გიო (ზედვაკელი) აბესაძე - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიო (ზედვაკელი) აბესაძე
გიო (ზედვაკელი) აბესაძე
nukriaДата: პარ, 20.05.2016, 20:29 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფურცელზე წერა მომენატრა...მუხურის ეზო...
ჰამაკი...ბევრჯერ წაკითხული გრანელის ლურჯი
წიგნი და... ყვითელგულიანი ჩიტები ხეზე...
ბიძაშვილები-თაგვებივით შესული ბუჯერს...

ხალმიდან ყველის ამოღება და მერე ჭიშკარ-
გადაღმა ფრთხილად გადაპარვა,ბიჭებთან ძუსის
სანაპიროზე ცოფიანი არაყით "თიშვა"...
თხმელებში- ბანქო,სიგარეტი და სამი ტუზი.

საერთოდ წერა მომენატრა...მსუბუქად წერა...
მწვანე მინდორი...მოლოდინი გვალვაში ავდრის;
მე ახლა ზემო ვარკეთილში დივანზე ვწევარ
და ზედვაკეში მარტო ჩემი ოცნება დადის.

ფურცელზე წერა მომენატრა,უბრალოდ წერა...
 
nukriaДата: პარ, 20.05.2016, 20:31 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალაქის ზერელე ცხოვრების გერი ვარ,
მეველე ვიყავი სოფელში და დილის
ექვსს აკლდა წუთები, ვანთებდი კერიას,
მზის პირველ კბილამდე -ყანაში!
სადილი
მოქონდა ბებიას-ქოთანში ლობიო,
კედლებზე ცვრებისგან მტირალი მათარა.
"-ნაწვიამარია და მიწას ობი აქვს,
ცივია, ბებია, არ დაჯდე მაქანა,
შენ გაზდას".
მეტყოდა ასე და მეც ჯიბრით
ვეხუტებოდი ცივ ბელტებს,არიქა.
ვბიჭობდი,
მიწაზე ვიწექი ბეჭებით,
ჩემი ჭკუაში ჩაჯდომა არ იქნა...
მერე,როდესაც დავტოვე სოფელი,
ყოფილი მეველე ქალაქის უსიერ
ქუჩებში შეცვლილი სახით და პროფილით,
თეთრი პერანგი და ლამის მუსიე,
თამბაქოს ვარჩევდი ოდნავ რბილს,მენთოლით,
ვკარგავდი რითმასაც,რაც უყვართ თბილისში,
დღეს ისე უბრალოდ ვერავინ მენდობით,
როგორც თავს გაცნობდით-ჟორჟიკას შვილიშვილს.

ქალაქის ზერელე ცხოვრების გერი ვარ.
 
nukriaДата: პარ, 20.05.2016, 21:04 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შუქნიშანი...წითელი...
(აგერ მე და აგერ შენ)
ქალი მოდის...ვითომ რა?
რა და როგორც ანგეში
მოდის...ქუჩა -ბალახი
ფეხქვეშ მიმოითელა.
შიშველი რომ მანახა...
გადამშალა იმდენად,
საჭეს ხელი გამეშვა,
ძმაკაც,შენი ნიკაპი
სასაცილოდ დაეშვა,
ვინ მიგიშვებს იქამდე?
მკერდი ისე მოუგავს
მთვარეს ნამარიობებს,
ნაღდად არის საჭირო
მოთმინება იობის.
ჰოდა წარმოიდგინე:
(წარმოიდგენ ვერაფრით)
მკერდზე გადმოიწვინე,
როგორც სველი სელაპი.
და დათხვარე ტუჩებით
მისი ძუძუს კერტები.
ზოგს რა აზრი უჩნდება...
ზოგს რა ცეცხლი ედება...
გიზიარებ იგივეს,
რასაც ვფიქრობ-იდეას,
ახლა წარმოიდგინე,
რომ მე ვგავარ ფიდიასს:
ხელში მაგრად მიჭირავს
მარმარილოს ფეხები
და ვთლი,ამის ნიჭი მაქვს,
და უფრო მეხერხება:
წინააღმდეგ დინების
კალმახივით აყოლა
ენით...გეცოდინება,
როგორ გადამაყოლა
გენმა ასეთ ჩანჩქერებს
(აგერ მე და აგერ შენ)
ქალი ქუჩას აჩერებს,
მოდის, როგორც ანგეში.
 
nukriaДата: პარ, 20.05.2016, 21:10 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ვერ ვიპოვნე ჩემი ადგილი-
ოთახში,გარეთ,ცაში,ხატებთან...
გული, რომელიც ბევრჯერ მატკინეთ,
ვერ დაგანახეთ, ვინც განახებდათ,
გიყვარდეთ იგი!
ჩემი ნაბიჯი,
დამძიმდა, როგორც სველი სამოსი.
სული ვერ იქნა ვერ დავადინჯე,
თავს ვიგიჟებ და თავს ვიქაოსებ.
ადრე ამ ხიდზე დოლზე უკრავდნენ,
დღეს დილით ყიდდნენ ფერად გაზეთებს.
მინდა,თბილისსაც ისე ვუყვარდე,
როგორც მე მიყვარს ახლა ასეთი-
ჩემსავით მარტო და გადაღლილი.
ჩაბნელებული ქუჩის ბოლოში
უნდა ვიყმუვლო მამა-ძაღლივით
და ვიწკმუტუნო ასე.
ხოლო შენ-
ღამეში- წამით მაინც მიფიქრო,
საშველი, წამით მაინც მოგინდეს.
რომ ძერასავით გადმოვიფრინო
და ჩამოგიჯდე შენ თბილ ლოგინზე
დღეს ქარი იყო.
ღრუბლებს ემტერა.
არეულია ისევ ამინდი.
სული თბილისში ვეღარ ეტევა.
ყველგან ვიყავი, სადღა წავიდე?

ოთახში...
გარეთ...
ცაში...
ხატებთან-
არ არის არსად ჩემი ადგილი.
ყველას გიჭირდათ დაგენახეთ და
"ვერდანახვებით" გული მატკინეთ.

ქუჩაში დადის გიო ზედვაკელი...
 
nukriaДата: პარ, 20.05.2016, 21:10 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქუცა,ქუცა,ლაქუცა,
კუდქიცინა,
ანცო
ლეკვო,
შენთან თამაშით
უნდა დავიქანცო.

გუშინ დედამ ჩემს თმაში
ბევრი ქვიშა ნახა,
არ უამბო არავის,
ნიცა გაილახა.

პასკა,პასკა ნამცხვარო,
მალე გა-მო-ცხვი.
შე საწყალო მურია,
აცმაცუნებ ცხვირს.

განა მართლა ცომია,
დავასველე მიწა.
შენ ლეკვი ხარ ლაქუცა,
მე -კუდრაჭა ნიცა.


Сообщение отредактировал nukria - პარ, 20.05.2016, 21:17
 
nukriaДата: პარ, 20.05.2016, 21:11 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მინდორში მე და შენ
ვფანტავდით
ბაბუაწვერებს, გვირილებს.
კოცნა მომინდა ძალუმად,
მაგრამ ვერ გადაგიბირე.
მერე შემოგვხვდა მდინარე,
წყალს დაეწაფე დაღლილი.
ლერწმისებრ გადაიხარე,
აცეტებული ბალღივით.
დილამდე ის დროც გავფანტეთ,
რაც დაგვრჩა გაუფანტავი.
უკან გადარჩა მინდორი,
ყვავილები და ფანტანი.
როგორ მოვიდა საღამო,
თეთრი მზე-მთვარედქცეული.
და ვარსკვლავების ლაშქარი,
ბუდიდან ჩამოქცეული.
შენც მოინდომე გაქცევა,
შენც, როგორც ერთმა ვარსკვლავმა.
დარჩი ღამეში მარტო და
იმ ღამემ კოცნა გასწავლა.


Сообщение отредактировал nukria - პარ, 20.05.2016, 21:17
 
nukriaДата: პარ, 20.05.2016, 21:16 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უშენოდ მცივა, როცა აქ არ ხარ,
როცა ქარები ენებს აშლიან.
მე მარტოობის ვინახავ მარხვას,
და ვგრძნობ,რომ საქმე რაღაცაშია.

ყველა წავიდა და დავრჩი ოდენ
გარემოცვაში მუნჯი კედლების.
ძველი საათი რაღაცას გოდებს,
კუთხეში დუმან ლურჯი კედები.

იანვარია.ორი.ბედობა,
გავიხედები,ქუჩა წყნარია.
მომწყინდა ხალხთან ურთიერთობა,
და არაფერი არ მიხარია.


Сообщение отредактировал nukria - პარ, 20.05.2016, 21:17
 
nukriaДата: ოთხ, 25.05.2016, 19:46 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი პოეზია რითმიდან გაიქცა
და იქცა პროზად,
რადგანაც დოზა სიყვარულის
(რომელიც მაჩუქეს),
არ მეყო...

მიზანი არა მაქვს.
არ მაგონდება სიმბოლისტი პოეტების ფერადი ლექსები.
არც რომანტიკოსებს დავესესხები.
დილამდე დროა,
მე მთვარი ვიყავი გუშინ.
მგონია,სულში მიფათურებენ ხელებს,
სულში!
სულ შენ დამდევ,ხან...
რამდენხანს ვიფრინოთ ცაში მე და შენ,ჰა?
გატეხილი კოკიდან დაღვრილი წყალივით მიიკლაკნება სევდიანი მუსიკის ჰანგი.
ამ შუაღამეს შენი დაღლილი თვალების ყურება მომინდა.

მე ახლა ვეძებ სიტყვებს,რომლებიც მებნევა.
მეახლა მუზა.
ღამე დამუნჯდა,გაიყურსა
და ვწერ ათასგვარ სისულელეს,
ეს შენ ხარ,
შენ ხარ შემოქმედი ჩემი სულელური ქმედებების!
 
nukriaДата: ოთხ, 25.05.2016, 21:43 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იცი, ბოლო დროს ღმერთს ვიხსენებ ძალიან ხშირად...

ყოველთვის, როცა მენატრები,

(ვიცი, შენთვის არ უნდა მეთქვა),

თვალებს ვხუჭავ და შენს ხელებს ვხედავ,

ასე მძაფრად დამახსოვრებულს,

როდესაც ტანი სავსე არის

ავბედითად ჩაგუბებულ შენი სურვილით,

ყოველი ნაკვთი, ყველა ნერვი

თრთის, კანკალებს უძლურებისგან,

როცა ათასი დანა დადის

ჩემს სხეულში მბრუნავ ცელივით

და გამეტებით სერავს ძარღვებს

მონატრებით ალესილ პირით,

როცა მგონია, აღარ დამრჩა ძალა ბრძოლისთვის,

მინდა, მოგიხმო შენ, ვინც ამას რა ხანია მოთმენით ელი...

მე ამ დროს ვამბობ: ღმერთო მიშველე!

და ისიც, ჩემდა გასაკვირად სულ ფხიზლადაა,

ერთი წამით არ ხუჭავს თვალებს.

 
nukriaДата: ოთხ, 25.05.2016, 22:47 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვუყურებ ქუჩას,ქუჩაში- ტრანსპორტს,
ტრანსპორტში- ხალხი,მანამდე -კიბე.
აქ ახლა ოთხზე მეტია კასტა,
რაც მე დავთვალე, არადა კიდე
დავთვლიდი,ოდნავ დრო მინდა მეტი.
პირველი-ბებო-გაწვდილი ხელი,
მეორე- ქერა ბიჭი კლარნეტით
მიწისქვეშასთან და თვალგახელილ
ნომერი სამი: მუშებსაც ვხედავ-
(მაჯის საათი.წუთები შვიდის).
მთელი დღე ელით სიცხე და ხედვნა,
წესით რომ, ალბათ, ფრთებს უნდა შლიდნენ.
ნომერი ოთხი: მიდის და რუჯავს
მყრალი სიგარით ცას და პერანგი
აცვია მუდამ ერთი და ლურჯი
და პროფესორის კარიერამდე
ის ლექსებს წერდა.მე ასე მითხრეს,
მე ისიც მითხრეს,რომ ახლა უჭირს;
ჩემ თუთაშხია ძმებს მალავს ციხე,
სხვებს აპურებდნენ და ახლა კუჭი
უხმებათ...ასე- ნომერი ხუთი.
ნომერი ექვსი: იქნებ გავჩერდე?
ივლისის ხვატი სულს ისე ხუთავს,
სხვა ხვატებისგან გამოვარჩევდი.
ნომერი შვიდი:მამას მეგობარს
არა აქვს ბინა,ცოლსაც გაშორდა.
ახლა მას ჭიქა ღვინო ეყოფა,
სულ ცოტა ბედი და ეშმაკობა.
გავა(რვა)რებულ ასფალტზე სხედან
დაუბანელი ბავშვები ციგნის.
ჩემი ქალაქის ფერადი ხედი,
ტროტუარებზე დაყრილი წიგნის
ქალაქი...ანუ ახლა აქ ხიდებს
ფეხებს აბამენ,პლატინის ფეხებს.
შეგეშინდება გარეთ გახვიდე,
ელვა და მოლოდინია- მეხიი!
ვუყურებ ქუჩას,ქუჩაზე- ტრანსპორტს,
ტრანსპორტში- ხალხი,მანამდე- კიბე.
მისმინე, ღმერთო,მე ისეთს რას გთხოვ?:
-წამიღე, ცაზე გამომაკიდე,

რაც შეიძლება სულ უფრო მაღლა,
თითქოს რაღაცის სიმბოლო-დროშა.
არც არაფერი იფიქროს ხალხმა,
არც სადმე ფრთები დამეხეს დროში.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიო (ზედვაკელი) აბესაძე
ძებნა:

მოგესალმები Гость