Чт, 27.07.2017, 23:56
Главная
Регистрация
Вход
აბაშის ხმა
Приветствую Вас Гость | RSS
[ Новые сообщения · Участники · Правила форума · Поиск · RSS ]
Страница 2 из 3«123»
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » შოთა იათაშვილი
შოთა იათაშვილი
nukriaДата: Вт, 21.06.2016, 00:11 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ის კი არარის შვება,
როცა გულს ერევი,
ან უფრო ხშირად
გული გერევა,
შვებაა
როც
აღებინებ. იცლები,
აღსარება
ნათქვამივით. მახსოვს წირვაზე,
ჩვილ ბავშვს ზიარებისას,
გული აერია.
დავინახე იქ მდგარ,
იმ მრავალ,
ღრმა მურწმუნეთა
თვალებში,
როგორ ისადგურებდა
ურწმუნოება.
ერთ–ერთს წამოსცდა
კიდეც:
"რატომ არ მიიღო ქრისტეს
სისხლი და ხორცი?!
ის ხომ ანგელოზია?!"
ვერ მიხვდნენ,
რომ თავად ქრისტემ
ანგელოზის ხელით აზიარა
მამაო,
რომელმაც იმ წამსვე,
დაიჩოქა და მიიღო
ჩვილი ბავშვის ამოღებინებული
ქრისტეს სისხლი და ხორცი.
მას მერე აღარ მიკვირს,
მას მერე აღარც გულის რევის,
შეგრძნება არ მაქვს
როდესაც ვხედავ,
ძაღლები,
ადამიანების ნარწყევით,
რომ ნაყრდებიან. არსებობს ხილული და უხილავი
სასწაულები. და ისეთებიც, მხოლოდ ხილვა,
რომ არ არის საკმარისი.
თუ ვერ მიხვდი.
 
nukriaДата: Вт, 21.06.2016, 00:14 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი ფული ლამაზია.აგერ ყვავილი, ხე, ცა,
«ჯოკონდა»,
ისინი ლამაზები არიან,
მაგრამ ლამაზია ჩემი ფულიც.
ჯიბეში მიდევს და ხელით ვეხები _
პატარაა და საყვარელი.
ისე გაუპრანჭავად მომხიბვლელია,
შემიძლია გაჩვენოთ კიდეც,
და ღილ-კილოზე მივიბნიო ტიტასავით.

ჩემი ფული,
ჩემი ფული...

ის წარმოდგენაა ფერადოვანი,
ის ღარიბი დეკორაციაა,
ის არარსებობის კრიალა კანია.

ავახევ და არსებობაში შევალ,
იქ, სადაც ყვავილია, ხეა, ცაა,
«ჯოკონდაა».

შევალ.

შევალ.

ერთი ბილეთი ჩემთვის,
ერთიც თქვენთვის _ გპატიჟებთ.

იცით, ცხოვრება ლამაზია,
თუ მასში ლამაზი ფულით აღწევ.

როცა მოვხუცდები,
ვფიქრობ, ჩემი ლამაზი ფული
ცხოვრების მუზეუმს გადავცე
მუდმივ ექსპოზიციაში.

ადამიანები მოვლენ და დატკბებიან
ჩემი ლამაზი ფულის ცქერით.

ისინი იდგებიან დიდხანს, აღელვებულები,
მერე წავლენ სახლებში და იფიქრებენ იმაზე,
თუ რა კარგია,
როცა გაქვს ლამაზი ცხოვრება,
ლამაზი სახლი,
ლამაზი ლექსი.

ისინი იფიქრებენ იმაზე,
თუ რა კარგია,
როცა შენი ფული ლამაზია,
ისე, როგორც შენი ფეხმძიმე ცოლი.
 
nukriaДата: Чт, 26.01.2017, 21:06 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
„ეხ! სამშობლოო ლაჩარი ყმისა...
ვახ! დედაკაცო ლაჩარი ქმრისა...
ავახ! ბალღებო ლაჩარი მამის...“

სამასი კაციდან ერთს მაინც აერეოდა ფეხი.
ერთს მაინც ამოეზრდებოდა ნარივით ფიქრი,
რომ სახლში ჯერაც უწვერული ბალღები ჰყავს...
რომ ბალღისტოლი ცოლი ჰყავს და
მარტო ვერაფერს გაახერხებს...
ვერ მოერევა სათიბ-სახვეტს...
ვერ გადასთოვლავს,
ვერ გასტკეპნის ბანსა და ერდოს...
რომ ბეჩავია მარტოქალი...

თვალს შეავლებდა მთის გზაწვრილებს
და აღმოსთქვამდა - ავახმე! ავახ...

ადუღებული გუდრონივით დაესხმებოდა სიტყვა ნიკაპზე.
შიში, ველური ცხოველივით, ჩაასობდა კლანჭებს
მკერდში და სალკლდესავით ჩაუშლიდა
გულზე ჯაჭვივით შემოვლებულ
ქვეყნის სიყვარულს.
-
ვინძლო ამ კაცის მკერდზე მოხდა პირველი ბრძოლა -
საზარელი, სასტიკი და უთანასწორო.
უხორცოსა და ხორციელისა.
დიადისა და საცოდავისა.
სასტიკისა და ბეჩავისა.

როგორც ნადირი
ცხვრის ფარაში -
გამოარჩევდა შიში
ჯერფეხაუდგმელ ბატკანივით ფაქიზ სულს,
ვისაც ნარივით სჩხვლეტდა ფიქრი,
რომ სახლში ჯერაც უწვერული ბალღები ჰყავს...
რომ ბალღისტოლი ცოლი ჰყავს და
მარტო ვერაფერს გაახერხებს...
ვერ მოერევა სათიბ-სახვეტს...
ვერ გადასთოვლავს,
ვერ გასტკეპნის ბანსა და ერდოს...
რომ ბეჩავია მარტოქალი...
-
...გამოარჩია და დაესხა თავს
ველური მხეცის მძვინვარებით.
ისიც დაუხვდა შეუპოვრად, თავგამეტებით...
და მთები -
მისი წინაპრების ძვლებით ნაგები აკლდამები -
შეთქმულებივით იმეორებდნენ - ავახმე! ავახ...
-
სამასი კაციდან ერთს მაინც აერეოდა ფეხი...
ერთს მაინც მოაგონდებოდა ორსული ცოლი...
დამდუღვრილივით მოსწყდებოდა თანამებრძოლებს...
შეჭამდა სირცხვილს, ცას შეჭამდა, მიწას შეჭამდა...
ოღონდ, როგორმე მიეღწია საყვარელი ქალის მხრებამდე...
ოღონდ, როგორმე მოესმინა ძველი სიმღერა...
ყოველ მიმწუხრზე რომ მღეროდა მის სოფელში ჩამავალი მზე...
მეხნაკრავივით მოსწყდებოდა თანამებრძოლებს...
დამდუღვრილივით მოსწყდებოდა თანამებრძოლებს...
მეხნაკრავივით მოსწყდებოდა...
დამდუღვრილივით მოსწყდებოდა...
მეხნაკრავივით... დამდუღვრილივით...
თანამებრძოლებს...

დასჩხვლეტდა ფიქრი -
რომ სახლში ჯერაც უწვერული ბალღები ჰყავს...
რომ ბალღისტოლი ცოლი ჰყავს და
მარტო ვერაფერს გაახერხებს...
ვერ მოერევა სათიბ-სახვეტს...
ვერ გადასთოვლავს,
ვერ გასტკეპნის ბანსა და ერდოს...
რომ ბეჩავია მარტოქალი...
 
nukriaДата: Чт, 26.01.2017, 21:51 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენი სავალი გზა არ არის, ვიცი გოთიკა.
შენი გზა უფრო ტყეებია, მთები, ხევები
და ამ უღრანი ცხოვრებიდან არ გამოდიხარ.
მე შემოვდივარ და მაშინაც არ მეჩვენები.

მე ძველებურად... ქალაქია ჩემი საცხოვრი.
აქ ვრჩები, მაინც შენი მსგავსი, შენი ოიდი.
და ხშირად ვცდები, ლექსებშიც კი, ცნებებს მაცხოვრის,
როგორც პლანეტებს უმნიშვნელო ასტეროიდი.

ქარი თმას გიშლის, რომელიღაც მინდვრის ღელვაში,
ახლა მზე არის, შენი კანის სტუმარი მხოლოდ
და როგორც ზღვაში, მარილიან კოცნის სიმლაშეს,
აქვს ნოსტალგია წარსულის და
ბოლოს და ბოლოს....

შენი სავალი გზა არ არის, ვიცი ბაროკო.
შენი გზა უფრო ჩანჩქერები, მწვერვალებია.
მე კი, ჯობია, მონატრება ისე გავლოკო,
როგორც ბავშვები ცერა თითებს ეტანებიან.h
 
nukriaДата: Чт, 26.01.2017, 22:06 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გათენდება და კართან მოვლენ ლურჯი ყინვები
მოჰყვებათ უტყვი არსებობის მქონე ბედობა,
გათენდება და მამლის ბოლო დაყივლებამდე
სულს დამიმძიმებს პირველ ცოდვის ჩაუდენლობა..

გათენდება და გააგორებს ფიქრი კამათელს
და ღამენატეხ თვალებიდან წავლენ სიზმრები,
როცა ოთახში ალიონი მოიკალათებს
უშორესს ღრუბლებს ფრთხილი მზერით შევეხიზნები...

გათენდება და დარეკავენ საყდრის ზარები
და ტკბილ წკარუნში მათი მადლი სადღაც იელვებს...
ხოლო ლოცვები არსებიდან გაუმგზავრებნი
ცოტათი მაინც შემივსებენ სიცარიელეს...

გათენდება და წაიყოლებს ღამე გულიდან
ყველა სიმდიდრეს ... გეფიცები, რაც რამ მებადა.
და გაავებულ ორპირ დროთა შლეგ წრებრუნვიდან
მოველი როცა საბოლოოდ : დაღამდება და.....
 
nukriaДата: Пт, 27.01.2017, 02:47 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არვინ წაგვართმევს არაფერს არსად,
შორიშორ რომ ვართ, მე ამით ვტკბები...
გიგზავნით კოცნას, თუნდ ერთი ასად
გაგრძელდეს თქვენკენ სავალი გზები.

ვიცი, სხვაობა რომ არის ჩვენში, -
მიტომ არ ვარღვევ დუმილს პირველი...
ჩემს ლექსს დახვეწა სჭირდება, თქვენში
ვარ დერჟავინის სიყრმის მხილველი.

კურთხევა თქვენდა! შემზარავ ფრენას
გიმზადებთ ჟამი თქვენ - ჯერაც მართვეს,
ხომ მედგრად უძლებთ მზის სხივთა ფენას,
ყრმის თვალებს განა გადაღლა მართებს?

არვინ გიმზერდათ თქვენ ასე ნაზად,
ეს მზერა თქვენს კვალს ჩემგან თან გაჰყვა;
...გიგზავნით კოცნას, აწ ერთი ასად
ქცეულ წელთა და სივრცის გადაღმა.
 
nukriaДата: Пт, 27.01.2017, 02:50 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და რას გაუგებ ამ ცხოვრებას,-
ვინ, სად, რას იმკის ?...
ან ვის რა გზაზე, რა საგზალი თან აბადია?...
წუთისოფელში გაჟღენთილი ველური სიბრძნე,
სხვა ცხოვრებისთვის, ხომ უდავოდ წარმავალია??
მაშ, ზე ასწიეთ, ყველა ფიქრი, ყველა მიზანი!
უზენაესის იყოს ნება, ჩემი , ბილიკზეც...
უზენაესის იყოს ჩემი შიში და კდემა,
დე მიღიმოდეს სასთუმალთან მუდამ, პირიმზე.
 
nukriaДата: Пт, 27.01.2017, 02:57 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქ, ჩემს ქალაქში მდინარეს აქვს თალხი სამოსი,
ჩემი ქალაქის ზეცა ზოგჯერ ნაცრისფერია,
მაგრამ სილურჯე მოედება, მზე რომ ამოდის
და ჩიტუნები გაზაფხულის ამინდს მღერიან.

მედიდურ კლდეებს ისტორიის იერი ახლავთ,
თვით მეფე თამარს გაკვირვება გამოუხატავს,
როცა ინება აქაური გარემოს ნახვა,
უჩვეულოდ რომ მოუწყვია ბუნების მხატვარს.

ჩემს ქალაქს არცთუ შესაშური დრო უდგას ახლა,
მივიწყებისგან ხეებსაც კი დაეტყოთ დაღლა,
არ ძალუძს ტირიფს, ტოტები რომ აღაპყროს მაღლა,
აქვე ასწლოვან მაგნოლიას შეხვდები, გამხმარს.

ვნანობ, აქამდე არაფერი დამიწერია,
ან ამ სტროფებით რას შევმატებ კარგსა და ახალს,
ქალაქს, რომელიც ნოსტალგიის ათი წელია,
ჩემს ქალაქს, ჩემი ბავშვობა რომ შემოუნახავს.
 
nukriaДата: Пт, 27.01.2017, 03:00 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მახსოვს,
მთელი თვე იცადა თოვლმა,
მაინც მოვიდა იგი დეკემბრის
ბოლოსკენ...
დილით ნიცა და თომა–
ჩემი შვილები,
როგორც მტრედები,
ისხდნენ საწოლზე.
და იდაყვებით
იდგა ყორეზე ცასავით ცივი
თოვლი და ლურჯად ჩანდნენ სახლები,
ყინვით დამზრალი კაცის ხორცივით.
გამოვიტანე ჩემი ფილთა და
ვისროდი ცაში –ბავშვი! აბა ვინ?
სანამ ტყვიები არ გამითავდა
და სოფელს მოვდე თოვლის ამბავი.
რა გვახარებდა ყველას უკლებლივ?
ბუნაგებიდან ყეფდნენ ძაღლები...
ეზოში იდო თოვლი უმკვლევი,
როგორც ოცნება- გამოძახებით.
 
nukriaДата: Пт, 27.01.2017, 03:14 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გულს ცხრა ლახვარი, წმინდა გიორგის,
სისხლშეუშრობმა დამკრა კრწანისმა,
წყალმა წამართვა ნაშანთი დედა,
დიდგორიც სევდამ გაითავისა!
არაგველების მმედგრავს კიჟინა,
ჩაქოლილი ვარ ციხის ნაშალით,
სად გაიყიდა პაპის ფარ-შუბი,
სად მიიშლამა დედის თავშალი?
ეგ ორლესული დამკარ ვადამდის,
გული დასაღვრელ სისხლით მევსება,
ყურში ჩამტირის ბებერი ლომის
უკანასკნელი ამოკვნესება!
ხან ძირს გართხმული დაგტირი მწარედ
გულგასენილი შენი ვაებით,
ხან დედის ძუძუს ჩაფრენილ ბალღის
ნეტარღუღუნით გეთამამები!
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » შოთა იათაშვილი
Страница 2 из 3«123»
Поиск:


| Copyright MyCorp © 2017 | |