მარინა ცვეტაევა - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » მარინა ცვეტაევა
მარინა ცვეტაევა
nukriaДата: სამ, 26.07.2016, 01:04 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოდიხარ, რა ძლიერ მგავხარ!
თვალი დაგიხრია ძირს.
მეც ასე მიყვარდა დახრა.
გამვლელო, შეჩერდი მყის!

ქათმის სიბრმავით და კონით
ხელში ყაყაჩოსი ძლივს
გაარჩევ წარწერას, მგონი,
,,მარინა", ამდენი წლის.

ნუ ფიქრობ, საფლავთან უნდა
დაგზაფრო, გავჩნდები როს.
თავადაც მიყვარდა მუდამ
სიცილი უდროო დროს.

მშვენოდა ალეწილს რხევა
კულულებდაყრილი მხრის.
გამვლელო, ვიყავი! მე ვარ!
გამვლელო, შეჩერდი მყის!

ველური ღერები, ხილი
დაკრიფე! რაც უნდა თქვა,
საფლავის კენკრაზე ტკბილი
ან დიდი არ არის სხვა.

ოღონდ მჭმუნვარებით სავსე
მკერდამდე ნუღა ხრი თავს,
ლაღად გაიფიქრე ჩემზე!
ლაღად დავიწყება ხამს!

გახვეულს ოქროსფერ მტვერში
განათებს სხივების სხმა.
ნუ კრთები! არაფერს გერჩის
ამ მიწისქვეშიდან ხმა.
 
nukriaДата: სამ, 26.07.2016, 01:06 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუკი ფრთიანია სული დაბადებით,
რაა სრა-სასახლე ანდა ქოხმახები!
რაა ჩინგის-ხანი, რაა ურდოები!
სულ ორი მტერი მყავს, მწარედ რომ მეხება -
- ტყუპი განუყრელი, ერთად რომ გაცხარდა:
შიმშილი - მშიერთა, სიმაძღრე - მაძღართა.
 
nukriaДата: სამ, 26.07.2016, 01:07 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს ლექსებს, ნაწერს ჯერ კიდევ მაშინ,
რომ არც მეგონა თავი პოეტი,
შადრევნის შხეფებს - გაბნეულს ცაში,
ანდა ნაპერწკლებს უცხო რაკეტის.

ამ ეშმაკუნებს, მარბევებს ასე
საკმელში მთვლემი საკურთხევლისა,
ლექსებს სიკვდილზე, ყმაწვილობაზე,
წამკითხველი რომ ჯერ ვერ ეღირსა.

მაღაზიაში რომ არც ვინ ჰპოვებს,
და რომ რგებიათ ამ მტვერში გდება,
ჩემს ლექსებს, როგორც ძვირფას ღვინოებს,
მჯერა, თავისი დრო დაუდგება.
 
nukriaДата: სამ, 26.07.2016, 01:28 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როდესაც ფიფქი მოფარფატე ანაზდეულად,
ვარსკვლავის დარად ციდან ვარდნას დაემონება,
დაგიცურდება ხელისგულზე ცრემლად ქცეული,
ვერ დაუბრუნებ თავდაპირველ ჰაეროვნებას.

როდესაც გვნუსხავს მჭვირვალება ჩვენ მედუზასი,
და მოგვინდება ჭირვეული ხელის წავლება.
წარეკვეთება ტყვეს შებორკილს უეცრად სასო,
ჩვენს ხელისგულზე სასიკვდილოდ მიინავლება.

როდესაც გვინდა, ფარვანები მობორიალე
ვიხილოთ ნაცვლად ზმანებისა, მიწიერ ამბად,
სად ქრება მათი სამოსელი, ისევ იალებს?
ცისკრისფერ მტვერს-ღა დაგვიტოვებს თითებზე ალბათ!

დაე, ფრინავდნენ კვლავ ფიფქები და ფარვანები,
და მედუზასაც ნუ დაღუპავ! სილაში - დნება.
არ შეიძლება, სტაცო ხელი, თავი ანებე!
არ შეიძლება, ხელში გეპყრას შენი ოცნება!

არ შეიძლება, რომ უმწეო სევდას უბრძანო:
- ,,იქეც სიგიჟედ, ვნების ცეცხლად, გრძნობავ ფარულო!"
შეცდომა იყო სიყვარული ჩვენი უძალო,
მაგრამ ვერ ვცოცხლობთ, ჯადოქარო, უსიყვარულოდ!
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
 
nukriaДата: სამ, 26.07.2016, 01:28 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მომწონს, სნეული არა ხართ ჩემით,
მომწონს, არც მე ვარ თქვენით სნეული.
არასდროს ფეხქვეშ, ბრუნვას ნაჩვევი,
გაცურავს მიწის მძიმე სხეული.
მომწონს, რომ ვიყო სასაცილო,
თავაშვებული; სიტყვით თამაში რომ არ ვახელო;
ალმურის ტალღა რომ ავიცილო,
მეხება როცა თქვენი სახელო.

მე ისიც მომწონს, ჩემ თვალწინ როცა
მშვიდად ეხვევით უცხოს სრულიად;
არც ჯოჯოხეთის ცეცხლით წარმხოცავთ,
რადგან არ გკოცნით; რომ შეგიძლიათ,
სახელი ჩემი არც დღით, არც ღამით
არც კი ახსენოთ, რა მალულია!
და რომ არც ტაძრად დადგება ჟამი,
დაგვაგალობონ ალილუია.

მადლობა გულით, მადლობა ხელით,
რომ არც კი იცით, გიყვარვართ ისე,
რომ ღამეობით ღელვით არ გელით,
რომ ზოგჯერ ვხვდებით საღამოს პირზე,
არმოსეირნეთ მთვარიან ღამით
რომ შუქი გვადგას არც მზისეული,
რომ, ეჰ, სნეული არა ხართ ჩემით,
რომ, ეჰ, არც მე ვარ თქვენით სნეული!
 
nukriaДата: სამ, 26.07.2016, 01:30 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცივდება ორი მზე, - ო, ღმერთო, რას მერჩი! -
პირველი - ზეცაზე, მეორე - ამ მკერდში.

მზეები, - ნეტა თვითშენდობას ავიტან? -
მზეები გონს როგორ მირევდნენ თავიდან!

ცივდება ორივე - აღარ მწვავს იმდენად!
მათში უცხელესი - ადრე გაცივდება.
 
nukriaДата: სამ, 26.07.2016, 01:31 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქრისტე და ღმერთო! სასწაულს ველი
ახლა, ამ დილას. ვერ მიმიგნია.
ო, გევედრები, ახლავე მოვკვდე,
ვიდრე ცხოვრება ჩემთვის წიგნია.

ბრძენი ხარ. ვიცი, მკაცრად არ მეტყვი :
-,, ითმინე კიდევ! შენი დროც მოვა."
თავად ამავსე წყალობით - მეტით!
მსურს ყოველი გზის ერთბაშად მოვლა!

მსურს ყოველივე: ბოშური სულით
სიმღერ-სიმღერით ვიავაზაკო,
სხვებისთვის მტანჯონ ორგანის ხმაზე,
ვიამორძალო მე საარაკოდ;

შავ კოშკში ვიჯდე ვარსკვლავთ მისანი,
ბავშვებს გავუძღვე, ვსერო ლანდები.
დღე გუშინდელი - იყოს ლეგენდა,
სიგიჟე იყოს - დღე დღევანდელი!

მიყვარს ჯვარი და მოვი და შალი.
წამიერია ეს სული - კვალი.
ტკბილი ბავშვობაც ხომ შენ მომმადლე,
გვედრი, ჩვიდმეტი წლისა მომკალი!

( თარგმანი ნინო დარბაისელისა)
 
nukriaДата: პარ, 29.07.2016, 11:04 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვისაც გიყვარდი ცდომილებით ჭეშმარიტების,
ხინჯით სიმართლის,
ვისაც უსაზღვროდ, უფრო მეტი რომ არ იქნება,
ისე გიყვარდი!..

ვისაც გიყვარდი დროის მიღმა. მკლავი სიმაღლის
წვდომის ცდაშია...
აღარ გიყვარვარ უკვე მე შენ: ჰოდა, სიმართლეც
ხუთ სიტყვაშია.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » მარინა ცვეტაევა
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость