კაპრიზი - Page 30 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
კაპრიზი
nukriaДата: კვ, 19.02.2017, 15:24 | Сообщение # 291
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ივნისი კაცხშიმოლზე შრიალებს ტალღა გვირილისდა ზღაპარში ხარ,
ასე გგონია ,ისე კარგია ამ დროს ტირილი,–სიმღერა მასთან მონაგონია!ბალახში
ეძებ ჭიამაიას,წინანდებურად რომ უთხრა – ,,ფრინდი“...სოფელს ახურავს ცის დარაიადა
ეპარება ღელისპირს
ბინდი.                                                                                                                                                            
  ივიწყებ წარსულს, სევდიანს ასე,სიცილ–ტირილის ცრემლები გდიანდა ბალახების სურნელით სავსე
,სახლში ბრუნდები ძალიან გვიან...
...გაცილებს მოლი, წერწეტ გვირილით,ზღაპრის ქალი ხარ, ასე გგონია, ისე კარგია
ამ დროს ტირილი,–სიმღერა მასთან მონაგონია !                                                                                                                                                                      
   "უიმედო წუთები თურმე უფრო სწრაფია!(ყველგან ზარის რეკვაა, აღარ არის ის ლარი)შენი კურსი წყეული
- გაწყვეტილი ძაფია,ცხრა წლის სტაბილურობა - საოცნებო სიზმარი.შენს გარშემო ბურია, შენს გარშემო
ნისლია,დოლარი კვლავ გჯირყვნის და შენ შეხვედი ბუტკაში,ვალუტჩიკის ხელები ყველა ხელზე ცივია
,ირეკლება პიზდეცი შენითვალისგუგაში..."


Сообщение отредактировал nukria - კვ, 19.02.2017, 15:38
 
nukriaДата: კვ, 19.02.2017, 16:09 | Сообщение # 292
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სანთელს რომ ვანთებ,
სიკვდილ-სიცოცხლეს ერთად ვეხები
და შუქ-ჩრდილები თამაშ_თამაშ ცვლიან ადგილებს...
გამოიცანი, რომელია შუქი ან ჩრდილი,
ადგილის შეცვლას რომ იადვილებს?!
 
nukriaДата: ორ, 20.02.2017, 15:30 | Сообщение # 293
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეს ბაღში ვარ სადაც, ჩემი ძმაა ქნარი,
ცოლი დღეა ხშირი, მზეზე უფრო წყნარი. ვარდებს შირაზისას, სიო სურნელს ქენჯნის,
როგორც ირმის ნახტომს ვაზა სტოუნჰენჯის. აქ არავინ არ ა, აქ არავინ არ ი,
შენი მოგონების გარდა უფრო დარი. მახსოვს მაშინ აქვე, ბაღის პირას იდექ,
იყო ღამე ცივი, ცხრა თებერვლის კიდე. ცრემლს ხოცავდა მუხებს მოტირალი ქარი,
როგორც დედას შვილის კუბო შავად მდგარი. მაგრამ მწვანე თვალებს ხედვა უხაროდა,
ბაღის გადამწვარის, სადაც შიშიც თრთოდა. ფარნის ჩრდილში ქალი, ქალზე უფრო ელვა,
იდგა მოწიწებით ცა, ცვარი და ღელვა... დღეს არავინ არ ა, აქ არავინ არ ი,
შენი მოგონების გარდა უფრო წყნარი. მერე მანქანები უცებ ამოძრავდა,
შენ მოხუცმა კაცმა (მამას უფრო ჰგავდა)... წაგიყვანა უმალ, თქმა ვერ მოვასწარი,
რომ მიყვარდი უფრო, ვიდრე რითმებს მთვრალი. z.k 19.02.2017 13:24
 
nukriaДата: ორ, 20.02.2017, 16:31 | Сообщение # 294
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზოგი პატრიარქს აგინებს,
ზოგმაც ზვიადი გასწირა!
ზოგი შინ სტუმარს არ იღებს,
ზოგს თავი მოაქვს არწივად! ზოგი ერს ჭკუას არიგებს,
ზოგს ენატრება ტანია!
მათ ხელში ქრისტეს ტარიგებს
ლელოც ვერ გაუტანიათ! სხვა რა ვთქვა... ერთად შეყრილან,
ცდილობენ მაგრად გაერთონ!
ასეთი ხალხი ქვეყნიდან
მოსაკვეთია საერთოდ! ოთარ რურუა
 
nukriaДата: სამ, 21.02.2017, 00:39 | Сообщение # 295
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შეხედე ცხოვრებას მარტივად,
რას შეცვლი წარსულზე ფიქრით?
ვინ იცის,იქნება მარტი ვარ,
ან დრო ვარ,ასე რომ მიქრის... ნუ დარდობ,რაც უკვე წავიდა,
ნუ ეძებ წარსულში აწმყოს,
რითმებად მოგძებნი თავიდან,
რომ მერე,ლექსები ვაწყო... წარსულმა წლები რომ იარა,
ვინ იცის,დაიწყო როდის?
იქნება ეს თოვლი კი არა,
გრძნობაა,თოვლად რომ მოდის... შეხედე ცხოვრებას ადვილად,
აჩუქე წამები წუთებს...
ოღონდაც გიყვარდე ნამდვილად,
რომ შენთვის,სიკვდილი მსურდეს... იარაღს მიმიზნებს წარსული,
დე მომკლას,უკვდავი როდი ვარ.
სიცოცხლეს რითმებით ვასრულებ
და მერე,ლექსებად მოვდივარ... მითხარი,წარსული სად არის?
ან გზა – გავლილი დღენი.
გაქრება ცხოვრება – ზღაპარი,
დარჩება ზღაპარი ჩვენი... არ ღირს უმიზნო ლოდინი,
რა იცი,იქნება მარტი ვარ.
წარსული მაწევს ლოდივით,
ვსწავლობ ცხოვრებას მარტივად... (ზვიად კეჭაყმაძე)
 
nukriaДата: ოთხ, 22.02.2017, 06:15 | Сообщение # 296
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რატომ გგონიათ ქალბატონო, თითქოს წუხელის
თქვენით შეშლილი მივეძალე ასე კონიაკს,
არა, ეს მხოლოდ ახირება იყო წუხილის,
თქვენ კი გგონიათ, ქალბატონო, თქვენ კი გგონიათ, რომ მარტოოდენ თრობისათვის უაზროდ ვსვამდე,
ან სასიკვდილოდ შევიტოვე მეშვიდე ტყვია;
მე შემიძლია გიერთგულოთ იმ სადგურამდე,
რომელსაც ბოლო, ან უბრალოდ, სიკვდილი ჰქვია. მიეძინება ამ ვნებასაც დროის მირაჟში,
მიეძინება როგორც მზისგან ნაგმობ ფოლიანტს,
თქვენ მომღიმარი დაბრუნდებით მყუდრო ბინაში,
მე კი სად წავალ, ქალბატონო, როგორ გგონიათ?! ეს არც ფიცია, არც ღაღადი, არც აღსარება
თუ თქვენი კდემა გავიხადე სიგიჟის ძეგლად...
და ყველა მზერა, თუ უსიტყვო ამკვნესარება
იკმარეთ ჩემი თავხედობის მოსატევებლად... და ნუ გგონიათ, მარტოოდენ თრობისთვის ვსვამდე,
ან საფეთქლისთვის ჩავარჩინე ლულაში ტყვია;
არა! უბრალოდ ერთგულება მწამს სადგურამდე,
რომელსაც ბოლო, ან უბრალოდ, სიკვდილი ჰქვია. ლევან ალავერდაშვილი
 
nukriaДата: ოთხ, 22.02.2017, 14:34 | Сообщение # 297
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
" - ტირი გაბრიელ, დაიღალე?.. მეც ვტირი შენთვის!”,
ნეტავ საიდან შემოგესმა ზეცის სალბუნი,
შენს სასთუმალთან კედელს ამკობს ჯვარცმა უფლისა,
მომცრო ტაბლაზე გადაშლილი სუფევს ფსალმუნი. ღირსო მამაო, საკუთარი ნებით ნატანჯო,
ქვეყნის დარდი რომ აიკიდე, ვით სათნო ჯვარი,
უფალზე უკეთ ვინ გაგიგებს განცდილ ტკივილებს,
როცა მარტოკამ დაარისხე მცხეთაში ზარი. შენ ხომ ეულად შეუდექი გოლგოთის ბილიკს,
ეკლის გვირგვინად დაიხურე მიტრა რვალისა,
მათხოვრის იერს მოირგებდი სულით მდიდარი,
ბერო – სადარო დავითის და გორგასალისა! ერის ცოდვანი ტვირთად ზიდე, მოღლილმა ცრემლით,
არ შეორგულდი, არ დაკნინდი, თუმც გწამეს ცილი,
ჭეშმარიტებას აზიარე უკვდავი სული,
თხილის გულივით დაარიგე მოყვასთან წილი. გლანძღეს, გაფურთხეს, შეშლილად და გიჟად შეგრაცხეს,
უღვთოდ გაგწირეს, თითქოს გაკლდა ტანჯვა-წამება,
იქით ლოცავდი, ნუგეშს სცემდი შენს მაძაგებელს,
კელაპტრად გენთო სათნო გულში წმიდა სამება. "ჯვარს აცვი ეგე!” – ხომ გასმინეს მოძღვართ-მოძღვარო?
მაინც ვერ დაგცეს, ვერ წარგტაცეს ცხოვარნი მწყემსსა,
და ისევ შენგან სიყვარულის მადლით აღვსილი,
დღეს საქართველო თავს ევლება სამარეს შენსას!.. "ტირი გაბრიელ? – ნუ - გეშინის, მეც ვტირი შენთვის”,
ღირსო მამაო, შვებად გადგას მაცხოვრის ჯვარი,
უფალზე უკეთ ვინ გაგიგებს განცდილ ტკივილებს,
შენ ხომ მარტოკამ დაარისხე მცხეთაში ზარი... ზვიად სეხნიაშვილი
 
nukriaДата: ოთხ, 22.02.2017, 18:36 | Сообщение # 298
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საღამოს მოჰყავს მარტოობა,
მე ცის ქვეშ ვრჩები,
ასე იყო და ასე იქნება~,
ჭირს სასურველი დროის მიგნება
და აღარც ვეძებ განგების რჩევით. ბინდში რომ მგზავრი ჩაიკარგება
და ნაბიჯის ხმას სიჩუმე შთანთქავს,
მე ვიწყებ ფიქრის სახლის აგებას,
ანუ წარსულის სპექტაკლის დადგმას. და მატარებლის ხმაურს შორეულს,
კენწეროების უნებურ რხევას,
მეც რწევით ვხვდები, თითქოსდა ხე ვარ,
ფესვებით ვიწოვ დროს აშმორებულს. თვალის დახუჭვა ნიშნავს ახელას,
რომ დავინახო, რაც ჩემში არი,
ვარ უშენობით მუდამ მშიერი
და ღიღინს დარდი ჰქვია სახელად. მგონი, შუქია ბავშვის სიცილი
გამოღწეული ძველი ფანჯრიდან,
ჩემშია, ვინც ვერ ჩამოვიცილე,
ვინც საკუთარი მარცხი განჭვრიტა.
 
nukriaДата: პარ, 24.02.2017, 07:48 | Сообщение # 299
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარ იგანს, ქარ იგანს, ქარ იგანს,
ფეშერეფ მეცენა განიგანს...
დიდ ჯალეფს დაღვანკეს სისწორექ...
სი სო რექ, სი სო რექ, სი სო რექ?
მუჭო ჭვინს, მუჭო თუნს, მუჭო თუნს,
ჩქიმ თოლეფ მუთუნდღას ვარძირუნს!..
სკანი მა სისქვამა გილაბთხოზ
ირ შარას, ირ დიხას, ირი დროს!..
სოდგენ შორს ცა ფირქეფც არიკანს...
ქარ იგანს, ქარ იგანს, ქარ იგანს!..
 
nukriaДата: პარ, 24.02.2017, 18:03 | Сообщение # 300
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე და ნიკალა ... შიგნიდან ლექსი ვერ გაანათებს,
სანამ
მას გარედან არ გარითმავ...
ფერიც სჭირდებაო,
(ნიკო დაამატებს )
კიდევო –
მარგარიტას მაგარი თმა!... ვსვამთ ანწლის არაყს და
თან ჩაის,
სახლიც გვაქვს იმნაირი –
არ ბარაკობს!
ვთვრებით ფეხათრევით
(ჩანჩალით),
და ხელოვნებაზე
ვლაპარაკობთ... გარეთ რაც სიცივემ
ფოთოლი გაიმეტა,
ყველა ჩვენს ეზოში
ჩამოვარდა...
ვზივართ ერთმანეთის
სითბოდ და
საიმედოდ
ნე და ნიკალა,
სამოვართან... ვართ ორსავ სოფელში –
გვიშველე უფალო –
ორნი ვართ,
(მეც კაცად
მომაქთავი!)
ნიკო –
უკვდავი, ლოთი და უბრალო,
ვასო –
უბრალო, ლოთი და მომაკვდავი...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
ძებნა:

მოგესალმები Гость