კაპრიზი - Page 13 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
კაპრიზი
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 23:08 | Сообщение # 121
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლამპიონები თითებს უთბობს ორთქლით ნოემბერს
და შემოდგომა ზამთარს უთმობს წვიმას, ქოლგასაც
რადგანაც აწმყო უკვე აღარ ესათნოება
მეტეხთან ცხენით შეუტოპავს მტკვარში გორგასალს,

ჰა, ფიქრი ისევ შევახიე ბარდისფერ ეკლებს...
გამეჭრა ლექსი და სტროფიდან წვეთავს გულისთქმა,
ხელმოცარული ბღავის ჩემში მეფე ერეკლე
ამდროს ვიღაც კი სამ ასოს და სინდისს ურითმავს...

მე მეჩვენება სადღაც, ჩვენში ყვირის დავითი...
და სადღაც სხვაგან სხვა დავითი გლოვობს ცუდ ამინდს,
ამდენ ტკივილებს ორ მჯიღ გულში მანამ დავიტევთ,
სანამ სამყაროს გადაუვლის ცრემლის ცუნამი...

სანამ დასავლეთს დაატყდება მეორე წარღვნა,
აღმოსავლეთით გამოჩნდება ისევ მესია
მითხარი ერთი, საქართველო ასე რამ გარყვნა?!
რამ დაამგვანა ნასახლარს და ნაეკლესიარს?!...

ცხვირიდან წვიმა ძმრად ადინა ამინდმა ზამთარს
დღემ თავის ნებით გაითხარა ღამით სამარე...
გადაიკეთა სახელი და დაირქვა თამთა...
და აატირა ნაფრესკალი წმინდა თამარის...

გოგომ რომელმაც სიყვარულის იწამა ამწამს,
გოგომ, რომელიც თითებს ითბობს სანთებელათი...
გოგომ, რომელიც საშუალებას, შვილისგან დამცავს
თანმიმდევრობით მოიხმარდა სპექტრულ. ფერადი

ბედმა ინება - ნაადრევად დაგვჩემდა გლოვა,
ვეღარ დავუცდი, სანამ ვინმე სანთელს ამინთებს...
თბილისურ ზამთარს სადაცაა წასკდება თოვაც
რა დაგვრჩენია დაველოდოთ მზიან ამინდებს!
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 23:12 | Сообщение # 122
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გენი ევასაგან მოგდგამს ვინაიდან,
დგახარ მოაჯირზე ცოდვას ეპირები!
ქალი -
მოვარდნილი ღვარი მდინარიდან.
კაცი -
წინ აღმდგარი ლოდი ჯებირების...

მართლა კარგად მესმის მას რაც შეუძლია,
ერთხელ მეც გავბედე, (უნდა ვთქვა კიდავაც)
კაცი -
გაცრეცილი ლექსის რვეულია,
ქალი -
ამ ლექსებზე ცეცხლის წაკიდება.

ჭიამაიების ერთი ოცეული
ამინდს გავუცვალეთ, ჰოდა დღესდარია,
ქალი
ყვავილია ნორჩი - ბროწეულის,
კაცი?
კაცი ალბათ ფუტკრის ნესტარია,

ფუტკრის, ყვავილებს რომ გულში ჩარჩენიათ,
გული სიყვარულით როცა დაიმტვერა,
ქალი
შენია და თითქოს არც შენია,
კაცი
გპატიობს და თითქოს, მაინც ვერა!

უკვე აფრინდი და მეცხრე ცას მიტოპავ,
მზერა დამფრთხალია, როგორც მეხში - შველი
კაცი
წვიმა არის
ქალი -
წყალდიდობა!..
შენსკენ მეც მოვტოპავ ღრმად და ... ფეხშიშველი -

მთვარე შენს ნაწნავში ვერ გამოეტია,
ცისკენ მიგაქანებს ფიქრთა ნიაღვარი,
კაცი ყოველთვის და ყველგან პოეტია
თუკი გაუგებს და თავსაც შეაყვარებს

ქალი - მოვარდნილი ღვარი მდინარიდან,
ტალღას აქაფებულს ჩემკენ მოაჯირი-
თებდა, თებერვალი იდგა ვინაიდან
კადრში გაიყინეთ შენ და მოაჯირი!
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 23:32 | Сообщение # 123
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბედთან ჭიდილია ალბათ პოეტობა,
ალბათ სიყვარულიც ბედთან ჭიდილია,
ნეტა, ერთხელ შენშიც ისე მოეთოვა,
როგორც ქაოსი თოვს ჩემში იდილიას,
ფრთები, ერთი ბოთლი მთვარის სონატა და ...
კედელს მილეწილი მწარე მოგონებით...
ცდები, ვერ ვიცხოვრებ ქარის მონატანთან,
ყელში ამოვიდნენ ბილწი გოგონები...
ბილწი გონებით და ბილწი სიტყვაობით
თორემ ფეხებს შუა უზით გარინდება,
წვანან ნაპირზე და მკერდზე მკითხაობენ
ცაზე სინდისის მზე სანამ აინთება...
ვიცი, ღმერთმა მითხრა, ბევრი გიტირია
როცა გაიგე, რომ სევდა გაგირითმე
ჩემი პოეტობაც შენთან ჭიდილია
სანამ მტკივიხარ და სანამ ტკივილს ვითმენ...
ლექსი ქაოტური არის იდილია,
ღმერთს რომ დავეჭიდო არ ვარ იაკობი...
თვითონ ეს ცხოვრებაც რადგან ჭიდილია
რადგან მოგებულებს დაფნით შეამკობენ.
თავის გვირგვინი აქვს ყველას ხო ესეა?!
ჰოდა ვეჭიდები ისევ პოეზიას....
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 23:46 | Сообщение # 124
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(ეძღვნება შორენა სიხარულიძეს)
თუ უშენობას გავყოფთ ორზე, მივიღებთ აპრილს,
უნდა ამ აპრილს გაზაფხულის ცრემლად დამღვაროს,
უკვირს სამყაროს,როცა სადმე პოეტი აფრენს,
და პოეტს უკვირს,რატომ უკვირს ასე სამყაროს…
შენ კი ბოჰემურ ხასიათით სულ არ კვირდები,
შენი ფიქრები პოეტური ჯვარცმით ევნება,
და როცა აპრილს მოყინული სტკივა კვირტები
შენ შეგიძლია,ეს ტკივილი თარგმნო ცრემლებად.
შემდეგ ეს ცრემლი უზიარო ცას და ამინდებს,
დრო როცა ქარის ლიტანიას თავზე დაათევს,
მახსოვს ტაძართან აპრილი რომ სანთლად ამინთე,
და ასხივებდა ყვავილობის დღე ოცდაათი.
თუ უშენობას გავყოფთ სამზე,მივიღებთ აპრილს,
მივიღებთ მაისს,ივნისს,ივლისს და იცი მერე…
შეშლილ სამყაროს ჰგონია,რომ პოეტი აფრენს,
როცა უბრალოდ პოეტები აპრილზე წერენ.
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 23:55 | Сообщение # 125
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სანამ ამბავს დავიწყებდე, ერთი წუთით, შემცივდა და უშენობას მოვიტან...
მექალთანე სხვას ნახავდა, უშენობის ერთგული ვარ უქალთანო....
გუშინ ჩემთან ერთი ძველი მეგობარი მოვიდა
მეკითხება: - მივდივარ და რას მაბარებ უფალთანო?
ენა დამე... დამეც დამე... დამე ბარე...და მე დამებარებინა ბარემ ბინა შენს გულში?!
სიტყვა მიყვარ, მიყვა... მიყვააა....მიჰყვა, მიჰყვა რგოლი რგოლს და დაეხვია რგოლი ძელს..
დრო (რა მოსატანია და) ყველა, ყველა, ყველა ღიმილს ფრესკულს შლის...
დრამა, დრამა, დამა დამა წიგნში დამასაფლავეთ სათაურით
"განისვენებს ღვთის ალქატი ვინმე გენრი დოლიძე"
ჩემს საფლავზეც გაიხარებს სოხუმური კვიპაროსი თუ პალმა...
გლოცავ გულით! _ რასაც ვამბობ, გულით ვამბობ _ თქვენ გაჩუმდით ტუჩებო!
რას ვაბარებ? - მე მივყვები ჩემს მეგობარს, თუ მიმიღო უფალმა...
რომ ზევიდან გადმოგხედო, დაგინახო, როგორა ხარ უჩემოდ!
 
nukriaДата: ხუთ, 08.12.2016, 00:08 | Сообщение # 126
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამე ირთვებოდა საპატარძლოდ,
თოვლი მიტმასვნოდა სხეულს კაბად,
ქუჩას პეპლებივით ევლებოდნენ,
თავბრუდახვეული ფანტელები.
თეთრ-ვარდისფერ-ფერთა მისტერიას,
ვალსი ჩაიკოვსკიმ შეუხამა,
ცეკვა მაგონებდა ისტერიკას...
ბრუნვას დედამიწის გამგელებით.

ფატა მოჰბარდნოდა საპატარძლოს,
თეთრი თაიგული, მაგნოლია...
კოცნას უკარება ყინულივით,
არაფრისდიდებით იკარებდა.
ვალსი დამთავრდა და ქუჩის ბოლოს,
აჟღერსევდიანდა რაფსოდია,
ფირზე მოგონების ყოველივე,
წამის მეათედიც იკადრება.

ასე იმართება ქორწილები,
როცა სისპეტაკით იმოსები,
ბოლოს მზის სიმსხივი ათრთოლდება,
დნება შენი კაბა ნაცისკრალი,
ღამითმარტოობის ანაბარა...
რიჟრაჟს მივყვები და ვსხივოსნდები,
უკვე მიღწეული ნირვანამდე,
დილა ქორწილს მიშლის, საზიზღარი..
 
nukriaДата: ხუთ, 08.12.2016, 00:17 | Сообщение # 127
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღიარება (გაკრული ხელით)
სველდები ისე, რომ აჭარბებს გრძნობას
ინტიმი,
თავშეკავება ვეღარ უძლებს ვნების
აქციას,
სანამ წახვალ და სიმთვრალესთან მარტო
დამტოვებ,
მსურს კვლავ მომთენთოს მაგ თვალების
რადიაციამ....
ზღვაა შენსავით ამაყი და მოაქვს
ზვირთები,
თბილი ალერსის, ნდობისა და გრძნობის
მაგიერ,
მორჩა დღეიდან სულ სხვაგვარი დღისთვის
ვირთვები,
მეყო რაც გული მოგანდე და
გაბადაგვიე...
.
თავს ზემოთ ძალა არ არის და
ისევ ივსება,
სურვილის გუბე -
შენი გრძნობის ძვირიან
დახლთან,
ჯანდაბას ყველა სიამაყე,
ყველა ღირსება,
შენს ერთ კოცნაში
მთელს ჩემს ლექსებს
გავცვლიდი ახლა!..
 
nukriaДата: ხუთ, 08.12.2016, 00:17 | Сообщение # 128
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გემრიელი ლექსი (აჭარულ კილოზე)
ათოვდა ყანებს...
აფუმფლავდა ხეებს ფანტელი,
ყვიროდა ძროხა,
თეთრდებოდა მოხუცი კალო,
პროლოგად ღამეს,
დასავლეთის ედგა ნათელი,
ივსებდა სტომაქს
ზამთარი და
მციოდი
ქალო.

საღამო იდო...
ბორანის სუნს ჰყლაპავდა ოდა,
მღეროდა შეშა,
ტკაცუნობდა დამპალი პალო,
ციოდა გარეთ,
ვაშლისხელა ფიფქები თოვდა,
ძღებოდა კატა,
ხოლო მე კი -
მშიოდი
ქალო.

არადა ვიცი,
ამოივსებს ზამთარი სტომაქს,
დათბება მალე,
დაითლება ახალი პალო,
მოვდივარ შენთან
და ათასი სურვლი მომაქვს,
მწყურიხარ,
მცივხარ,
მაკლიხარ
და
მიყვარხარ
ქალო!...
 
nukriaДата: ხუთ, 08.12.2016, 08:22 | Сообщение # 129
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველა მომავალი თითქმის
წარსულია,
დროს თუ იძულებით ქმნი და
ყაბულდები,
ერთი დაცემა და საქმე
წასულია,
წყალსაც წაუღია მერე
მამულები...

წლები იმედებთან აღარ
დაგიცდიან,
არა დადებითი მიზნით
მონაგროვებს,
ისე იკარგება მთელი
ამბიცია,
დღეს რომ პოეტი ხარ არის
მონაგონი.

ვინძლო დაჩემებით უნდა
მოეკიდო,
მდორე რეალობის შექმნილ
წინაღობას,
წერო ხალხისთვის და უფრო
მოერიდო...

ცოდვის ტაძრებსა თუ ცოდვის სინაგოგებს)

ვწერ და მეცინება, არც მე
შემიძლია,
ასე დაგეგმილი გზებით
სიარული,
არა ბუნებრივი ძალით
შემიგრძვნია,
გრძნობა! -
წარმოვაჩენ უფრო
მხიარულად.

განა პატრიოტულ ლექსის
მოტივებზე,
ვქმნი და იმედია გულში
შენაყარი?
არა!
ახლა ჩემი ზღვაში
წვალობს ტივი,
უფრო მეწერება შენზე
შენაყვარებს.,

ჩემი მომავალი უკვე
წარსულია,
ფიქრში ჩამეძირა გრძნობის
მამულები,
ერთი უარი და საქმე
წასულია,
გთხზავ და უშენობას ლექსით
ვყაბულდები...
 
nukriaДата: ხუთ, 08.12.2016, 08:23 | Сообщение # 130
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნახე ფოთოლცვენა როგორ შეიფერეს,
ფოთლებს კარტებივით ცალ-ცალ ჩამოდიან,
ხუნძლავს შემოდგომა მერე აღარიბებს,
ხეებს დანარგავებს წლებში სამოციან.

ცაა ვარდისფერი,
შენი ტუჩებივით,
ისმის მელოდია,
მგონი შოპენია,
ბედი გადაკვეთა
ახლა ქუჩებივით,
მძიმე განშორებამ
ჩემო ოფელია.

მეც ამ ხეებივით ცუდ დროს მიმატოვეს,
ქარი ასპარეზობს, ქარი კაპასია,
ქალაქს ვანაფაზებ, გინდა დაგიტოვო?
ჰა, ჰა, ქვა გასკდეს და ერთი ნაფაზია...

ახლა პატიებაც
აღარ გეკუთვნის და
მწიფე ოქტომბერის
წყდება ანარქია,
მოდი დავასრულოთ!
ჩემი შენ თუ სხვისი,
სხვისი მე თუ შენი,
ჩემი შენ რა გქვია?

ისე გვიზამთრდება მგონია ტერაქტია,
ჩვენი ღაამეებიც მალე ბერდებიან
და ეს სიყვარული როგორც ჭორიკანა,
კარის მეზობელი - შემომფეთებია.

მიწას სირისტიანს,
როგორც ორცობილას,
ახლა ვანილივით
ფიფქი მოჰფენია,
შენი ხელებივით თეთრ და
თოთო დილას,
ფილტვში ვატუსაღებ
უკვე ოფელია...

ორი, სამი დღე და გრძნობებს განვაბაჟებ,
თუკი შედეგი და პეწი მოემატა,
ყოველ პერიოდის ვამხელ აჟიოტაჟს,
შენსკენ მომავალი ქარის ქროლებათა.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
ძებნა:

მოგესალმები Гость