კაპრიზი - Page 24 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
კაპრიზი
nukriaДата: ორ, 16.01.2017, 15:54 | Сообщение # 231
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მძინარეს დაგეტყო ტალანტი
დედობის,
ცოდვილვა არ ვიცი ვის ვთხოვო
შენდობა?
და ჩვენი ლამაზი იმ
ურთიერთობის,
ტკივილად გრძელდება ეს
ურთიერთობა.

ჩრდილი კი ოთახში საწოლზე
ავიდა,
კატებმა თუნუქი ნერვებში
დაკაწრეს,
ძნელია მაინც და ცოტათი
ავტირდი,
მერე კი კანკალით მოვირგე
ბაწარი...

წამიც და ჰაერი შეჭამა
სიბნელემ,
კივილი ყურებში ხრიალით
ამიცრეს,
ვიყავი გრძნობების უსულო -
თვითმკვლელი,
შეგრძნებებს დავნებდი, მოვკვდი
და გაფიცებ ----
.
ჯოჯოხეთს დაწყევლილ მზერას ვარიდებდი,
ვყვებოდი თუ როგორ მწამდი და მიყვარდი,
უსიტყვოდ მისმენდა მიქელ გაბრიელი
და ბოლოს მითხრა რომ ორსულად იყავი...
 
nukriaДата: ორ, 16.01.2017, 16:10 | Сообщение # 232
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თბილისი პოეტებს ერთურთს რომ გააცნობს,
ქალაქი სიბნელეს სულში რომ ჩაიძვრენს,
აქვს მისი დიდება და ლუდის სანაცვლოდ,
ვყოვნდებით ჯიგრულ და უგემურ ჩაიზე.

რა უჭირს, დრო მალე მოსატანს მოიტანს,
შეხვედრას ედება სიმთვრალის ელფერი,
იქნება ქართული საღამო პოეტთა,
ისეთი, ძმობას და მაგ გულს რომ შეჰფერის.

და ქალთა სიყვარულს ავაფრენთ ლექსებად,
ფსკერამდე რომ დავა მსუქანი ჭურები,
თასი რომ ღვინით და გრძნობებით გვევსება,
ერთმანეთს შეცვლიან ლექს-ვახტანგურები.

მარცხი და ფარხმალი არასდროს არცერთი,
სულ ასე მტკიცედ და სულ ასე თავიდან,
იმ გულის, ძმობის და გრძნობების ჭირიმე,
ბოლო რომ არ აქვს და... იწყება ჩაიდან!...
 
nukriaДата: ორ, 16.01.2017, 16:15 | Сообщение # 233
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამის საუბრები
შემოდის სულში ფორტეპიანო
და საკვირველი ტკივილით იწვის,
ჰანგები ისე თოვდებიანო,
როგორც უღმერთო ზამთარში იცის,
დღეები უკან გროვდებიანო,
მერე იწყება სიმღერა გედის,
შემოდის სულში ფორტეპიანო
და ნაწამები ბარბაცებს ბედი.
სევდით მომავლის ისვრება ფონი,
მტვრიან ოთახში ბატონობს ქარი,
სულში ზამთარი დასახლდა მგონი,
ნაადრევი და
გასაოცარი...
უკვე სულ ერთი არის შენდობაც,
გამოგონილი,
გასატანებლად -
არ მემეტება ურთიერთობა
და როგორც უხმო ძალდატანება -
გროვდება ჩემში ვით თეთრ ოთახში,
ათასი ჯიშის ჭუჭყი და მტვერი,
ქარმა ზამთარი სულში მოხარშა
ფორტეპიანო მღერის და მღერის.
ასე დაღლილს და ასე უდიდესს -
მაგ თვალებს, ჩემი ჟინი მოება,
თუმც გრძნობას აღარ წამოუკიდებს,
შენი ქართული
უ ღ მ ე რ თ ო ე ბ ა.
ვხვდები თუ როგორ დაგკარგე უკვე,
ფიქრებში მაინც გჩემობ და არ გთმობ,
წარსულის დღეებს სტრიქონებს ვუკმევ
და ვრჩებით მე და ზამთარი მარტო..
თითქოს ლექსები თოვდებიანო,
ჰანგებს ვნებამდე ჩააქვთ წვალება,
შემოდის სულში ფორტეპიანო,
როგორც პოეტის გარდაცვალება.
 
nukriaДата: ორ, 16.01.2017, 16:17 | Сообщение # 234
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეთა განცალკევებით უნიათო ღამეთა,
ფარდობითი შედეგი თვითმკვლელობის ხედია,
ის რომ შენი თანხმობა მაზიარებს წამებთან,
ჩემი მოთხოვნილების მემილიონედია.

ფერთა მოჭარბებული სურვილების დამქაში,
უკვე ვეღარ მაკვირვებს ფანტაზიურ ხელობით,
და უმზეო დღეების გულგატეხილ თამაშში
ლიდერობას ვაგრძელებ ფარხმალდაუყრელობით.

თუმც ძალიან ადრეულ პერიოდში ვბერდები,
შენში მოჭარბებულად შევხვდი ქალის ბავშვობას,
თქვი და დაუფიქრებლად გადაგისხვაფერდები,
თუკი მხოლოდ ეს ჩემი დაჩემება გვაშორებს.

მაგრამ ისე გართულხარ ჩემს უოცნებობაში,
არომ შედეგი აშკარად თვითმკვლელობის ბედია,
შეფარდებითობაში,
ჩემი მოთხოვნილების მემილიონედია.
 
nukriaДата: სამ, 17.01.2017, 17:49 | Сообщение # 235
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეთა განცალკევებით უნიათო ღამეთა,
ფარდობითი შედეგი თვითმკვლელობის ხედია,
ის რომ შენი თანხმობა მაზიარებს წამებთან,
ჩემი მოთხოვნილების მემილიონედია.

ფერთა მოჭარბებული სურვილების დამქაში,
უკვე ვეღარ მაკვირვებს ფანტაზიურ ხელობით,
და უმზეო დღეების გულგატეხილ თამაშში
ლიდერობას ვაგრძელებ ფარხმალდაუყრელობით.

თუმც ძალიან ადრეულ პერიოდში ვბერდები,
შენში მოჭარბებულად შევხვდი ქალის ბავშვობას,
თქვი და დაუფიქრებლად გადაგისხვაფერდები,
თუკი მხოლოდ ეს ჩემი დაჩემება გვაშორებს.

მაგრამ ისე გართულხარ ჩემს უოცნებობაში,
არომ შედეგი აშკარად თვითმკვლელობის ბედია,
შეფარდებითობაში,
ჩემი მოთხოვნილების მემილიონედია.
 
nukriaДата: სამ, 17.01.2017, 17:49 | Сообщение # 236
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და რასაც ახლა ვწერ ლურჯი მელნით,
რატომღაც არის ნაწილი სისხლის,
ვუმზერ წიგნიდან გადმოსულ ელინს _
შემკრებს სიბრძნეთა ყოველი მისხლის.

რამდენიც გინდა შენ ღვინო ისხი,
ივსე მუცელი, სხვაგვარად ფაშვი,
მე სულ სხვა რამეს მკარნახობს სისხლი
და გულის გულში მღიმარი ბავშვი.

შტერის იმიჯო და ბრიყვის `ბლატო~,
ვინ რას გაიგებს, დრო საით მიდის...
დაგემოვნებით ვკითხულობ პლატონს
მე _ ბინადარი უძველეს მითის.

შორეულ წარსულს გავხედავ რიდით,
როგორც მომავალს, მუდამ რომ მოდის...
ვინ თავს იწონებს _ მე ვიცი რითი,
მარად მორჩილი საეჭვო მოდის.

მახარებს, როცა კატულუსს გავშლი
და სამადლობელს შევუთვლი მთარგმნელს,
საუკუნეთა უეჭველ კავშირს,
სიცოცხლისაკენ გაღებულ სარკმელს.
 
nukriaДата: სამ, 17.01.2017, 17:51 | Сообщение # 237
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
...რაც გაგახსენდა სულ ეს იყო: ხმები, ხმები და
ფრთების შხუილი, ცა _ ყვავების გადანაფრენი,
შავი ლაქები მოსავსავე, სხვა არაფერი,
სხვა აღარავინ, მხოლოდ გულში გასანასკვავი
ფიქრი, რომელიც თვალებშიაც იკითხებოდა
და წაკითხვისას არ ბრწყინავდა, როგორც ვარსკვლავი

და სუსხიანი ზამთრის კოცნით სულშეხუთული
გარბოდა ვიღაც შინისაკენ, იქნებ შინიდან
ან არავისთან არ გარბოდა და ეშინოდა,
რომ ყველგან, მუდამ და ყოველდღე იყო არავინ,
ვინც ფანჯრის მინებს შეუმჩნეველ სუნთქვით ორთქლავდა
და დროს გვპარავდა, სხვა რა გქონდა მოსაპარავი

და დღე და ღამეს ვინ დაღლიდა მორიგეობით,
ერთმანეთს ცვლიდა გამუდმებით ორი ბადრაგი,
შენ ბოლთას სცემდი და სხეული გადასათრაქი,
ოთხკედელს შორის გადაგქონდა შინაპატიმარს
და ტელევიზორს აუქმებდა ძველი ფანჯარა,
ვორდის პროგრამა ავტოკალამს და ფარატინა

ქაღალდს, რომელიც არც გახსოვდა, აღარც დაორთქლილ
ფანჯრის მინაზე აღარ წერდი, აღარც სარკეზე
და ვირტუალურ სამყაროში სჩრიდი ანკესებს _
ლექსებს და გრძნობდი, თითქოს, ვიღაც იყო მომსვლელი,
შენ ბრუნდებოდი და ხედავდი, რომ მზეს ჩამავალს
შემოსცვეთოდა ოქროს ქოში და სამოსელი.

მალე ამ მთებსაც ბინდის გარსი გადაეკვრება
და მოვა ღამე სუსხიანი და გულმრისხანე,
როცა ნათურებს ოთახები გამოისხამენ,
ის გაშლის ბანქოს, უდროობით კვდება საათი
და ვერ თენდება და იგივე დუბლში ჩარჩენილ
დროს იმეორებს პასიანსი და მასლაათი.
 
nukriaДата: სამ, 17.01.2017, 17:51 | Сообщение # 238
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ ვიცი.
ვიღაცეებისთვის შეიძლება,
საზღვრების ერთად,
გადაკვეთაა მთავარი.
მე კი სულ რამოდენიმე,
ერთად გადადგმული
ნაბიჯიც მყოფნის.
მაშინ როდესაც,
ჩვენი სიცოცხლის ხაზები
ერთმანეთს კვეთენ.
 
nukriaДата: სამ, 17.01.2017, 17:56 | Сообщение # 239
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაგვიცუდღამდა სიცოცხლე,
ნეტავ, ა, ვისი ბრალია,
ცოლ-შვილ მშიერი დაგვიდის,
ლამის დაგვექცეს ბანია.
ჩრდილქვეშ კოტრიალს ვუნდივართ,
ჩამოგვიჟანგდა ხმალია,
მოყვარეს მტრებად ვიკიდებთ,
მტრისა გვედება ვალია.
ენასა ვაქნევთ უქმადა,
ვრატრატებთ, როგორც წყალია,
ჩემ ცოდვა მისცა იმასა,
ვინაც სამშობლო არია.
 
nukriaДата: სამ, 17.01.2017, 17:59 | Сообщение # 240
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გუშინ გავარდა ხმა,რომ გავთავდი,
ვიღაცას უთქვამს:"ახია მასზე",
ბოლოს და ბოლოს ჯურღმული სული,
ჯურღმულ ღამეში,ავიდა ცაზე.

არც ტაიჭს ვითხოვ და არც მუზარადს,
არცა შენდობას,არც შეცოდებას.
ერთი მექნება მხოლოდ მუდარა
-ნურვინ ეცდებით ჩემზე გოდებას.

ღმერთის შენდობის ორ გზას ვხედავდი
-ტალახის გავლით ან და გაფრენით
მე ვამჯობინე ჭუჭყი და წვიმა,
სვლა ვამჯობინე მქნარი აფრებით.

ალბათ ამიტომ,ძმამაც მიმუხთლა
და ბედაური გამოდგა მხდალი,
ტყვიის წამალი დანესტიანდა,
მტერთან გამექცა ლამაზი ქალი.

მე ჯვრის სანაცვლოდ ბევრ ცოდვას ვზიდავ
და მექაჩება ბნელში სატანა,
ხანჯლივით მკეპავს მისი ღრიალი,
უჰ,რა ძნელია ამის ატანა.

მაგრამ ამაოდ,ბნელის მსახური,
არ მეშინია მე შენი მადის
არ გადავუხვევ არჩეულ ბილიკს
-ბილიკს,რომელიც ჭაობზე გადის.

ნურვინ ეცდებით ჩემს ამოთრევას,
რადგან ეს გარჯა მაინც მუქთაა,
გამიშვით ვიჯდე მე ჩემს ჭაობში
-ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა ! "
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
ძებნა:

მოგესალმები Гость