კაპრიზი - Page 12 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
კაპრიზი
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:59 | Сообщение # 111
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვინა ცხოვრობს ამ შუკაში?
ვინ და ქალი ნასილკანი,
მთვარეს ჩრდილავს მაღლა ცაში
მისთა თვალთა კვესებანი,
ალვას ჩაგრავს მისი ტანი...
ასეთია ნასილკანი!
ამნაირი კარგი შვილი,
როგორა ჰყავს გამოზრდილი,
რა იქნება გაგვანდობდეს
ჯენე, კალთადალოცვილი,
მისი სახე მზის ამოსვლას
არის რარიგ მინამგვანი,
იმნაირი სხივი მოსავს,
ისეთია ნასილკანი.
მასზე დარდით გავიხარჯე,
გაქრა ძილი და სიზმარი,
რა ზრდილი და რა ხელმარჯვე,
კისკასი და ხიბლიანი,
ათას ქალში გამოარჩევ,
ისეთია ნასილკანი!
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 21:43 | Сообщение # 112
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გრძნობა აღარ იბადება, აღარც გულს ემღერება,
ჩუმი დარდი იფანტება გამოუთქმელ ბგერებად.
ზამთრითა ვარ გათელილი ვერ ვიგუე სიყალბე,
ეს ლექსებიც ბავშვებივით გზებზე გადაიღალნენ.
სული ფიქრით დავიმძიმე, ცრემლებს ჩუმად ვარიგებ,
ეს ბაღებიც მტანჯველ წვიმებსვეღარ გამოვარიდე.
გაგიჟებულ,დაღლილ სხეულს ვერ ამოვდე სადავე, ეს
თვალებიც მარადიულ გაოცებას მალავენ. უკვე ქარიც
შემეჩვია, მალე ყინვაც დამაზრობს, ლექსი
ჩემი ეკლესია თავშესაფარს მთავაზობს!!!


Сообщение отредактировал nukria - ოთხ, 07.12.2016, 21:44
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 21:46 | Сообщение # 113
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ შეიძლება არც გიფიქრია,
შენი ფიქრები ქარმა არია,
ნაპოეტრები სადღაც მიქრიან...
შენ სისხლში რჩები რაც მთავარია!

შენ პოეტობა გეფიანდაზა,
გწამდეს წარსულში უსამსალია,
ახლა პოეტობს ყველა ჯამბაზი,
ყველა მასხარა, ვისაც სცალია.

დრო დადგა დაჭკნეს ტრიფოლიატი,
შენში გენია თითქოს გაორდა,
უფალს ტარიგად სტროფებს მიართმევ,
თუ არ გაგისკდა მანამ აორტა...

თუკი განგებამ კვლავაც დაგინდო,
კვლავ აირეკლო სუნთქვაში ფრესკის,
შენ საქართველოს ლექსის რაინდო,
მილენიუმი ხელთათმანს გესვრის.
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 21:48 | Сообщение # 114
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა როცა მაკლიხარ,
როცა სულში ქარია,
შენთან ყოფნას ვავედრებ,
ყოვლადწმინდა მარიამს...
ახლა როცა მარტოა,
ხორცი - სულის საძვალე,
როცა მეფისტოფელი,
გიღიმის და გაწვალებს.
ახლა როცა ვერ უძლებ,
გჯიჯგნის ეშმას მსტოვარი,
ფიქრობ – რაზეც ფიქრობდი
სწორედ იმის დრო არი!...
ახლა როცა მაკლიხარ,
როცა ტანჯვა მწარეა,
სამი მეტანიით გთხოვ
შველას წმინდა მარიამ.
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 22:25 | Сообщение # 115
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმს,
ქალაქს დაეტყო აციება,
მზის
აღარ მოსჩანს ნატამალი,
ცრის.
ალკოჰოლიც გაცილებით,
მღლის,
მოკრძალების გადამალვით...

ჩუ!..
ღამით როგორ უთოვია!
გულს
მოწყვეტილი შეხამებით -
თუ
ვერ დავასრულე უტოპია,
მძულს,
მაგრამ ისევ მეყვარები!...

კვლავ
ღამეების შეჯამებით,
ვკლავ
მხოლოდ მაშინ თუკი მნებავს,
მზრდად
სიგარეტით მოჯარებულ,
ღრმად
აჩქარებულ "მუზისცემას"...
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 22:27 | Сообщение # 116
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლუღლუღებს დაღლილი აღლუმი ღალღათა,
ტალღებში ზღვა თავის დახრჩობას აპირებს,
გოგონამ სილაში იესო დახატა
და მერე ამბორით დაათრო ნაპირი....

მე კიდევ იმ ხანად სხვა გოგო მიყვარდა,
უმიზნო ვნებებიც ძვლებამდე ვაქეზე,
ხორციელ წყურვილს კი ვიკლავდი იმ ქალთან,
იმ ქალთან ცის სუნი რომ შერჩა ბაგეზე...
.
ვიხსენებ და სულში ღალღათა სისხლია,
შემინდე უფალო იმ ცოდვის ტარებით -
სუნთქვამდე გარყვნილს და მუხლამდე ქრისტიანს,
რამეთუ უღირსად ვარ ნაზიარები.
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 22:48 | Сообщение # 117
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შევხვდით ისე მარტივად
რომ შეჩერდა წუთები,
ერთი მზერა მეყო და
შეგრძნებები არიე,
ნაბიჯს უკან ვეღარ ვდგამთ,
გიყურებ და ვრწმუნდები,
რომ ჩვენს ირგვლივ აშკარად
კაუჩუკის ქარია.

სურვილების დოსიე,
სუნთქვის შეკვრას მიჯრილა,
თითქოს ვმსახიობობ და
გრძნობა თითქოს გრიმია.
ბავშვის ახირებებით
მზეზე ლუპამისჯილი
მწერი -
ჩემი გრძნობების
ზუსტი სინონიმია.

ახლა ისე ბევრი მაქვს
შენთან სალაპარაკო,
რომ სიტყვასაც ვერ ვამბობ
და ეს საოცარია,
ასფალტიდან ტრამალი
მზემ უკვალოდ ალოკა,
ჩვენს ირგვლივ კი
სუსტი და...
კაუჩუკის
ქარია...
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 22:51 | Сообщение # 118
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიზმარს ველოდები, ბოლო გაჩერება
ისე რთულია და ისე მარტივია,
როგორც მონატრების ძილთან შეჯერებით,
შენი თვალებიდან ჩემი დატირება.

ღამით მრევლნაკლული იდგა ეკლესია,
ქალაქს მოეფინა ზარი მადლმოსილი,
ჩვენი მონატრება მუქი რეგრესია,
როგორც მელნისფერი ღამის სამოსელი.

შავ-თეთრ კადრებს შორის - ფერად სურნელებას,
მრავალფეროვნება გადაგვარებია,
ხმელი სუნელივით დაფშვნილ სურვილების,
ღამეს მოჰფენოდა ვარსკვლავთ ალერგია.

სიზმარს ველოდები, ბოლო გაჩერება
ისე რთულია და ისე მარტივია,
როგორც მონატრების ძილთან შეჯერებით,
შენი თვალებიდან ჩემი დატირება.
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 23:01 | Сообщение # 119
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემოდგომის ნასესხები ამინდი,
ზამთარს სუსხის ანაბარა ტოვებდა,
ამ წყალობით ალბათ შენც არ დაგინდო,
უფალმა და - გაგაჩინა პოეტად...

დილა ზამთარს ეზიარა – აცივდა,
სველი ქარით დაიბერა ფილტვები,
პალტო ალბათ იმიჯისთვის გაცვია,
ცილინდრითაც ალბათ მიტომ ირთვები.

რომ მიგიხვდნენ, მაგ პოეტურ ჰაბიტუსს,
და გამოთქმის მიღმიერად დაფასდე,
დინჯად იღებ კოლოფიდან პაპიროსს,
ნერვიულად ითავისებ ნაფასებს.

ორთქლად ასდის შენი მზერა ქალის ტანს,
ეს კი იმის უბიწობას არ ლახავს!..
“ლექსის ზვავი შენს გონებას გაიტანს
ბოლო სტროფის წერტილის ქვეშ დამარხავს”.

მერე “ჩვენ და ქალაქები” იწყება...
ფორთოხლების თოვლად მოსვლის მომენტი,
იყო სადღაც ზამთრის შუა რიცხვები...
და ჩემს გვერდით იგრძნობოდა პოეტი.
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 23:05 | Сообщение # 120
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენ ერთმანეთის ორეულებად დავძრწით ქალაქში,
ქუჩებში სადაც ლამპიონებს შუქი აკლიათ,
მუცლადყოფნისას იგი უკვე იყო ზვარაკი,
და იოანე მაშინათვე იყო ნათლია.

მხატვრებიცა ვართ და ფერების არევაც ვიცით
სამი ფერისგან ათასფერი ძალგვიძს ვაქციოთ,
მერე შევავსოთ ამ ფერების სიამით შპრიცი,
და შევამატოთ ჩვენი სისხლის კვების რაციონს...

ქალაქის კუთხე-კუნჭულებში მოხეტიალეს,
შეგხვდება ზოგჯერ საკუთარი თავი შიშველი,
ვერ ამოვიცნობთ შეუმოსავ – ოხერტიალებს...
და ეს არცნობა საჭირო დროს ვეღარ გვიშველის.

მიტოვებული თეატრივით არის ცხოვრება,
მიყრილ-მოყრილი თოჯინების სახლი - საერთო,
გაყოფილი აქვს ყველას თვისი ჩინი-წოდება,
ჯამბაზებივით ცდილობენ რომ მუდამ გაერთონ.

ერთფეროვნებას ვერ ვგუობთ და სულ ახალს ვეძებთ,
ვიკერავთ ახალ სამოსს, ნიღაბს და თვით გრძნობებსაც,
ზევით მივიწევთ – ფრთებს შევისხამთ როგორაც შევძლებთ,
ამით კი უფრო ქვევით მივალთ... ხო, არ მოგესმა!

ვუყურებთ... ასე ოთხკუთხედი საგნის ამარა
შევრჩით და გვჯერა, როგორც უწინ გვჯეროდა კერპის,
შავმა ღრუბელმა ჩამოლაქა თეთრი კამარა
და ვუცდით ჩვენი შავი ყუთი რა სიბრძნეს გვეტყვის.

ღიმილი, მხოლოდ ღიმილიღა მომეფინება,
როცა გავხედავ ჩემს ცხოვრებას მატრაბაზი-ვით,
როგორ მღრღნიდა და მიყენებდა ნდომის ცდუნება,
მე კი ვიყავი ყურმოჭრილი მისი ვაზირი.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
ძებნა:

მოგესალმები Гость