კაპრიზი - Page 29 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 29 დან«12272829303132»
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
კაპრიზი
nukriaДата: კვ, 12.02.2017, 22:46 | Сообщение # 281
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თბილისს სინანულის ცრემლი მოერია,
ვაი, შინდისფერო სიზმრებო!
ეშმას არ ემონოთ,
ტაძარს არ ესროლოთ,
თბილისს არ ესროლოთ, ბიჭებო!
უშბას გადმომდგარა - ქალი ლამარია,
უყვარს ლამარიას ლილეო!
უშბას არ ესროლოთ,
შხარას არ ესროლოთ,
დადეთ იარაღი, ბიჭებო!
ტირის სამეგრელო, ბედი აერია...
გული დაუამეთ ნისლებო!
კოლხებს არ ესროლოთ,
ცოტნეს არ ესროლოთ,
წარსულს არ ესროლოთ, ბიჭებო!
ახლა ქუთაისში თეთრი აპრილია,
თეთრი იმერეთი იმერობს!
ღმერთი არ გაგიწყრეთ,
ღმერთი არ გაგიწყრეთ,
დავითს არ ესროლოთ, ბიჭებო!
კახს რომ ეწურება გული საგულეში,
ვაზის ცრემლებია უენო!
მუხლზე დამხობილი გოდებს ალავერდი,
დადეთ იარაღი, ბიჭებო!
ლიახვს ჭირისუფლის თალხი ჩაუცვია,
ვაი, ახდენილო იჭვებო!
რა დროს ღალატია,
რა დროს კამათია,
მუმლი გაგვიმრავლდა, ბიჭებო!
ძმისგან დახვრეტილო,
ძმისგან დაჩეხილო,
ჩემო ამერო და იმერო!
ქართლის ცხოვრებიდან კვნესის ბაზალეთი,
ქართველს არ ესროლოთ, ბიჭებო!
ჩემო ლამაზებო,
ჩემო მამაცებო,
ჩემო შეცდენილო ირმებო!
დადეთ იარაღი,
დადეთ იარაღი,
დადეთ იარაღი, ბიჭებო! თინათინ მღვდლიაშვილი
 
nukriaДата: ორ, 13.02.2017, 17:17 | Сообщение # 282
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მინდა ჩავისუნთქო შენი ამოსუნთქვა,
ჭიქა მოვიყუდო შენი ნაპირალი,
ისე მენატრება შენი მოფერება
ცრემლად მამჩნევია ყველა ნაფიქრალი. სული მეცოდება,გული მანუგეშებს,
ტუჩებს ვიწვალებ და მხრებმა არ იციან.
თვალებს ვერ ვატყუებ,შენ რომ ვერ გხედავენ,
თითქოს დაბრმავდნენო,ისე განიცდიან. ხელებს რა მოვუყვე,დილით რომ გეძებენ,
ყელთან თბილი სუნთქვა რატომ შემაჩვიე,
გუშინ ჩავიარე შენი სახლის წინ და...
ფიქრში გახვეულმა ვერც კი შემამჩნიე. არა ვერ მიხვდები,ამას ვერ გაიგებ,
სიტყვით ვერ აგიხსნი გული სხვა რამეა,
მინდა ჩავისუნთქო შენი ამოსუნთქვა,
მოდი გაგახედო,ნახე რა ღამეა... (ზურა ბუდაღაშვილი)
 
nukriaДата: სამ, 14.02.2017, 12:55 | Сообщение # 283
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმის იარა
წუხდა მინაზე,
იდგა წვიმების
ცივი სეზონი,
და დაწყვეტილთა
თვალთა ჯინაზე
უკრავდა ვერდი და მენდელსონი. იდგა მოწყენა
ცამდე მაღალი,
მართალი შენთან
და შენს წარსულთან...
და იწყებოდა რაღაც ახალი,
ის,
რაც გათავდა და გარდასრულდა; ის, რაც დაგჩემდა,
ვით განაჩენი
და სულს სიმძიმედ გადაუარა...
იყო ცრემლები,
და დანარჩენი
სულერთი იყო,
იყო თუ არა...
 
nukriaДата: სამ, 14.02.2017, 18:57 | Сообщение # 284
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიცი სიკვდილი ახლა შვებაა...
მიწის თუ ცისკენ სწრაფვა სულერთი.
სულ ყველა ცნება,უფრო რჩევაა,
მღვდელის, ბრძენის,თუ ვიღაც სულელის.
ვიცი სიკვდილი ახლა შვებაა...
მის მოსასვლელად დიდხანს ვილოცე,
უკვე თენდება დილამ კი მამცნო:
„თქვენ სამწუხაროდ მოგესაჯათ მაინც...
ს ი ც ო ც ხ ლ ე
 
nukriaДата: სამ, 14.02.2017, 20:20 | Сообщение # 285
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მანძილი შენამდე დიდია,
შენიდან ჩემამდე - არც ისე
ამინდი საგრძნობლად მშვიდია,
მანცვიფრებ...
ჯერ კიდევ ჰყვავიან ატმები,
ქარია - მომიტანს რამე ჭორს,
მე ვამბობ, არ მომენატრები,
შენ სდუმხარ, იღიმი
საეჭვოდ,
ვარსკვლავნი აენთნენ ,
რომ ვხედავ , შორი_შორს
საკმაოდ,
მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ -
ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყაროც,
მუდმივად რაღაცა მაწამებს
და ჩემში მუდმივად ბინდია,
და მაინც მიზიდავს
წამწამებს
მთვარე რომ ნისლივით ჰკიდია.
შორს სადღაც ჰყვავიან ატმები,
ქარია - მომიტანს რამე ჭორს,
მე ვამბობ, არ მომენატრები,
შენ სდუმხარ, იცინი
საეჭვოდ.
 
nukriaДата: ოთხ, 15.02.2017, 16:42 | Сообщение # 286
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თოვს.
ეცემა ხედი!
თოვს.
დაცემა – მარცხი!
თოვს
ზემოდან ქვემოთ,
თოვს
მარჯვნიდან მარცხნივ... თოვს.
ქალივით პალმებს
ათოვს მინიმანტოდ....
თოვს.
მეც უნდა თოვლმა
თოვლად მიმიმატოს! რას დაეძებს პოეტს
სხვის მოვლილს და
გაზრდილს...
თოვს.
მიმეტებს თოვლი,
თოვს და თოვა გასდის! თოვს და ათოვს ამ ლექსს,
ამ თოვლივით თოთოს...
ისე კარგად თოვს რო ...
კიდევ კაი,
რო თოვს!
 
nukriaДата: ოთხ, 15.02.2017, 16:45 | Сообщение # 287
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთი ამბავი გიამბოთ მინდა
(მაშინაც, ახლაც საათია შვიდი).
ეს, როცა მოხდა სულაც არ წვიმდა,
არც ქარიშხალი ყოფილა დიდი. ვიღაცა გოგოს, ვიღაცა ბიჭი
ვარდებით ხელში ელოდა ხიდზე.
დროულად მოსვლა ეს არის ნიჭი,
მოკლედ შეთანხმდნენ, რომ ზუსტად შვიდზე. მას არც ციოდა და არც ცხელოდა.
ყმაწვილი იყო საოცრად მშვიდი,
რადგანაც საათს რომ დასცქეროდა,
წუთები აკლდა, არ იყო შვიდი. სამაგიეროდ ღელავდა მტკვარი
(თითქოს რაღაცას გრძნობდა ის ფლიდი),
აზვირთებული იყო ვით ხარი...
აჰა, შესრულდა კიდევაც შვიდი. ბაბუაჩემიასე ამბობდა:
,,ახალგაზრდებმა დაკარგეთ რიდი''.
გოგონა მოსვლას ჩანს არ ჩქარობდა.
შორს ჩამოსტოვეს წუთებმა შვიდი. ბიჭი აკივლდა ცრემლმორეული!
- ყველა მას სტოვებს, ღალატობს, გარბის.
როდემდე იყოს ასე ეული?
შვიდს ვინღა ჩივის - ცხოვრება გადის. რა შუაშIა ამ ლექსში სამი?
- გეტყვით: დათვალა, თავს უთხრა ''მიდი''
მტკვარში გადახტა და მისი გვამი
იპოვეს, დილის რომ გახდა შვიდი. ერთ რამეს გეტყვით, ნუ დაიბნევით:
ვინ გაექცევა - რაც უწერია...
თურმე წინა დღეს დადგენილებით
საათი უკან გადუწევით.
 
nukriaДата: ოთხ, 15.02.2017, 18:16 | Сообщение # 288
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუ სამშობლოსთვის ავტირდები,
ნუ შემაჩერებ,
პირიქით ჩემო,
იზეიმე მეწვის სული და...
გაგიხსნი თვალებს,
ჩემი ცრემლის გუბეს გაჩვენებ,
მისი ტკივილით რომ ამომდის
დაჭრილ გულიდან. თუ სამშობლოსთვის დავეცემი,
არ შემიშინდე,
უსაქართველოდ ხედავ უკვე
ვეღარც ვიცინი,
თავად უფალმა მომატარა
კიდითგან–კიდე,
რომ განსხვავება მეპოვა და
მეგრძნო სირცხვილი. ჩვეულებრივი რომ მეგონა,
ჩემი ქვეყანა,
ახლა ვუცქერი როგორც უფალს
და მანათობელს,
ალბათ სიშორემ სხვანაირი
დარდი შემყარა,
ბავშვივით ვტირი,
ქუჩაში რომ გაებნა მშობელს. რა სიტყვა გითხრა,
უფრო მეტად რომ დაგიუფლო,
ვიფიქრე ლექსად ამოვიცლი
სიყვარულს მეთქი,
სამშობლოვ ჩემო,
რაც შეგბედე იმაზე უფრო,
სწორედ ის ლექსი მაპატიე,
რომელიც ვერ ვთქვი.
 
nukriaДата: პარ, 17.02.2017, 18:37 | Сообщение # 289
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისტორიაა... მდინარეში როცა სილათა,
ანკარა მარცვლებს ნაკადებით ტალახი ერთვის,
როცა პოეტის მოსაძებნი ხდება სიმართლე,
თუ კი საერთოდ მოსაძებნი არ გახდა ღმერთი. სმენადახშული ვაკვირდებით გადაბრუნებულ,
ბილიკებიდან გადაცვენილ ურმების ჭრიალს,
რაღა დროს გზების დანახვაა, რისი ბუნება,
როცა სოფელში უკანასკნელ მუხასაც ჭრიან. ისტორიაა... არაფერი, მოკვდი თუ გინდა
ჩვენს ხერხემალზე მოსეირნე ვიღაც კაცები,
თითქოს თვალებში გვიყურებენ, მაგრამ ზურგიდან
გაულესავი მაკრატლებით გვაქუცმაცებენ, დაუფარავად გვიმრუდებენ წვივებს ცულებით,
ენის წითელი კაუჭებით გვაცლიან თვალებს,
ისტორიაა, როცა ვდგავართ გადაცმულები
და გააფთრებით ვასაფლავებთ საკუთარ ხვალეს. სინანულისთვის სამსჯავროზე რაღას მიიტან,
უფრო მტკივნეულს, უფრო მწარეს, უფრო გადამდებს?
როცა ფურცლებზე თუ შეხვდები ნიკოფსიიდან
თვალებგახელილ საქართველოს დარუბანდამდე. როცა სისხლივით გიმჟავდება მიწის სიმართლე,
რომელსაც ახლა დაბრეცილი ხაზებით რთავენ,
რა ნიკოფსია, დარუბანდი, ძლივსღა მივათრევთ
ძირგავარდნილი ოთახიდან ოთახში თავებს. ისიც ძველია, მეორდება, როცა თავიდან
ყოველი კადრი და უგულოდ კბილებდაკრეჭილ
მტაცებელს უნდა გამოვსტაცოთ საყლაპავიდან
გაფითრებული საქართველოს თითო ნაგლეჯი. ისტორიაა... მდინარეში როცა სილათა
ანკარა მარცვლებს ნაკადებით ტალახი ერთვის,
როცა პოეტის მოსაძებნი ხდება სიმართლე,
თუ კი საერთოდ მოსაძებნი არ გახდა ღმერთი! გურამ ჯახუტაშვილი
 
nukriaДата: პარ, 17.02.2017, 20:25 | Сообщение # 290
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოთარაანთ ქვრივო! ოთარაანთ ქვრივო!
ისევ გლოვობ ქმარს,
მინდა ძველი სევდა
გაატანო ქარს. ოთარაანთ ქვრივო!
კვლავ დასტირი შვილს,
მეც შენსავით მტკივა,
მეც სიკვდილი მჭირს. სანთელს ვუნთებ დედას
და ვქვითინებ ჩემთვის,
მარადიულ გრძნობას
მონატრებაც ერთვის. მაშ, ვიჯეროთ გული
ტირილით და სევდით,
შენ - საფლავზე შვილის,
მე - საფლავზე დედის. ოთარ რურუა
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
გვერდი 29 დან«12272829303132»
ძებნა:

მოგესალმები Гость