მეფე ვახტანგ VI - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » მეფე ვახტანგ VI
მეფე ვახტანგ VI
nukriaДата: სამ, 31.05.2016, 21:42 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სულხან-საბა ორბელიანზედ

რადგან დაშვრა ასე საბა, ქება მმართებს აწყა მეცა,შეუყრია მრავლად სიტყვა, რა ვიხილე, სიბრძნე მეცა;
სად ვნახევდი ასრე კრებით, ქვეყნად მევლო, გინდა მეცა,
საქმით სცანით, თუ ვისწავლი, ვით ვინაღვლი, კიდეც მეცა.

სიყრმითგან იყო მუდამად სიბრძნის სწავლისა მსახველი,
სამოცდაექვს წელს იკითხა, სთქვა: ვერასი ვარ მმარხველი.
იარა ბევრი ქვეყანა, ბევრისაც იყო მნახველი.
ორბელიანმა საბამან სახელითა ქნა სახელი.
 
nukriaДата: სამ, 31.05.2016, 22:02 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თოვლებრ სპეტაკი დაარღოს, ღვთისებრივ თვალებრ ბევრია,მათუსალასებრ დღეგრძლი, მაგდანლებ მტილად მზერია,
გლახაკ ლაზარებრ სნეული, ესავებ ფაჩვნიერია,
ყველად ნუ აგდებ, თუ ეს ჭირს, ლათინთა დაუწერია.
 
nukriaДата: სამ, 31.05.2016, 22:23 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აცმან უნდა თავის საქმე ყველა ღვთითა მოივარგოს,ამ სოფელსა ხელი ჰყაროს, იქაც ბარგი დაიბარგოს,
მოყვარეთ და ამხანაგთა თავის რიგით რამე არგოს,
სახელის ხე საჩრდილებლად წყლისა პირსა სამე დარგოს
 
nukriaДата: სამ, 31.05.2016, 22:58 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შვიდთა მთიებთა ბუნება

ყამარ მთვარევ, შეიბრალე მოგზაური, წილნი შენი.ოტერიდს ერმის გვედრებ, ვის შეჰქნიია წერის სენი.
ზოჰარი და აფროდიტე მკურნალ იქმენენ, ჭირთა მლხენი.
შამს და მზეო, გაუმრავლე მეფეთ დღეთა სიცოცხლენი!

ეჰა, მარიხო, არიავ ,მიეც მხედართა ძლევანი!
მუშთა და დიამ ნუმც უყოს ვზირთ სიტყვისა ლევანი.
ზუალმან კრონოს მიხედოს,ვის აქვს ხვნა, მიწათ კვლევანი.
მე არც ერთის ვარ მოწილე, რად ვლექსო, რად მაქვს რევანი?

ვთქვა შვიდ მთიებთა ბუნება არაბთ და ქართველთ ენითა:
მზეს შამს უწოდენ არაბნი, მეფეთზედ არს მოქენითა.
მთვარე მოგზაურთ მფლობელი, ყამარ თქვეს მისვე სენითა,
ასპიროზ-აფროდიტემან მკურნალს სცეს ლხენა სენითა.

ოტარიდო, ერმით თქმულო, მწერალთ მიეც წერის ლხენა.
არიაი მარიხს ქვიან, მხედრის მფლობით ნუმც არს სენა.
დიავ,მუშთარ ხსენებულო, მრჩეველთ მიეც სიტყვა, სმენა.
ზუალ, კრონოს, მუშთარ-ზურგო, მიეც წვიმა, წყლისა დენა.

ვაქო მომგონი საქები, ჩემთვის მოწყალედ თქმულია,
მამცემი ლხინთა დიდ-დიდთა, ვარ მისთვის სულწასულია,
მაგრამ გარჯილო სოფლისგან, თაო, ხარ დადაგულია,
ღამე უძილო, დღე მშრომი, ძრახვისგან გაბასრულია.
 
nukriaДата: სამ, 31.05.2016, 22:58 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჯოხზე დაწერილი

ერთპირობა ყოვლის ვისმე ამას მგვანობს, ამას დარობს,ამის ტოლი რომ მივაკრათ, ოთხი, ხუთი ანუ ჯარობს,
ვერვინ გასტეხს მწვე ადვილად, მოზიდვითა თუ ვინ ხმარობს,
ერთი, დიაღ, მალ გატყდება, ცოტა ძალი მალ ეკმაროს.
ამ ჯოხს ძალუც თვალში იკრას, წაითხაროს, წაიმწაროს,
ესეც ძალუც დაიბჯინო, მოგისვენოს, მოგეხმაროს;
სწერო ზედა საღმთო სიტყვა და საერო რომ გეკმაროს,
ყველა კაცთვის სახმრად იქმნა, თუ კარგისთვის არ იზაროს.
მართალ არს ერთი პირობა, ბევრთ სუსტისა მძლედ მაგრობსა,
ვით ეს ფიცარი ერთ სუსტი, თუ სხვაცა თანა მყარობსა.
უსაქმობასვე საქმე სჯობს, თუ ვინმე ცუდად მჯდარობსა,
ნუ თუ რას ველით ხან წავლით, ნუ ვინმე შემუდარობსა.
ვაი, სამნეო, სამნეო, ასე რად გამისამნეო,
არ მომცა, გული დამიწვა და დარჩა გაუსამნეო,
უთხარ: ამგვარსა საქმეზე ნეტარ თუ რად მაწამნეო.
მსახურთა მისთა უბრძანა: ნუ აწყენთ, ცოტა ამნეო.
ის დარჩა, მე კი წამოველ, სხვა ვერა შევიწამნეო.
დავჯექ და ღმერთსა ვეხვეწე, ეს საქმე დამიამნეო.
ვახტანგ, ამგვარსა საქმესა კვლავ ნუღარა იქ სამნეო.
ქალ თუ ყოვლისა მხედველი ვერა დროს ვერა ნახავსა,
მეფე ხანდიხან, მაგრამე ზოგჯერ იმათგან ახავსა.
სხვა კაცი ყოვლთვის უყურებს და მათსა სახეს სახავსა,
ბრძენად ჩავაგდებ, ვინც ამას მის მსგავსად განიზრახავსა.
ვარდს ეტრფის მიწყივ ბულბული, სული უყვარს და ფერები,
რომ იმისთანა შეიქნას, ქონდეს ასეთი წერები,
ის უგუნური მას ცდილობს, კარგ იყოს შესამზერები.
სახედ უქნია მოქმედსა, ვიყოთ მის შესაფერები.
ცრუ არის, ვინც სოფლისათვის ზრუნავს, ჭმუნავს, შეწუხდების.
ღმერთმან იცის, ვინ იშოვნის, ვინ იღვწის და ვის მიხვდების.
 
nukriaДата: სამ, 31.05.2016, 22:59 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჯუფთ არს არა ვის ..

ჯუფთ არს არა ვის, ეთქვა არავის, თუ ვინ აწ ბრძანებს, ვეჭვ, არს შემდგომი.ვმონე ქრისტესა, მას ჩემსა მწესა, უნდო, არ კეთილთ ფრიად შემდგომი,
ამის ლექსვაში ვიყავ მწვე ვაში, ნუ ეჭვთ მყოლოდეს შემწე, შემდგომი,
ბრძენთ დავაბრალო, უცებთ ვერ მრავლო, ხომ ხარ რიტორთა გზაზე შემდგომი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » მეფე ვახტანგ VI
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა:

მოგესალმები Гость