემი გარდაცვალების, იქნებ იქ, ზეცაში, ჩემი ყველა ცოდვა შენდამი სიყვარულმა გადაწონოს?...
არ ვიცი...
ვიცი მხოლოდ ის, რომ გულიც რომ ამომგლიჯო, ვერასდროს შეგიძულებ
შენ - ა დ ა მ ი ა ნ ო !
/მარიამ კოზმანიშვილი/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » მარიამ კოზმანიშვილი
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость