გიო (ზედვაკელი) აბესაძე - Page 6 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიო (ზედვაკელი) აბესაძე
გიო (ზედვაკელი) აბესაძე
nukriaДата: ხუთ, 26.05.2016, 00:56 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მიყვარს სიმწვანე,სიოთა რონინი,
რუები,ჭალები,ტყენი და მდელონი,
ცისფერი პერანგი, ყოველთვის მოვლილი,
სივრცეში უეცრად შეჭრილი ლენონი,
ღამე,ხანდახან, წერის დროს მოწევა,
უაზრო ლექსების გულდასმით დახევა,
წამოყვირება,დროდადრო,რო ვწევარ,
ბგერების რომელიც დაგარქვეს სახელად.
ვერ ვიტან სნობებს და იმავ დროს უმეცართ,
არ მომწონს, როდესაც მარკვევენ ფიქრიდან,
არ მომწონს ლექსები, რომლებიც უეცრად,
რატომღაც, უმიზნოდ მექცევა რითმიდან.
სამ ჭიქას დავლევ და პოეტი მერე ვარ,
როცა ბახუსი მიჯდება, მერევა.
მაშინ ვიძახი რა დანტე,რის დანტე?!
დანტე დანტეა,ბატონო,მე მე ვარ!..
არც ისე შორია უმაღლეს მიზნამდე,
წერა მოდაში შემოდის(ვინ არ წერს?..)
და სანამ მართლა რაღაცას ვიზამდე,
ჩეროში ვზივარ და ვკითხულობ ჭილაძეს...
 
nukriaДата: ხუთ, 26.05.2016, 01:03 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნიკა, შენ ჩემში ჩადევი ნაღმი,
იცი, რა მიყვარს, აი, შეხედე:
,,ძმა,ეს ცხოვრება სიკვდილად არ ღირს"-
და ვეუბნები გზაში შემხვედრებს
მაშინაც, როცა გარეთ ამინდი
ხრჩოლავს და გულსაც ხელით ვატარებ.
მე ვიცი ძმაკაც როდის წავიდე
და როცა წავალ გამოატანე
შენი ლექსების სითბო და სევდა
ქარებს,
კისრიდან -ცრემლის კამარა.
ვცხოვრობ და მარტო არა ვარ ბედად,
ვცხოვრობ და ვნანობ-ბევრგან არა ვარ.
............................................................
მე ახლა შენთან მოვდივარ, ძმაკაც,
ჩამოვიტოვებ უკან მალაკნებს.
ამღვრეული ვარ დილიდან რაღაც,
მოვალ და რამე მელაპარაკე.
 
nukriaДата: ხუთ, 26.05.2016, 01:05 | Сообщение # 53
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფედერიკო ფელინი

ბექა აბუთიძეს

ჩემ მეგობარს უნდა ალფრედ ნობელის
პრემია და მეტიც-მილიონერის
ჯიბე,
იქვე ყველა სხვა მეზობელის,
ყველა ნათესავის
და ახლობელის
გაოცების თუ რაღაც სხვის შედეგად
აწეული ცხვირზე "რეიბანები",
აივანზე კედლის ამოშენება,
ზედ მეტალოპლასტიკური კარები.
ჩემ მეგობარს პოეტობა მობეზრდა,
ინტერნეტიც...კაფე...მიწერ-მოწერა.
პოეზია ძროხა არის ღობესთან,
ბებიამ რო გომურს მიღმა მოწველა.
სიტყვა უნდა მოდიოდეს რძესავით
ჩხურუუ,ჩხურუუ..ჩადიოდეს ვედროში.
სილაღე და სიმარტივეც ეს არი,
პოეტებიც ჩვენა ვართ და მედროშე
ყველა საქმის დამითმია ლენინურ
ეპოქისთვის.
ამხანაგო,ნუ ღელავ!
შენ დარჩები-ფედერიკო ფელინი
კადრით-როგორ შეგაწუხა უღელმა!
 
nukriaДата: ხუთ, 26.05.2016, 01:06 | Сообщение # 54
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სუვენირები {რობერტ მესხს}

პატარა ყანწით დავლიეთ ჭაჭის
არაყი.
*კინოს სახლის* ფოიე.
არ გვქონდა თავი ხალხთან გაპრანჭვის,
მათთან დელია-ოჰოჰოია.

და როგორც ყინვა,გვამტვრევდა ლექსი,
შეგრძნება ახლაც სულზე მაცვია:
რომ ზედვაკელი და რობერტ მესხი
სოხუმმა ერთად გამოგვაცილა.

გულის მკვლელია თბილისი, როცა
ზამთრის დღეები იჟამებიან .
კი გახდნენ უკვე ხმელეთზე ოცის
შენს ოთახში რომ ნიჟარებია.

თებერვლის ღამე ძაღლივით ამყვა,
რამე რომ გკითხო,სულ ვერიდები.
მიყვება შენზე ყანწი და ჯაყვა,
და ზღვისპირელი სუვენირები.
 
nukriaДата: ხუთ, 26.05.2016, 01:07 | Сообщение # 55
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვერი მაქვს გაპარსული-
ძალიან კლასიკურად.
დღეს ჩემი საღამოა და თეთრი გალერეა
მმასპინძლობს.
ნოემბერი.
ქუჩები გასიპულა.
ოცნება აღარა მაქვს,
ოცნება დამელია.
ლექსი,
რაც მინდოდა გულით დამეწერა,
გუშინ დამეწერა,
სიკვდილს აღარ ვდარდობ.
დაე,ვაგზლის ხიდზე მომკლან გარეწრება,
მკვდარი ამიღონ და სადმე გადამაგდონ,
აღარ მეშინია!
ქარმა იღრიალოს.
მიყვარს,ქარები რომ ღამით ღრიალებენ.
აწი შემიძლია,ყველგან ვიყიალო,
ხვალ-ზეგ უსათუოდ ამაღიარებენ
მთვარის მოდარაჯე პოეტს!

კლასიკურად
ჩანან ხეებიც და
თეთრი გალერეაც...
პარადოქსულია:
(ქუჩა გასიპული).
პოეტს სათქმელი და ლექსი დამელია.
 
nukriaДата: ხუთ, 26.05.2016, 15:10 | Сообщение # 56
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი პოეზია რითმიდან გაიქცა

ჩემი პოეზია რითმიდან გაიქცა
და იქცა პროზად,
რადგანაც დოზა სიყვარულის
(რომელიც მაჩუქეს),
არ მეყო...

მიზანი არა მაქვს.
არ მაგონდება სიმბოლისტი პოეტების ფერადი ლექსები.
არც რომანტიკოსებს დავესესხები.
დილამდე დროა,
მე მთვარი ვიყავი გუშინ.
მგონია,სულში მიფათურებენ ხელებს,
სულში!
სულ შენ დამდევ,ხან...
რამდენხანს ვიფრინოთ ცაში მე და შენ,ჰა?
გატეხილი კოკიდან დაღვრილი წყალივით მიიკლაკნება სევდიანი მუსიკის ჰანგი.
ამ შუაღამეს შენი დაღლილი თვალების ყურება მომინდა.

მე ახლა ვეძებ სიტყვებს,რომლებიც მებნევა.
მეახლა მუზა.
ღამე დამუნჯდა,გაიყურსა
და ვწერ ათასგვარ სისულელეს,
ეს შენ ხარ,
შენ ხარ შემოქმედი ჩემი სულელური ქმედებების!
 
nukriaДата: ხუთ, 26.05.2016, 15:23 | Сообщение # 57
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არაფერია პოეტობა თუ არა შენი
და ჩემი ძმობა, რა უდგია მარტო სიარულს.
მოგვინდა სახლი პოეზიის?
თუ ავაშენებთ
ერთად, თუ არა დრო ისედაც მოგვასრიალებს
ქუჩაზე, სადაც თოკებია, ყულფები-ანუ
ანუ ბაწრები, იბმებიან რითაც მოზვრები.
მოდი, ჩეროში გადავაბათ წყეული ხანა,
ვუყუროთ მთვარეს ჭუჭყიანი ხელით მოზელილს.
მეც ჩამატარე სუიციდის ქუჩაზე თოკით,
ჩაატარებდნენ ადრე ასე გასაყიდ ბიჭებს.
მუსიკა-დორსი-სხვანაირად მაგარი როკი
და სიგარეტზე დაჭერილი ყვითელი კიჭი
და რელსებს ხმა აქვთ, ო ნუ იტყვი, ისეთი რელსებს,
ფანჯრის მინებზე დაყუდებულ ნიაღვრებს მოჰგავს,
თუ გეზარება, ამ კედელთან მე ვიტყვი ლექსებს,
არ დაიზარო, წამიკითხე, ძმა "ლურჯი ქოლგა":
"თითებშუა სითბო,
სიგარეტის კვამლი.
წვიმა თითო-თითო,
წვიმა ცალი-ცალზე."
კიდევ ერთი ლუდი, დაგველია იქნებ,
გვეოცნება თუგინდ პოეტების ცაზე,
ოღონდ არა აქ და არც: სიკვდილი ბარემ.
წანწალს ვარჩევ ნაღდად ისევ გარე-გარე.
"თითებსშუა სითბო,
სიგარეტის კვამლი."
ათას რამეს ვითმენ, მოთმენები მკლავენ,
ძმა, მაშინებს სისხლი, გადავიჭრა მკლავი,
ლექსებს გადმოგისხამ და ძმები ვართ...ამინ!
რელსებს ხმა აქვთ: დაგან, რახან, დაგან, რახან,
მე ვარ შენი ძმა და შენ ხარ...
ჩემი ძმა ხარ!
 
nukriaДата: ხუთ, 26.05.2016, 15:24 | Сообщение # 58
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემზე კაი პოეტის,
ჩემზე კაი ბიჭის,
ჩემზე ცუდი პოეტის,
ჩემზე ცუდი ბიჭის
რა ვთქვა?
ლექსი არ იხდენს,
რომ არა ვთქვა- მიჭირს,
გინდა შარი გამიხდეს,
მაინც ვამბობ, იჭვის
ანდა ფიქრის გარეშე...
ზედ გულიდან ფიჭის
ვადნობ სიტყვებს თაფლივით,
მავანისთვის ხიჭვის
სიტყვებს:
ჩემზე პატარის,
ყველა ჩემზე დიდის,
ყველა ჩემზე ღარიბის,
ყველა ჩემზე მდიდრის...
ღვინით შევიფაკლები,
ბოლი მინდა "კენტ"-ის,
ყველა ჩემზე ნაკლების,
ყველა ჩემზე მეტის!..
 
nukriaДата: ხუთ, 26.05.2016, 15:48 | Сообщение # 59
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ გიყვარს ასეთი ბინძური ქალაქი, ბოჰემა..

საღამო...შენ გარეთ...
ის ქალი (სულ მარტო) ჟალუზთან,
რაფაზე- ნიჟარა და ჩაის წითელი ფინჯანი.
ასეთ დროს გჩვევია, ბოლომდე რომ აყვე ამურს და
ხვალინდელ რიჟრაჟზე, უთუოდ, ამ ღამეს იჯავრებ.

ბრალი რა შენია, ნუ ბოდავ, ისედაც ნათელი
ისაა, რომ სახლი, რომელიც, უბრალოდ, ალამუთს
გაგონებს და თუნდაც ღამე დილამდე ათენო,
სარკმელშიც შეხედვაც რთულია, შეღწევა-არა თუ.

მიდიხარ... ზუიან წვეთები... შეშლილი გამზირი...
მარაზმი- ქუჩაზე ლოტრეკის ნახატი ბოზები
დგებიან...ის დროა,სადგურზე აღარ ყიდიან გაზეთებს...
ლუდი, არაყი.. საერთო კათხაში.. დაასხი..
დროზე რა!

შენ გიყვარს ასეთი ბინძური ქალაქი, ბოჰემა...
ვიღაცის ამაზრზენ სხეულზე იწვე და დილამდე ილაყბო:
რომ ადრე გიყვარდა ძალიან ჰიუგო და ახლა ო' ჰენრი,
მერე ქალს, რომელსაც ნაბოზარს უწოდებ, მიაგდებ.

და ასე გადიხარ,არეულ ნაბიჯით ქუჩაზე-ლაჩარი,
და სახლში (რომელშიც შეღწევას, უბრალოდ, ოცნებობ)
ანთია ბუხარი, ფიჩხები ნაკვერჩხლის ნაფაზებს ქაჩავენ
და ქერა ანგელოზს ლოყებს უწითლებს კოცონი...
 
nukriaДата: ხუთ, 26.05.2016, 19:53 | Сообщение # 60
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნოტიო ჩალა დავაჩერგილე,
იყო დილა და ასე სამხრამდე
ვიშრომე...მერე, როგორც შერგილი-
სვანის ბრგე ბიჭი...სტვენით სახლამდე
ავყევი ტყემლებს...წაბლი აქა-იქ...
და როცა ეზოს კართან მივედი,
ქარი მოვიდა მთიდან ქაქანით
და წვიმამ თავი გამოიმეტა
ჟანგიან ციდან...იყო გვიანი.
სველი ხელებით ბებიაჩემი
ზელდა ცომს,(როგორც მოდილიანი)
რომელმაც ერთხელ ღმერთი მაჩვენა.
მე ვჭამდი.ბებომ იცოდა ასე,
და იცის ახლაც-რომ ვილუკმები,
ჩემი ყურება...საკუთარ თავზე,
როცა რაღაცა ახალს ვუყვები.
სულგანაბული ისმენს, თუ როგორ
მოვედე ქალაქს-თეთრი ხანძარი,
რომ შევიყვარე მე ერთი გოგო,
რომ გამირბის და თავს არ ვაძალებ.
რომ ჩემმა ლექსმა უკვე იღირა,
რომ საახალწლო ფიფქად მოვთოვე,
რომ ერთხელ ისე მაგრად ვიყვირე,
გაცვივდა ხეებს ბოლო ფოთოლი.
დაიდებს მერე მუხლებზე წიგნებს,
ბუხრის წინ ზის და ფურცლავს დილამდე.
რავიცი,მართლა გონია,იქნებ,
რომ სამოთხეში დავიბინადრე.


Сообщение отредактировал nukria - ხუთ, 26.05.2016, 19:54
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიო (ზედვაკელი) აბესაძე
  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость