კაპრიზი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 31
  • 32
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
კაპრიზი
nukriaДата: ხუთ, 02.06.2016, 01:33 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კაცირომმიდისქუჩაშიდაიღიმება,                                                                                                                                                                                                                 თქვენსგაკვირვებასნუგამოიწვევს                                                                                                                                                                                                               იგიმთელისამყაროსპატრონია!                                                                                                                                                                                                                     იგიბედნიერია!   შხამიანიგველისგამოცნობავიცოდი,                                                                                                                                                                                          შხამიანიკაცისგამოცნობა - არა.გამოვწურესხეულს                                                                                                                                                                                         სულისძელგიღვინო, დათბილისის მიწასჩავაბარეტარა...
 
nukriaДата: ხუთ, 02.06.2016, 01:34 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თბილისი... ღამე... წვიმა...
გალაკტიონისხიდი...
კისერი... თოკი... ლოდი -
რაცშეიძლებადიდი...
ახლარაცუნდაგითხრა,
ალბათშენცკარგადხვდები -
ვიცხოვრე... დავიღალე...
კარგადიყავი... ვხტები!
 
nukriaДата: ხუთ, 02.06.2016, 01:40 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა გაეწყობა?! აქ ვამთავრებ, ძვირფასო თეა                                                                                                                                        - მზემ საბოლოოდ გამომწოვა სულიდან სისხლი.
სანაპიროა, შუადღეა, ივლისის თვეა,
ორმოცდარაღაც (ცელსიუსით) გრადუსი სიცხე.
რა გაეწყობა?! მგონი მივხვდი, რას ნიშნავს "ღჯუკენ"...
მზემ საბოლოოდ გამომჭამა სულიდან ხორცი.
ათამდე ვითვლი, მერე ისევ - ათიდან უკან
და სექტემბრამდე აღარაფერს აღარ ვწერ, მორჩა!
რა გაეწყობა?! პოეზია, იქაც და აქაც -
დროებით მაინც არ მიხსენო, ძვირფასო, ლექსი.
სიცხე - გრადუსი (ცელსიუსით) ორმოცდარაღაც,
სანაპიროა, შუადღეა, ივლისის ექვსი.
 
nukriaДата: ხუთ, 02.06.2016, 01:43 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კაცი რომ მიდის ქუჩაში და იღიმება, თქვენს გაკვირვებას ნუ გამოიწვევს იგი მთელი სამყაროს პატრონია! იგი ბედნიერია! შხამიანი გველის გამოცნობა ვიცოდი, შხამიანი კაცის გამოცნობა - არა. გამოვწურე სხეულს სულის ძელგი ღვინო, და თბილისის მიწას ჩავაბარე ტარა...
 
nukriaДата: ხუთ, 02.06.2016, 19:48 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აფხაზური წყევლაა
(მეც არ ამეხდინოსო)
- შენით არ იცოდე და
სხვამ ვერ შეგასმინოსო.
უფლისაკენ სავალი
სიყვარულით მივლია,
წაფერდილი ჯარგვალი
ჭვარტლით გაბიდნილია.
ნალიათა ლასტები
ქართა სასტვენებია,
ნეზვი, დაუგრილები
ნამგალს დამსგავსებია.
სიტყვა იყო თავიდან
და მეც მივდევ ამ სიტყვას,
ლექსი რომ მომადგება
მაჯის ზემოთ გამბურძგლავს.
ორი ვაჟი მყავს, მაგრამ
სახლი ქალით ამევსო,
ღვინო, ქვევრში ჩასხმული
ნელნელა შემომესო.
სატირალი მოხშირდა,
თუმცა მეტობს ლხინები,
მოისვენე დოროთე,
ბედს ნუ შეერკინები.
ნისლებს გულში ჩავიკრავ
ენგურიდან დაძრულებს,
ხარ-ირმების ბღავილი
არ მიქადის სასურველს.
ვუსმენ ქვაზე მჯდომარე
როგორ შრიალებს ჩქერი,
ჩემი სულის გარუჯვას
ჩემი თვალით შევცქერი.
წყევლა არის ასეთი
(გიჯობს გეცოდინოსო)
- შენით არ იცოდე და
სხვამ ვერ შეგასმინოსო.
 
nukriaДата: ხუთ, 02.06.2016, 21:02 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წმინდა ნინო

სული რწმენით
უფალს მიანებე,
მწყურვალს ვაზის
ჯვარით არწყულებდი,
დღეს კი ვენახები
შრიალებენ,
როგორც ფეხშიშველა
ქალწულები...
 
nukriaДата: ხუთ, 02.06.2016, 22:25 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აი, საზოგადოებრივი მაუწყებელი!
ოი, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა!
უი, საზოგადოებრივ მაუწყებელს!
უხ, საზოგადოებრივი მაუწყებლის!
ნუ, საზოგადოებრივი მაუწყებლით!
რად, საზოგადოებრივ მაუწყებლად!
გეყურება, საზოგადოებრივო მაუწყებელო!!!
 
nukriaДата: ხუთ, 02.06.2016, 22:35 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მერაბის ია
(მერაბ კოსტავას)

მე შენს სახელზე
ლურჯი ია დავრგე, შავლეგო, -
თავისუფლების ლურჯი მაცნე, გასაოცარი,
სათუთ ფოთლებზე
პეშვით ცრემლი შემოვაპკურე,
რას გაუყვია ქალის ცრემლი
და ნატახტარი...
მე შენს სახელზე
მუხა უნდა დამერგო, მერაბ,
ვერ მოვასწარი!..

თინათინ მღვდლიაშვილი
 
nukriaДата: ხუთ, 02.06.2016, 22:45 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბესამე, ბესამე მუჩო,
ანდა გულში ცხელი ტანგო,
ბოდიში, რომ ლექსში ვურჩობ
ბოდიში, რომ ბოდიშს ვამბობ
მესამე, მესამე კარა
გუგუნი აფრიკულ ტატამს,
სუნთქვა უმუსიკოდ კმარა,
ვეტრფი ამღერებულ ატამს,
ჩვენ ეხლაც ორნი ვართ მუჩო,
და წიგნად გადაშლილა როი,
ეჰ, მართლაც რა ვუთხარი ურჩ დროს,
და დედაც სუყველა დროის!!!
 
nukriaДата: ხუთ, 02.06.2016, 23:33 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი სულის საიდუმლო წვიმამ იცის,
წამწამს მიღმა შენახული ცრემლის გემო.
მოდი წვიმავ დღესაც გული ვერ იცინის,
თვალებიდან ცრემლები რომ ჩამომრეცხო.

ავდარივით მოწყენილი ეგ თვალები,
როგორც ვარდი მაისისა ისე მათრობს.
გავლოთდები ქალბატონო გავლოთდები...
თქვენს ტუჩებს თუ ეს ტუჩები არ გაათბობს.

ოო,რამდენჯერ მოვეფერე ატმის კვირტებს,
სავსე მკერდის ჯერ არ გაშლილ ნეტარ ყვავილს.
უნდა მიხმოთ დედოფალო,გაიმეტეთ,
წამაკითხეთ თქვენი გულის ეპისტოლე...

ფიქრთა სიომ თქვენი სუთქნვა შეიმოსა,
ისევ შორს ხართ,როგორც ცაზე ვარსკვლავები...
თქვენი მზერის პოეზიის მძევალი ვარ,
სანთლის შუქზე ფარვანად რომ გეცხადებით.

ჩემი სულის საიდუმლო წვიმამ იცის,
წამწამს მიღმა შენახული ცრემლის გემო.
მოდი წვიმავ დღესაც გული ვერ იცინის,
თვალებიდან ცრემლები რომ ჩამომრეცხო...

(ზაზა ბაგალიშვილი)
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 31
  • 32
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость