გიო (ზედვაკელი) აბესაძე - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 7
  • 8
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიო (ზედვაკელი) აბესაძე
გიო (ზედვაკელი) აბესაძე
nukriaДата: ხუთ, 19.05.2016, 23:04 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ია სულაბერიძე

ლექსი ვეფხვისა და მოყმის
და სიმღერა ხასან-ბეგის -
თუკი ასე მემღერება?
თუკი ლექსიც ასე მეთქმის?...
რა ცოტაა საღიღინო!
უფრო მეტი - დასაჭექი,
რამდენია, ეს ოხერი,
შხამი, გულში დასალექი!
რამდენია ირგვლივ კაცი,
გნებავთ, ქალი - გასარეკი,
ანუ გასაგიჟებელი,
განა ირანს გასარეკი!
მოსაჭრელად არ მეთმობა
არცა ცერი, არცა ნეკი!
რაღა დამრჩა წასართმევი
ანდა - წარღვნის წასალეკი?...
ლექსი ვეფხვისა და მოყმის
და სიმღერა ხასან-ბეგის -
სწორედ ასე მემღერება,
ლექსიც სწორედ ასე მეთქმის!...


Сообщение отредактировал nukria - ხუთ, 19.05.2016, 23:10
 
nukriaДата: ხუთ, 19.05.2016, 23:12 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა,
მიწა მიჰქონდა, მიწა თბილი, მიწა მარადი,
შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან,
ქართულო მიწავ, ამიტომაც დაპატარავდი.
და სანამ ჩემში გული ფეთქავს, ისიც ქართული,
სანამ ჩემს სულში ჯერაც ირმის მყვირალობაა,
ჩვენ გადავრჩებით ათას ფესვად გადახლართულნი,
ვით ცის კალთაზე ლურჯ ვარსკვლავთა ყვავილობაა!
 
nukriaДата: ხუთ, 19.05.2016, 23:15 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მართალია, მე - არა,
მე არ ამირჩევია,
მაგრამ ფაქტი ისაა,
ეს სამშობლო - ჩემია.
ფაქტი ფაქტად მივიღო -
მეტი რა დამრჩენია?
ვიცინო თუ ვიტირო? –
ეს სამშობლო - ჩემიაა!..
ეს ხელმწიფე ამ ტახტზე
მე არ დამიჯენია,
მაგრამ, რაკი მაინც ზის,
ღირსი ვარ და - ჩემია.
თან რომ თავსაც მაძულებს,
თან რომ თავს მირჩევნია,
ვერსად რომ ვერ წავუვალ,
ეს სამშობლო - ჩემია.
მტერია თუ - მოკეთე,
რომ ვერ გამირჩევია,
არჩევანის გარეშეც
ეს სამშობლო - ჩემია.
თაობიდან თაობებს
რაც კი გადასცემია,
დიდებაც და დაცემაც
ერთნაირად ჩემია.
თან რომ ჩემი მკვლელია,
თან რომ - გადამრჩენია,
ეს საბრალო სამშობლო,
მადლობა ღმერთს! - ჩემია!
 
nukriaДата: ხუთ, 19.05.2016, 23:19 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სადაც ოქროსფერი მზის ქაფია,
თორღვაის ცხენები იქ აბია,
ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია,
ჟამმა გზა-ბილიკებს უცნობს.

მეც ხომ ვიძახოდი ღვთის კაფიას,
მტერი მამულისა მიკაფია,
სისხლი წყაროსავით მიხაპია,
იმედი რომ მერქვა მუცოს.

"ღმერთო! ძე ღვთისაო და მარიამ,
მტერი, მოყვარე, მთავარია
ჩემთან არც ერთი არ არიან,
ყველასთვის გავმხდარვარ უცხო".

ნეტავ, რა ხმაა და რა ზარია,
რა გოდება და თავზარია,
მუცოს ბეჭები გაბზარვია,
ჟამისგან ძლეულა მუცო...

სურდათ აკვნები ურწეველი,
მტერი არ დარჩა უწვეველი,
წასული თავ-ბედ უწყევლელი,
"ქართლს მტერი ეყოლება ნურცო".

ასე ურღვევი და ურყეველი,
მტრისათვის ხარკის უძლეველი,
გაუტეხელი და უძლეველი,
ჟამისგან ძლეულა მუცო.

სადღაც ლამპიონთა ღაღანია,
სადღაც ცეკვაა და არღანია,
სადღაც ვაჭრობაა გაგანია,
ვიღაც მდიდრდება და წუწკობს.

აქ კი აღარც თორღვა ძაგანია,
აღარც ფარ-შუბების ჭახანია,
მშველელს ელოდება რა ხანია
ბეჭებგაბზარული მუცო.
 
nukriaДата: ხუთ, 19.05.2016, 23:35 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხვალ ისევ სიგარეტი მოგვინდება

-ბექა ახალაიას და ჩე გევარას-

ლექსებმა-ალუმინის მავთულებმა-
ერთ ტყავში მოგვაქცია მძიმე ძნად.
ცხოვრებას თურმე ძალად ართულებენ,
პოეტებს შეძლებიათ ასე, ძმაა,
რომ მარტო ერთი ღამის გადათევით
დიდი გამზირები შეშალონ.
წამო და მინდვრები გადავთელოთ,
და მთვარე, რომელზედაც გვგეშავენ
ჩამოვაგდოთ ბახუსის ორბიტიდან
(მუზა საერთო და საჩინო).
ხვალ ისევ სიგარეტი მოგვინდება,
ხვალ ისევ ასანთია საჭირო,
რომ ჭადრებს (რუსთაველზე) გადაბელილთ
ცეცხლი მივცეთ და ავანთოთ.
ჩვენ ამ ცხოვრებაში გადარბენით
მოვედით და ყველა დოგმას ვღალატობთ-
მაგალითად:ვერ ვმღერით კლასიკურად,
მოვლილი წვერით და პერანგით.
დაგვყვა თან იმიჯი ასკეტური,
ვერავინ შეგვიყვარა ვერაფრით.
 
nukriaДата: ხუთ, 19.05.2016, 23:56 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აწი წვიმების მწკრივი წამოვა
და წეროების თეთრი ჯაჭვივით
გადაიბმება სველი ცა -მოლი
და მზესაც რაღას გაეპრანჭები?
ვიწვეთ.
მე მიყვარს შენი ლოგინი.
სადაც სითბოა ასეთ ჟამისფერ
დილას
და მერე -ყავის ლოდინი,
მეტი სიცილი და სიხალისე.
ტელევიზორი.
რეტრო მუსიკა.
მობუზულები სხედან ქედნები
სარეცხის თოკზე.
(ტროლეიბუსი
გადაჭედილი)
არ ვიხედები
გარეთ,
ამნაირ ქარში რა გავა?
(ლამის ეზოდან ვუხმო ფინიას).
სიგარეტი ან აკუტაგავა,
შენი კოცნაც და
კმაყოფილი ვარ.
..........................
კაპ.
ისევ კაპი,
ბევრი კაპები,
წვიმს,
დაე,მთელი კვირა იწვიმოს.
ტკბილ ლუკმასავით ჩამეყლაპები
მზის ამოსვლამდე ჩემო წიწილო.
 
nukriaДата: პარ, 20.05.2016, 00:09 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
„რომელსაც“-
ამ კავშირს ვერ ვიტან ვერც ლექსში, ვერც ისე,
არა და უმისოდ რთულია,გალამბო აზრები.
თბილისის ჭუჭყიან ზურგზე ქარია მექისე.
მე მინდა,ავწიო მხრებით ეს ქუჩა,თუმცა კი თავს ზევით
არაა ძალა და სანამდე უნდა ვიდგე ან ვექაჩო
სიგარეტს,რომელსაც ისევ ეს ქარი თუ მომიწევს.
გაპარსულ სახესაც ბოლო დროს თვალებს ვერ ვაჩვევ,
სრულიად სხვა ხიბლი,სხვა შარმი ვუპოვნე, მგონი, წვერს,
რომელსაც...
აი ეს „რომელსაც“ ისევე წამომცდა
მესამედ უკვე და არ ვიტყვი ამ ლექსის ბოლომდე.
ცხოვრება, ალბათ, უფროა ნერვების გამოცდა:
ნიშანი ბოლოს.ან განსაზღვრა: კეთილი-ბოროტი.
და მერე ნავი და... ქარი და... მოსილი შავებით ქარონი
მიდის და... მიაქვს და... მიარწევს აფრიან ფუსუტას.
თბილისში ერთმანეთს მარტო თვალები ყვარობენ.
ღმერთმა მე არ მკითხა, საერთოდ, ცხოვრება თუ მსურდა.
და ქარი დამათრევს -მალაკნის ბაზრიდან დიღმამდე,
დიღმიდან- მცხეთამდე, მცხეთიდან -ლიხამდე .მერე და მის იქით
სადმე მომაღლო მთას ვნახავ,ავალ და ვიღნავლებ,
ახლა განწყობა და ხასიათი მაქვს ისეთი.

სიტყვებით თუ ვიტყვი: ხასიათს ვატარებ,
რომელსაც...
 
nukriaДата: პარ, 20.05.2016, 00:26 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმაში მაგრად მერჩის მუსიკა,
ჩემი ოთახის მშვიდი აურა,
მარტო ყოფნა და წოლა უსიტყვოდ,
ღამით დარეკავ, გაიხმაურებ
ყურმილის მიღმა. ისევ რაფაზე
კაკუნი წვიმის, ათასი "კაპ-"ი.
მე სიმარტოვე ვერ დავაფასე,
ხელის გულებზე მჭიდროდ ნიკაპი-
ნაცნობი პოზა. თვალები მღვრიე,
არ მეძინება, გარეთ გავხედავ.
ხმა ისმის, როგორ გადაიღებდა?
ცამ თავი ისე გაითავხედა...
ჩემი რვეული, რომელსაც ვმალავ,
მაგიდაზეა ახლა და ნახონ.
მე მომანატრა პატარა ქალმა
თავი და წვიმის დედაც და ახლა-
ვე ვდგები იმხელა ნდომით,
ისეთი დიდი სურვილით მინდა
ვიყო იქ, მოხდეს ათასი ომი,
მე მაინც მივალ და წავიკითხავ
დღემდე დაწერილ ყველა ჩემს სტრიქონს
ზუსტად მასზე და არცერთხელ იმას,
რომელიც ადრე ათასჯერ მიქეს.
წვიმა მატულობს...
რა უნდა წვიმას?..

წვიმაში მაგრად მერჩის მუსიკა...
 
nukriaДата: პარ, 20.05.2016, 00:45 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვარ პოეტი და უმაღლესი ჩემი ლექსებით,
შენს სახეს ვამკობ...
ხარ ალერდი და უახლესი ლუჯრი ალერსით,
ლორდის გულს აჭკნობ...
დაე მოვიდეს მზისხელები ალი და ელვა,
ცეცხლი დაანთოს...
წაუღოს გული და ჰეფესტომ, როგორც ჰაფეზმა,
დაე დაშანთოს...
და მისგან რამე თუღა დარჩეს ნამად მოვიდეს,
ცური დაცვაროს...
და არცერთ ღამეს უღიმღამესს ღიმი არ მისცეს,
დილას ახაროს...
შენი სინათლის მობრძანება უძვირფასისა,
ბროლო და ლანდო...
ქარვის თვლებივით სითბოს დამღვრელო და სინათლევ,
ბლონდო და ბლანტო...
 
nukriaДата: პარ, 20.05.2016, 00:48 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმა მოვიდა ქალაქში, წვიმა ..

წვიმა მოვიდა ქალაქში,წვიმა...
მე მიყვარს ,როცა მცივა და ვიწყენ.
რა დარდიანი ვიყავი წინად,
ახლაც სევდიან სიმღერას ვიწყებ.
არაა ჩემი ამინდი დარი,
მე მძულს მზეები...მზეები როგორ.
წვიმის წვეთები ჩემს ლექსებს გვანან,
ლექსებში მიყვარს პატარა გოგო.
რა ბანალურად დავიწყე წერა,
ო,ბანალურად,ასე მარტივად...
ახლა ნესტიან ბალიშზე ვწევარ,
ბოლოკლასელი გოგოს ბანტივით.
ო,რა ლამაზი წვიმაა,ნახეე...
სახურავებზე დგას ანტენები.
ვწევარ...ვეწევი...ფიქრს კვამლში ვახვევ...
მე შენ მიყვარხარ გადამეტებით!
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიო (ზედვაკელი) აბესაძე
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 7
  • 8
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость