გურამ ჯახუტაშვილი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გურამ ჯახუტაშვილი
გურამ ჯახუტაშვილი
nukriaДата: ოთხ, 01.06.2016, 00:46 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ადამიანებზე, ქარზე საუბარი ოდესღაც,იცვლება დუმილით . ქარები რჩებიან ფონადვე,
მწიფდება სიჩუმე. სიჩუმის ხმები და გროტესკი,
გახსენებს ყველაფერს - ნაჩხუბარს, ნაომარს, მონათმენს..

ირგვლივ აზიაა, თითისწვერებია ციკლონის.
მთვარე იქით იყოს, რა გადააგორებს ნამთვარევს,
როცა ამიკრძალეს ვინმე რეალურად ვიგლოვო,
როცა მომთაბარე სინოპტიკოსებმა - გამთვალეს..

ზეცა მესიზმრება - მისი უნებლიე პიგმენტი.
რთული არაფერი, ვხედავ დახუჭული მზერითაც,
ვიდრე მაჯებზე და ვიდრე ხელისგულზე ვიკბენდე,
ტალღის ინერცია ბოთლსაც მომიტანს და წერილსაც.

სულ რომ სხვანაირად იგრძნო, განგიმარტონ, მოგესმას -
იმედს ცოდნა უნდა! - უიმედობას კი - კადრება,
წერილს? - რა აზრი აქვს ბოთლში ვინ ჩააგდებს - ოდესმე
კუთვილ სიკვდილივით მაინც ჩაგბარდება - ადრესატს.
 
nukriaДата: ოთხ, 01.06.2016, 14:52 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჯილდო

ცოცხალს მე გითხარ საკუთვნო ხოტბა,მკვდარსაც მე გტირი ყველაზე მწარედ;
განა გაყვედრი
და მაინც რომ ვთქვა: -
მეც ხომ მეკუთვნის მომიზღო მცირედ?
ერთხელ ღიმილით მაინც მომხედე
(მზერა ჩაგიქრა? - ეს განა მჯერა!)
მე უსაშველო ურვის თალხს მომხდის,
მზექალო, შენი კეთილი მზერა!...
 
nukriaДата: ოთხ, 01.06.2016, 15:10 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხუცესი შენს თავს ახვეწებ გამჩენს,ხატი კარს ხალხი დამდგარა ჯგუფად.
მე გულში ეჭვი როგორ არ ჩამრჩეს:
ასე გულდაგულ რასა სთხოვ უფალს?
რასა სთხოვ უფალს მერყევი მზერით,
მწუხარე მზერით და ურვის ჩემით?
„უსმინე, ღმერთო!“- ხმობს ხევისბერი,
„ჩემი ქმენ, ღმერთო!“- მე ვამბობ ჟინით.
„ჩემი ქმენ, ღმერთო!“-მე შევთხოვ უფალს
და მსხვერპლის სისხლიანს იღებს გამჩენი.
მე შენთვის ურვა მსხვერპლივით მღუპავს
და ეგ საკლავიც გულია ჩემი.
რასა სთხოვ უფალს?-
იქნებ ჩემს რაყიპს
ავედრებ გულით მოცახცახეთი?
ეს რომ ვიცოდე,-ცერბერის ყეფით
„წყეულიმც იყავ!“ მოგაძახდებდი.
ხუცესი შენს თავს ახვეწებ გამჩენს,
ხატის წინ ხალხი დამდგარა ჯგუფად.
მე გულში ეჭვი როგორ არ ჩამრჩეს:
ასე გულდაგულ რასა სთხოვ უფალს.
 
nukriaДата: ოთხ, 01.06.2016, 15:11 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რამდენი ლუდია. რამდენი მთებია. რამდენი მზე არი.რამდენი ვაჟია. რამდენი ქალია. რამდენი ცდუნება.
გული და გონება შეიქმნა მეცხრე ცის ზიარი,
ვლოცულობთ ვლხინობთ და გულღიად შევხარით ბუნებას.
ლუდისებრ ელვარებს თვალებიც ასულთა ცბიერი,
ჩურჩული სიოსებრ, სიცილი - წყაროთა წკრიალი.
აგერა მიღიმის ქალშავა - ვარსკვლავი ციერი,
თავის თასს მთავაზობს მაცდური ცქრიალით...
ვსაუბრობთ, ირხევა დალალი, გველისებრ მაცდური,
ლუდიან თასშიც ჩანს მზისფერი დალალი,
" -ქალბნელო, ამ ჩემ გულს იქნება შენ დასცე დასტური:
სად არის მზექალი?''
'' - მზექალი არ არის! არ არის! არ არის!"
აღარსად ქალები ... არარსად ვაჟები ... აღარც მზე...
დაიქცა სასმელი...დაბნელდა გარემო და მთები...
დაეშვა ლაღობა მიმწუხრის მწუხარე დაღმართზე;
ავახმე, გაბრიელ, ღამდების... ღამდების... ღამდების...
 
nukriaДата: ოთხ, 01.06.2016, 15:18 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხატობა მთაზე

რამდენი ლუდია. რამდენი მთებია. რამდენი მზე არი.რამდენი ვაჟია. რამდენი ქალია. რამდენი ცდუნება.
გული და გონება შეიქმნა მეცხრე ცის ზიარი,
ვლოცულობთ ვლხინობთ და გულღიად შევხარით ბუნებას.
ლუდისებრ ელვარებს თვალებიც ასულთა ცბიერი,
ჩურჩული სიოსებრ, სიცილი - წყაროთა წკრიალი.
აგერა მიღიმის ქალშავა - ვარსკვლავი ციერი,
თავის თასს მთავაზობს მაცდური ცქრიალით...
ვსაუბრობთ, ირხევა დალალი, გველისებრ მაცდური,
ლუდიან თასშიც ჩანს მზისფერი დალალი,
" -ქალბნელო, ამ ჩემ გულს იქნება შენ დასცე დასტური:
სად არის მზექალი?''
'' - მზექალი არ არის! არ არის! არ არის!"
აღარსად ქალები ... არარსად ვაჟები ... აღარც მზე...
დაიქცა სასმელი...დაბნელდა გარემო და მთები...
დაეშვა ლაღობა მიმწუხრის მწუხარე დაღმართზე;
ავახმე, გაბრიელ, ღამდების... ღამდების... ღამდების...
 
nukriaДата: ოთხ, 01.06.2016, 15:19 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხარბი ყოფილხარ, ცხოვრებავ,შენ მადლიმც დაიწყევება,
ყმაწვილს სულ ლხინი მეგონე,
შენ ზღვა ყოფილხარ ვეება,
მანამ ვიბრძოლებ, სოფელო,
სანამ გულს გამიხევება,
არც შენ დაგითმობ, სიკვდილო,
მაინც თავს გავიმხნევება,
ხალხმა თქვას: _
არხოტიონი
სიკვდილსაც კიდევ შეება!!!
 
nukriaДата: ოთხ, 01.06.2016, 15:44 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქ მივდიოდით ჩვენ ცხრა წლის წინათ,ქვეყნად და გულშიც მაისი იდგა,
გულში იმგვარად მნათობის ბრწყინვა
ქვეყნად მზის ხილვა
აწ ვეღარ ითქვას…
მზექა,
შენ ახლა საფლავში გძინავს,
მე ამას ვამბობ და სული მიდგას…
ახლა მნათობი სისხლისფრად ბრწყინავს,
ჰგავსგულიც, ახლა, მეწამულ მიტკალს…
ასე მგონია:
უსისხლოდ დამკლეს,
ჩემი მზე უფსკრულს გადაექანა…
თავით შეასკდი, გაბრიელ, ამ კლდეს,
რომ გაგებზაროს წყეული ქალა…
 
nukriaДата: ოთხ, 01.06.2016, 16:07 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წამოდი ცაში,მაგ სნეულ სხეულს,
მე ვუდასტაქარებ შუქის ლექსებით;
მზეს მაცოცხლებელს გამოვთხოვ სხივებს,
მაინც გამოვთხოვ,
არ მოვეშვები!
და თუ მნათობი მაინც გაკუშტდა,
არ გაიმეტა შენთვის წამალი,
გულს ამოვიგლეჯ, მზექალ-საკუთარს,
და შენ ჩაგიდგამ!
დაე,
ალალი იყოს ის შენთვის!
თუ ბედნიერი იქნები მგოსნის
ქალღმერთი ჯიქი!
ჩემთვის კი , აბა რა ბედენაა,
თუ რომელ მკერდქვეშ იბორგებს იგი!
 
nukriaДата: ოთხ, 01.06.2016, 16:48 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წავიდნენ ძველი შვილები,ლექსი წაიღეს საგზლად.
ტყუილად ვეშიმშილები,
შორეთს გაუდგნენ – სხვა გზას.
მთა გდაიფრინეს მართვეთა.
ბარში ანთებენ კოცონს.
თუ შერჩათ ის შემართება,
რომ მონატრება კოცნონ.
ვიგონებ ანას სტუმრობას
დაურვებული რაშით;
სევდით ნავსები ურმებით,
ვერცხლის სიმებით თმაში.
ნიავთან ანცობს გვირილა,
აღვივებს მიმქრალ ხალისს.
ჭიმღიდან ისმის ყვირილი
უღელდაუდგამი ხარის.
 
nukriaДата: ოთხ, 01.06.2016, 16:54 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გათენდი და მორჩი, ბარემ,სადღაც გორზე მგელი ღმუის…
მოდის მთვარე –
მომთაბარე
ღრუბლის ნიღბით შენიღბული…
სუსტად ოხრავს შავი ღამე,
ბუ ქვითინებს ჟამით–ჟამად…
მშია…
ყვეფით დავიღალე…
ნეტავ მთვარე შემეჭამა!..
კრთია ნამის კრისტალები,
ჩრდილნი მზერას მიმძიმებენ;
ვარსკვლავები – მგლის თვალები
მიბნედილად ციმციმებენ…
მარშიყეთი იცლის ბურანს,
თან სისხლიან თათს ილოკავს;
სერზე გარბის ნისლის ქულა,
როგორც ჩემი თეთრი ლეკვი…
გათენდი და მორჩი, ბარემ,
სადღაც გორზე მგელი ღმუის;
მიდის მთვარე
მომთაბარე
ღრუბლის ნიღბით შენიღბული…



 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გურამ ჯახუტაშვილი
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость