კაპრიზი - Page 11 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
კაპრიზი
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:39 | Сообщение # 101
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იქ სადაც შეხვდებით,
ნაპოლეონს, მოცარტს, გოეთეს,
მაკედონელს ან მოდილიანს
ვის აღარ.. მოკლედ.
იქ ერთი ქალი ამბობს რომ ხეა.
ერთ გაზაფხულზეც აყვავდება
და ნაყოფს მოგვცემს..
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:40 | Сообщение # 102
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიასვენებდნენ ანგელოზ გოგოს

მიასვენებდნენ ანგელოზ გოგოს,
საჯიშე ბიჭებს მიჰქონდათ კუბო,
ეჰ, ვინმეს ჩემი სიცოცხლის ბოლოს
ამ ცხოვრებაზე მსურს ვესაუბრო.

მიასვენებდნენ ანგელოზ გოგოს,
სტიროდა მიწა - მრავლის მნახველი,
მოვკვდები - ჩემზეც იტყვიან ბოლოს:
იყო... დასტოვა კარგი სახელი.

ოთარ რურუა
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:40 | Сообщение # 103
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
..დეკემბერი, დეკემბერი,
ვაი, უკვე ვეღარ შველის
უკანასკნელ მოფარფატე ფოთოლს.

შენ მისამართს ისევ ვეძებ,
შემოდგომის ყვითელ გზებზე,
ალბათ, მალე თეთრი სევდა მოთოვს.

გადაივლის ეს ზამთარი
მიყუჩდება მკერდში ქარი,
მაგრამ მაინც უშენობა შემშლის,

რადგან ისევ მოვა მარტი,
და ფერდობზე ჩამობარდნილ
ყოჩივარდებს აიტაცებს ხელში.
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:41 | Сообщение # 104
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წყაროს ჩავიდა გოგო,
პირმცინარი და წყნარი.
შენს გახარებას ერთი
დამალევინე წყალი.

მოდი... გაგათბო უნდა,
სიყვარულისთვის ვიშვი.
დამილოცნია მუდამ
შენი ამაყი ჯიში.

სიყვარულით რომ ცოცხლობ,
სიყვარულივე გშველის.
გამოხედვა გაქვს თბილი,
ყელმოღერებულ შველის...

როგორ გიხდება ღიმი,
ეგ კაბა როგორ გშვენის!!!

ოთარ რურუა
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:45 | Сообщение # 105
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა არის? – სიყვარულია
თქმული ლექსად თუ არაკად,
თუ დასჭირდება, ჩემს თბილისს
შევეწირები ზვარაკად.

ალალად ვამბობ: მიხარის
როდესაც მეც მწვავს მზე იმის,
როს მის წვიმაში ვსველდები
წუთები მიდგას ზეიმის.

მწვავს სიყვარულის სახმილი
თბილისელ ლამაზმანების,
მახსოვს გულში რომ ჩამიკრეს,
მეც მათ ფერხულში ჩავები.

თბილისი სიხარულია
თქმული ლექსად თუ არაკად,
რომც არ დასჭირდეს, ისედაც
შევეწირები ზვარაკად.

ოთარ რურუა
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:45 | Сообщение # 106
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხო...!
სულ ერთია სასახლე თუ ბინძური სორო,
და მითუმეტეს,
რასაც ვწერ და ან რასაც ვწერდი...
შენი ღმერთისგან მიტოვებულ სხეულში ვცხოვრობ,
და ახლა ვფიქრობ...
მე არასდროს მყოლია ღმერთი.

წყალწასაღები ლექსებიდან ვერ ამოდგმული
ნაბიჯები, და ტერფებს შორის ნარევი გზები,
ჩემი თალების ნაამბობი,აღმოჩნდა რთული,
შენს ვადაგასულ სიყვარულში,
სამართალს ვეძებ.

ხო...!
შეგიძლია გონებაში ყველაფერს მორჩე,
მოაჯახუნო გასასვლელში წასვლის კარები,
მეტი შანშია...
მივიწყებულ სხეულში მოვკვდე,
შანსი არა არის...
დაგავიწყდეს ჩემი თვალები.
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:47 | Сообщение # 107
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სულ რომ არაფერი - სისხლი მაქვს ისეთი,
ჯიში მაქვს ისეთი - სულს აგიწიოკებს,
სამშობლო - არხვატი, მტრისათვის - შიშეთი!
ბრძოლის ჟინს ვერ იკლავს, ვერაფრით იოკებს.

სულ რომ არაფერი - გული მაქვს იმხელა,
რწმენა - ქრისტიანის, მთებს რომ აზანზარებს,
ცეკვა მაქვს ისეთი... ისეთი სიმღერა...
აღადგენს საფლავში ჩადებულ ლაზარეს!

სულ რომ არაფერი - ისეთი ქალი მყავს,
ისეთი შვილი მყავს - სამოთხის მარცვალი,
როგორ ვთქვა - "ასეთი სამშობლო არ მიყვარს?!“..
ასეთი სამშობლო რა განძში გავცვალო?

შორს რომ არ წავიდე, არ გავცდე ბასიანს,
ღმერთი მყავს ჯვარცმული და მზეზე ნათელი,
"ფეხებზე მკიდია ევროპაც, აზიაც“...
მე ისიც მეყოფა, რომ მქვია ქართველი!

თორნიკე ნაროზაული
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:47 | Сообщение # 108
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ძმებო ლაზებო, შავშნო, მესხებო,
აჭარელნო და არტანუჯელნო,
მოულოდნელად თქვენთან შეხვედრა
ლამის თვალებსაც არ დავუჯერო.

შუბლზე გაყრიათ ოშკის ბზარებად
ნაიარები ბედის, შავბედის...
დადუმებულხართ ტბეთის ზარივით,
დაღონებულხართ, როგორც შატბერდი.

აქ, ამ მიწაში სძინავთ წინაპრებს,
მათი ძვლებია აქ ჩამარხული,
ხოლო თვალები თავს დაგვბრწყინავენ,
როგორც სანთლები ძველი ხახულის.

გულში ქართული სისხლი გიღელავთ,
სულშიც ქართვლის მზე გაქვთ ჩაფანტული
ნენემ ქართული ნანა გიმღერათ,
ნენემ გასწავლათ ენა ქართული.

კურთხეულ იყოს დედა ქართველი,
თქვენ რომ ეძახით ნენეს ალერსით,
მისი ჭაღარა თმების ნათელი
ნამუსის ქუდად გიდგათ თვალებში.

ძველ სალოცავებს თავს დასტრიალებთ,
შერჩეთ ჩუქურთმა, შერჩეთ ნახატი,
რას ვიფიქრებდით: მაჰმადიანნი
რომ ქრისტეს ტაძრებს შეგვინახავდით.

მაშ, გაუმარჯოს ამ ჩვენს შეხვედრას,
ერთმანეთი რომ აღარ გვეთმობა,
ეს გაუმარჯოს ტანჯვით შენახულ,
მალვით შენახულ თქვენს ქართველობას!

იოსებ ნონეშვილი
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:48 | Сообщение # 109
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ გერქმეოდა, ალბათ, თამარი
და გექნებოდა გული კეთილი,
შენც იქნებოდი ჩემთვის მთავარი,
არ დარჩებოდი გულდაწყვეტილი.

მაგრამ ვაი, რომ ცხადი არა ხარ,
ვერ განვიცადე კარგი წუთები,
რომ მღირსებოდა შენი დანახვა,
მკერდში ხშირ-ხშირად ჩაგიხუტებდი.

ოთარ რურუა
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:49 | Сообщение # 110
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ მინდა,მოგენატრო ძალიან...
მე კი გითხრა–ვერ გამოვალ!ქარია...
დამაგლიჯო ხვეწნით კაბის კალთები,
მერე მითხრა–წავალ,ახლა,დავთვრები...
მონატრების აგეშალოს ამქრები
და მომწერო წერილების დავთრები...
არ შეგხვდები,არ შეგხვდები–ქარია...
არსად ჩანხარ,ნეტავ რა მიხარია?!–ლიკა smile ))
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
ძებნა:

მოგესალმები Гость