კაპრიზი - Page 22 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
კაპრიზი
nukriaДата: კვ, 15.01.2017, 21:46 | Сообщение # 211
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ადრე უდღეოდ დავდიოდი, მჯეროდა ღამის,
ობოლ კედლიდან მიმღეროდნენ სველი ბზარები.
ხეებს ეზოში გულმოდგინედ უნერგოდ ვრგავდი
და წრეს მირტყამდნენ დამცინავად ამორძალები.

ყველგან ისმოდა მოგიზგიზე ცეცხლის ტკაცუნი,
ვერ გავიგონე სამოთხიდან რომ დამიძახეს,
და ის თვისება, საამაყო "კაცურ-კაცური"
დავიწყებოდა ყველაზე „კაცურს“ დედამიწაზე.

ბევრი ვეცადე, არ გაიღო შვების კარები,
დოსიეები დამდგარიყვნენ შვეიცარებად,
თუ ერთსაც კიდევ ანგელოსო დამეხმარები,
კარი გავაღო შევეცდები ყველანაირად...

უკვე არ მინდა გავიხსენო ძველი დრო ისევ,
სული კი წმინდა გამიფრინდა დასაბრუნებლად...
არც დავფიქრდები, ჩემს ცხოვრებას მთლიანად მივცემ,
უფალს ვადიდებ "დაუსაბამოდ-დასაბამითგან".
 
nukriaДата: კვ, 15.01.2017, 21:47 | Сообщение # 212
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეტაფორა
გუშინ ვენახზე შემოდგომამ
მოქსოვა ლოგო,
მძულს როცა იბანს ხელებს ხალხი -
ნაფერებს ძაღლის,
ისე ვერ მამჩნევ როგორც მძღოლი
პატარა გოგოს,
ავტობუსების გაჩერებაზე
ლოდინით დაღლილს...

უკვე ქალი ხარ,
ფიქსირდება პროცესის რაზა,
უკვე ქუსლებზეც ახვედი და
მოგიხდა კარე,
არაო თქვი და წამოვიდა
იმხელა ფაზა,
რომ ჩემს ღამეებს გადაეწვა
ახალი მთვარე.

ეს პოეტობაც მეტაფორაა
თუ მკითხავს კაცი,
ალბათ წერ იმას
საუბარი რაზედაც გიჭირს,
ბოლო ტაეპი თორემ ეს ლექსიც
იქნება მარცხი -
და სტვენა-სტვენით გაეკიდა ავტობუსს ბიჭი.
 
nukriaДата: კვ, 15.01.2017, 21:50 | Сообщение # 213
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უკულმინაციო ლექსი (მონატრება)
ამინდი სველი,
შიგადაშიგ ქარების ჩქამი,
დადუმდა ღელე,
იკვეთება ნაკვთები დილის,
გამოღმა გელი,
პულსაციას გაებნა წამი,
ავკრიფე წყევლა,
შემოდგომა ოქტომბერს ყიდის.

ვაიმე ნენი,
დრო საოცარ ტკივილებს ბარდნის,
მოხუცდა ცხენი,
ბაბას ისევ ყანაში სძინავს,
ვაშლები თოვდა,
მეხათრება წარსულის ხათრი,
დუმს ჩვენი ოდა,
დეკემბერმა დაიდო ბინა.

წაიქცა წელი,
უხალისოდ გათოვდა თოვლი,
გამოღმა გელი,
გავიარე ბავშვობის - გაღმა,
დადუმდა ღელე,
დარჩენილა სამიოდ კომლი
დავყევი დაბლა
სოფლისაკენ მომავალ აღმართს...

წარსულის ექო,
მაბრუებს და მეკვრება სუნთქვა,
რამდენ ხანს მეყო,
ის ღამე და თვალები შენი,
ფიქრების გემო,
ოცნებებში დიეტობს უქმად,
მიყვარხარ ჩემო,
მიყვარხარ და
ვაიმე ნენი...
 
nukriaДата: კვ, 15.01.2017, 21:58 | Сообщение # 214
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემოდის სულში ფორტეპიანო
და საკვირველი ტკივილით იწვის,
ჰანგები ისე  თოვდებიანო,
როგორც უღმერთო ზამთარში იცის,
დღეები უკან გროვდებიანო,
მერე იწყება სიმღერა გედის,
შემოდის სულში ფორტეპიანო
და ნაწამები ბარბაცებს ბედი.
სევდით მომავლის ისვრება ფონიც,
მტვრიან ოთახში ბატონობს ქარი,
სულში ზამთარი დასახლდა მგონი,
ნაადრევი და
გასაოცარი...
უკვე სულ ერთი არის  შენდობაც,
გამოგონილი,
გასატანებლად -
არ მემეტება ურთიერთობა
და როგორც უხმო ძალდატანება -
გროვდება ჩემში ვით თეთრ ოთახში,
ათასი ჯიშის ჭუჭყი და მტვერი,
ქარმა ზამთარი სულში მოხარშა
ფორტეპიანო მღერის და მღერის.
ასე დაღლილს და ასე უდიდესს -
მაგ თვალებს, ჩემი ჟინი მოება,
თუმც გრძნობას აღარ წამოუკიდებს,
შენი ქართული
უ ღ მ ე რ თ ო ე ბ ა.
ვხვდები თუ როგორ დაგკარგე უკვე,
ფიქრებში მაინც გჩემობ და არ გთმობ,
წარსულის დღეებს სტრიქონებს ვუკმევ
და ვრჩებით მე და ზამთარი მარტო..
თითქოს ლექსები თოვდებიანო,
ჰანგებს ვნებამდე ჩააქვთ წვალება,
შემოდის სულში ფორტეპიანო
და ახლოვდება გარდაცვალება...
 
nukriaДата: კვ, 15.01.2017, 22:02 | Сообщение # 215
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საათის სამია, ტაბიძის პროსპექტთან
ვხვდებით და ვშორდებით ერთმანეთს,
გეჩვევი.
დღეს ისევ დაიწყო გრძნობებმა პროტესტი,
გაწელილ დუმილში დაიპნა ეჭვები.

შენს ხმასაც დაეტყო საბაბი აშკარად,
მძღოლებმა ერთმანეთს სულ დედა აგინეს,
ბოლოჯერ დავნებდით ჩვენ ფოტოაპარატს,
და უკვე ძნელია იმ დღეთა მიგნება...

სიტყვაც ვერ გითხარი, ვაჯობე სურვილებს,
არადა არ მსურდა მე შენი გაშვება,
ტაბიძის პროსპექტი, ქარი და დუმილი,
წამები, წამები - ვით ციგნის ბავშვები -

მათხოვრად იქცნენ და ამაო საწადელს,
ელოდნენ, სჯეროდათ, უხურდათ პეშვები...
და ჩვენი ოცნების შავთეთრ და დაგეგმილ
კოშკიდან მე ახლა უშენოდ ვეშვები. 

ქუჩაზე კივილით მეძავი მირბოდა,
სულელი ძაღლები მისდევდნენ მანქანებს,
წამები, საათი, დღეები მიგქონდა.
თვრებოდა საღამო და დუმდა ბაქანი.
 
nukriaДата: კვ, 15.01.2017, 22:03 | Сообщение # 216
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმდა, ციოდა, ვარიდებდით ფეხებს გუბეებს,
ქარი ქოლგაში დავიჭირეთ, სასაცილოა,
წვიმა თუ არა მაშ რა აჩნდა თვალის უპეებს,
მე გაცილებდი, შენც მაცილებდი და გაცილებით -
ენრგიული მოძალებით გვღლიდა ამინდი.
მე წავედიო - მითხარი და ასე უსიტყვოდ
დამტოვე, ალბათ ამაყობდი კიდეც ამითი...
სასაცილოა, მაგრამ ახლა გამოგიტყდები -

რომ შემოდგომამ მოიტანა ის ეგოიზმი,
რომ გული მაშინ იმ უარმა ისე მოტეხა,
წამები ჩვენი მონატრების კადრად აქცია
და დამრჩა მხოლოდ სიყვარულის ბიბლიოთეკა.

სასაცილოა,  უშენობას ვერ შევეგუე,
თვალებში იწვა სველი ზოლი სანაპიროთა,
და ვეღარ გრძნობდა ფეხი უკვე მსუყე გუბეებს,
და ვეღარ ვგრძნობდი რომ საშინლად -
წვიმდა, ციოდა.

მერე მივუშვი!  ალკოჰოლში ჩავდე საღამო,
ეს ლექსიც უკვე აღარ მესმის რა საჭიროა,
მე ვარ მთვარლი თუ მთვარეს მართლა ფიქრთან აბამენ???
არა! უბრალოდ ერთია რომ - სასაცილოა...
 
nukriaДата: კვ, 15.01.2017, 22:08 | Сообщение # 217
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ შენზე ვწერო მინდა ძლიერ,
გიყურებ და ვგრძნობ რომ სული მტკივა,
მართლაც რამდენ ჭირს და დუშმანს სძლიე,
ეივახ!... რამდენ ორგულობას სძლიე,
ვაიმე!... რამდენ ლიზღს და მავანს სძლიე,
გაგითენდა, მაგრამ მაინც გცივა.

ახლა ისევ, იმ წარსულთან ახლო,
ხვალინდელი დღეც ისეთი დგანა!...
ერთხელ კარგად შემოგვხედეთ ხალხო,
ერთხელ ჩვენიც წამოგტკივდეთ ხალხო,
მხლოდ ერთხელ, შენ -  ქართველო ხალხო,
გვისმინეთ და ცუდს რას ვიტყვით განა. –

გახსოვთ, როგორ შემოვიდა ნინო?
გახსოვთ, როგორ გაგაცანით ქრისტე?
ეგ პური და დალოცვილი ღვინო,
ეგ ჯვარი და სულს აცრილი რწმენა,
ეგ მჭადი და სააღდგომო კვერცხი,
მქონდა, ვმალე და ჩემია ისევ!...

სიყვარული? - სულამდე და წმინდა,
თვალშავა და გულმაყვალა ციცაც,
პოეზია? - უფ, რამდენიც გინდა,
პოეზია - ვახ, რაფერიც გინდა,
პოეზია - შენ, რომელი გინდა?
პოეზიას ჩვენ სხაგვარად ვიცავთ!...

რასაც ვამბობ სულ ერთია იქნებ?
არ გაიგე! - ვერ გაიგე კი არ!
წაიკითხოს ყველამ, მე რომ ისევ,
გაიგონოს ყველამ, მე რომ მხოლოდ,
და შეიგნოს ყველამ მე რომ მაინც -
ქართველი და აჭარელი მქვია!...
 
nukriaДата: კვ, 15.01.2017, 23:52 | Сообщение # 218
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაღაც ბეთად და სხვაფრად დამცინი,
ნუ გააგრძელებ ძალიან გთხოვ,
სანამ გავდელდი, დროზე გამცილდი,
თორემ მეც ვიცი დაცინვა ჭოვ.

შენ კი აგრძელებ, და დგახარ მაინც,
ირონიით და ქილიკით სავსე,
რაღამც არ იშლი კაი ბატონო,
ოღონდ შევთანხმდეთ მე და შენ ასე:

კაი, დამცინე სოფლელობაზე,
კაი, დამცინე უშნო კილოზე,
მთაში გაზრდილმა ვეღარ მოგბაძე,
გაზრდილს ქალაქში, სანაპიროზე.

კაი, დამცინე ჩაცმულობაზეც,
მაგ შენს სინდისზე ხელის აღებით,
რა ვქნა ქალაქელს თუ ვერ მოგბაძე,
სოფლად გაზრდილმა - კაიმაღებით.

ოღონდ ამაზე, არ დაგცდეს სიტყვა,
ამის გამო ნუ მიცქერ ზევიდან,
შენ არ მითხარი - მე და მეუღლე
ყოველ სამ დღეში ვართო ექიმთან!

თქვი არა? ბლაყვი ხარ შენ ნამდვილი,
მერე რა თუკი ცოტა მიმაჭრეს,
მე ამით ძმაო ქე მყავს ცხრა შვილი,
შენ კი მკურნალობ პოტენციაზე.
 
nukriaДата: კვ, 15.01.2017, 23:53 | Сообщение # 219
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კიდევ ერთხელ მიამბე
გურჯისტანზე ეფენდი,
რატომ მღერის ყარდაში
ცრემლიანად ,,ჯილველოს"?
გუშინ შეღამებამდინ,
ჭოროხთან რომ გევედი,
ტაიას ხმა გევგონე,
აგზენ ბავშვებს ჰყიდდნენო.

ყოველ დილით ბაბაი,
რატომ გასცქერს ჩრდილოეთს?
რატომ ახლავს ამ სურათს
ნენეს ცრემლი ალალი?
ანდაც ყველა საღამოს,
მაინც რომც არ გინდოდეს,
,,სულიკოს" რომ მღერობენ,
რატომ მბურძგლავს ბალანი?

გურჯისტანი შორსაა?
იქ რატომ არ ვბრუნდებით?
ფეხით ჩავალთ იქამდის? -
მომიყევი ეფენდი,
რატომ არ დამასწავლი,
ასე რატომ ჩუმდები?
ნეტა გზები ვიცოდე
მარტოც მოვაფერებდი.

დავიბენი ეფენდი,
ვინ ვართ - ან ვინ ვიყავით?
მოდი დღესვე წავიდეთ,
იქნებ კიდეც გველიან,
ბავშვობაში ემიას
გორასთან რომ მივყავდი,
მებნეოდა - გახსოვდეს -
ამის მიღმა ჩვენია...

კიდევ ერთხელ მიამბე,
გურჯისტანზე ეფენდი, -
ისევ იმეორებდა -
ბიჭი ტაო-კლარჯელი
და უსმენდა უსიტყვოდ,
ცრემლიანი თვალებით,
თურქ ეფენდის სამოსში
ოთხმოცი წლის ქართველი!...
 
nukriaДата: კვ, 15.01.2017, 23:55 | Сообщение # 220
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვეღარ ვუმკლავდები სურვილს,
ყანებს შემოვირბენ ყარდაშ,
წვება ფორთოხლების სუნი,
ჩემი პოეზიის დახლთან.

წლებმა სიმხურვალე მისცა,
მაშინ აფეთქებულ კოცონს
იცი მემედ ბიძას ციცა
ახლა ისევ ისე მომწონს.

ნენეს წყევლაა თუ ლოცვა,
ბუხრის გემრიელი ბოლი,
ზვინში დასწავლილი კოცნა
ჩვენ და ფორთოხლების თოვლი...

-
ფიქრით მივუყვები ქალაქს,
გულში "განდაგანას" ვმღერი,
ნაფაზს დავაყოლე უხვად
ქუჩის უფერული მტვერი.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
ძებნა:

მოგესალმები Гость