ალექსანდრე შურღაია - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ალექსანდრე შურღაია
ალექსანდრე შურღაია
nukriaДата: ორ, 30.05.2016, 18:47 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჰო ისევ, ისევ, ვზივარ და გისმენ,
ჰო ისევ, ისევ, გედძახი-აქ ვარ!
ეს მე ვარ შენი თვალები მზისფერ
და გაზაპხულის სურნელით დაღლა.
ჰო ისევ, ისევ, ვყვირივარ: -მე ვარ!
ჰო ისევ, ისევ სამყაროს ღერძი,
შენი ცრემლების წვიმაში ვდგევარ
და შენს გულისთვის, თვით ღმერთებს ვებღძვი...
მე ვარ სიფხიდზლე, სიზმრების მერე;
და იმის მერეც რაც არის, ის ვარ...
შენ ის ხარ, რაცკი აქმდე ვწერე,
რაც კი ოდესმე ლექსებად მითქვამს!
ქანაანი ვარ, აღთქმული მიწა,
მოსეს მზერაში სამყაროს ვიტევ.
მე აბელი ვარ, კაენო მიცან!
და ძმაო, დღესაც ნუ მომკლავ, ისევ!
ჰო ისევ, ისევ, ეს მე ვარ-ზევსი,
ოცნების ბაღში გაზრდილი ხე ვარ,
და სანამ, ხალხნო, მაგ ტყვიას მესვრით
დაფიქრდით იქნებ, ეგ ტყვიაც მე ვარ!
მე ვარ ცოდვილიც, წმიდაც,
სიგრილეც, ყინვაც და ზამტრის სითბოც.
მე ის ვარ, შენი მზერა რომ მიაქვს
და მასზე დილით ხელებს რომ ითბობს!
ჰო მე ვარ, მე ვარ, ნიკოლოზ-ვაჯა-აკაკი,
მირზა, მარო და ლორკა...
ხან ის ვარ შენ რომ გიფეთქებს მაჯას,
ხან ის ვარ შენ, რომ ძაღლივით გლოკავს...
ჰო ისევ, ისევ, ვუყურებ, ვხვდები,
თუ ქისტებს როგორ აჭრიან მკლავებს,
ხან ტაბიდძე ვარ-ფანჯრიდან ვხტები,
ხან ილია სა წიწამურს მკლავენ.
ჰო ისევ, ისევ, ვზივარ და ვსუნტქავ,
გარეთ კი ქარი სტრიქონებს ფანტავს!
ყველა ტკივილოი მე მიმაქვს გულთან,
ხანაც კი გული საერთოდ არ მაქვს!
როსტევანი ვარ, მეფეთა მეფე,
მდძლეველი ვარ. თვით უფლის შვილი.
ტარიელი ვარ და ნესტანს ვედძებ,
ხან კი ვზივზრ და წყლის პირას ვტირი...
მე დემეტრე ვარ და მეფედ ვზივზრ,
მე თავდადებული სიბრძნით ვფასდები.
ჩემი ქვეყნისთვის პაატას ვწირავ,
ხან ვღალატობ და ვშაჰ-აბასდები!
ჰო მე ვარ, მე ვარ, ბევრგან რებული,
რიჩარდ მეოთხე, ხან მეთე ლირი.
პირველად მე ვარ შეყვარებული,
და შენს სიყვარულს ხმამაღლა ვყვირი!
 
nukriaДата: ორ, 30.05.2016, 20:19 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აბა რა გითხრა ჩემო მარიამ,
ჩემთვის მა-ო და ვისთვის გვირილა,
(აქ მეცინება)ვიცი ძალიან
უმისამართო გზებით მივდივარ.
საით არ ვიცი,რადგან ლოგიკა
მართლა არა აქვს წასვლას ქარივით
რა იცი იქნება ჩემ თავს მოგიტან
კარგად შეფუთულ საჩუქარივით,
ნუ გახსნი,ისეც მიხვდები რა დევს,
ჩემი გული ან წყვილი საყურე
და თუ დათოვა უთუოდ დადებს
და ერთ გუნდასაც დავიმსახურებ
შენგან და რა ვქნა როცა ვამთავრებ
ჩემ თავს და შენსკენ ქრიან აზრები,
რაღაცას გეტყვი და ჩემს ნათქვამზე
მაქსიმუმ წუთით გამიბრაზდები
ესეც ბევრია,ბევრში კი თითო
ოცნება გარბის თავის ნებაზე,
ნუ მეტყვი ახლა,რამე,რომ გიჯობს,
ერთ ჩემს ღმერთსავსე ჩახუტებაზე.
როც უყურებ ანთებულ თვალებს.
რას ნახავ ღმერთი,რჯული უკეთესს,
მე ის პოეტი არ ვარ,რომ ქალებს
ლექსებს წასვლების მერე უწერენ,
რადგან აქ მყავხარ სანამ კვეთავენ,
გზები და იწვის ნერვი,ფითილი
ხალხმა რა იცის,როცა ერთმანეთს
ვიცნობთ საკუთარ ხუთი თითივით
და ბანალურად ვამბობ წამია,
ცხოვრება.არ ღირს ქიშპად,ყვირილად,
აბა რა გითხრა ჩემო მარიამ,
ჩემთვის მა-ო და ვისთვის გვირილავ.
 
nukriaДата: ორ, 30.05.2016, 20:20 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აბა რა გითხრათ, ძვირფასნო ჩემზე?
რამეთუ არ მაქვს
ბიოგრაფია.
რისი წარსული...
და ვრჩები ამდენ ტვინწაღებულ აწმყოს
პოეტთა შორის,
ერთ წყალწაღებულ,
პოეტად
მომავლიდან.
 
nukriaДата: ორ, 30.05.2016, 20:37 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ შეგრჩა კანი,არ შეგრჩა ხორცი,
არ გახსოვს სუნთქვა,გაბუჟდა გვერდი,
ეს მაშინ როცა სულ რაღაც 20-ი
წლისა იყავი და ლექსებს წერდი.
დედაზე,ღმერთზე,ოჯახზე.კიდევ
გოგოზე შენ,რომ გიყვარდა მაგრად,
მას კი ისე რა,რადგანაც დიდებს
არ უყვართ ბავშვი რომელიც კარგავს
თავს.უსაშველოდ გაგიჯდა ჯავრი,
მასე მერე სისხლშიც დაგაჩნდა დამღა
და გააკეთე ეზოში ჯვარი
და ზურგზე ჯვარით აყევი აღმართს
ასასვლელს ქუჩის(ჯერ კიდევ ბავშვმა)
რომ გააკეთე ქვიშები ზვინის
და თუ ტკივილებს ცრემლების წაშლა,
გულის ტკივილი და ღძობა ტვინის
ახასიათებს.მზად ხარ და იცი.
რომ ყველა წვიმას მხარს უბამს ქარი,
რომ ყველა ცრემლი ამთავრებს სიცილს,
რომ ზოგი ცუდად ან კარგად არი.
ნუ ჩვეულებრივ,ზოგადად,ზოგჯერ,
შენი ამპლუით და სხვისი რანგით
თამაშობ შენ თავს და იცი დრო ჯერ,
იმედის თითო ნაპერწკალს გაცლის.
გაგიშრა კანი,არ შეგრჩა ხორცი
ძარღვებში სისსხლი დაგისვამს წერტილს
ეს მაშინ როცა,სულ რაღაც 20-ი
წლისა იყავი და ლექსებს წერდი.
 
nukriaДата: ორ, 30.05.2016, 20:38 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არსებობს ალბათ ამქვეყნად რაღაც,
რაც გათქმევინებს,ჩემს თავზე უარს,
ვერვინ გაარჩევს მტყუანს და მართალს,
ვერვინ გაიგებს მართალს და მტყუანს.
და მხოლოდ მსურს,რომ ავდგე და მყისვე,
მივაგნო ჩემში სიმგამწყდარ ექოს,
ვდგები და ძარღვებს ,შენ სისხლით ვივსებ,
რომ მერე მთელი სიცოცლე მეყოს.
 
nukriaДата: ორ, 30.05.2016, 20:52 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არსებობს ალბათ ამქვეყნად რაღაც,რაც გათქმევინებს,ჩემს თავზე უარს,
ვერვინ გაარჩევს მტყუანს და მართალს,
ვერვინ გაიგებს მართალს და მტყუანს.
და მხოლოდ მსურს,რომ ავდგე და მყისვე,
მივაგნო ჩემში სიმგამწყდარ ექოს,
ვდგები და ძარღვებს ,შენ სისხლით ვივსებ,
რომ მერე მთელი სიცოცლე მეყოს.
 
nukriaДата: ორ, 30.05.2016, 21:03 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ასე მგონია დროს გავუთავდიდა ახლა წამებს ვითვლი
ზეპირად,
მთელი ცხოვრება ჩემს თავს
ვფუთავდი,
რომ ერთხელ შენთვის
მეჩუქებინა.
 
nukriaДата: ორ, 30.05.2016, 21:06 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქ კი როგორც წესი,წესი თუკიწესობს
თუკი დაემთხვევა ბედი განაჩენებს,
მინდა ჩემზე ფიქრი ისე
დაგიწესო
წუთში მინიმუმ,რომ ასჯერ გაგახსენდე..
 
nukriaДата: ორ, 30.05.2016, 21:16 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქ რომ სიჩუმე მოიპოვოუნდა იყვირო.
აქ,რომ ვინმეზე მაღლა
დადგე,
ქვემოდან უნდა უყურო.
სუსტებსაც შემორჩათ ძალა და ამბიცია
შედარებით ძლიერებს
გაუტოლდნენ და გაასწრონ კიდეც,
გეუბნები და "ვალეტით" გიჭრი
"აგურის დამას".
შეუძლებელი არ არსებობს,თუ თვალი და ხელი
ერთნაირად მერჩის ორივე.
მე ამოდგომა მჭირდება შენი ამ
მტკივან მხარში და არა გვერდში.
გამვლელსაც ძალუძს დაგიდგეს გვერდში,
რომელიც მოგდევს სწრაფი
ნაბიჯით,
და არის ერთი გარდამავალი წამი, გითანაბრდება
და მერე გასწრებს.
შენ ძველებურად განიცდი ყოველს,
და უკვე შენი ხანმოკლე
განცდა ყველა ზღვარს გაცდა.
და ხელზე ყველა ფრჩხილების დაჭრა,
რომ აბორტია ფიქრობ თითების.
გაგიჟდი ანდა
ისე დალაგდი,რომ ქაოს იწვევს ეს სიწესრიგე.
მაინც და მაინც დამჭირდე უნდა
რომ ყველა ფიქრი
გადმოვსხა შენში?
არა ცხადია. ახლაც მახსოვხარ.
და ნიშნად ჩემი სიტყვის
სიმყარის,
ვიღებ ჩემს ცალ-ნეკნს და გამოშვერილ ხელში
გაძლევ,უკანასკნელი საჩუქარივით.



 
nukriaДата: ორ, 30.05.2016, 21:18 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გამიზნული სიყვარული არ არსებობს.არ არსებობს კონკრეტული
ხიდები ერთმანეთამდე
მისასვლელი.
არ არსებობს კონკრეტული
გზები,ერთმანეთის გულებამდე,
რომ მიგვიყვანს.
სიყვარული-თავისთავადია,
უპროგნოზო,
დაუგეგმავი.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ალექსანდრე შურღაია
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость