კაპრიზი - Page 25 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
კაპრიზი
nukriaДата: ხუთ, 19.01.2017, 15:13 | Сообщение # 241
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოთახში სიჩუმე მუსიკამ აკენკა,
წირვა ვერ გამოგყავს ფინჯანი ჩაისთვის,
სიცოცხლე დატოვე წარსულის სარკესთან,
მერე კი უბეში ეპოქა ჩაისვი.

ფიქრობ და ლოცულობ უბრალო ფრაზებით,
ლოცვაში სურვილებს ერთმანეთშ ურითმავ.
მზესთან მტრედებია... ვიცი გაბრაზდები-
ღმერთი გამოძერწე ნატეხი პურიდან.

ღამეს ეპარება ყინვა ნაბადიდან.
ცისკართან დავმდგარვართ ვარსკვლავი, მე, ბა და...
ვერ ვამბობ ნაგულისხმევს... რაც ახლა გაბადია,
უწინ ვიპოვნე და არასდროს მებადა.

ოთახი სიჩუმის მუსიკამ აკენკა,
შენ წირვა გამოგყავს ფინჯანი ჩაისთვის,
წარსული დატოვე სიცოცხლის სარკესთან,
და გულის ჯიბეში ეპოქა ჩამისვი.
………………………..

ავალიანი გივი
 
nukriaДата: კვ, 22.01.2017, 22:44 | Сообщение # 242
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩამოფურცლავენ ღამეები
ფიქრების რვეულს,
მოლოდინიდან შევერევი
დილას ფერმიხდილს,
ჩვენი შეხვედრა გადაწყდება
უთუოდ წლეულს,
როს დედამიწა თეთრი
ზამთრის სამოსს გაიხდის.

ნასურვილები წარსულიდან
მომყვები მგონი,
იანვრის ქარი ჩემ სარკმელთან
შიშველ ხეს ამტვრევს,
ჩანს სიყვარულსაც
წაეშლება საცაა გონი
და გაზაფხულზე კვირტებივით
გაიშლის ნატვრებს.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ორ, 23.01.2017, 19:04 | Сообщение # 243
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმაა ახლა რემბრანტის ფუნჯი,
უნდა დაგხატოს,
მე კი მოლბერტი
ვდგავარ,
ჰო ვდგავარ და რაღაც ფუჭი
მოგონებებით უკვე მოვბერდი.

წვიმს და ცრემლებად ილევა ზეცა,
ყველა წვეთი კი ბოროტად მიტევს,
პერანგებივით ოცნებებს ვკეცავ,
და ვხედავ როგორ გიხატავს თითებს

წვიმა -
ჩემს მკერდზე,
შენ კი ძლიერად,
მიჭერ და გულში მეკვრები ისე,
რომ დაეკარგა წვიმას იერი
და შემოღამდა ფიქრებში ცისებრ...

ვინა ვარ? ქვეყნად მოვედი რატომ,
საით მივდივარ ან რაღა მინდა,
როდემდე უნდა ვიარო მარტომ?
რემბრანტი ხატავს,
ფერადად წვიმს და

შავი ღრუბლები წვეთებს მესვრიან,
მე ვდგავარ ისევ, როგორც მოლბერტი,
ვდგავარ და ვიცი რომ ეს ლექსია,
ჩემი სიკვდილის წინამორბედი.
 
nukriaДата: ოთხ, 25.01.2017, 12:43 | Сообщение # 244
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მითხარ, როგორაა მემლექეთი,ჩემი სანატრელი საქართველო,
რამე იმნაირი გამაგონე,გული დაკოდილი გავამთელო.
მითხარ, როგორაა მემლექეთი,მე სულ მისი ფიქრით დავდიოდი,
ახლად დავიბადე, თბილისიდან ხმა რომ დავიჭირე რადიოთი.
კაი მექართულე ვეღარა ვარ, მაგრამ სული მიდუღს იმოდენა,
რომ შიგ სიტყვა მარად მშობლიური,როგორც გაზაფხული, იტოტება.
მითხარ, როგორაა მემლექეთი,მცხეთა, ქობულეთი, კახაბერი,
იგი ნიადაგ თუ არ ვახსენე,ისე ერთი წუთიც დამაბერებს.
ლუკმა არ მაკლია, მართალია,მაგრამ სამშობლოით ღარიბი ვარ.
აი, ამნაირად, უსიცოცხლოდ,მთელმა სიცოცხლემა გაირბინა.
მითხარ, როგორაა მემლექეთი,აქ ჩვენ არ გეგონოთ ჩამქრალები,
იზმითს, ეგეოსის ნაპირებზეც ვაგეთ საქართველოს სახლ-კარები.
მითხარ, როგორაა მემლექეთი,ჩემი სანატრელი საქართველო, რამე იმნაირი გამაგონე, გული დაკოდილი გავამთელო.
 
nukriaДата: ოთხ, 25.01.2017, 15:04 | Сообщение # 245
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენ ვიბადებით ერთმანეთის გადასარჩენად,
უფალს კი ვგლოვობთ, ჩვენივ ხელით ჯვარზე მილურსმნულს,
მამ, ღმერთსაც სურდა მისი თავის - მშობლად გაჩენა
და იშვა იგი დედამიწის ძილისპირულზე...

გვყავდა ეშმაკი, იმთავითვე, მხარზე მარჯვენა
და მარცხენა მხარს დაჰყურებდა მუდამ ზემოდან,
მამ, ღმერთსაც სურდა მისი თავის - შვილად გაჩენა,
ერთ დღეს ისიც რომ მამასავით შეჰყვარებოდათ...

ხალხს კი სიცილად არ გვყოფნიდა, თუმც ამ განაჩენს
ვითავისებდით და პლანეტა იყო შილიფი,
მამ, ღმერთსაც სურდა მისი მამის - ღმერთად გაჩენა,
რადგან ვიღაცას ჰყვარებოდა ისიც შვილივით...

ვწერ და ვაგროვებ სტრიქონ-სტრიქონ დროთა ნარჩენებს,
ოთახში ბრუნავს შენი სუნთქვა როგორც ზეფირი,
მამ, ღმერთსაც სურდა მისი თავის ლექსად გაჩენა,
რადგან ვიღაცას რომ ესწავლა იგი ზეპირად...

ვერ მოვახერხეთ... არც არავის, არც მე, არც შენ არ
შევგეძლო მთელი დედამიწის ზეცით შეკონვა,
მამ, ღმერთსაც სურდა მისი თავის - ღმერთად გაჩენა,
რადგან ჩვენსავით - უფალი რომ მასში ეპოვნა...
.
ასე ვფიქრობ და... ცაჩაკეტილ აზრებს ვაჭენებ,
როცა წარსულში ვმოგზაურობ სულის ჩემოდნით,
მამ, მეც მინდოდა ჩემი თავის მშობლად გაჩენა
და შენც გინდოდა ალბათ ერთ დღეს რომ გამჩენოდი!.......

როინ აბუსელიძე
 
nukriaДата: ოთხ, 25.01.2017, 15:26 | Сообщение # 246
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თქვენ ალბათ გძინავთ,
ღამეა და ღამეა
ძილიც,
ჩვენ ვერ შევხვდებით,
რადგან დილით -
უკვე მე მძინავს...
რაც უფრო ახლოს მიველ,
უფრო
მოვშორდი თბილისს,
ვხვდები ბათუმი არის ჩემი
წერა და ბინა.

ჩემი ჯვარცმა და პატიებაც
ბათუმი არის,
აქედან მიყვარს,
აქედან მძულს,
აქედან დამაქვს
ის ყოველივე რაც კი ძალუძს
მონატანს ქარის -
მიამბოს ხოლმე,
ხოლო ჩემიც მოხუცი მამა,

რომელიც არ მყავს,
აქ დადის და დადის და დადის,
ქუჩებში ღამის,
ვინაიდან აქ ყივის სისხლი,
აქ არის ჩემი სალოცავი,
ღმერთი და ხატი,
პოეტის ნერვი, სტრიქონები,
მისხალ და მისხალ.

ღვინოს კი ვისხამთ
ვენახიდან ძარღვებში ღვარად,
არ შეწყვეტილი მაინც ჩვენი
წარსულის ჩქეფით,
აქ არაერთი პოეტი და
ბოგანო მდგარა,
აქ არაორი ბარეორი
და ვაი მეფე -

გაწირა ბედმა,
ასეთია ქალაქის ბედი
და სიტყვა იგი ღმერთი იყო
და ჩვენდა სიტყვად.
თქვენ სად იყავით
როცა ქართულს ჩუმ-ჩუმად ვწერდით?
ახლა კი მინდა,
შუაღამით პასუხი გითხრათ,

არ მეკარება ვინაიდან
ძალა და ძილი
და გალას სტროფის
რა ვუყოთ რომ მაწვება სიცხე,
და გორგილაძის
რა ვუყოთ რომ დამიდის სუნთქვა
და რა ვუყოთ რომ
კიდევ ბევრი პოეტი ვიცრე.

ეს ლექსიც ვიცი
მომცემია არაფერ ახლის
თქვენთვის
და გესმით
ისე როგორც გესმოდათ წინათ,
აქ არის ჩემი სასაფლაო,
ბედი და სახლი,
ვწერ ამ ლექსს ღამით,
როგორც წესი თქვენ ღამით გძინავთ........
 
nukriaДата: ოთხ, 25.01.2017, 18:42 | Сообщение # 247
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საფორჩხელას ღელეში მათრია და მჯინქვა,
ფოთლებით და წვიმებით გალეშილმა ჭინკამ.

დევის ძუძუ შემიწვა, ხვართქლიანის ბურში, -
და შიშველი შამფური გამიშხვერთა გულში.

ხავსით, ლოდის ლორწოთი, შემზილა და მთითხა,
არაფერი გამანდო,
არაფერი მკითხა,
მერე როგორც ზვარაკი მაბურგალა დიდხანს,
მერე ქვაზე შემჯდარმა ბევრი იხითხითა.

გადირია დიდნენე, ჩამოიქცა სხვენი,
იმ ჭინკების ბუნაგში რა გინდოდა ნენი!..
იქ ხომ შავი ჩიტები სულ კუდებით ფრენენ,
რას ეძებდი,
რა დაგრჩა,
ნენულია ნენევ!..

ავნაგაზის ბალანით, ვაზის კვირტით, ხამლით,
მიხრჩოლეს და მაყლაპეს ბოძონძვერა კვამლი,

შემავედრეს გამჩენელს, მესიეთის რაინდს,
ვერაფერმა მიშველა! - ვერაფერმა მაინც.

და თუ დღემდე მომყვება უჟმურები ცოტა,
საფორჩხელას ღელედან გამოყოლილს ვცოდავ,
საფორჩხელას ღელედან დადევნებულს ვმღერი,
ნენი! ჩემო გამდელო და ჩამქრალო ნენი.

ნეტავ!..
ჩემი ობლობის და ბალღობის ჭინკავ,
ახლა სულ სხვა ჭინკა და ნაჭინკვარი მჯინქვავს.
 
nukriaДата: ხუთ, 26.01.2017, 14:31 | Сообщение # 248
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და ტკივილს უნდა ელაპარაკო,
ლაპარაკობენ, როგორც ლოთები,
როცა სულ ბოლო სასმელს დაცლიან,
სულ უკანასკნელ გროშებს დათვლიან,
ატირდებიან უცებ შფოთები.

გზა საცალფეხო და ღორღიანი,
ჩემი შინიდან მიდის უკვალოდ,
გალბობილია ცრემლით ეს გული,
ყველა განმშორდა ჩემი ერთგული.
შენ მაინც ნუღარ მტოვებ უფალო.

ციხეა მარტო, რუხი კედელი,
ქვეყანა ესე _ ცოდვის საკანი,
ეხლები მკერდით გამურულ ხედებს,
და გლეჯს პირქარში ყინულის ღვედებს
ბოღმა, გულიდან გამონატანი.
 
nukriaДата: ხუთ, 26.01.2017, 20:45 | Сообщение # 249
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შვილმკვდარი დედების ნაღველი -
მოედო ნისლი მთებს.
ხეები მარადი დუმილით
გლოვობენ ხმელ ფოთლებს.
ვერ ჰპოვებ სიმშვიდეს,
ამ მხარეს
საშველსაც ვერ ჰპოვებ..
ქარია ვერაგი,
სარკმელთან უღმერთოდ სისინებს.

სიზმარი მიამბობს,
რომ ობლად დარჩენილ ბროწეულს
ბავშვობის ეზოში ქარით დასკდომია სიმწიფე..
იცინე, შვილმკვდარო,
ღმერთმკვდარო, იცინე... იცინე...
ყოველთვის ცხოვრების დარწეულ
აკვანში იზრდება სიზიფე.
სიცოცხლე ქარების დევნაა,
ტკივილი - საგზალი.
თითქოს პაპაჩემი მეძახდა.
თითქოს მთელი ქვეყნის დამზრალი
ბალახი მოეთიბოს ცხონებულს.
რომ მერე დეკემბრის თოვა და
ყინული ამაყად მოედოს.

სუსხი და თოვაა დღეს სულში
დამშრალი ჭა თოვლით დანაყრდა.
სიცოცხლის მოსჯილი ფერხული
დაჭიმულ ნერვებად დამაწყდა.

უნიჭო მეზღაპრე ვყოფილვარ..
ნატვრის ხე მითია, ელიოზ.
თუ გინდა ვეძებოთ, მოგვყინავს
ქარები,
იქ სადაც მღერიან.
იქ სადაც თოვლიან ხეებზე
ქარები მღერიან, ელიოზ.
 
nukriaДата: შაბ, 28.01.2017, 13:23 | Сообщение # 250
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარმარილოს ქვეშ (მწუხარება უამრავ დროთა!
მე პოეზიამ დავიწყების ცელს ამარიდა);
საუკუნეთა სათვალავი მეკარგებოდა;
ერთხელ ზმანებით მე ამოველ ბნელ სამარიდან.
მე მოვდიოდი სამშობლოსკენ გზებით ირიბით,
ჰაერში კვნესდა დაწყვეტილი წვიმის სიმები
დასასაფლაოს ძეგლებიდან მწუხარე რიგით
მე მომყვებოდნენ დასტიროდნენ სერაფიმები.
ასე სტიროდნენ: "ოჰ! შეხედეთ! აი, ეს არი!
იყავ ნაზი და ახალგაზრდა - როგორც მაისი,
დადაფნულ გზაზე მიდიოდი, ვით კეისარი,
შენს მოვლენაში კრთოდა ცეცხლი უზენაესი.
ცხოვრება შენი იყო მწველი ალერსი ქალის,
თვით ბოროტება საქართველოდ ნაანდაზები
შენში ბადებდა სიმხურვალის დაუმქრალ ხალისს,
და შენ,მწყურვალემ, გამოცალე ყველა თასები!
ყოველი წვეთი სავსე იყო უმძაფრესი შხამით;
ლურჯა ცხენებით თუ გაფრენდა გრძნობათ სინაზე,
იყავ საოცრად მოხიბლული ასეთი ღამით
და უაილდის ყვავილივით დაეცი გზაზე.
ცაცხვები დგანან შენს საფლავთან, ვით კენტავრები,
მათ სიბნელეში, ნისლიანი და უეცარი,
გამოჩნდებიან პოეზიის თანამგზავრები,
სდგანან მწუხარედ და იტყვიან: აი, ეს არი!”
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
ძებნა:

მოგესალმები Гость