კაპრიზი - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
კაპრიზი
nukriaДата: პარ, 03.06.2016, 19:00 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"სვეცკობა" თბილისში, ატარებ აიფონს
შპაკლივით დაიდებ ტონალურს სახეზე,
იცი რომ ძერსკი ხარ,მთელს თბილის დაიპყრობ
სასტუმროს ოთახი გგონია კაპეზე...
"სვეცკობა"თბილისში,ბოტასი ქუსლებზე
სტატუსი "აუ დღეს რა მაგრად გავერთე"
დამალვით ბიბერსაც ხომ უნდა უსმენდე
"რეფლეი"ექნება ვიდეოს ღამემდე...
"სვეცკობა" თბილისში,სიშტერის მოდაა
იძახი ერთი ვარ, და გინდა გაბევრდე...
ამბობ რომ ვინც მოგწონს, ძალიან ცოტაა
ქუჩაში გამოსვლა დღე როგორ გაბედე...
უცნობის მანქანით მთელი დღე "კატაობ"
დაქალი გირჩევს რომ, შენ უნდა გაჩერდე
პასუხი გექნება, რა გინდა ღადაობ?
და ისევ ხოდზე ხარ, არასდროს დანებდე.
"სვეცკობა" თბილისში, ბავშვები ჩნდებიან
"საიმში" არა ხარ გუშინ სად გაერთე,
დრო და დრო, თან და თან, ყველანი ქრებიან
რა არის "ტიპობა" ? ჯობია გაერკვე
შენ მხოლოდ " სასტავში" ეწევი მალბოროს
დამწვარი თუთუნის ბოლს გინდა გაექცე,
მე მინდა ქალაქი რომ აღარ ამდოროთ
"სვეცკობა"თბილისში არ არის " მთლა ესე".
 
nukriaДата: პარ, 03.06.2016, 19:05 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბიჭო, არ დატოვოთ ქალაქი მარტო,
ქალაქს უხდებიან ყოჩები,
ნიაზ და ასტამურ, თაობა გნატრობთ,
იმ ქვეყნად გართობას როდის მორჩებით.
ტვინი დაემგვანა სტომაქის ბატონს,
სუფრას დაეძენძა ფოჩები,
გული ჯიუტად სიყვარულს არ თმობს,
გამოცარიელდნენ ქუჩები.
ბახუსი ასხამს საოცარ სათრობს,
ყანწებით ქეიფობენ ურჩები,
ვერ გუობს ბოთლი მორგებულ საცობს,
ტკივილს ჩურჩულებენ ტუჩები.
თავს წლები თეთრად ფიქრებად ათოვს,
სატრფონი რჩებიან ნორჩები,
ბიჭო, არ დატოვოთ თბილისი მარტო,
თბილისს უხდებიან ყოჩები
 
nukriaДата: პარ, 03.06.2016, 19:06 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური,
ღამით,როცა გძინავს,ვარსკვლავებს ვდარაჯობ,
მე ვარ..როგორ გითხრა ?-არანორმალური,
ცხოვრებით ვთამაშობ !
დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე,
ალბათ,სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიტეხ,
თუ გსურს მესაუბრე წესებზე,ნორმებზე..
მოგისმენ,მოგისმენ !
მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს
და პეპლის ფრთებოვით ფარფატა სიყვარულს,
არ ვიგრძნობ სინანულს.გინდა დავიფიცო,
რომ მე და სინანულს ბრძოლები გადაგვხდა,
უხმლო და უსისხლო,
რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული,
ხოდა,გავიყარეთ,უხმოდ და უსიტყვოდ.
დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური
და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია...
და მე,მთავარ როლში,
არანორმალური სევდა მომერია !
 
nukriaДата: პარ, 03.06.2016, 19:08 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
- რამდენი ხართ? შემაჩერეს კარებთან
- გაიწმინდეთ, შემოდითო სუფთად...
გამიმართლა, დიდ დარბაზში ადგილი
ერთი კაცის დარჩენოდათ - ზუსტად...

შუა ფაზაში შესულიყო ღრეობა,
გამომტყვრალა კაციცა და ქალიც
- გაშრა ყელი, გვითხარ რამე თამადავ!
თავჩახრილი ხუმრობს ერთი მთვრალი...

იქეთ გოგლას ლექსს კითხულობს ვიღაცა...
გვერდით მჯდომ ქალს შეეფაკლა ღაწვი...
აქეთ მელოტს დორბლი მოსდის პირიდან
მამა-პაპის სულს ახსენებს ყანწით...

გრძელ სუფრასთან ბოზს უხდიან დღეობას,
,,ბაკლებს" სვამენ, აყოლებენ სარდელს...
მაკიაჟი ახლოს იწევს ტორტისკენ,
სულს უბერავს ოცდათხუთმეტ სანთელს...

დირექტორი ანთებული თვალებით
შიგადაშიგ დაგვხედავს და წავა...
წინ მაგიდას შემოასკდა ხარხარი..
მთვრალმა გივიმ გადაისხა ყავა...

შუა ,,კუპიდან" გამოვარდა მუტრუკი...
მუსიკოსებს სტყორცნა ლარის გუნდა...
აჭარული ახლავეო!!! - იბღავლა-
ჩემი ლონდა ვაცეკვოო უნდა...

მოთმინების ძაფი კბილით გავწყვიტე...
(მათხოვარი იდგა ფანჯრის უკან)
მომეჩვენა ეს ორგიის დარბაზი
წააგავდა საქართველოს რუქას...

ოფიციანტ!!! - ბოლო ხმაზე ვიყვირე...
(გადავყლაპე ყელს მომდგარი ხველა)
მიდი დაჰკალ სამშობლო და მოხარშე!
დაარიგე, მე ვპატიჟებ, ყველას!!!

 
nukriaДата: პარ, 03.06.2016, 19:08 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და...

შენ აღარა ხარ...

ნეტავ რატომ გახდი
ჩემი ცხოვრებიდან ფურცლად მოსახევი...
როცა
თავის ღერძზე
ბრუნავს დედამიწა,
დღემდე ათასჯერ და მეტჯერ მოსარყევი...

ახლა საღამოა...
ფიქრადჩამოღვრილი...
გული დამიმძიმდა
ასჯერ მოსათხრელი...

შენკენ მექაჩება
ყველა გზაწვრილი
და
ყველა ბილიკი
და
ყველა მოსახვევი. .
 
nukriaДата: პარ, 03.06.2016, 19:09 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ძველი მოგონება დიდი პალატების
ჩუმი დიადემა თიხის ტალანების
ჩემი გვირგვინია რითმის კარატები
შემოჭდობილია როგორც გალავნები.

კიბე მონგრეული კარი ჩარაზული
სისხლი მიწაზეა ალბათ გადასული
რატომ მახსენდება რატომ მელანდება
კოშკზე შემომჯდარი სვავი მემალება.

როგორც აღდგენილი ძველი პალატები
როგორც დიდებული თიხის ტალანები
როგორჩ წაგებული მთით მოსული ზვავი
ასე დამარცხდება ჩემთან შავი სვავი.
და რომ მგოსანი ვარ თან რომ დიადი ვარ
და რომ ვიმსახურებ გვირგვინს კარატიანს
მე ვერ სეგედრები კოშკთა ბაგრატიონ
მოდი შევეჯიბროთ ძმაო გალაკტიონ...
 
nukriaДата: პარ, 03.06.2016, 22:34 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაღაც დასრულდა,-რა სათქმელია!
რა მოგდის და რა ღმერთი გიწყრება?!
არ შეგეშინდეს,არაფერია,
აქ დასრულდება,იქ დაიწყება.
დაღამებულა...გაზა დაელია
მზეს და ნისლებში ფეხი ეთრევა.
რა მოგივიდა?არაფერია,
აქ დაღამდება,იქ გათენდება!

რაღაც დასრულდა,-
რა სათქმელია?!
 
nukriaДата: პარ, 03.06.2016, 22:39 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იქნებ მტკვართან დასცდა ფეხი, ვინ იცის,
როცა მთვარე ქართლის მთა-ველს ქარგავდა,
რა ჯანდაბამ დააძინა თბილისი,
არ იცოდა, რა დიდებას ჰკარგავდა.
თუ მთაწმინდამ დაიშურა ნიავი,
ვერ უკოცნა შუბლი დასადაფნავი,
რა ყოფილა ბედი ოხერტიალი -
არ აღირსა სამშობლოში საფლავი!
იქნებ ღამით ქართლის მთებიც კვნესოდენ,
როცა თვალი გასაქცევად ეჭირა,
რად უყვარდა საქართველო ესოდენ -
გოჯ მიწაშიც ქართველს არ შეეცილა...
... და მამულის შეკრთა მიწა - მტკივანი,
მისი ხვედრი მწარე სევდად დარჩა ერს,
საქართველო და მთაწმინდის ნიავი -
დღესაც ეძებს კვალდაკარგულ მაჩაბელს...
 
nukriaДата: პარ, 03.06.2016, 22:50 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სად გონება შიშს არა ცნობს და თავია შემართული,
სად შეაღებ თავისუფლად საწადელი ცოდნის კარებს,
სად სამზეო ეზოებად ჯერ არ არის შერაგვული,
სადაც სიტყვა ჭეშმარიტის სიღრმეთაგან მოწანწკარებს,
სადაც ლტოლვა არ იღლება, როს სრულყოფის სწადს მიგნება,
სადაც განსჯის ნათელ ნაკადს სავალი არ ეკარგება
მკვდარ ჩვევათა თალხი სილის უსამანო ბარქანებში,
სად გონებას მორჩილებით მისდევს აზრი და ქმედება -
მეუფეო, დე მამულმა გაიღვიძოს ამ ედემში.
 
nukriaДата: კვ, 05.06.2016, 00:24 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
Когда давили под ребро -
Как екало мое нутро!
И кровью харкало перо
В невинную бумагу.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
ძებნა:

მოგესალმები Гость