Сб, 29.07.2017, 14:36
Главная
Регистрация
Вход
აბაშის ხმა
Приветствую Вас Гость | RSS
[ Новые сообщения · Участники · Правила форума · Поиск · RSS ]
Страница 2 из 32«12343132»
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
კაპრიზი
nukriaДата: Чт, 02.06.2016, 23:38 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აბუსელიძევ! შენს ნენეს ვლოცავ,
გამზრდელთან ერთად შენც გადღეგრძელებ.
მამულ-დედულის მზეს დაგილოცავ,
შენს პოეზიას მეც ვადღეგრძელებ.
 
nukriaДата: Пт, 03.06.2016, 17:03 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხელი დაუქნია მერე გლადიატორთ მან და ამფითეატრონი აიჭრა და ატორტმანდა! სანამ მოკლავს ბატონს, მონა არის მონა მანა” რაკი არ კლავს ბატონს, უნდა მოკლას მონა მონამ. ყველგან ჭრილობები! ნაჩხვლეტები! ნაბზარები! მეტროპოლიიდან სიკვდი ლია ნაბრძანები! ეს მახვილი, იცით? ვისკენაა მისამართი! რად ეშლება სიკვდილს ასე ხშირად მისამართი! დაუბრუნდეს იქნებ ცეზარს ნიჭი ატირების! მისთვის ეგებიან ხმლებზე გლადიატორები! საყვარელი ბიჭი საყვარელ ბიჭს ერკინება! და იყოფენ ორნი ერთ უმწეო შეკივლებას

Сообщение отредактировал nukria - Пт, 03.06.2016, 17:06
 
nukriaДата: Пт, 03.06.2016, 17:49 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიგარეტი, პურჭყი...
ნაგვიანი ქუჩა.სიტყვაც
ფერად ჭუჭყის,ბოლო რომ არ უჩანს.
ასე მოსწონს ვანოს,ასე ზრდიდნენ უჩას.
უხარია ანოს (და)მზესუმზირას ჩურჩავს
 
nukriaДата: Пт, 03.06.2016, 18:50 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წამოდი მეცეკვე,წამოდი
ნუ გხედავ სევდისგან გამომთვრალს
გვიყუროს ქუჩამ და ქვეყანამ
წამოდი მეცეკვე რა მოხდა?!
არ მინდა ვარდი და ხელმკლავი
ამბორიც არ მინდა თითებზე
წამოდი უბრალოდ მეცეკვე
მუსიკა წართმეულ სიტყვებზე.
არ ვტირი ,ეს წვიმამ დანამა
ღაწვი და გალუმპა წამწამნი
წამოდი ვიცეკვოთ...არ იცი?
-დილამდე როგორმე გასწავლი.
აღარ ღირს წუხილი იმაზე
რომ ვეღარ ვიპოვეთ აკორდი
გაჩუმდი,ნუ მეტყვი ნურაფერს
წამოდი ვიცეკვოთ,წამოდი...
 
nukriaДата: Пт, 03.06.2016, 18:52 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა გაივლის თებერვალი,
როცა თებერვალს გაიტანენ,
შენ, როგორც ტესი, დ'ერბერვილი,
მე - კაბალერო გაეტანი,
დავსხდებით ტახტზე ბებრებივით,
კივილს დაიწყებს ჩაიდანი
და ყველა ქარი, დაბერილი,
გვეტყვის რა როდის ჩავიდინეთ..
არაფერია. თებერვალიც
გაივლის, ანაც - გაიტანენ,
ეზოში ძაღლი - სენბერნარი,
თბილისში თოვლი - მაიდანზე..
მე გეტყვი: ხედავ, აპრილია,
მარტი უენოდ გამოვტოვეთ
და ისევ სუნთქვაშეპარული
და ისევ - ხედავ, რა მარტო ვართ,
შენ, როგორც ტესი, დ'ერბერვილი
ხარ უწარსულო. ჩამოთოვა.
მე ვფიქრობ, ალბათ, თებერვალი
აღარასოდეს აღარ მოვა.
 
nukriaДата: Пт, 03.06.2016, 18:53 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
–აჰა!წერტილიც!
–ყვავილია?
თეთრი ვარდი?
იქნებ,მანდილი!
–არა,ჩვენს შორის
მანძილია...
ვითვლი ნაბიჯებს!
–დამბაჩას ირჩევ?
დაშნას?
ხანჯალს?
იქნება–ხმალი?
–არა,ძვირფასო,
ღალატია
დღეს იარაღი!
–და,რომ დაფიქრდე?
ნუ დაითვლი,
ნუ...
ნუ...
ნაბიჯებს!
–გულს დანაბიჯებს
უკვე ვეღარ გადააბიჯებ!
ათვლა დავიწყე!!!
 
nukriaДата: Пт, 03.06.2016, 18:54 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფუნჯით მღერის ჩრდილთა გრძნობის მელოდიებს ამადეო,
წინ გაუსწრო საუკუნეს, თვალი ურჩევს მომენდეო.
გადაცმულ დემონთა სითხეც უხმობს- შევთვრეთ ღამემდეო,
და ეშმაკთა ულმობელი მწარე ნების ხდება ტყვეო.
დაუფასებლობის გამო უფალს შესთხოვს-დამინდეო,
უფალი კი, ნაზად, მკრთალად ეუბნება- იცი მეო,
შენს ამ ქვეყნად მოვლენისთვის, ცას ვარსკვლავი მოვწყვიტეო,
ისევ ის სჯობს ცაზე გიხმო, საუკუნოდ განათდეო.
 
nukriaДата: Пт, 03.06.2016, 18:57 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაესტრო, თეთრი კლავიშები თითებს კოცნიან,
სული ცახცახებს და თვალებში იწვება ღამე,
მე თქვენს თვალებში ულამაზეს სიმღერებს ვხედავ,
ჩემი გრძნობისაც დაუკარით მაესტრო, რამე!

მაესტრო, გესმით კლავიშები როგორ კვნესიან?
სადღაც კუთხეში ერთი შავი კლავიშიც გიცდით,
უთქმელი თხოვნა შემისრულეთ ბატონო ჩემო,
მაესტრო, ჩემი სიყვარულის კლავიშსაც მისწვდით!..
 
nukriaДата: Пт, 03.06.2016, 18:58 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეტყობა, ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ,
რადგან დასახოცად მოდიან,
ეტყობა, ჯერ კიდევ ეშინიათ,
სიმართლის ეშინიათ ცოდვიანთ...

ეტყობა, ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ,
რაღაი დაგვდინდა სისხლი
და რახან ცოცხლები ვყოფილვართ,
უთუოდ, მამულსაც ვიხსნით!!!
 
nukriaДата: Пт, 03.06.2016, 19:00 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წუთით?
წუთით კი არა მთელი ერთი საათით,
გიბრუნებთ ბავშვობას - მინუს ოცდაათით,
სულ ერთI საათით,
სულ ჭენებ ჭენებით
და არა ტაატი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
Страница 2 из 32«12343132»
Поиск:


| Copyright MyCorp © 2017 | |