გიო (ზედვაკელი) აბესაძე - Page 7 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 7 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიო (ზედვაკელი) აბესაძე
გიო (ზედვაკელი) აბესაძე
nukriaДата: ხუთ, 26.05.2016, 23:33 | Сообщение # 61
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ავტომატ გადაკიდებული გამთენიისას,
მძინარე ცოლ–შვილს, რომ დახედა,
თავის გადასაწერი პირჯვარიც,
რომ მათ გარდასახა.
წავიდა...
წავიდა და ვეღარ დაბრუნდა...
მიკვირს, გული როგორ არ უსკდებათ!
იმ პირჯვარ გარდასახულ ცოლებს,
ნამდვილი კაცები, საფლავში უწევთ,
და ყოველ ღამით, როცა სხვასთან,
სხვებთან წვებიან..

მრცხვენია ხოლმე.
ხშირად მრცხვენია.
 
nukriaДата: ხუთ, 26.05.2016, 23:34 | Сообщение # 62
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რთულია ხშირად
ადამიანად გრძნობდე თავს.
დასალევად ქუჩაში გამოსულს
ღმერთი შეგხვდეს ფეხშიშველი,
რომელსაც შენი ზომა ფეხი აქვს.

არ არსებობს დამთხვევები..
 
nukriaДата: ხუთ, 26.05.2016, 23:35 | Сообщение # 63
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საღამოს ლექსი ("რა იქნება?")

- რას დასეირნობ ჩემს სულში,
ეს ხომ მინდორი არ არი?
- იმას ვკითხე და „ჰო“ მითხრა,
მხოლოდ ეს არის მთავარი.
- შენი ასანთის ცეცხლისგან
მთელი ცხოვრება ვიწვოდი.
- სასეირნოდ თუ მელოდი,
განა თავიდან ვიცოდი?!
- ჩემს სულში ერთი ტახტი დგას,
ზედ დაგიდევი ბალიში,
- სამუდამოდაც მიტოვებ?
არ გინდა, სახლში გამიშვი...
 
nukriaДата: ხუთ, 26.05.2016, 23:36 | Сообщение # 64
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რიგრიგობით მოვაყოლოთ
და მეამოს იქნებ უფრო
რამე შენგან მონაყოლი.
თქვი, ჯანდაბა, თუნდაც ღვინომ
გულში დარდი აგვიშალოს,
ახლა უნდა შევიგინო
ვინც არ უნდა დამიშალოს,
თორემ, გული გასკდეს ლამის,
თუ არ ატყდა, არ ილხინოს,
ჩამომამხეთ თავზე ჯავრი,
სულელს რა მაქვს საღიღინო.
ტარიელ ხარხელაური
 
nukriaДата: ხუთ, 26.05.2016, 23:36 | Сообщение # 65
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სამზეოს ზარი!
საქართველოში,ავი ზნე მძლავრობს,
თავზარდამცემი ჩამოწვა ჟამი,
შური, ბოღმა და სიხარბე მრავლობს,
ურთიერთს ვწამლავთ გესლით და შხამით!..
წინაპართ სიბრძნის აღარ-რა გვესმის,
ქვეყანა ირგვლივ - ბინდისფერია,
არც „ქუდზე კაცი!“ აღარ გაისმის,
არც „ოდოიას“ აღარ მღერიან!..
თითქოს ხელახლა, ძველი დრო დადგა,
შიგნიდან გატყდა ციხე - ყოველი,
ერმა მხნეობა დაჰკარგა, რადგან-
რადგანაც „შველას“- სხვისგან მოველით!..
ჩვენ მიგვაჩვიეს!- შიშსა და ძრწოლას,
და თუ კაცი ხარ, ნუ გაგიჟდები!
გადაგვაჩვიეს!- ფიქრსა და ბრძოლას,
სამშობლოსათვის!- თავდავიწყებით!..
ხელგაწვდილები, საბრალო სახით,
ვდგავართ და ველით „მხსნელს“ თუ „მესიას“
მოტყუებულებს!- ცრუ იმედებით,
რამდენჯერ!- მწარედ დაგვიკვნესია!..
დროა!- წავშალოთ ჩვენს შორის ბზარი,
დროა!- შევიცნოთ დედულ-მამული!
დროა!- „საერო სამზეოს“ ზარით
ითქვას სათქმელი!- დღემდე ართქმული!..
ყველას „საერო სამზეო“ გვიხმობს!
უნდა ვირწმუნოთ!- ჩვენშია ღმერთი!
ცოდვილ სიმდიდრეს, მამული გვიჯობს!
არდასათმობი და ერთადერთი!
მხოლოდ „საერო სამზეოს“ ძალუძს,
კვლავ დაგვიბრუნოს გზა - დაკარგული!
ფარდა აჰხადოს საგანძურს - ფარულს!
ქართულს ამსგავსოს ისევ - ქართული!
მაშინ ვიბრძენებთ, როცა მივხვდებით,
ვინ არის ყალბი და ვინ მართალი,
მაშინ აღვსდგებით ერი!- დიდებით!
და... დაივანებს ღვთის სამართალი!..
გავერთმთლიანდეთ!- სანამ დრო არის,
რომ მერე, მართლა!- არ იყოს გვიან!..
ჭეშმარიტების ჩამოვჰკრათ ზარი!
ჩვენს ხსნას „საერო სამზეო“ ჰქვია!..
ზურა გოგრიჭიანი
თბილისი.
11.10.2011
 
nukriaДата: პარ, 27.05.2016, 01:01 | Сообщение # 66
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-კავკასია!
-კავკასია!
-მზიასია!
-ზეზვასია!
-ქართველობა სხვა ფასია!
-ქართველობა სხვა კლასია!

-ეს პასია!..ეს თასია!..
-ქართველობა ყველასია!

-ეს,ისაა!
-ის,ესაა!
-""ქართველობა" პიესაა!..

ოღონდ,ძმურად..შემახსენე:
ზეზვაა,თუ თამაზია?
მზიაა,თუ ბროლნაზია?..
 
nukriaДата: პარ, 05.08.2016, 09:36 | Сообщение # 67
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქედან ზღვის სუნია.გურია: ნატანები.
ამინდი- ტროპიკული:
მინებზე უკაკუნებს
წვიმები.
გაწუწული ეკლები,კოპიტები.
მოვდივარ მატარებლით,
როდესაც მომინდები
წყალივით.
წერილებით წუწუნებ:
„არ აპირებს
ამინდებს,
ტურისტებმა დატოვეს სანაპირო,
ქალაქის დამხვდურებსაც არ უხსნით დანა კბილებს,
სხედან და ჭორაობენ,
სხვა მეტი არაფერი.“
..........................................
შენ ამინდს ემდურები,
მე -ვაგონს:
გიტარებით
ამოხტნენ ლოთები
და აიკლეს კუპეები.
სადაც შენ მეგულები,
ავდრები იდარებენ,
ქარები ლაგდებიან,
შრებიან გუბეები!
ქოლგით რომ ჩაიარო,
ქუჩას მზედ ეფინები.
ყირაზე გადადიან
კეთილი დელფინები.
და ისევ ნატანები...
ურეკი...
გრიგოლეთი...
რამდენხანს გნატრობდი და რამდენხანს გიგონებდი!
.......................................
ვბრუნდებით მატარებლით!
 
nukriaДата: პარ, 05.08.2016, 09:43 | Сообщение # 68
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე დავიბადე 20 ივლისს,ხუთშაბათს,
წლების უკან.
ადრე ვიყავი მოცლილი,
საქმიანი ვარ უკვე.
და რაც მიყვარდა მოცლაში-
ხიბლი ბოჰემურ ყოფის,
(ცივი არაყი ოც ლარში)
და გიჟ-პოეტის პროფილი.
ერთი რითმა და ეგ იყო,
ვიყავი თვითკმაყოფილი.
დღეს დაგვალული მიწები
ირწყვება ჩემი ოფლით.
მე კიდევ მეტსაც ავიტან,
ჩემო ცოლო და შვილო,
თქვენ რომ არასდროს შეგცივდეთ,
თქვენ რომ არ მოგაშივნოთ.
ვარ,როგორც ჩიტი მესკია,
თავს აქეთ-იქით ვახლი.
როგორც უფალი ფრესკიდან,
სულს მითბობს ჩემი სახლი.

ხვალ და ზეგ უკვე ოცია,
აღინიშნება ყანწით.
ჩემს პატარა შვილს ვკოცნი და
ცხოვრებას ვიწყებ აწი.
 
nukriaДата: პარ, 05.08.2016, 10:14 | Сообщение # 69
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოდით, ვაქციოთ შარდენი მონმარტრად,ვასუნთქოთ ჩარჩოში ჩახუთულ ტილოებს
და პოეზიას,რომ მოგვენატრა,
გაღმა-გამოღმა სანაპიროებს...
დავცალოთ ღელვისგან პარიზის სნობები,
მეტეხის პირდაპირ გავშალოთ კარვები.
ჰაერში ავტეხოთ სიტყვების სროლები,
თბილისის ზეცისკენ მივაპყროთ თვალები.
ვიკითხოთ ლადო და ვუყუროთ ფიროსმანს,
და ორთაჭალის გადამსკდარ ალუჩებს,
და ფერებს, რომლებსაც თბილისი იმოსავს,
და მზეებს, რომლებიც ტკივილებს აყუჩებს.
მერე ვუყუროთ თვალებში ერთმანეთს,
ვასწავლოთ ლოცვა და წითელი ღვინის სმა.
მე, ზედვაკელი გიო, გთხოვთ ერთ რამეს,
რომ უფრო მეტად დაგვზაფროს თბილისმა!..
 
nukriaДата: პარ, 05.08.2016, 10:27 | Сообщение # 70
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე და შენ ვდგავართ აივანზე...ჰოდა ,ვეწევით.მეშვიდე ცაა ჩვენს ზემოთ და... სართული -მეცხრე.
ჩვენც შეგვიძლია ფრენა,მაგრამ
ვერ დავეწევით,
მით უმეტეს, რომ
ჩვენზე სუსტი ფრთები აქვთ, მერცხლებს.

მოიწი,
ყელზე ჩამოგკიდო მძივი გიშერის-
ძაფზე ასხმული წინწკლიანი შავი მოცხარი.
წვეთები თავებს ღრუბლებიდან გამოიშენენ,
შენი სახიდან ფერ-უმარილს ჩამორეცხავენ.

აი, გაწვიმდა...
გისველდება ტანი, ხელები...
მე შემიძლია, გახელებით ამ ხელებს ვკოცნო.
მე გეუბნები -"ხატო!"
შენ კი-"რა მკრეხელი ხარ!"

ხვალიდან უნდა შენს სურათთან დავიწყო ლოცვა.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიო (ზედვაკელი) აბესაძე
  • გვერდი 7 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость