კაპრიზი - Page 14 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
კაპრიზი
nukriaДата: ხუთ, 08.12.2016, 08:28 | Сообщение # 131
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამაღამ ისე თოვს ვიცი რომ
დილამდე,
დადებს და ხვალ სისხამ
გავკვალოთ წერაქვით...
როდესაც გრძნობები შეგრძნებებს
ზილავდა,
ჩვენ მაშინ სათქმელი
ვთქვით და თან ვეღარ ვთქვით.

ამაღამ ისე ქრის
ჩემს პერანგს გაყინავს,
მსხვილ თოკზე ცისფერს და
ხელებით გაფენილს,
მე ახლა უშენო დილა არ მაყენებს
და აღარ მივყვები
მოლუმპულ ქვაფენილს.

ამაღამ უშენოდ
დაწოლაც მრცხვენია,
ძალიან ჩემო და
ძალიან ხანდახან,
ალიონს მაგ თმების
სურნელი ჰფენია,
სადა ხარ,
სადა ხარ,
სადა ხარ,
სადა ხარ?

არ მინდა ახალი
ლექსი რომ დავწერო,
რაც გულთან ახლოა
პოეტურს აჭარბებს,
პირიქით არისო -
მეტყვიან - ასე რომ
აქ დასკვნას დავურთავ და
გრძნობებს ვაჯამებ:

მე ახლა უშენო
დილა არ მაყენებს
და აღარ მივყვები
მოლუმპულ ქვაფენილს.
ისე ქრის აშკარად ჩემს პერანგს გაყინავს,
ჩემსავით ეულს და >> მსხვილ თოკზე გაფენილს..
 
nukriaДата: ხუთ, 08.12.2016, 08:58 | Сообщение # 132
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემოდის სულში ფორტეპიანო
და საკვირველი ტკივილით იწვის,
ჰანგები ისე თოვდებიანო,
როგორც უღმერთო ზამთარში იცის,
დღეები უკან გროვდებიანო,
მერე იწყება სიმღერა გედის,
შემოდის სულში ფორტეპიანო
და ნაწამები ბარბაცებს ბედი.
სევდით მომავლის ისვრება ფონიც,
მტვრიან ოთახში ბატონობს ქარი,
სულში ზამთარი დასახლდა მგონი,
ნაადრევი და
გასაოცარი...
უკვე სულ ერთი არის შენდობაც,
გამოგონილი,
გასატანებლად -
არ მემეტება ურთიერთობა
და როგორც უხმო ძალდატანება -
გროვდება ჩემში ვით თეთრ ოთახში,
ათასი ჯიშის ჭუჭყი და მტვერი,
ქარმა ზამთარი სულში მოხარშა
ფორტეპიანო მღერის და მღერის.
ასე დაღლილს და ასე უდიდესს -
მაგ თვალებს, ჩემი ჟინი მოება,
თუმც გრძნობას აღარ წამოუკიდებს,
შენი ქართული
უ ღ მ ე რ თ ო ე ბ ა.
ვხვდები თუ როგორ დაგკარგე უკვე,
ფიქრებში მაინც გჩემობ და არ გთმობ,
წარსულის დღეებს სტრიქონებს ვუკმევ
და ვრჩებით მე და ზამთარი მარტო..
თითქოს ლექსები თოვდებიანო,
ჰანგებს ვნებამდე ჩააქვთ წვალება,
შემოდის სულში ფორტეპიანო
და ახლოვდება გარდაცვალება...
 
nukriaДата: ხუთ, 08.12.2016, 09:03 | Сообщение # 133
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამინდი სველი,
შიგადაშიგ ქარების ჩქამი,
დადუმდა ღელე,
იკვეთება ნაკვთები დილის,
გამოღმა გელი,
პულსაციას გაებნა წამი,
ავკრიფე წყევლა,
შემოდგომა ოქტომბერს ყიდის.

ვაიმე ნენი,
დრო საოცარ ტკივილებს ბარდნის,
მოხუცდა ცხენი,
ბაბას ისევ ყანაში სძინავს,
ვაშლები თოვდა,
მეხათრება წარსულის ხათრი,
დუმს ჩვენი ოდა,
დეკემბერმა დაიდო ბინა.

წაიქცა წელი,
უხალისოდ გათოვდა თოვლი,
გამოღმა გელი,
გავიარე ბავშვობის - გაღმა,
დადუმდა ღელე,
დარჩენილა სამიოდ კომლი
დავყევი დაბლა
სოფლისაკენ მომავალ აღმართს...

წარსულის ექო,
მაბრუებს და მეკვრება სუნთქვა,
რამდენ ხანს მეყო,
ის ღამე და თვალები შენი,
ფიქრების გემო,
ოცნებებში დიეტობს უქმად,
მიყვარხარ ჩემო,
მიყვარხარ და
ვაიმე ნენი...
 
nukriaДата: ხუთ, 08.12.2016, 09:12 | Сообщение # 134
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გუშინ ვენახზე შემოდგომამ
მოქსოვა ლოგო,
მძულს როცა იბანს ხელებს ხალხი -
ნაფერებს ძაღლის,
ისე ვერ მამჩნევ როგორც მძღოლი
პატარა გოგოს,
ავტობუსების გაჩერებაზე
ლოდინით დაღლილს...

უკვე ქალი ხარ,
ფიქსირდება პროცესის რაზა,
უკვე ქუსლებზეც ახვედი და
მოგიხდა კარე,
არაო თქვი და წამოვიდა
იმხელა ფაზა,
რომ ჩემს ღამეებს გადაეწვა
ახალი მთვარე.

ეს პოეტობაც მეტაფორაა
თუ მკითხავს კაცი,
ალბათ წერ იმას
საუბარი რაზედაც გიჭირს,
ბოლო ტაეპი თორემ ეს ლექსიც
იქნება მარცხი -
და სტვენა-სტვენით გაეკიდა ავტობუსს ბიჭი.
 
nukriaДата: ხუთ, 08.12.2016, 09:18 | Сообщение # 135
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საათის სამია, ტაბიძის პროსპექტთან
ვხვდებით და ვშორდებით ერთმანეთს,
გეჩვევი.
დღეს ისევ დაიწყო გრძნობებმა პროტესტი,
გაწელილ დუმილში დაიპნა ეჭვები.

შენს ხმასაც დაეტყო საბაბი აშკარად,
მძღოლებმა ერთმანეთს სულ დედა აგინეს,
ბოლოჯერ დავნებდით ჩვენ ფოტოაპარატს,
და უკვე ძნელია იმ დღეთა მიგნება...

სიტყვაც ვერ გითხარი, ვაჯობე სურვილებს,
არადა არ მსურდა მე შენი გაშვება,
ტაბიძის პროსპექტი, ქარი და დუმილი,
წამები, წამები - ვით ციგნის ბავშვები -

მათხოვრად იქცნენ და ამაო საწადელს,
ელოდნენ, სჯეროდათ, უხურდათ პეშვები...
და ჩვენი ოცნების შავთეთრ და დაგეგმილ
კოშკიდან მე ახლა უშენოდ ვეშვები.

ქუჩაზე კივილით მეძავი მირბოდა,
სულელი ძაღლები მისდევდნენ მანქანებს,
წამები, საათი, დღეები მიგქონდა.
თვრებოდა საღამო და დუმდა ბაქანი.
 
nukriaДата: ხუთ, 08.12.2016, 18:24 | Сообщение # 136
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ სტრესი ძილის წინ ლიფივით
გაიძრე,
და უკვე ოცნებებს ყვინთვასაც
აპარებ,
დღეს ჩემი ტკივილის ფორვარდი
დაიძრა,
სატანას წაგებულ თავანს რომ
ვაბარებ.

მძინარეს დაგეტყო ტალანტი
დედობის,
ეშმაკის ძმაკაცმა ვის ვთხოვო
შენდობა?
და ჩვენი ლამაზი იმ
ურთიერთობის,
ტკივილად გრძელდება ეს
ურთიერთობა.

ჩრდილი კი ოთახში საწოლზე
ავიდა,
კატებმა თუნუქი ნერვებში
დაკაწრეს,
ძნელია მაინც და ცოტათი
ავტირდი,
მერე კი კანკალით მოვირგე
ბაწარი...

წამიც და ჰაერი შეჭამა
სიბნელემ,
კივილი ყურებში ხრიალით
მოვიდა,
ვიყავი გრძნობების უსულო -
თვითმკვლელი,
შეგრძნებებს დავნებდი, მერე კი
მოვკვდი და...
.
ჯოჯოხეთს დაწყევლილ მზერას ვარიდებდი,
ვყვებოდი თუ როგორ მწამდი და მიყვარდი,
უსიტყვოდ მისმენდა მიქელ გაბრიელი
და ბოლოს მითხრა რომ ორსულად იყავი...
 
nukriaДата: ხუთ, 08.12.2016, 18:51 | Сообщение # 137
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმდა, ციოდა, ვარიდებდით ფეხებს გუბეებს,
ქარი ქოლგაში დავიჭირეთ, სასაცილოა,
წვიმა თუ არა მაშ რა აჩნდა თვალის უპეებს,
მე გაცილებდი, შენც მაცილებდი და გაცილებით -
ენრგიული მოძალებით გვღლიდა ამინდი.
მე წავედიო - მითხარი და ასე უსიტყვოდ
დამტოვე, ალბათ ამაყობდი კიდეც ამითი...
სასაცილოა, მაგრამ ახლა გამოგიტყდები -

რომ შემოდგომამ მოიტანა ის ეგოიზმი,
რომ გული მაშინ იმ უარმა ისე მოტეხა,
წამები ჩვენი მონატრების კადრად აქცია
და დამრჩა მხოლოდ სიყვარულის ბიბლიოთეკა.

სასაცილოა, უშენობას ვერ შევეგუე,
თვალებში იწვა სველი ზოლი სანაპიროთა,
და ვეღარ გრძნობდა ფეხი უკვე მსუყე გუბეებს,
და ვეღარ ვგრძნობდი რომ საშინლად -
წვიმდა, ციოდა.

მერე მივუშვი! ალკოჰოლში ჩავდე საღამო,
ეს ლექსიც უკვე აღარ მესმის რა საჭიროა,
მე ვარ მთვარლი თუ მთვარეს მართლა ფიქრთან აბამენ???
არა! უბრალოდ ერთია რომ - სასაცილოა...
 
nukriaДата: ხუთ, 08.12.2016, 18:53 | Сообщение # 138
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამეს ზვინში შემდგარი
ჩვენი ღამე მივართვი,
კაცის ზნეა ფანცქვალავ,
რომ ბიჭებთან ჭორები -
გავრცელდა და ალალად
გქვია ჩემი ყისმათი,
მე კი შევსვი სურვილი
შენით ნადილხორები.

წაქცეული სიმინდის
და ხაპების ხალიჩებს,
თავზე ქუდად ეხურა
ვაზის ბატალიონი,
კაცს ქალი და სოფელი
ისეთ სურვილს ანიჭებს,
როგორც მოხუცს სიცოცხლე
ბავშვს კი ატრაქციონი.

დღეს არა და ხვალ არა
ზეგ შენებთან ამოვალ,
ცოტა ფულის ზორი მაქ,
კაბის ფულის, ფანცქვალავ,
ბაბას შენს თავს მოვთხოვ და
ყველაფერი გამოვა
მალე სახლში წიგიყვან
ბედმა თუ დაგვაცალა...

მამუნნათებს წამები
და ოცნებებს ვბალახობ,
ხარებივით მინდორში,
საძოვარზე გავსულვარ
ეს გული და ის ღამე
გოგო სულ რომ დამარხო,
მკერდზე კბილის კიბეებს,
მითხარ ერთი რას უზამ???

ღამეს ზვინში შემდგარი
ჩვენი ღამე მივართვი,
ვაზის ბატალიონი
სიმინდს ქუდად ეფარა,
სულ ყოველთვის მეგონა
იყავ ჩემი ყისმათი,
თუმც არასდროს გვქონია
შენ გული და მე ფარა.
 
nukriaДата: ხუთ, 08.12.2016, 19:10 | Сообщение # 139
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მივყვები კანაფის მოტანილ იმპლანტებს,
ვამატებ ზამთარს და
ალკოჰოლს სულ მცირე
და როგორც სისხლიან
ხელს იბანს პილატე,
მინდა რომ შენს სულში ვიბანდე
სურვილებს.

სარეცელს დავყურებ ჩვეული
სახმილით,
გარდასულ ღამეებს უნიჭოდ ვთამაშობ,
თოვს, ფიფქებს ისტუმრებს
ღრუბელი ვალივით -
და გარეთ ზამთარი დგას როგორც საბაჟო...

იმედად წარსულის დღეები ჩავიცვი,
სარკმელი დაორთქლა
ნაფაზის სიბლანტემ,
ვიბნევი და უკვე
ნამდვილად არ ვიცი,
მინდა თუ არ მინდა, რომ ისევ მიყვარდე...

ცალთვალა აზრები
ლოგინზე დაიმტვრა,
შედეგი? - ძნელი და მარტივი მცდელობა!
ოთახში ირევა
გრძნობები,
მტვერი და
მეზობლის ბავშვივით მორცხვობს
თვითმკვლელობა.
 
nukriaДата: ხუთ, 08.12.2016, 19:20 | Сообщение # 140
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლიფს ავსებდა შენი თეთრი
მკერდი,
მუზა ჩემი გრძნობებს სხეპდა
ფარულს,
ღელის პირას ისევ ლექსებს
ვწერდი,
და ამჯერად უფრო
ლ ე ქ ს უ ა ლ უ რ ს.

ბალღები კი აფეთქებდნენ
კოცონს,
ნენეს თოთო გამოჰქონდა
ჭყინტი...
ახლა მინდა მოგვარდე და
გკოცნო,
შენ კი ისევ გადაყლაპო
კრინტი.

სასაცილოდ არ ვყოფნიდი
ბიჭებს,
რადგან აღარ მიკარებდი
ახლოს.
სურვილები ახლა ისე
მიჭერს -
როგორც კაბა ორსულ
ს ა პ ა ტ ა რ ძ ლ ო ს...

ძროხას თვალში ჩადგომოდა
მთვარე
და ტკაცუნით იხრებოდა
პალო,
კიდვენ ერთხელ ამ ბიჭების
ჯიბრზე,
მხოლოდ ერთხელ ჩემეფუნჩხე
ქალო.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
ძებნა:

მოგესალმები Гость