Вс, 23.07.2017, 23:52
Главная
Регистрация
Вход
აბაშის ხმა
Приветствую Вас Гость | RSS
[ Новые сообщения · Участники · Правила форума · Поиск · RSS ]
Страница 19 из 32«1217181920213132»
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
კაპრიზი
nukriaДата: Вт, 13.12.2016, 23:59 | Сообщение # 181
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მომიტევეთ- თუვინმეს სიყვარული დავაკელ,
გულს ფიქრისთვის ზედმეტად
რთულ სივრცეებს ვანდობდი,
ახლათი თქმის მზადავარ
ზეცა თავზე დამატყდეს -
ზეც გაბეზრებულიჩემი ცვალებადობით.
მომიტევეთ -თუ ვინმეს ტკივილს ვუნაწილებდი,
წუთისოფლით ვცხოვრობდი და მიმძიმდა ტარება,
ჩემში აღარც სისხლია,აღარც სითბო მცირედი -
ჩემიდან მზე გადის და,ტოვებს გარდაცვალებას.
მომიტევეთ- თუ ვინმეს გულზე ცრემლი მოვფინე,
ისეთ დროში ვიცხოვრე,მღლიდა უამინდობა,
მომიტევეთ- ჩემს მოსვლას ეჭვით შეხვდა მსოფლიო,
თქვენი ყველა ტკივილის ჩემად ყოფნა მინდოდა...
მომიტევეთ- დღეს სული ისე გაძარცვულია,
ისე თავზარდამცემი - მზერა მიადვილდება,
მეჩვენება მარტივად ის,რაც რთულზე რთულია,
გამიმძაფრეს ხილვები სისხლიანმა მინდვრებმა.
მომიტევეთ- ბევრირამ დამრჩა მისატევები,
თითქოს ჯავრი იყარა წუთისოფლის თემიდამ,
დაღვრილია სისხლი და,დაღვრილია ცრემლები -
დაღრუბვლილი გავდივარ წუთისოფლის სცენიდან.
მომიტევეთ -თუ ვინმეს სიყვარული დავაკელ,
გულს ფიქრისთვის ზედმეტად
შორ სივრცეებს ვანდობდი,
ახლა უკვე მზადავარ
ზეცა თავზე დამატყდეს-
ზეცა გაბეზრებული ჩემი ცვალებადობით.

თქვენით სავსე და უთქვენოდ მტვერზეც მცირე.
 
nukriaДата: Вт, 13.12.2016, 23:59 | Сообщение # 182
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ ძინავს შენ ქმარს,
ქალო მშვიდად,
ვულკანივით მის გვერდზე რომ ფშვინავ...
ლავასავით ოხშივარი რომ გდის,
არ იწვება შენი ცეცხლის მდომი?
თუ სამყარო გეფიცხება,მკერდს შლის,
თუ ვარსკვლავებს ეკარგებათ ეშხი...
როგორ ძინავს,როგორ მშვიდად შენს ქმარს,
ღამე იხდის მკლავებიდან ზეწარს...
ზეცა იპობს გულმკერდს,ელვა ბასრავს...
რა აძინებს ასე მშვიდად,რა ქმარს?!-ლიკა
სტვენენ დღეები,
გაზქურაზე სტვენს ჩაიდანიც -
თითქოს ბუდიდან ფრინდებიან
ორთქლის ჩიტები,
მიყვარხარ-მეთქი, გეუბნები.
სხვა - არაფერი.
მზე ლიმონივით ჩადის მერე, ჩაის ჭიქაშ
 
nukriaДата: Вт, 13.12.2016, 23:59 | Сообщение # 183
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცნობა დღეს მოდერნმა უცნობი გახადა,
ცოდნას ჩაეძინა, ქარიშხლებს ელოდეთ!

ნუ შეგეშინდებათ, ბაღი თუ გახადა,
ქარმა პალმის ხეებს და სხვა მსგავს ეზოებს,
ისხედით ნა ნავში და ქნარზე მღეროდეთ.

სანამ ნისლებიდან დემონს გამოვიხმობ,
და ხარბ სიავეზე ხარბად საპასუხოდ,

გულში არ ჩავიკრავ, ობოლს და უშვილოს,
რომ თავს ანათემას, ცეცხლზე გადაცემულს,
ცრემლით დაეთხოვოს და ასე უშველოს.
 
nukriaДата: Сб, 17.12.2016, 06:46 | Сообщение # 184
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პირველი კორპუსი,
გპი,
ლენინის ქუჩაზე გარება...
დრო ბრუნავს – ბებერი რეპერი,
რა წლები დაფქვა და გარეპა!)

ასფალტი –
მიწად და ქალამნად,
ცა – ქუდად,
და ქუდზე – ჭერი ცის...
იმ კაცის –
ვინც მახსოვს ფალავნად –
ლექცია დათიკო ჭელიძის...

ვიგონებ იმ წანწალს,
იმ ჯახირს...
იმ ქალს და იმის ბეჟ ნოლადინს....
საწოლთან
„ პაემანს ყივჩაღის“,
და საწოლს...
ნისლები რომ ადის...

„ობლებში“–
ნისიას ყადაღა,
ჭოლასთან –
ბაზარი კაცური...
...და ახლაც ჩამესმის, ხანდახან,
სპარტაკას სასისკის ტკაცუნი!...

აწ ფილტვებს აკლდება ჰაერი,
ასაკი მეწყება –
სამოცდა...
...ხოლო ეს ტკბილ–მწარე შაირი
იმ მშიერ ბაღანას...
წამოცდა!...
 
nukriaДата: Сб, 17.12.2016, 06:51 | Сообщение # 185
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ გძინავს,საქართველოვ,მითხარი?
როგორა გაქვს მთელი გულისფიცარი?
არავინ გყავს,მითხარ,დასაფიცარი?
ვეღარ მისდევს ცაში ხოხობს ისარი?
დასამარდა ისტორია ქართული?
აღარ გვიჭრის მკლავი მამაპაპური?
თუ შვილები აღარა გვყავს დაცული,
ვაღიაროთ,რომ ჩვენი დღე დასრულდა!
როგორ გძინავს,საქართველოვ,მითხარი?
თუ დილაა მშიერი და სისხამი,
თუ ვერ ვხედავთ,თვალს გვიფარავს ტიხარი,
ერის სიკვდილს,მოგვეწია რისხვანი?!
ჩამოვარდა მზე,უკვე არ ანათებს?!
ქვეყანას ვდებთ და ვაგორებთ კამათელს?!
მომავალს ვწერთ აღსასრულის ბარათებს?!
საქართველოვ!საქართველო წავაგეთ!!!!-

პ.ს.
და როდესაც ბავშვის ცივი ხელები,
საჭმელს ეძებს,ბუნკერში იქექება,
მიდის მერე დაზაფრული კედელთან
,,ხ"-ს ამატებს ,,მესს",სხვაში არ ერევა!!!-ლიკა
 
nukriaДата: Сб, 17.12.2016, 07:34 | Сообщение # 186
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნეტაჲ,ჰაჲთკენ მიფრინავ
მაჭახელაჲს ფუტკარო?
ბაბაის თქმული თუ გახსოვს,
გაღმელ ბერებს უთხარო:
ზედვაკიდან* ვაკემდე*,
ნისლი ღოღავს უჰალო*...

ნეტაჲ,კიდევ რამდენ ხანს,
უნდა გუუძლოთ უფალო?

ხედავ,კარჩხლის* წვეროჲდან
რაფერ დგება მზებერი?
ალბათ,ჩემმა ნენულამ*
შემეჲთვალა ხებერი*,
ჰოდა,გევდეთ კალოზე
დარდით გამოკამპულნი*
და მევსმინოთ იქიდან
შემოთლილი ქართული.

ნეტაჲ,წრევლაჲ* წვიმებმა
კერეკუჩხეს* რა უყო,
ლაზარობა* იზამეს*
თუ ჩაჰკიდეს ქვაღორღი*
ხიდიდან და დუუძახეს:
ნაკვერჩხლების ხათრიზა
გამეჲჭიხე კატრიდან
მზევ და
აგზენ გაგორდი!

ვაჲ,თუ ხერთვისს* ქილისეს*
წვიმა გაცრა ყავარმა
სურო კედლებს მეედვა,
ეზო გაატალავრა,
ხავსი ხატებს შეუჩნდა,
გველი გაჩნდა ფუძეში
მაშინ, რაღას ვჯახირობთ
დანა დევსოთ უბეში...

მაჭახელაჲს ფუტკარო,
ქომო-ქომო* იფრინე,
მინდა ნახო სოფლებში
რაფერ ეფათუნება*
ჩემი გულის ჯიგარი
და მომიყვე,ესხრიკვის*
ბედი თუ ეთბუნება.

მაჭედარი ხარივით
გულო, ბევრის ტანია,
რა ვქნა,ბედმა ბუხრიდან
კდარიც ამატანია*
ისე ძალვან დამსხრიკა*,
ისე დამახუხუნა*,
რომ დამამხო ნაგრანი*
თავზე,რაფერც ხუხულა.

ჰოდა,მიტომ ყველა დღე
გაღმითებზე* ვლოცულობ,
მინდა, დამღრალ* უბეში
გული ავუფართქალო,
სანამ სული ქართული
ჯერ არ დანაძირება.
სანამ კარჩხლის წვეროჲდან
მზე იმედით მაჭიხებს*,
მაჭახელას ხევისკენ
აუყევი ფუტკარო!
* * *
მარა,ისვენ დაბრუნდი,
ბაბას უთხარ:- ვუთხარო....
 
nukriaДата: Сб, 17.12.2016, 07:45 | Сообщение # 187
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნეტაიჰაითკენმიფრინავ მაჭახელაისფუტკარო
ბაბაისთქმულითუგახსოვს
გაღმელბერებსუთხარო
ზედვაკიდანვაკემდე
ნისლი ღოღავს უჰალო

ნეტაჲკიდევრამდენხანს
უნდა გუუძლოთ უფალო

ხედავკარჩხლისწვეროჲდან
რაფერ დგებამზებერი
ალბათჩემმანენულამ
შემეითვალახებერი
ჰოდაგევდეთკალოზე
დარდით გამოკამპულნი
და მევსმინოთიქიდან
შემოთლილიქართული

ნეტაიწრევლაიწვიმებმა
კერეკუჩხესრაუყო
ლაზარობაიზამეს
თუჩაჰკიდესქვაღორღი
ხიდიდანდადუუძახეს
ნაკვერჩხლებისხათრიზა
გამეიჭიხეკატრიდან მზევ და
აგზენგაგორდივაითუ ხერთვისსქილისეს
წვიმაგაცრაყავარმა
სუროკედლებსმეედვა
ეზოგაატალავრა
ხავსიხატებსშეუჩნდა
გველიგაჩნდაფუძეში
მაშინრაღასვჯახირობთ
დანადევსოთ უბეში

მაჭახელაის ფუტკარო
ქომოქომოიფრინე
მინდანახოსოფლებში
რაფერ ეფათუნება
ჩემიგულისჯიგარი
დამომიყვეესხრიკვის
ბედითუეთბუნება

მაჭედარიხარივით
გულობევრისტანია
რავქნაბედმაბუხრიდან
კდარიცამატანია
ისეძალვანდამსხრიკა
ისედამახუხუნა
რომდამამხონაგრანი
თავზერაფერცხუხულა

ჰოდამიტომყველადღე
გაღმითებზევლოცულობ
მინდადამღრალ უბეში
გულიავუფართქალო
სანამსულიქართული
ჯერარდანაძირება
სანამკარჩხლისწვეროჲდან
მზეიმედითმაჭიხებს
მაჭახელასხევისკენ
აუყევიფუტკარო
მარაისვენდაბრუნდი
ბაბასუთხარვუთხარო
 
nukriaДата: Сб, 17.12.2016, 07:58 | Сообщение # 188
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
...მომეფერე და შენს ფეხებთან სარეცელს გავშლი,
ავშლი წამწამთა ჩეროებში შეყუჟულ ვნებებს,
მცნებებს უგულო საცერიდან ცერა-ცერ გავცრი,
ავცრი ამ გულში სიყვარულით ასხლეტილ ფერებს.

...მომეფერე და შენი ხარჭა გავხდები წამსვე,
მასვე ვუხარჭებ,ვის ცოლადაც მიცნობენ დღემდე),
მენდე,ხომ იცი შენს იღბალში უცვლელად ჩამსვეს,
მასვეს ნექტარი და უკვდავთა მწვერვალზე შევდექ.

...მომეფერე და ამით ყოფა გამიფერადე,
გამიხელადე შენი პეშვი-სისხლად ვიცლები,
გარდავიცვლები შენი ვნების ხარაჩოებში...
ყაყაჩოებში დავბრუნდები,გთხოვ,დამიცადე!
 
nukriaДата: Сб, 17.12.2016, 08:38 | Сообщение # 189
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორც მზის სხივმა მწიფე ბროწეულს
შემოახია გულზე ტიტიბი,
მეც ისე მომხვდა შენი თვალების
მზერა ურცხვი და ოდნავ ირიბი.
მწველი ალმური მოედო სხეულს-
მე შემრცხვა შენი შიშველი ზრახვის,
არავითარი სურვილი მქონდა
აქ შენი ნახვის
და მაინც დამხვდი...
ბროწეულის და მზის ქორწილში მოხველ თამადად;
მაღლა ასწიე მზის სხივებით სავსე ფიალა,
არ მოაცილე ურცხვი მზერა მოჩითულ კაბას
ფრიალ-ფრიალას.
ისე დაცალე
არც კი მაცალე
შენი მზერის არსი შემეცნო.
...და მზის სხივებით სავსე თასი გამომიწოდე,
ბროწეულების მათრობელა შანჰარი მასვი
და როგორც ფოთოლს უკითხავად აშარი ქარი
მომვარდი უცებ და ტახტრევანზე დედოფლად დამსვი.
 
nukriaДата: Сб, 17.12.2016, 09:21 | Сообщение # 190
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოქროცურვილიდან
ოქროცურვილიდან
ჩამონადენი ვარ,
პეშვი შემიშვირეთ,
არ ვარ დასაღვრელი...
მიწა მიწილადეთ მულღაზანზაროის
ვარდით ამოვუვსო მინდა მიწას ხვრელი.
მინდა ზეცის ცურებს შვლისებრ დავეწაფო,
ღვთიურ მანანებით სისხლი გავიფილტრო,
მერე საფრთხობელად ქარში გამოვფინო
ჩემი უსახური,უსისხლო ფიტული....
ჩიტუნებს ფეხებზე ბაფთებად დავკიდო ...
გულში დამალული ობოლი ნატვრები,
და მერე გიცქიროთ,
თუ როგორ დათვრებით,
ჩემი უცნაური ჩიტების მზერით...
მინდა რომ პოეტებს მუზებად გესტუმროთ
კალამს დავესვეტო ნათლის ციალივით,
ყურში ჩაგჩურჩულოთ მზისგან მონათვალი
რომ თქვენც დაუზარლად მზესთან მიმაცილოთ...
თორემ დედამიწას ვატყობ, ვემძიმები,
მძივებს მიწონიან ცრემლად ჩამოღვარულს,
სანამ მომვარდნია ვინმე მძარცველივით,
ხედავთ, რა მადლივით გავცემ თქვენს სიყვარულს?
ჰოდა,სანამ გული სულ მთლად დამიცლია,
ზოგჯერ გაიგონეთ ჩემი ანამღერიც,
ოქროცურვილიდან
ჩამონადენი ვარ,
პეშვი შემიშვირეთ,
არ ვარ დასაღვრელი..
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
Страница 19 из 32«1217181920213132»
Поиск:


| Copyright MyCorp © 2017 | |